ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარაში (1921 წელი)
ნაშრომში გაანალიზებულია ანტისაბჭოთა პარტიების ბრძოლა აჭარაში ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ 1921 წელს. ანტისახელისუფლო გამოსვლების ფონზე განხილულია ბოლშევიკების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები პარტიების მიმართ, რაც გამოიხატებოდა მათ ლიკვიდაციაში.
საკვანძო სიტყვები: აჭარა, პარტია, 1921 წელი, ანტისაბჭოთა.
მართლაც 1928 წელს შეიტყვეს პირველად საქართველოში გრაცის უნივერსიტეტის ქართული ხელნაწერების შესახებ?
გრაცში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ სამეცნიერო წრეებისთვის ცნობილი გახდა 1928 წელს, როცა ა. შანიძემ "ტფილისის უნივერსიტეტის მოამბეში" დაბეჭდა შუხართის გამოკვლევა მის ხელში მოხვერდილ ქართულ ხელნაწერებზე. სინამდვილეში ამ ხელნაწერთა შესახებ შუხართმა 30 წლით ადრე აცნობა მის რამდენიმე კოლეგასა და ორიოდე ორგანიზაციას.
საკვანძო სიტყვები: გრაცი, ქართული, ხელნაწერები, შუხართი, ა .ხახანაშვილი.
მასალები ქალაქ ცხინვალის ისტორიისათვის
ნაშრომში დათარიღებულია XVIII საუკუნის II ნახევრის ქალაქ ცხინვალის აღწერის დავთარი, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; მიმოხილულია დავთარში დაცული სხვადასხვა ცნობა. სტატიას ერთვის ამ დოკუმენტის ერთი ნაწილი.
საკვანძო სიტყვები: ცხინვალი, აღწერა, დავთარი, XVIII საუკუნე.
მესამე ტალღის ქართველი იმიგრანტი ქალები აშშ-ში: ამერიკანიზაციის პრობლემა
სტატიაში ავტორი პასუხს სცემს კითხვებს: როგორია მესამე ტალღის ქართველი ემიგრანტი ქალების ამერიკანიზაციის ხარისხი, რა გავლენას ახდენს ასაკი, განათლების დონე, სოციალური სტატუსი ამ პროცესზე, რა როლს თამაშობს მართლმადიდებლობა ქართველი იმიგრანტების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. დასკვნები, ძირითადად, იმიგრანტების გამოკითხვას ეფუძნება.
საკვანძო სიტყვები: ქალი, ქართველი, იმიგრანტი, აშშ.
ქართული წერილობითი წყაროები კირილე ალექსანდრიელის ეგზეგეტიკური კატენების შესახებ
სტატიაში განხილულია XI საუკუნის ქართველი მთარგმნელის, ეფრემ მცირის, კოლოფონი, რომელშიც მთარგმნელი მოგვითხრობს მის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი ეგზეგეტიკური კრებულის "პავლე თარგმნიანის" შექმნის ისტორიას და საყურადღებო ცნობებს გვაწვდის კატენური კრებულის შემდგენელის, კირილე ალექსანდრიელის, მიერ გაწეულ შრომაზე.
საკვანძო სიტყვები: კირილე ალექსანდრიელი, ეგზეგეტიკა, კატენები, ეფრემ მცირე.
შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ
სტატიაში სათანადო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ნაჩვენებია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური სახე შარვაშიძეთა სამთავრო სახლისა, რომლის წარმომადგენლები ისტორიულად ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად განასახიერებდნენ ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროს.
საკვანძო სიტყვები: შარვაშიძე, აფხაზეთი, საქართველო, სამთავრო სახლი.
წერილობითი კულტურა შუა საუკუნეების აფხაზეთში
ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ შუა საუკუნეების აფხაზეთის წერილობით კულტურაში წამყვანი ადგილი ეკავა ქართულ დამწერლობას; წარმოდგენილი იყო მისი ყველა კალიგრაფიული მიმდინარეობა, რომლებიც არსებობდა საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში. სხვა დამწერლობა ამ პერიოდის აფხაზეთში არ დასტურდება.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი, შუა საუკუნეები, ეპიგრაფიკა, ხელნაწერები, დამწერლობა.
აფხაზური ენის ფუნქციონირება განათლების სფეროში
სტატიაში განხილულია განათლების სფეროში აფხაზური ენის ფუნქციონირების მოკლე ისტორია XIX საუკუნიდან დღემდე, აფხაზ და ქართველ მოღვაწეთა ბრძოლა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ნაჩვენებია, რომ ცარიზმისა და საბჭოთა ენობრივი პოლიტიკა ხელს უშლიდა ამ ენის სრულმასშტაბიან გამოყენებას, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა აფხაზი ხალხის ეთნიკურ იდენტობაზე.
საკვანძო სიტყვები: აფხაზური ენა, სკოლა, ენობრივი პოლიტიკა.
ინდოევროპულ ენებზე მოსაუბრე ხალხების წინარესამშობლოს პრობლემა
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ე. წ. "პროტოინდოევროპული" ენობრივი სისტემის ფორმირების საკითხები, შემოთავაზებულია ინდოევროპული ენების თავდაპირველი გავრცელების არეალის სამხრეთ შუა აზიასა და ჩრდილოეთ ირანში ლოკალიზების მცდელობა.
საკვანძო სიტყვები: “პროტოინდოევროპული”, წინარესამშობლო, არქეოლოგიური კულტურა, ჰიპოთეზა, ინდოევროპეისტიკა
კულტურათა დიალოგი: ცნებითი აზროვნების სტერეოტიპული მოდელები (არაბული და ქართული ანდაზების კორპუსის მაგალითზე)
სტატია მიზნად ისახავს ანდაზის - მოცემულ მენტალობაში გარკვეულ ცნებად მოდელირებული ფორმულის - განსხვავებულ კულტურათა კონტექსტში გააზრებას. კონკრეტულ აზრობრივ მოდელში -,,ყველა თავის შესაფერს პოულობს" - შესული არაბული და ქართული პარალელების შეპირისპირებითი კვლევის საფუძველზე გამოვლენილია, როგორ იქმნება მოცემული სტერეოტიპული სიბრძნე.
საკვანძო სიტყვები: ანდაზა, ქართული, არაბული, ეთნოცნობიერება, მეტაფორა
საქართველოს სასაზღვრო სისტემა: ჩრდილოეთი საზღვრის პრობლემები ანტიკურ ეპოქაში
ნაშრომი ეხება საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების ისტორიას. ანტიკურ ეპოქაში ჩრდილოეთის უსაფრთხოებას დვალეთისა და დარიალის კარების დაცვა უზრუნველყოფდა. საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები, ქართული ქვეყნების გარდა, მსოფლიო იმპერიების თვალსაწიერშიც იყო მოქცეული.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, საზღვარი, ჩრდილოეთი, ანტიკური ეპოქა
ქართული ხელნაწერი უცხოეთის საცავებში (საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა)
საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების კოლექციაში დაცული ოთხი ხელნაწერის საფუძველზე განხილულია ქართული სამწიგნობრო ტრადიციის მჭიდრო კავშირი ქრისტიანული აღმოსავლეთის სამონასტრო-სალიტერატურო ცენტრებთან.
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, ქართული, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა
წავკისის ეკლესიის „სამშენებლო“ წარწერის შესახებ
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობდა მოსაზრება, რომ წავკისის ეკლესია აშენებული იყო 1493 წელს სომეხი მღვდლის მიერ, რასაც ეკლესიის კედელზე არსებული სომხურენოვანი წარწერით ადასტურებდნენ. სტატიაში გამორკვეულია, რომ აღნიშნულიწარწერა გვიან, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის II ნახევარშია მოტანილი და კედელში ჩასმული.
საკვანძო სიტყვები: წავკისის ეკლესია, წარწერა, სომხური
თრიალეთის კულტურის ცულების ქრონოლოგიის, განვითარების ეტაპებისა და ტიპოლოგიის საკითხები
ნაშრომში განხილულია თრიალეთის კულტურაში დადასტურებული ბრინჯაოს ცულები. ასევე, განხილულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი ეგზემპლარი, რომლებიც მჭიდრო კავშირს ავლენს სამხრეთ კავკასიურ ნიმუშებთან. წინამდებარე სტატია წარმოადგენს მათი ქრონოლოგიის დაზუსტების, განვითარების ეტაპების გამოყოფისა და ტიპოლოგიის შემუშავების ცდას.
საკვანძო სიტყვები: თრიალეთის კულტურა, ცული, ქრონოლოგია, ტიპოლოგია
მიქელ თარხნიშვილის ქართველოლოგიური მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ
მიქელ თარხნიშვილი ქართული მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია უცხოეთში. მან ქართველოლოგიას შესძინა საყურადღებო შრომები და ხელი შეუწყო ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში. წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია მისი კვლევის ძირითადი საკითხები და დამსახურება ამ სფეროში.
საკვანძო სიტყვები: ქართველოლოგია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, სასულიერო მწერლობა
რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი
აწყურის ეტიმოლოგია უკავშირდება წყალს. მასში გამოიყოფა ა- პრეფიქსი და წყურ- ძირი, რომელიც მეცნიერთა მიერ დაკავშირებულია ქართველურ სიტყვებთან: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ- და სხვა. ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეცნიერმა გააყალბა აწყურის ეტიმოლოგა და ისტორია, რასაც ეხება ნაშრომი.
საკვანძო სიტყვები: ეტიმოლოგია, ქართველური სიტყვები, აწყურის საეპისკოპოსო
საქართველოს ''კავკასიური როლი'' და რუსეთი: 1918-21 წლები და დღევანდელობა
სტატიაში განხილულია საქართველოს „კავკასიური როლისა" და კავკასიის მეზობელ ერებთან ურთიერთობების საკითხები; ნაჩვენებია რუსეთის მიმართება შიდაკავკასიურ ურთიერთობათა პრობლემისადმი; წარმოჩენილია კავკასიელ ერთა დასავლური მისწრაფებები; მოცემულია პარალელები 1918-1921 წლების პოლიტიკასა და დღევანდელ ვითარებას შორის.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, კავკასია, რუსეთი, 1918-21 წლები, საერთაშორისო ურთიერთობები
ძველი ქართული ენის ლექსიკიდან: მანდა
ძველ ქართულში მანდას ჰქონდა როგორც "მანდ", ასევე, შედარებით იშვიათად - "აქ" ზმნიზედის მნიშვნელობა. ერთ სიტყვაში ჩადებული ორი ერთმანეთის საპირისპირო შინაარსის გასამიჯნავად მანდა ძველი შინაარსით შემორჩა ენას, ხოლო პირველი პირთან სიახლოვის მაჩვენებლად გამოიყენეს ენაში ოდითგანვე დამკვიდრებული სათანადო შინაარსის მქონე ზმნიზედა აქა.
საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ლექსიკა, მანდ, აქ
წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში
სტატიაში მოცემულია წოვა-თუშების ცხოვრების მოკლე ლინგვო-კულტუროლოგიური ანალიზი. წარმოჩენილია მათი ენის, ფოლკლორის, ყოფის, საქმიანობის თავისებურებები, ისტორიული წარსულისა თუ დღევანდელობის მნიშვნელოვანი ასპექტები.
საკვანძო სიტყვები: წოვა-თუშები, ლინგვო-კულტუროლოგია, მეცხვარეობა, თვითშეგნება, საქართველო
ხელოვანის შეოქმედებითი თავისუფლების პრობლემა ტოტალიტარულ სახელმწიფოში (გრიგოლ რობაქიძის ''ჩაკლული სულის'' მიხედვით)
სტატიაში გაანალიზებულია ტოტალიტარული სახელმწიფოსა და ხელოვანის ურთიერთობის მარად აქტუალური პრობლემა, ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველი გავლენა ხელოვანის შემოქმედებით თავისუფლებაზე გრიგოლ რობაქიძის რომანის, ''ჩაკლული სულის,'' მაგალითზე.
საკვანძო სიტყვები: ტოტალიტარული რეჟიმი, ხელოვანი, გრიგოლ რობაქიძე
აბრევიატურისა და მოკლე შეტყობინებების ენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამო თანამედროვე ინგლისურში
დღესდღეობით აბრევიატურა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ენა ძალიან განვითარდა. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც დაკავშირებულია Sms ენისა და აბრევიატურის გამოყენებასთან, ისინი თანამედროვე ინგლისური ენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს პროცესი გლობალიზაციის შედეგი და ცივილიზაციის განვითარების შემადგენელი ნაწილია.
საკვანძო სიტყვები: SMS ენა, აბრევიაცია, ორთოგრაფია, თანამედროვე ინგლისური ენა
აფხაზური ენა და ქართული გრაფიკა
აფხაზური სალიტერატურო ენა 1938-1954 წლებში გადაყვანილი იყო ქართულ გრაფიკაზე. სტატიაში აქამდე უცნობ საარქივო მასალებზე დაყრდნობით დადგენილია აფხაზური სალიტერატურო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორია.
საკვანძო სიტყვები: აფხაზური სალიტერატურო ენის ისტორია, აფხაზური ენის გადაყვანა ქართულ გრაფიკაზე; აფხაზური დამწერლობის ისტორია
ახალგაზრდების დისკურსის მოდალობა
სტატიაში განხილულია ქართველი და გერმანელი გოგონებისა და ბიჭების ინტერაქციული მოდალობა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზის მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: დისკურსის ანალიზი, ახალგაზრდების ენა, გერმანელი და ქართველი გოგონები და ბიჭები, ინტერაქციული მოდალობა
დისკურსის პრაგმატული კოჰერენტულობის ფორმირების შესახებ
სტატიაში განხილულია ტექსტობრივი სქემების აგებისა და ინტერპრეტირების შემცველი გამონათქვამების ერთ კოჰერენტულ მთლიანობაში ინტეგრირების პრობლემასთან.
საკვანძო სიტყვები: დისკურსი, კოჰერენტულობა, პრაგმატულობა
ემოციური ცნება ბრაზის შედარებითი კვლევა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებში
წინამდებარე ნაშრომში ფსიქოლოგიური და ენობრივი თვალსაზრისით განხილულია ემოცია, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში სახელდება სიტყვებით anger/ბრაზი/гнев.
საკვანძო სიტყვები: anger/ბრაზი/гнев, ემოცია, ენა, კულტურა
ზენა და ქვენა გრძნობებს შორის მოქცეული ადამიანის პრობლემა (ქართული ლიტერატურის მაგალითზე)
პუბლიკაციის თემაა დონჟუანური ლიტერატურული პერსონაჟის, კერძოდ, ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობის" დათიკოს, როგორც ლიტერატურული ტიპის, გარდასახვის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში (იერემია წარბას, ტარიელ მკლავაძის, ტიტიკო დროიძის, საფარ-ბეგის, გაიოზ გადალენდიას მაგალითზე).
საკვანძო სიტყვები: ი. ჭავჭავაძის `გლახის ნაამბობი~, დათიკო, დონჟუანური ტიპი, ქართული ლიტერატურა
რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში?
ცნობილია, რომ ქართული ზმნა თავისი აგებულების მიხედვით მრავალპირიანია. ზმნასა და აქტანტებს შორის გარკვეული სინტაქსური კავშირია, რის საფუძველზეც იქმნება მორფო-სინტაქსური კონსტრუქციები. ქართული ზმნის უღლების სისტემა ორ ძირითად კონსტრუქციას გვიჩვენებს: ცვლადს და არაცვლადს, რომლის საფუძველიც გარდამავლობაში უნდა ვეძებოთ.
საკვანძო სიტყვები: კონსტრუქცია, გვარი, ცვლადი/არაცვლადი, გარდამავალი/ გარდაუვალი
რამდენიმე უცნობი დეტალი ირანისა და ქართლ-კახეთის სამეფოს 1795 წლის დაპირისპირების შესახებ
საარქივო მასალამ საშუალება მოგვცა, გარკვეულწილად გადაგვეფასებინა კრწანისის ბრძოლასთან დაკავშირებული ქართული ისტორიოგრაფიის მიერ გაზიარებული მოსაზრებები და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნათელი მოგვეფინა კრწანისის ბრძოლის საწყისი ეტაპის აქამდე უცნობი დეტალებისათვის.
საკვანძო სიტყვები: კრწანისის ბრძოლა, ერეკლე II, არტილერია, XVIII საუკუნე
ფარული და ღია ენობრივი დაგეგმვის თავისებურებანი XIX-XX საუკუნეების საქართველოში
სტატიაში საქართველოს მაგალითზეა განხილული ენობრივი ცენზურის სხვადასხვა ასპექტი; ცენზურა სოციოლინგვისტურ ლიტერატურაში ე.წ. ფარული ენობრივი დაგეგმვის კონტექსტში შეისწავლება.
საცენზურო სამსახურების საქმიანობა საქართველოში შორეულ წარსულშივე დაჩნდება, და სახელმწიფო იდეოლოგიური ამოცანების ცვლის შესაბამისად სხვადასხვა ეტაპს გაივლის; მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, როდესაც ქართული ენის ფუნქციონირების რეგულაცია უცხო ძალის ხელში აღმოჩნდა და გარეშე სახელმწიფოს იდეოლოგიურ მიზნებს დაექვემდებარა, ცენზურის საქმიანობამაც სრულიად სპეციფიკური სახე მიიღო.
საკვანძო სიტყვები: ღია ენობრივი დაგეგმვა, ფარული ენობრივი დაგეგმვა, ცენზურა, ქვეტექსტი
ქართული ტოპონიმები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე (1944-1957 წლები)
სტატიაში დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ნაჩვენებია XX საუკუნის 40-იან წლებში ათიოდე წლით საქართველოსათვის ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიების მიერთება და ადგილობრივი ტოპონიმების ქართული სახელდებებით ჩანაცვლება; გაანალიზებულია ქართული ტოპონიმების ეტიმოლოგია-სემანტიკა.
საკვანძო სიტყვები: ჩრდილოეთ კავკასია, საქართველო, ადმინისტრაციული საზღვრები, ქართული ტოპონიმები
ადგილკუთვნილების აღმნიშვნელი ლექსიკის სოციალური მგრძნობიარობის საკითხი ქართულში
ადამიანის ადგილკუთვნილებითი დამოკიდებულება გარკვეულწილად იცვლება საერთო სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ცვლასთან ერთად.
გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა, რომ ამ თვალსაზრისით მეტად სწრაფად იზრდება ზღვარი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ქართულ ენაში მკაფიოდ არის ასახული ადგილკუთვნილებისა და ამ ნიშნით კოლექტიური საზოგადოების ერთიანობის დასუსტების პროცესი.
საკვანძო სიტყვები: ადგილკუთვნილება, პარტიტიულობა, იდეოგრაფიული ლექსიკონი, საცხოვრისის ლექსიკა, ადგილსამყოფლის ლექსიკის სემანტიკა
იაკობის ჟამისწირვისა და “წმინდა ჰაბოს წამების” ტექსტთა ურთიერთმიმართების საკითხისათვის
ქრისტეს წმინდა მოციქულების - ანდრიას, სვიმეონ კანანელისა და მატათას - მიერ ქრისტიანობის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში იმთავითვე განუსაზღვრავს ქრისტიანული საღვთისმსახურო პრაქტიკის ხასიათი. ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდშივე უთარგმნიათ ქართულ ენაზე იაკობ მოციქულის ჟამისწირვის ტექსტი. იოვანე საბანის ძე "აბოს წამების" ერთ-ერთ ლიტერატურულ წყაროდ სწორედ მას იყენებს.
საკვანძო სიტყვები: ჟამისწირვა, იოვანე საბანის ძე, „აბო წამება”, წყარო
რეგიონალური იდენტობა: საქართველოს ცენტრი და პერიფერია (1900-1917)
სტატიაში განხილულია რეგიონალური იდენტობის, ცენტრისა და პერიფერიის ჩართულობა და როლი 1900-1917 წლების ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ქართველი ერი, იდენტობა, ცენტრი, პერიფერია, 1900-1917 წლები
ათონელ ბენედიქტელთა კონფესიური კუთვნილების შესახებ
ნაშრომში განხილულია ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული ძეგლების, ათონის მთის აქტებისა და ლეონ ოსტიელის „ქრონიკის" ცნობები ათონელ ბენედიქტელთა შესახებ. ავტორი უარყოფს ელენე მეტრეველის მოსაზრებას ათონელ ბენედიქტელთა კათოლიკობის შესახებ და ასაბუთებს, რომ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ.
