ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა (მაშიხათ) 1918-1920 წლებში

წარმოდგენილ ნაშრომში,  ახალი საარქივო დოკუმენტებისა და სამეცნიერო ლიტერატურის  საფუძველზე, გაანალიზებულია 1872 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ცენტრში − თბილისში (ტფილისში) ჩამოყალიბებული და 1917 წლამდე არსებული ამიერკავკასიის შიიტთა და სუნიტთა სასულიერო მმართველობების სამართალმემკვიდრის − „ამიერკავკასიის  მუსლიმთა (შიიტთა და სუნიტთა) სასულიერო მმართველობის (მაშიხათ)“ ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც სრულიად შეუსწავლელია ქართულ ისტორიოგრაფიაში.

 

საკვანძო სიტყვები: ამიერკავკასია, საქართველო, აზერბაიჯანი, მუსლიმები, ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობა

 
 
 
 

გუდანისა და ლაშარის ჯვრის დაარსების გადმოცემები არნოლდ ზისერმანის წიგნში „ოცდახუთი წელი კავკასიაში“

არნოლდ ზისერმანი XIX საუკუნის რუსი მოხელე იყო, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში მსახურობდა კავკასიაში და არაერთ საინტერესო წერილს აქვეყნებდა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში. პირველი ფოლკლორული ტექსტები, რომლებიც მან უცვლელი სახით გამოაქვეყნა, ლაშარის ჯვრისა და გუდანის დაარსების გადმოცემები იყო. სტატიაში განხილულია მათი თავისებურებანი.

 

საკვანძო სიტყვები: ზისერმანი, ლაშარი, გუდანი, გადმოცემები