საკვანძო სიტყვები: ათონის მთა, ჰაგიოგრაფია, დიდი სქიზმა, კათოლიკობა, მართლმადიდებლობა
ხ–//ჰ– პრეფიქსის ფუნქციისათვის ი– პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ფორმებში ძველ ქართულში
ხანმეტ-ჰაემეტ წერილობით ძეგლებში ნორმას წარმოადგენს ხ-//ჰ- პრეფიქსის არსებობა ი- პრეფიქსიანი ვნებითი გვარის სამივე პირის ფორმაში (ხჳქმენ, ხიქმენ, ხიქმნა...). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ამ ფორმებში ხ-//ჰ- პრეფიქსის ფუნქციის გარკვევა.
საკვანძო სიტყვები: ი– პრეფიქსიანი ვნებითი, ხანმეტი, ჰაემეტი, ფონეტიკა, ასპირაცია.
ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ეპიგრაფის შესახებ
სტატიაში გამოკვლეულია, რომ ილია ჭავჭავაძის ლექსის, ,,მუშას“, ეპიგრაფი აღებულია არა გამოჩენილი რუსი პოეტის, ნეკრასოვის, შემოქმედებიდან, როგორც ეს დღემდე იყო მიჩნეული, არამედ ცნობლი რუსი პოეტის, რევოლუციონერ-დემოკრატის, ნიკოლოზ ოგარიოვის ლექსიდან ,,Российская империя“.
საკვანძო სიტყვები: ილია ჭავჭავაძე, ლექსი ,,მუშას“, ეპიგრაფი, ნიკოლოზ ოგარიოვი.
კოლხური და ყობანური კულტურების ურთიერთმიმართების საკითხი სამარხ-კონსტრუქციათა და დაკრძალვის წესის მიხედვით (გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა)
აღნიშნული სტატია ეხება გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის კოლხური და ყობანური კულტურების სამარხ-კონსტრუქციათა და დაკრძალვის წესის ურთიერთმიმართების ანალიზს, რაც დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი.
საკვანძო სიტყვები: კოლხური კულტურა, ყობანური კულტურა, კავკასია, სამარხი- კონსტრუქციები, დაკრძალვის წესი.
მოსმენა-აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში
სტატიაში წარმოდგენილია მოსმენისა და აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკის ანალიზი ქართულ ენაში, საანალიზო ცნებების მიმართება გაგება-აღქმისა და კომუნიკაციის საერთო პროცესთან. აღნიშნული ნეიტრალურ-ნომინაციური სიტყვების შესაბამისობა ქართველურ ენებთან და გააზრების ზოგადი სურათის შექმნის მცდელობა.
საკვანძო სიტყვები: მოსმენის, გაგებისა და აღქმის აღმნიშვნელი ლექსიკა, სემანტიკური ანალიზი, ლექსიკური ანალიზი.
სოცრეალიზმის ეპოქის ქართული სალიტერატურო ცხოვრება ლიტერატურული კომპარატივისტიკის თვალსაზრისით
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების ორიგინალური მწერლობის გვერდით საბჭოთა ლიტერატურის სპეციფიკას ნათარგმნი ლიტერატურაც განაპირობებდა. საბჭოთა კავშირში თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები ისევე, როგორც ორიგინალური ლიტერატურა, ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა და სოცრელისტური კანონის დაცვა აქაც სავალდებულო მოთხოვნა იყო.
საკვანძო სიტყვები: სოცრეალიზმი; მხატვრული თარგმანი; ლიტერატურული ურთიერთობები; ქართული ლიტერატურა.
ქველმოქმედი ქალები მე-19 საუკუნის აშშ-სა და საქართველოში: ფილანტროპიის პარალელები
წერილში განხილულია მე-19 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი ქალების მოღვაწეობა და წარმოჩენილია პარალელი ამავე პერიოდის ქართველ მოღვაწე ქალთა საქველმოქმედო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
საკვანძო სიტყვები: ქალთა მოძრაობა, ქალთა უფლებები, საქართველო, აშშ, ქველმოქმედება.
ზოგიერთი კერამიკული ფორმა აღმოსავლეთ საქართველოში (ახ.წ. I-IV სს.)
სტატია ეხება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ, ახ.წ. I-IV სს-ით დათარიღებულ ზოგიერთ კერამიკულ ფორმას, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ თავიანთი განსხვავებული ფორმის თუ იშვიათობის გამო და აშკარად განსხვავდებიან ყოველდღიური ყოფისთვის განკუთვნილი ჭურჭლისგან. ამგვარი კერამიკული ნაწარმი დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევის საგანი.
საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ საქართველო, გვიანანტიკური ხანა, მოჭიქული ჭურჭელი, ამფორისკები, ასკოსები.
მოძრაობის ზმნები ქართულში
სტატიაში მოცემულია ქართულში მოძრაობის ზმნების, კერძოდ, გადაადგილების მანერის გამომხატველი ზმნების აღწერის ცდა კოგნიტიური ლინგვისტიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით. გამოყოფილია მოძრაობის ზმნათა ელექტრონული ლექსიკონის პარამეტრები.
საკვანძო სიტყვები: კოგნიტიური ლინგვისტიკა, სემანტიკური ანალიზი, მოძრაობის ზმნები, მოძრაობის მიმართულება, მოძრაობის მანერა.
ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული კოლოფონები და ათონური რედაქციის ჩამოყალიბების საკითხი
სტატიაში გახილულია ქართული ოთხთავის ათონური რედაქციის უძველეს ხელნაწერებზე დართული მთარგმნელის/რედაქტორის და გადამწერის ანდერძები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პასუხი გავცეთ სახარების ქართული თარგმანის საბოლოო რედაქციის (გიორგი მთაწმიდლისეული ტექსტის) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ კითხვებს. კერძოდ: როგორ ყალიბდებოდა ოთხთავის ათონური რედაქცია, სად და როდის დაიწყო მასზე მუშაობა გიორგი მთაწმიდელმა, როგორ აფასებდა თავად გიორგი მთაწმიდელი თავის საქმიანობას, რად მიაჩნდა მას თავისი ხელიდან გამოსული ტექსტი – ახალ თარგმანადD თუ ძველი თარგმანის ახალ ვერსიად.
საკვანძო სიტყვები: სახარება-ოთხთავი, გიორგი მთაწმიდელი (ათონელი), ოთხთავის ქართული თარგმანების ხელნაწერები, კოლოფონები.
ფოლკლორული იმაგოლოგია: ქართველის ეთნოსტერეოტიპი რუსულ მასკულტურაში
დისკურსული ბუნებიდან გამომდინარე ეთნიკური სტერეოტიპის დამკვიდრებისა და გავრცელების ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ მასკულტურა, კერძოდ, ფოლკლორული იმაგოლოგია მოიაზრება. სტატიაში განხილულია ქართველთა ეთნოსტერეოტიპის რამდენიმე ტიპური მახასიათებლი ფოლკლორულ მასალაზე, ანეკდოტზე, დაყრდნობით.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური სტერეოტიპი, ფოლკლორული იმაგოლოგია.
ქიოსის სავაჭრო აქტივობები ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაში (სატრანსპორტო ამფორებზე დამყარებული გამოკვლევა)
ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული საკოლონიზაციო ქმედებები დაკავშირებულია ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიასთან, სადაც მათ დააარსეს სავაჭრო ნამოსახლარები. ამ ქმედებების გამო ბერძნული მოხატული კერამიკისა და სატრანსპორტო ამფორების აღმოჩენები საკმაოდ მრავალრიცხოვანია ამ რეგიონის ძეგლებზე. აქ აღმოჩენილი ქიოსური ამფორები ადასტურებს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ანტიკურ ეპოქაში ღვინოზე დიდი მოთხოვნილების არსებობას.
საკვანძო სიტყვები: ამფორა, ბერძნული კოლონიზაცია, დამღიანი ამფორების ყურები.
ცულები ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში
ნაშრომში განხილულია ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების პირველი ეტაპის (ძვ.წ VI-ახ.წ VII სს.) საქართველოში გავრცელებული საბრძოლო თუ სამეურნეო ცულების ტოპოგრაფიის, ტიპოლოგიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხები. ცალკეული ტიპების წარმოჩენისას განხილულია უფრო ადრინდელი ნიმუშებიც. ნაშრომი ეფუძნება არა მხოლოდ არქეოლოგიურ წყაროებს, არამედ წერილობით წყაროებსაც.
საკვანძო სიტყვები: საბრძოლო ცულები, ანტიკური პერიოდი, ადრეშუასაუკუნეები, იბერია-კოლხეთი.
ახლადაღმოჩენილი ეკლესია ისტორიულ იმიერტაოში
სტატია შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, იმიერტაოში, საკულტო ხუროთმოძღვრების ახლადგამოვლენილ ძეგლს. სავარაუდო რეკონსტრუქციისა და სტილისტური ანალიზის საფუძველზეც ძეგლი X საუკუნის ტრიკონქის ტიპის ეკლესიადაა მიჩნეული.
საკვანძო სიტყვები: ტრიკონქი, იმიერტაო, რეკონსტურქცია, გეგმა.
ბიზანტიის „ქრისტიანული გეოპოლიტიკა”: ქართლის მაგალითი
ქრისტიანობის როლი რომაულ სამყაროში ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. თუმცა, მკვლევრების უმრავლესობა არ ინტერესდება საკითხით, თუ როგორ იყენებდნენ ბიზანტიელი იმპერატორები ქრისტიანობას იმპერიის საზღვრების დასაცავად როგორც დუნაისპირეთში, ასევე – აღმოსავლეთში. ქართლის მაგალითზე ნაჩვენებია ის, რომ ბიზანტიის იმპერიის სამეზობლოს „გაქრისტიანება”, უმეტეს შემთხვევებში, არ წარმოადგენდა შემთხვევით პროცესს, არამედ კონსტანტინოპოლის მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკა გახლდათ.
საკვანძო სიტყვები: ქრისტიანობა, ქართლი, ბიზანტია, გუთები, სასანიანები.
ინდივიდუალიზმის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
ნაშრომში განხილულია პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, მწერლის დამოკიდებულება ინდივიდუალიზმის ეთიკურ კონცეფციასთან
საკვანძო სიტყვები: ვაჟა-ფშაველა, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემა, ინდივიდუალიზმი.
იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების ლოგიკური ტერმინოლოგია
იოანე სინელის სათნოებათა კიბე მრავალმხრივ საინტერესო ძეგლია. ქართულ ენაზე შემორჩენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი პროზაული თარგმანები და ასევე, რამდენიმე პოეტური გადამუშავება. წინამდებარე სტატია წარმოადგენს განსხვავებულ გარემოში, განსხვავებული ლიტერატურული გემოვნებით შესრულებულ თარგმანებში გამოყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინების ანალიზის მცდელობას.
საკვანძო სიტყვები: იოანე სინელი, სათნოებათა კიბე, ლოგიკური ტერმინოლოგია.
ქართველური ენების ფონოსემანტიკასთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები
პუბლიკაცია შეიცავს ქართველური ენების ფონოსემანტიკურ ფუძეებთან დაკავშირებული იმ ტერმინების ანალიზს, რომლებიც გვხვდება ქართულ თუ უცხოენოვან ნაშორმებში. სტატიაში განხილულია ამ ტერმინთა ურთიერთმიმართების საკითხები და დადგენილია მათი ზოგადი და კონკრეტული მნიშვნელობები, ძირითადი მახასიათებლები. საუბარია ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულ უცხოურ და ქართულ ყალიბს მორგებულ ტერმინებსა თუ ცნებებზე.
საკვანძო სიტყვები: ფონოსემანტიკა, ხმაბაძვა, ბგერწერა, ბგერითი სიმბოლიზმი.
„საუნდ პოეზია“ ახალი სინკრეტიზმის კონტექსტში
სტატიაში ქართველი პოეტის, ზურაბ რთველიაშვილის, საუნდ პოეზიისა და ზოგადად მისი შემოქმედების მაგალითზე შესწავლილია თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, ახალი სინკრეტიზმი, რისი არსიც მდგომარეობს ჰიბრიდიზაციის მეშვეობით ჟანრების დამკვიდრებული საზღვრების რღვევაში, ხელოვნების ტრადიციული და არატრადიციული დარგების შერწყმაში.
საკვანძო სიტყვები: ახალი სინკრეტიზმი, საუნდ პოეზია, ხელოვნების ტრადიციული და არატრადიციული დარგების შერწყმა, ზურაბ რთველიაშვილი.
ამილახვართა ეპიტაფიები სამთავისიდან (XIX ს.)
წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია XIX საუკუნის იმ ამილახვართა საფლავების ეპიტაფიები, რომელთა შესახებ მოიპოვება საარქივო თუ სხვა სახის პარალელური ცნობები.
კვლევა ხელს შეუწყობს ამილახვართა საგვარეულოს ქრონოლოგიური და გენეალოგიური ცნობების დადგენასა და დაზუსტებას.
საკვანძო სიტყვები: ამილახვრები, სამთავისი, ეპიტაფია, ჭალა
დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, როგორც კ. გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ ინტერტექსტი
სტატია შეეხება ორი სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ეპოქის მწერლის ნაწარმოებთა შორის ლიტერატურული პარალელის ძიებას. ეს ნაწარმოებებია – მე-16 საუკუნის იტალიელი მწერლის, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ და მე-20 საუკუნის ქართველი მოდერნისტი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას – „დიონისოს ღიმილი“. ლიტერატურული პარალელი განპირობებულია ნაწარმოებთა თემატური მსგავსებით. ორივე მწერალი ჯოჯოხეთში ჩასვლას იყენებს ნაწარმოების ძირითად ქარგად. გამომდინარე იქიდან, რომ კ. გამსახურდია კარგად იცნობდა ალიგიერის შემოქმედებას და კრიტიკულადაც აფასებდა მას, საქმე გვაქვს პრეცედენტული ფუნქციით ტექსტის გამოყენებასთან.
საკვანძო სიტყვები: ალიგიერი, გამსახურდია, ჯოჯოხეთი, არქეტიპი, პარალელი.
მაკაბელ მოწამეთა „ყრმობის“ გასააზრებლად
„მაკაბელთა წამება“ ბიბლიოლოგიური წიგნების საფუძველზე შექმნილი აგიოგრაფიული თხზულებაა. „მარტვილობის“ ტექსტი 1980 წელს გამოსცა პროფ. ივანე იმნაიშვილმა, თუმცა „წამება“, ლიტერატურული თვალსაზრისით, დღემდე არ ქცეულა მეცნიერთა ინტერესის საგნად. სტატიაში წარმოდგენილია თხზულების ერთ-ერთი საკვანძო საკითხის – მარტვილთა „ყრმობის“ გააზრების მცდელობა.
საკვანძო სიტყვები: მაკაბელები, არაკანონიკური, აგიოგრაფია, სახისმეტყველება, ყრმა
მოსე ხორენელისა და კორიუნის თხზულებათა შედარებითი შესწავლა
ნაშრომი ეხება V საუკუნის მოღვაწის მესროპ-მაშტოცის მიერ სომხური, ქართული და ალნაბური ანბანების შექმნას. სომეხი ავტორების კორიუნისა და მოსე ხორენელის თხზულებათა ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია მათ შორის არსებული ფაქტობრივი განსხვავებანი. შედარებითი შესწავლის შედეგად დგას ხორენელის ცნობების სანდოობის საკითხი.
საკვანძო სიტყვები: კორიუნი, მოსე ხორენელი, მესროპ-მაშტოცი, ქართული ანბანი.
ჩეჩნური საგმირო „ილი“ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ბალადები (მსგავსება, განსხვავება)
ჩეჩნური საგმირო „ილი“ და ქართული ბალადა ზუსტად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს ჩეჩნეთისა და საქართველოს მთიანეთის მეომრული საზოგადოებების მენტალიტეტს, გმირობის იდეალს, დღენიადაგ ბრძოლებში ჩართული ხალხის ფსიქოლოგიას. კომპარატივისტული კვლევის შედეგად გამოვლინდა ფოლკლორული შემოქმედების ამ ორი ჟანრის ტექსტებს შორის როგორც განსხვავება, ისე საერთო მხატვრული, სტრუქტურული და მსოფლმხედველობრივი ელემენტები.
საკვანძო სიტყვები: ფოლკლორი, ჩეჩნური „ილი“, ქართული ბალადა.
ძალადობის წარმოდგენის თავისებურებები ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს შემოქმედებაში
ლე კლეზიოს შემოქმედებაში ძალადობის თემას, პირველ რიგში, სივრცითი ერთეულების - ბუნებისა და ურბანული გარემოს დაპირისპირება ქმნის და ამ ოპოზიციასთან დაკავშირებული სახეები და სიმბოლოები. თანამედროვე ქალაქი მწერლის აზრით, ადამიანის არსებობისთვის საშიში სივრცეა, რამდენადაც ის აყალიბებს ცხოვრების ყალბ ღირებულებებს. მისი უკიდურესად აბსტრაქტული არქიტექტურა სივრცის სულისშემხუთველ ხასიათს უსვამს ხაზს. ძალადობის ფორმებად განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა ადამიანზე და მომხმარებლური პრინციპები, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ სწორედ ურბანულ გარემოში გამოვლინდებიან. ადამიანის არსებობა ამ სივრცის წიაღში ომად არის შეფასებული.
საკვანძო სიტყვები: წარმოსახვა, ძალადობა, ქალაქი, ბუნება, ომი.
ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი „ვეფხისტყაოსანში“ და მისი მხატვრული ფუნქცია
„ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემულია ჭაში ჩავარდნილი კაცის იგავი, კომპოზიციურად აუცილებელი მხატვრული კომპონენტი, რომელიც პოემის პერსონაჟთა მომავალი ურთიერთობისა და დამოკიდებულების, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრისათვის კონცეპტუალურია, რადგან იგი ალეგორიული და სახისმეტყველებითი თვალსაზრისითაა გასააზრებელი და წინასწარმეტყველური მისია აკისრია. ჭაში ჩავარდნილი კაცის ალეგორიით შემოდიან ავთანდილი, ტარიელი და ასმათი. იგავი წინასწარმეტყველებაა გამოქვაბულის სამყაროდან ტარიელის გამოყვანის, ანუ „მღვიმური ცნობიერებიდან“ გამოსვლის თაობაზე. სტატიაში მსჯელობაა ავთანდილის, ტარიელისა და ასმათის ჭაში ჩავარდნილი კაცის პარადიგმულ სახეებად წარმოდგენის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: იგავი, ჭაში ჩავარდნილი კაცი, მღვიმური ცნობიერება
XVI საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული წყაროები საქართველოს შესახებ
აღნიშნული ნაშრომით პირველად ქართულ სამეცნიერო სივრცეში სრული სახით შემოტანილია XVI საუკუნის ფრანგი დიპლომატის სამი კორესპონდენცია, რომლებშიც საინტერესო ცნობებია წარმოდგენილი საქართველოს შესახებ. რამდენადაც XVI საუკუნის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაზე, თანადროული ქართული წყაროები ფაქტობრივად არ მოგვეპოვება, წარმოდგენილი დოკუმენტების მნიშვნელობა უფრო იზრდება.
საკვანძო სიტყვები: ევროპული წყაროები, საქართველო, ოსმალეთი
დნესტრისპირელი მოხალისეები აფხაზეთის კონფლიქტში
წარმოდგენილ სტატიაში მოცემულია ფაქტები 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტში დნესტრისპირელი მოხალისეების მონაწილეობის შესახებ. ამისთვის გამოყენებულია როგორც მათი მოხსენებითი ბარათები, ისე ავტორის მიერ 2016 წელს ტირასპოლში ყოფნის დროს ერთ-ერთ ყოფილ მოხალისესთან ჩაწერილი ინტერვიუ.
საკვანძო სიტყვები: დნესტრისპირელი მოხალისეები, აფხაზეთის კონფლიქტი
ეთნიკურობის პერცეფცია ქართულ ჰაგიოგრაფიაში (VIII-X სს)
ეთნიკურობის ფენომენის კვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეთნიკურობის აღმნიშვნელ ტერმინებს. ქართული ჰაგიოგრაფია, რომელიც ღრმა ისტორიციზმით გამოირჩევა, წარმოადგენს უნიკალურ წყაროს აღნიშნული საკითხის შესწავლისთვის. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა წმ. აბოს წამებასა და წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გამოყენებული ტერმინების – ნათესავის, ერის – მნიშვნელობა, რომელთა განსაზღვრა გვეხმარება ამ პერიოდის ეთნიკურობის გააზრებაში.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკურობა; ქართული ჰაგიოგრაფია; თვითაღქმა; წმ. აბოს წამება; წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.
ერთი ირანიზმის შესახებ კლასიკურ ებრაულში
სტატიაში დასმული საკითხი ირანულ-სემიტური ენობრივი ურთიერთობების კვლევის აქტუალობის წინ წამოწევას ემსახურება და მიზნად ისახავს, აჩვენოს ძველირანული პირველწყაროდან მომდინარე pairi-daeza-ის გვიანბიბლიურ ებრაულში დამკვიდრების გზები.
საკვანძო სიტყვები: ბიბლია, სამოთხე, ბაღი
ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის “A Clean, Well-Lighted Place” ქართული თარგმანები: თარგმანის ეკვივალენტობის ანალიზის რამდენიმე მაგალითი
ვინაიდან ერნესტ ჰემინგუეის მხატვრული პროზის სტილი ლაკონიურად ითვლება, მისი თითქოს მარტივი ტექსტის ქართული თარგმანების თავისებურება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ნაშრომში, ტექსტობრივი შეჯერების გზით, შესწავლილი და გაანალიზებულია ე. ჰემინგუეის ერთი მოთხრობის ორი ქართული თარგმანი.
საკვანძო სიტყვები: მხატვრული თარგმანი, სტილი, ეკვივალენტობა.
ინტერდისციპლინური მეთოდი ტრასოლოგია და მისი გამოყენების პერსპექტივები არქეოლოგიაში
დღეისათვის არქეოლოგიური კვლევები სხვადასხვა სამეცნიერო დარგის ინტეგრირებულ კვლევას მოიცავს. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებას არტეფაქტების ტრასოლოგიური მეთოდით შესწავლა წარმოადგენს, რაც უძველესი სამეურნეო სისტემის რეკონსტრუქციის საუკეთესო საშუალებაა. რადგან საქართველოში ქვის იარაღების ტრასოლოგიური მეთოდით შესწავლას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ჩვენი კვლევის მიზანია, საკითხის წინ წამოწევით აღნიშნულ მეთოდს გავუწიოთ პოპულარიზაცია არქეოლოგიაში.
საკვანძო სიტყვები: ტრასოლოგია, მაკროტრასოლოგია, მიკრომეტრიული მეთოდი, ფიტოტრასოლოგია.
მაცხვარიშის თარინგზელის მოხატულობის ოსტატების შესახებ
წინამდებარე ნაშრომი შეეხება ზემო სვანეთის ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობას. რომლის შესრულებაში, ჩვენი ვარაუდით შესაძლებელია მონაწილეობას იღებდა სამი ოსტატი. მათი ხელწერა რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისაგან – როგორც კოლორიტით, ისე – ფორმის მოდელირების თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ზემო სვანეთი, ლატალი, მაცხვარიში, მთავარანგელოზები, მონუმენტური მხატვრობა.
პლასტუნკელი ქართველები
სტატიაში დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ნაჩვენებია დაახლოებით 150 წლის წინათ ქ. სოჭიდან 15-ოდე კილომეტრის დაშორებით, მდ. სოჭის ხეობაში ქართული სოფლის – პლასტუნკის (რომელიც ამჟამად რსფსრ-ში, კრასნოდარის მხარის ქ. სოჭის ადმინისტრაციული დანაყოფის – ადლერის რაიონის შემადგენლობაში შედის) დაარსების ისტორია.
ვინ არიან სოჭელი (პლასტუნკელი) ქართველები? რა დროიდან ცხოვრობენ აქ და რამ გამოიწვია მათი შავი ზღვის სანაპიროზე გადმოსახლება? რამდენადაა შენარჩუნებული მშობლიური ენა? რა ვითარებაა დღეს? რა პერსპექტივა აქვთ მათ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში? წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ ამ კითხვებზე გაგვეცა პასუხი.
საკვანძო სიტყვები: პლასტუნკა, მუჰაჯირობა, ლეჩხუმელები, ქართველი პლასტუნკელი მოღვაწეები, ქართული სკოლა, თეატრი
სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ ქეთრინ ვივიანისეული ინგლისური თარგმანის ანალიზი
სტატიაში განხილულია დიდი ქართველი მწერლის სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოების „სიბრძნე-სიცრუისას“ ინგლისური თარგმანი, რომელიც შესრულებულია ინგლისელი ქართველოლოგის ქეთრინ ვივიანის მიერ. ასევე ყურადღება გამახვილებულია თარგმანის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.
საკვანძო სიტყვები: „სიბრძნე-სიცრუისა“, იგავ-არაკი, სულხან-საბა, ვივიანი, თარგმანი.
წისქვილისა და მეწისქვილის მითოლოგემა ზეპირსიტყვიერებასა და მხატვრულ ლიტერატურაში
როგორც ქართულ, ისე ევროპის ხალხთა ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში წისქვილისა და მეწისქვილის თემაზე გვხვდება სტერეოტიპულ შეხედულებათა მთელი სისტემა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს სოციალ-რელიგიური პროცესებისა და ხალხური მითოლოგიური წარმოდგენების შესასწავლად. სტატიაში აღნიშნული მითოლოგემები განხილულია კომპარატივისტულ ჭრილში.
საკვანძო სიტყვები: წისქვილი, კუდიანი, მითოსი
ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართლის დაპყრობა VII საუკუნეში არაბული დაპყრობითი ომების ჭრილში
წარმოდგენილი სტატია შეეხება ქართლის საერისთავოს (ყოფილი იბერიის სამეფოს) ისტორიის განხილვას მე-7 საუკუნის 40-იან და 50-იან წლებში საერთო არაბული დაპყრობების გადმოსახედიდან. კვლევის მიზანია მკითხველმა მკაფიოდ დაინახოს, რომ ქართლის დამორჩილება არ მომხდარა ერთბაშად და რომ ჰაბიბის მიერ ქართველებისთვის ბოძებული სიგელი მსგავსებას პოულობს ირანისა და სირია-პალესტინის ტერიტორიებზე გაფორმებულ სიგელებთან.
საკვანძო სიტყვები: ქართლის დაბყრობა, ჰაბიბ იბნ მასლამა, არაბითი დაპყრობითი ომები.
„Robustos Viribus“ ქართველები და „Effeminatus“ ბერძნები
სტატიაში წარმოდგენილია ლათინი ისტორიკოსის, უილიამ ტვიროსელის დამოკიდებულება ქართველებისადმი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ერისადმი. ტვიროსის არქიეპისკოპოსი საინტერესოდ ადარებს ერთმანეთს ლათინ და ბიზანტიელ ჯარისკაცებს და ასევე დიდი პატივისცემით და ამაყად მოგვითხრობს იბერების, როგორც მამაცი მეომრების შესახებ. ჩვენ საინტერესოდ მივიჩნიეთ წინ წამოგვეწია ეს საკითხი და უფრო დეტალურად განგვეხილა მოცემულ სტატიაში.
საკვანძო სიტყვები: იბერიელები, ბიზანტია, ლათინური აღმოსავლეთი, ჯვაროსნები, ყოველდღიურობის ისტორია.
გვიანანტიკური ხანის სამარხი გუდაბერტყადან
სტატია ეხება ქ. გორის მახლობლად, გუდაბერტყას არქეოლოგიურ ველზე, XX ს-ის 70-იან წლებში გამოვლენილ გვიანანტიკური ხანის სამარხს, რომელშიც მრავალფეროვან ინვენტართან ერთად დადასტურდა სარიტუალო დანიშნულების ნივთი – თიხისგან დამზადებული ირმის ფიგურა. სამარხეული ინვენტარი დღემდე არ გამხდარა მეცნიერთა კვლევის საგანი და პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
საკვანძო სიტყვები: ირმის ფიგურა, გვიანანტიკური ხანა, კულტი, აღმოსავლეთ საქართველო, რიტუალი.
ზოგიერთი ოსმალური წყარო ივერონის მონასტრის მელნიქში ერთი მეტოქის შესახებ
ივერონის მონასტრის შესახებ ოსმალური ცნობები ქართულ მეცნიერებაში კვლევის საგანი ჯერ არ ყოფილა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომდოინდელ ივერონის ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მონასტრის შესახებ საბუთებში ქართველთა ხსენების, მათი მოღვაწეობის, როლის, ქონების და საერთოდ, მისი ისტორიის შესასწავლად.
საკვანძო სიტყვები: ივერონი, ოსმალური, როჟინის მონასტერი.
თიხის სანელსაცხებლეები ურბნისიდან
ურბნისში 1956-1963 წლებში გათხრილი ახ.წ. I-III სს. დათრიღებული სამაროვანი მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდის სავაჭრო და კულტურულ-ეკონომიკური კვლევის თვალსაზრისით, თუმცა აქ აღმოჩენილი მასალის დიდი ნაწილი დღემდე შეუსწავლელია.
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ურბნისის სამაროვანზე აღმოჩენილი თიხის სანელსაცხებლეების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია და მათი სამარხეული კომპლექსები. სანელსაცხებლეები საინტერესოა იმ მხრივ, რომ მათი ფორმა ამ პერიოდისთვის მეტად უჩვეულოა. ჭურჭელს პარალელი არ ეძებნება და თარიღს ვსაზღვრავთ თანმხლები ინვენტარისა და თიხის სანელსაცხებლეების ფორმის განვითარების მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: სანელსაცხებლე, სამაროვანი.
მთის წმ. გიორგის მონასტრის სიწმინდეების ისტორიიდან — აგარის წმ. გიორგის ხატი და მისი წარმომავლობა
ე.წ. აგარის წმ. გიორგის ხატი ერთ-ერთი მთავარი არტეფაქტია მთის წმ. გიორგის მონასტრის საგანძურიდან. XI ს-ის არტეფაქტი ოდესღაც სამეგრელოს სოფ. ხორგადან გადმოუსვენებიათ რაჭაში, წმ. გიორგის მთაზე, ხოლო შემდეგ – ახლად აშენებულ აგარის ეკლესიაში. სტატიაში განხილულია ამ ხატის წარმომავლობა, სავანეებში გადასვენების დინამიკა და მიზეზები.
საკვანძო სიტყვები: მთის წმ. გიორგი, აგარა, ხორგა, მონასტერი.
მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური განვითარების თავისებურება საყდრისის მაგალითზე
სტატია შეეხება საქართველოში მეტალურგიის განვითარების მოკლე ისტორიას, მტკვარ-არაქსის კულტურაში ლითონწარმოების საფუძველზე საზოგადოების სოციალურ ცვლილებას, სავაჭრო კონტაქტების ზრდას და მელითონეობაში ერთ-ერთი აუცილებელი დეტალის, საქშენი მილის, აღმოჩენას საყდრისის სამთო-მომპოვებელ მაღაროზე. მის პარალელებს სამხრეთ კავკასიას, ანატოლიასა და ალპებში.
საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, მეტალურგია, სამთოწარმოება, საყდრისი, მტკვარ-არაქსის კულტურა
ოქროს მძივები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში
წინამდებარე ნაშრომი ეხება წინატეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის ერთი კატეგორიის ნივთების – მძივების შესწავლას, რაც გულისხმობს: მათ მოძიებას, ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას და კულტურული კუთვნილების განსაზღვრას პარალელებისა და ტექნილოგიური მახასიათებლების მიხედვით.
საკვანძო სიტყვები: ოქრომჭედლობა, კოლხეთი, წინაანტიკური, მძივი, სამკაული.
პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი ინტეგრაციული პროექტების წარუმატებლობის მიზეზები და საქართველო
სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის მიერ ამოქმედებული პირველი ინტეგრაციული პროექტები. გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესები და ოფიციალური მოსკოვის მხრიდან რეინტეგრაციის პირველი,წარუმატებელი მცდელობები, რაც საქართველოს იმ პერიოდის გეოპოლიტიკური რეალობის გასააზრებლად ერთობ მნიშვნელოვანია.
საკვანძო სიტყვები: დსთ, რუსეთი, ინტეგრაცია, პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა.
საწყისი დათვალიერება უცნობი კომპლექსური დასახლებისა მდინარე ჩხერის ხეობაში, სტეფანწმინდაში, დიდ კავკასიონზე, საქართველოში
ავტორი წარმოგვიდგენს უცნობი ისტორიული ნამოსახლარის თანმიმდევრულ აღწერილობას, რომელიც მდებარეობს დარიალის ხეობის სიახლოვეს და ხასიათდება განსხვავებული ტოპოგრაფიული ნიშნით. ნაშრომში ნაჩვენებია შემდგომი კვლევის მნიშვნელობა და აუცილებლობა არსებული ვითარების ფონზე, რომელსაც მივყავართ ქართველი ერისა და მისი მეზობელი ქვეყნების მდიდარი, თუმცა, მოწყვლადი ისტორიული მემკვიდრეობის შესაძლო განადგურებისკენ.
საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, დასახლება, დიდი კავკასიონი, მიმოხილვა, ხევის რეგიონი.
ტანსაცმლის სტილის და მოხმარების ხასიათში გენდერული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში
სტატიაში განხილულია პოსტსაბჭოთა საქართველოს ტანსაცმლის მოხმარების თავისებურება, მისი კავშირი გენდერულ იდენტურობასთან. აღნიშნულია, რომ პოსტსაბჭოთა თბილისის ქუჩებში ნარჩუნდება გენდერული სტერეოტიპი ქალის და მამაკაცის რეპრეზენტაციებში. ამავე დროს, აქტიურად ვითარდება სტილების პლურალიზაციის და ლიბერალიზაციის ტენდენციები.
საკვანძო სიტყვები: პოსტსაბჭოთა საქართველო, ტანსაცმელი, გენდერი, იდენტიფიკაცია, ლიბერალიზაცია
ტურიზმის როლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვაში
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ტურიზმის დადებითი და უარყოფითი გავლენები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. კვლევის მიზანია წინ წამოწიოს საქართველოში ფაქიზი ზედაპირის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ვიზიტორთა მენეჯმენტის საკითხები, რომლებიც გადაუდებელ ყურადღებას ითხოვს.
საკვანძო სიტყვები: კულტურული ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯმენტი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ვიზიტორთა მენეჯმენტი.
ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება
სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი და ქართულ-ამერიკული პოლიტიკური პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე. აგრეთვე, შტატების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის, ვიზიტი და პირველი ამერიკული საელჩოს გახსნა სამხრეთ კავკასიაში.
საკვანძო სიტყვები: საბჭოთა კავშირი, აშშ. საქართველო, გამსახურდია, შევარდნაძე.
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ეკონომიკური მხარე
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შესწავლის დროს, მნიშვნელოვანია, პარალელები გავავლოთ მის საწყისთან – 1918-1921 წლების მოვლენებთან და თანამედროვეობასთან, მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებულ მოვლენებთან. კონფლიქტის ერთ-ერთი საყურადღებო და საინტერესო მხარეა ეკონომიკური ფაქტორი, რომლის შესწავლა და კონფლიქტის სხვადასხვა პერიოდის აღნიშნული კუთხით შედარება, გვეხმარება კონფლიქტის გაანალიზებაში.
საკვანძო სიტყვები: ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
წყაროებში დაცული ცნობები ბესარიონ ორბელიშვილის შესახებ
მე-18 საუკუნე საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური სიჭრელითა და დრამატიზმით გამორჩეული ხანაა. სახელმწიფოს საფუძველი არის ქვეყნის იდეოლოგია. რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ერის თვითმყოფადობას, ტრადიციულ ღირებულებებსა და კულტურულ ფასეულობებს. იდეოლოგიას ქმნის კულტურა, განათლება, მეცნიერება. სწორედ ამიტომ საქართველოში ძნელბედობის ჟამსაც კი არ წყდებოდა მწიგნობრული საქმიანობა, ამის დასტურია გარეჯის ლიტერატურული სკოლის არსებობა მე-18 ს-ში, რომლის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყო ბესარიონ ორბელიშვილი.
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, გადამწერი, დამკვეთი, მწყემსმთავარი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“
წინამდებარე სტატიაში განხილულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ H404 ხელნაწერში მიკვლეული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების" ქართული ტექსტი. ჩვენი კვლევის მთავარი სიახლე ის არის, რომ ეს ტექსტი შეიძლება ჩაითვალოს ამ თხზულების ახალ, დღემდე უცნობ ქართულ ვერსიად, რომლის სხვაობები სხვა რედაქციებთან მეტად საგულისხმოა.
საკვანძო სიტყვები: სომხური ხელნაწერი, გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება
ეთნოსთა თანაცხოვრების საკითხები ქართულ პუბლიცისტიკაში XIX საუკუნის დასასრული - XX საუკუნის დასაწყისი
სტატიაში განხილულია 1879-1928 წლებში შექმნილი ქართული პუბლიცისტიკის ზოგიერთი ნიმუშის მიხედვით ქართულ სახელმწიფოში სხვადახვა ეთნიკური უმცირესობის თანაცხოვრების საკითხები როგორც ისტორიულ ჭრილში, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობითა და პოლიტიკური მიზნებით, რაც ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა ცხოვრების ტოლერანტული გარემოს შექმნას ემსახურება.
საკვანძო სიტყვები: კულტურა, მულტიეთნოსი, ინტეგრაცია, პუბლიცისტიკა
სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა, როგორც ნაციონალური იდენტობის ფორმირების მექანიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)
წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918-1921 წლებში შემუშავებულ საგანმანათლებლო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას. ჩვენი მიზნია, დავადგინოთ საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელობა ქვეყნის ნაციონალური იდენტობის ფორმირების თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ნაციონალიზმი, ნაციონალური იდენტობა, პირველი რესპუბლიკა, განათლება, ეროვნული უმცირესობები.
ტრავმა და ტრიუმფი ლიტერატურულ ტექსტებში: დამოუკიდებლობის შემდგომი საქართველო
მეოცე საუკუნე „ტრავმების საუკუნედ“ იწოდება. კოლექტიური ტრავმის შესწავლა კულტურის კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. დაგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში ტრავმის შემთხვევების კვლევების გამოცდილება. საქართველოს რეალობა ტრავმების თეორიათა ჭრილში ნაკლებადაა შესწავლილი. ნაშრომის მიზანია, წარმოვაჩინოთ, რამდენადაა ასახული დამოუკიდებლობის შემდგომ შექმნილ მხატვრულ ლიტერატურაში 90-იანი წლების ტრავმული მოვლენები, როგორაა იგი გაანალიზებული, გააზრებული და ინტერპრეტირებული.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, კულტურული ტრავმა, ტრანსფორმაცია, მხატვრული ლიტერატურა
ფრაგმენტულ ხელნაწერთა სტრუქტურული ანალიზი (კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფრაგმენტულ ხელნაწერთა ფონდში დაცული ექვსი ფრაგმენტის მაგალითზე)
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, ფრაგმენტი, ეტრატი, სტრუქტურა
ქართულ სამეფო საგვარეულოსთან ნადერ შაჰის ურთიერთობის ერთი უცნობი ფაქტის შესახებ ირანელი ისტორიკოსის მოჰამად ქაზემის თხზულების „ალემ არა-ი ნადერის“ მიხედვით
მოჰამად ქაზემი ნადერ შაჰ ავშარის თანამედროვე ისტორიკოსია ( XVIII ს.). მის თხზულებაში „ალემ არა-ი ნადერი“ („ნადერის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“) არაერთი ცნობაა დაცული ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. წინამდებარე სტატიაში გამოვთქვამთ მოსაზრებას ქაზემის იმ ცნობის შესახებ, რომელიც ნადერ შაჰის და თეიმურაზ II-ის ერთ-ერთი ქალიშვილის კავშირის შესახებ მოგვითხრობს.
საკვანძო სიტყვები: ნადერ შაჰ ავშარი, თეიმურაზ II, თეიმურაზის ქალიშვილი, მოჰამად ქაზემი
შექსპირის „იულიუს კეისარი“ ქართულ სცენაზე
შექსპირის „იულიუს კეისრის“ სტურუასეული ინტერპრეტაცია პოსტმოდერნისტულ მხატვრულ და იდეურ ჭრილშია გააზრებული. ანალიზის შედეგად წარმოდგენილია თემები და პრობლემები, რომლებიც შექსპირის პიესისა და სტურუას სპექტაკლის მთავარი იდეაა. სპექტაკლში შექსპირის მეტაფორა „მთელი მსოფლიო სცენაა“ გამოხატავს არა მხოლოდ თანამედროვე სინამდვილეს, არამედ – ბიბლიურ, ფიქციურ და თეატრალურ რეალობას, რომელიც ინტერტექსტუალობისა და მეტა-თეატრის მხატვრული ტექნიკითაა წარმოდგენილი.
საკვანძო სიტყვები: შექსპირი, პოსტმოდერნიზმი, „იულიუს კეისარი“, რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრი
შრომის გმირობის სოცრეალისტური განზომილება და ელიტარულობის საბჭოთა დეკონსტრუქცია
სტატიაში განხილულია ლიტერატურის, კერძოდ, სოცრეალიზმის როლი ახალი საბჭოთა ელიტის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც შრომის გმირობის ტიტულის მინიჭებას დაეფუძნა. სოცრეალიზმი თავისებურ განზომილებად გადაიქცა ახალი გმირებისათვის, რომელთა ასპარეზი ფაბრიკა-ქარხნებსა და ველ-მინდვრებში გაიშალა. საბჭოთა რეპრესიების, ახალი წოდების დაარსებისა და ერთიანი მხატვრული მეთოდის – სოცრეალიზმის ჩამოყალიბების დროში თანხვედრა საბჭოთა იდენტობების ქვაკუთხედად და ელიტარულობის გაგების დეკონსტრუქციის საფუძვლად იქცა.
საკვანძო სიტყვები: სოციალისტური შრომის გმირი, საბჭოთა ელიტა, რუსთავის მეტალურგია, ლიტერატურული გმირი, პოსტსაბჭოთა დეკონსტრუქცია
ცეცხლქურუმები და მოგვები იბერიაში
სტატია ეხება იბერიაში ჯერ კიდევ აქემენიანთა პერიოდში აჰურა მაზდას კულტის შემოეღწევის ფორმას. აღსანიშნავია, რომ, როგორც იბერია, ისე კოლხეთი მოქცეული ჩანს აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური გავლენის სფეროში. კვლევა ჩატარდა წერილობითი წყაროების მწირ და ლაპიდარულ, თუმცა საინტერესო ცნობებსა და არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიული მონაცემებზე დაყრდნობით, რაც სიახლეა და მიზნად ისახავს იმის გარკვევას, არსებობდა თუ არა აქ აქემენიანთა ეპოქამდე ცეცხლმსახურების რომელიმე უცნობი ფორმა ან კულტი, რომელიც შორს იდგა ზოროასტრიზმისგან.
საკვანძო სიტყვები: ზორასტრიზმი, ავესტა, იბერია, ცეცხლტაძარი, აქემენიანთა იმპერია, არმაზი.
რა შეიძლება იყოს წარსულის მომავალი: გრემის ისტორიული ლანდშაფტის პოტენციური ღირებულება
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-5
კვლევის მიზანია გამქრალი კახეთის სამეფოს დედაქალაქის, გრემის ღირებულებებისა და კულტურული მნიშვნელობის ხელახალი შეფასება, მისი ისტორიული წარსულის დეკონსტრუქციის მეშვეობით. კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ რამდენად შესაძლებელია გრემის ისტორიულმა ლანდშაფტმა, მეზობელი ქვეყნების შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად, დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, რომლებსაც ითვალისწინებს UNESCO-ს „აბრეშუმის გზების ტრანსნაციონალური სერიული მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაცია“.
საკვანძო სიტყვები: გრემის ისტორიული ლანდშაფტი, მსოფლიო მემკვიდრეობა, აბრეშუმის გზების ტრანსნაციონალური ნომინაცია
სამკუთხა ფორმის საკიდები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-3
წინამდებარე კვლევის მიზანია, განვიხილოთ წიანრეანტიკური ხანის უძველესი კოლხური ოქრომჭედლობისთვის სახასიათო ერთი ჯგუფის ნივთები – სამკუთხა ფორმის საკიდები. დღევანდელი მონაცემებით, მსგავსი ტიპის საკიდების გავრცელების არეალია საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. კომპლექსების თარიღებიდან გამომდინარე მათი ქრონოლოგიური ჩარჩოებია ძვ. წ. VIII-III სს. მსგავსი ტიპის საკიდები დადასტრებულია სამარხებში, ნამოსახლარზე და განძების სახით ცნობილ შემთხვევით აღმოჩენებში.
საკვანძო სიტყვები: ოქრომჭედლობა, კოლხეთი, საკიდები, წინარეანტიკური
ტოპონიმი ჰაიზან/ხაიზანი და მასთან დაკავშირებული იბნ რუსთას ერთი ცნობა ჰერეთის ისტორიისთვის
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-4
ტოპონიმი ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ შუა საუკუნეების არაბული ისტორიული თუ გეოგრაფიული ხასიათის ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. თუმცა, ცნობები აღნიშნული სახელის გარშემო მწირი და ფრაგმენტულია. ძირითადად ნახსენებია საკუთრივ ტოპონიმი და მასთან ირიბად დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი ართულებს ტოპონიმის იდენტიფიკაციის საკითხს. წინამდებარე ნაშრომის მიზანია, სხვადასხვა ცნობისა თუ არსებულ კვლევაზე დაყრდნობით, თავი მოუყაროს ტოპონიმ ®აyზ›ნის/ხაyზ›ნის ადგილმდებარეობის შესაძლო ვერსიებსა და ვარიანტებს. მათ შორის, მოცემულია ახალი ვარიანტ(ებ)იც, რომლებიც შესაძლოა იდენტიფიცირდნენ ტოპონიმ ®აyზ›ნად. აგრეთვე, განხილულია იბნ რუსთას ერთი კონკრეტული ცნობა, რომელიც ეხება მეფობის შემოღებას ჰერეთის მთავრებს შორის და აღნიშნული ცნობა წარმოადგენს ერთგვარ სიახლეს, რამდენადაც აქამდე ის არ ყოფილა სათანადო დაკვირვების ობიექტი.
საკვანძო სიტყვები: ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ, იბნ რუსთა, ჰერეთი, შუა საუკუნეები, არაბული წყაროები
შექსპირის თემა ქართულ სახვით ხელოვნებაში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-2
ნაშრომი ,,შექსპირის თემა ქართულ სახვით ხელოვნებაში" მიზნად ისახავს შექსპირის პიესების მიხედვით ქართველ მხატვართა შემოქმედების ანალიზს, რომლის საფუძველზე გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ქართულმა ხელოვნებამ და მისმა ოსტატებმა არაერთი შედევრი შექმნეს, რამაც ქართულ შექსპირიანას მსოფლიო ხელოვნების მონაპოვრთა შორის ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა.
საკვანძო სიტყვები: სცენოგრაფიული შექსპირიანა, სათეატრო მხატვრობა, სოლიკო ვირსალაძე, რობერტ სტურუა,
წმ. მსხვერპლის თაყვანისცემის სცენა გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის მოხატულობაში
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-1
წინამდებარე სტატიაში განხილულია კათოლიკოს ზაქარია ქვარიანის მოღვაწეობის პერიოდში (1637-1660 წწ.) შექმნილი წმ. მსხვერპლის თაყვანისცემის კომპოზიცია და მისი იკონოგრაფიული თავისებურებები გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერის საკურთხეველში.
საკვანძო სიტყვები: მსხვერპლის თაყვანისცემა, წმ. პეტრე ალექსანდრიელი, წმ. ნიკოლოზი, გელათის ჩრდილო-დასავლეთი ეკვდერი, ზაქარია ქვარიანი
„კომბინირებული ომი“ - აფხაზეთი 1992-1993
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-2
სტატიაში აფხაზეთის ომი განხილულია სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ცნობილი ე.წ. „კომბინირებული ომის“ თეორიის მიხედვით და გაანალზებულია ის ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია ქართული შეიარაღებული ძალების მარცხი აღნიშნულ კონფლიქტში.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთის ომი, კომბინირებული ომი, სამხედრო ხელოვნების ისტორია
საქართველოს საინფორმაციო ველი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მეორე ომის საწყის პერიოდში
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-4
სტატია შეეხება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მეორე არაპროვოცირებული ომის პერიოდში (2022 წლის 24 თებერვალი), რუსეთის საინფორმაციო ომის ასახვას საქართველოს საინფორმაციო სივრცეში. კერძოდ, ნაშრომში გავაანალიზებთ, რა იყო რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი საქართველოში, რა ხერხებსა და მეთოდებს მიმართავდა და რა საინფორმაციო არხებს იყენებდა იგი. სტატიაში მიმოხილულია რუსეთის საინფორმაციო ომის შეკავებისთვის გადაუდებელი ამოცანები.
საკვანძო სიტყვები: საინფორმაციო ომი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საინფორმაციო უსაფრთხოება, საქართველოს საინფორმაციო ველი, პროპაგანდა და საინფორმაციო-დივერსიული ოპერაციები
ქართული სამზარეულო – „გამოგონილი ტრადიცია“
საკვანძო სიტყვები: საქართველო, ქართული კულტურა, ქართული სამზარეულო, კვების კულტურა, ეროვნული სამზარეულო, იდენტობა, კოლექტიური იდენტობა, თვითგამორკვევა, ნაციონალიზმი, გამოგონილი ტრადიცია, წარმოსახვითისაზოგადოება, კოლექტიური მეხსიერება, კულტურული მეხსიერება, მეხსიერების ადგილი, მეხსიერების არე, შემაერთებელი სტრუქტურა
აზერბაიჯანული პრესა თბილისში /XIX საუკუნე/
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია აზერბაიჯანული პერიოდული პრესის ისტორია თბილისში, სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრში. საარქივო მასალების საფუძველზე ნაჩვენებია, რომ პერიოდული გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე იყო კავკასიის საცენზურო კომიტეტის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
საკვანძო სიტყვები: აზერბაიჯანული პრესა, თბილისი, ცენზურა, რუსეთის იმპერია, სამხრეთ კავკასია
ბერლინის ჰუმბოლდტ-უნივერსიტეტის აუდიოარქივი და იქ არსებული ქართულენოვანი აუდიოჩანაწერები (1915–1918)
გამოკვლევა ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ტყვეების აუდიოჩანაწერებს, შესრულებულს გერმანიის ბანაკებში 1915–1918 წლებში და ამჟამად თავმოყრილს ჰუმბოლდტ-ფორუმის საცავებში. პუბლიკაციაში გაშუქებულია აუდიოარქივის არსი და ისტორია, ბანაკების გადაქცევის ფაქტი სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიად, აუდიოგრამების შესრულების ტექნოლოგიები, მათი ქაღალდზე გადატანისა და კატალოგიზაცია-დაარქივების მეთოდები. პუბლიკაცია ეხება მანჰაიმის ქართულენოვან კორპუსს, რომლის კულტურულ-ისტორიულ და ლინგვისტურ ჭრილში აღწერის მიზნითაც შემუშავებული გვაქვს კვლევის საკუთარი მოდელი.
საკვანძო სიტყვები: აუდიოჩანაწერები, ჰუმბოლდტ-ფორუმი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის ბანაკები, მანჰაიმის კორპუსი, აუდიოგრამის ანალიზი
ბურგუნდიის ჰერცოგები – XV საუკუნის ჯვაროსნული ლაშქრობის პროტაგონისტები და ქართველ მეფე-მთავართა პოზიცია
კვლევის მიზანია, ევროპული წყაროებისა და ადგილობრივი მასალის შედარება-შეჯერების საფუძველზე, გამოკვეითოს, რა პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით ხასიათდებოდა ქართული სახელმწიფოების მესვეურთა ჩართულობა XV საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საერთაშორისო საკითხში – ოსმალთა ექსპანსიის შეჩერებაში. აიხსნას, რატომ მიგვაჩნია ბურგუნდიის ჰერცოგთა კარი თანმიმდევრული ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი; ასევე, იმდროინდელი სავაჭრო აგენტების, მოგზაურების, რელიგიური მისიების წარმომადგენელთა და მზვერავთა ცნობების კომპლექსური დამუშავებით, აჩვენოს შავიზღვისპირეთში არსებული ვითარება – როგორი იყო განვითარების პერსპექტივები და აღქმები – პაპის კურიის გარდა, საერო ხელისუფალთაგან ვინ და რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველებისთვის მოკავშირე და მხარდამჭერი დასავლეთში.
საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთის მცოდნე მოგზაურები და ჯაშუშები, ჯვაროსანთა გეგმები, ანტიოსმალური ალიანსები
ქალაქის მხატვრული სახეები ლია სტურუას პოეზიაში
ლია სტურუა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ვლინდება ინტერესი ურბანული სივრცის მიმართ. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ, ლია სტურუას პოეზიაში რა სახე- ხატებით არის წარმოდგენილი ურბანული სივრცე, რა საკითხებს უკავშირდება და რა თავისებურებები გამოარჩევს მას.
საკვანძო სიტყვები: ურბანული სივრცე, ლია სტურუა, მხატვრული სახეები
აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები საქართველოში (XX საუკუნის დასაწყისი)
ნაშრომში გაანალიზებულია აშშ-ს ეკონომიკური ინტერესები საქართველოში ოფიციალური ამერიკული დოკუმენტაციის მიხედვით, კერძოდ, სტატიაში გამოყენებული გვაქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მიმოწერები, მოგზაურთა ჩანაწერები, აღნიშნული წყაროების გარკვეული ნაწილი შესასწავლი და უცნობია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ამერიკა, შავი ზღვა, კავკასია, ბაიევსკი, standard oil.
მცხეთისა და მისი შემოგარენის სიძველეები დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის საარქივო მასალებში
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის პირად არქივში დაცული უცნობი მასალები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის შესახებ. ჩანს, რომ სწავლული სასულიერო პირი საგანგებოდ იყო დაინტერესებული კათედრალით. თუმცა სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი ნარკვევი, დღეისთვის ცნობილ მისეულ პუბლიკაციებში არ ჩანს.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა, სვეტიცხოველი.
ჩვაბიანის ოთხთავი (H-1791 და მესტიის მუზეუმში დაცული მისი ფრაგმენტი (სიემ N 491)
სტატიაში იდენტიფიცირებულია XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო ლიტერატურაში „მუჟალის პირველ ოთხთავად“ მოხსენიებული სახარება-ოთხთავის ხელნაწერი, რომლის კვალი დღეისათვის სვანეთში დაცულ ან სვანეთიდან წამოღებულ ხელნაწერ სახარებათა შორის არ ჩანდა. პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ „მუჟალის პირველ ოთხთავად“ წოდებული ხელნაწერი იგივე კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში დაცული H-1791 კოდექსია. გარკვეულია, რომ 1213-1216 წლებში შავი მთის სავანეში გადაწერილი ამ მანუსკრიპტის დიდი ნაწილი (153 ფ.) XX საუკუნის დასაწყისში სოფელ ჩვაბიანიდან ჯერ მესტიაში, შემდეგ კი თბილისში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში, მოხვედრილა, ნაწილი კი ჩვაბიანშივე დარჩენილა. კვლევის შედეგად დადგენილია, რომ მესტიის მუზეუმში ჩვაბიანის ოთხთავის სახელით დაცული ოთხფურცლიანი ფრაგმენტი (სიემ N 491; კ-8) H-1791-ის ნაწილია და დასმულია საკითხი, რომ ჩვაბიანის ოთხთავი ეწოდოს არა მხოლოდ ამ ფრაგმენტს, არამედ H-1791 ხელნაწერსაც, რომელიც მესტიაში დაცულ ჩვაბიანურ ფრაგმენტთან ერთად უკვე არა 153, არამედ 157 ფურცელს შეიცავს.
საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ხელნაწერები; სახარების ხელნაწერები სვანეთიდან; მესტიის მუზეუმში დაცული ფრაგმენტები; ჩვაბიანის ოთხთავი.
ძალაუფლების ბალანსის ანგლო-ამერიკული გამოცდილების ასახვა ქართულ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობაში
სტატია მიმოიხილავს ძალაუფლების დანაწილების ანგლო-ამერიკული პრინციპის ისტორიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას ამერიკის შეერთებული შტატების სადამფუძნებლო დოკუმენტებში. ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს ძალთა შეკავება-გაწონასწორების მექანიზმის მნიშვნელობა ზემოხსენებული ქვეყნის მაგალითზე და ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი გათვალისწინების აუცილებლობა.
საკვანძო სიტყვები: ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი, ამერიკის შეერთებული შტატების სადამფუძნებლო დოკუმენტები, საქართველოს კონსტიტუციური ისტორია.
კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში (გრაკლიანი გორა)
გრაკლიანი გორის ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს საქართველოში, სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე. აქ მიკვლეული ძეგლები სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება: 1. პალეოლითი; 2. ენეოლითი; 3. ადრე ბრინჯაოს ხანა; 4. გვიანი ბრინჯაოს/ადრერკინის ხანა; 5. განვითარებული რკინის ხანა (ძვ. წ. VIII-VII სს.); 6. ძვ.წ. VI ს.; 7. ძვ.წ. V-IV სს.; 8. ძვ. წ. IV-III სს.; 9. ძვ. წ. III-II სს.; 10. ძვ. წ. II-I სს.
საკვანძო სიტყვები: ნამოსახლარი, სამაროვანი, საკურთხევლები, მესოპოტამიური, აქემენიდური.
ამირანის ეპოსის ადიღური ვარიანტები
ადიღურ ზეპირსიტყვიერებაში "ამირანის" ეპოსი, ცნობილი მიჯაჭვული ბუმბერაზის სახელით, ერთობ მწირი, მხოლოდ ეპიზოდური სახით არის წარმოდგენილი. ჩრდილო კავკასიის ხალხებში არსებულ ანალოგიურ გადმოცემებს შორის შინაარსით ის ყველაზე ახლოს დგას ყაბარდოულ ვარიანტებთან, რომლებიც შედარებით უფრო ვრცელია. ადიღურ ფოლკლორში "ამირანიანიდან" შემორჩენილია მხოლოდ იალბუზზე მიჯაჭვის მოტივი, უცნობია გმირის სახელი, მისი დასჯის მიზეზი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.
საკვანძო სიტყვები: ამირანი, ეპოსი, ადიღე, იალბუზი, ბუმბერაზი.
სახარების ოშკური ხელნაწერის (ათონ. 62) კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი მათეს სახარების მაგალითზე
სტატიაში მოცემულია ოთხთავის XI საუკუნის ათონური ხელნაწერის (ათონ. 62) მათეს სახარების ტექსტის კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი, რის საფუძველზეც დადგენილია მისი მიმართება ოთხთავის ქართული თარგმანის დღეისათვის ცნობილ სხვა რედაქციებთან.
საკვანძო სიტყვები: სახარება, ოშკი, გიორგი მთაწმინდელი, ხელნაწერი.
მეგრულ - ქართული ინტერფერენციებისათვის
ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს ენობრივი კონტაქტის რამდენიმე ასპექტი ქართველური ენების მაგალითზე. წარმოდგენილია მეგრულ-ქართული ინტერფერენციები მორფოსინტაქსისა და პროსოდიის დონეზე. საკითხი განხილულია ინტრაეთნიკური კომუნიკაციის ფარგლებში და ეყრდნობა ორენოვანი ავტორის ლინგვისტურ დაკვირვებებს.
საკვანძო სიტყვები: სოციოლინგვისტიკა, ბილინგვიზმი, დიგლოსია.
მთიელთა მიგრაციის დასაწყისი დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე
ნაშრომში განვიხილავთ ჯერ სტრაბონისა და სხვა ისტორიკოსების მონაცემებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არ იცნობენ ან, ყოველ შემთხვევაში, არ ასახელებენ აფხაზურ-ადიღეურ ტომებს, ხოლო შემდეგ იმ ისტორიკოსების მონაცემებს მიმოვიხილავთ (პლინიუსი და არიანე), რომლებიც აფხაზურ-ადიღეურ ტომებს პირველები იხსენიებენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა მთიელი ტომის - აბასგების, აფშილების, ლაზების, სანების - მიგრაციის მიზეზებს.