ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება

სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი და ქართულ-ამერიკული პოლიტიკური პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე. აგრეთვე, შტატების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის, ვიზიტი და პირველი ამერიკული საელჩოს გახსნა სამხრეთ კავკასიაში.

საკვანძო სიტყვები: საბჭოთა კავშირი, აშშ. საქართველო, გამსახურდია, შევარდნაძე.

 
 
 
 

თიხის სანელსაცხებლეები ურბნისიდან

ურბნისში 1956-1963 წლებში გათხრილი ახ.წ. I-III სს. დათრიღებული სამაროვანი მეტად მნიშვნელოვანია ამ პერიოდის სავაჭრო და კულტურულ-ეკონომიკური კვლევის თვალსაზრისით, თუმცა აქ აღმოჩენილი მასალის დიდი ნაწილი დღემდე შეუსწავლელია.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ურბნისის სამაროვანზე აღმოჩენილი თიხის სანელსაცხებლეების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია და მათი სამარხეული კომპლექსები. სანელსაცხებლეები საინტერესოა იმ მხრივ, რომ მათი ფორმა ამ პერიოდისთვის მეტად უჩვეულოა. ჭურჭელს პარალელი არ ეძებნება და თარიღს ვსაზღვრავთ თანმხლები ინვენტარისა და თიხის სანელსაცხებლეების ფორმის განვითარების მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: სანელსაცხებლე, სამაროვანი.

 
 
 
 

პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი ინტეგრაციული პროექტების წარუმატებლობის მიზეზები და საქართველო

სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის მიერ ამოქმედებული პირველი ინტეგრაციული პროექტები. გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესები და ოფიციალური მოსკოვის მხრიდან რეინტეგრაციის პირველი,წარუმატებელი მცდელობები, რაც საქართველოს იმ პერიოდის გეოპოლიტიკური რეალობის გასააზრებლად ერთობ მნიშვნელოვანია.

საკვანძო სიტყვები: დსთ, რუსეთი, ინტეგრაცია, პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა.

 
 
 
 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H404 ხელნაწერში დაცული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრება“

წინამდებარე სტატიაში განხილულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ H404 ხელნაწერში მიკვლეული გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების" ქართული ტექსტი. ჩვენი კვლევის მთავარი სიახლე ის არის, რომ ეს ტექსტი შეიძლება ჩაითვალოს ამ თხზულების ახალ, დღემდე უცნობ ქართულ ვერსიად, რომლის სხვაობები სხვა რედაქციებთან მეტად საგულისხმოა.

საკვანძო სიტყვები: სომხური ხელნაწერი, გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება

 
 
 
 

ზოგიერთი ოსმალური წყარო ივერონის მონასტრის მელნიქში ერთი მეტოქის შესახებ

ივერონის მონასტრის შესახებ ოსმალური ცნობები ქართულ მეცნიერებაში კვლევის საგანი ჯერ არ ყოფილა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომდოინდელ ივერონის ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მონასტრის შესახებ საბუთებში ქართველთა ხსენების, მათი მოღვაწეობის, როლის, ქონების და საერთოდ, მისი ისტორიის შესასწავლად.

საკვანძო სიტყვები: ივერონი, ოსმალური, როჟინის მონასტერი.

 
 
 
 

„Robustos Viribus“ ქართველები და „Effeminatus“ ბერძნები

სტატიაში წარმოდგენილია ლათინი ისტორიკოსის, უილიამ ტვიროსელის დამოკიდებულება ქართველებისადმი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ერისადმი. ტვიროსის არქიეპისკოპოსი საინტერესოდ ადარებს ერთმანეთს ლათინ და ბიზანტიელ ჯარისკაცებს და ასევე დიდი პატივისცემით და ამაყად მოგვითხრობს იბერების, როგორც მამაცი მეომრების შესახებ. ჩვენ საინტერესოდ მივიჩნიეთ წინ წამოგვეწია ეს საკითხი და უფრო დეტალურად განგვეხილა მოცემულ სტატიაში.

საკვანძო სიტყვები: იბერიელები, ბიზანტია, ლათინური აღმოსავლეთი, ჯვაროსნები, ყოველდღიურობის ისტორია.

 
 
 
 

გვიანანტიკური ხანის სამარხი გუდაბერტყადან

სტატია ეხება ქ. გორის მახლობლად, გუდაბერტყას არქეოლოგიურ ველზე, XX ს-ის 70-იან წლებში გამოვლენილ გვიანანტიკური ხანის სამარხს, რომელშიც მრავალფეროვან ინვენტართან ერთად დადასტურდა სარიტუალო დანიშნულების ნივთი – თიხისგან დამზადებული ირმის ფიგურა. სამარხეული ინვენტარი დღემდე არ გამხდარა მეცნიერთა კვლევის საგანი და პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

საკვანძო სიტყვები: ირმის ფიგურა, გვიანანტიკური ხანა, კულტი, აღმოსავლეთ საქართველო, რიტუალი.

 
 
 
 

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ეკონომიკური მხარე

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შესწავლის დროს, მნიშვნელოვანია, პარალელები გავავლოთ მის საწყისთან – 1918-1921 წლების მოვლენებთან და თანამედროვეობასთან, მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებულ მოვლენებთან. კონფლიქტის ერთ-ერთი საყურადღებო და საინტერესო მხარეა ეკონომიკური ფაქტორი, რომლის შესწავლა და კონფლიქტის სხვადასხვა პერიოდის აღნიშნული კუთხით შედარება, გვეხმარება კონფლიქტის გაანალიზებაში.

საკვანძო სიტყვები: ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

 
 
 
 

მთის წმ. გიორგის მონასტრის სიწმინდეების ისტორიიდან — აგარის წმ. გიორგის ხატი და მისი წარმომავლობა

ე.წ. აგარის წმ. გიორგის ხატი ერთ-ერთი მთავარი არტეფაქტია მთის წმ. გიორგის მონასტრის საგანძურიდან. XI ს-ის არტეფაქტი ოდესღაც სამეგრელოს სოფ. ხორგადან გადმოუსვენებიათ რაჭაში, წმ. გიორგის მთაზე, ხოლო შემდეგ – ახლად აშენებულ აგარის ეკლესიაში. სტატიაში განხილულია ამ ხატის წარმომავლობა, სავანეებში გადასვენების დინამიკა და მიზეზები.

საკვანძო სიტყვები: მთის წმ. გიორგი, აგარა, ხორგა, მონასტერი.

 
 
 
 

ტანსაცმლის სტილის და მოხმარების ხასიათში გენდერული ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა საქართველოში

სტატიაში განხილულია პოსტსაბჭოთა საქართველოს ტანსაცმლის მოხმარების თავისებურება, მისი კავშირი გენდერულ იდენტურობასთან. აღნიშნულია, რომ პოსტსაბჭოთა თბილისის ქუჩებში ნარჩუნდება გენდერული სტერეოტიპი ქალის და მამაკაცის რეპრეზენტაციებში. ამავე დროს, აქტიურად ვითარდება სტილების პლურალიზაციის და ლიბერალიზაციის ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: პოსტსაბჭოთა საქართველო, ტანსაცმელი, გენდერი, იდენტიფიკაცია, ლიბერალიზაცია

 
 
 
 

წყაროებში დაცული ცნობები ბესარიონ ორბელიშვილის შესახებ

მე-18 საუკუნე საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური სიჭრელითა და დრამატიზმით გამორჩეული ხანაა. სახელმწიფოს საფუძველი არის ქვეყნის იდეოლოგია. რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ერის თვითმყოფადობას, ტრადიციულ ღირებულებებსა და კულტურულ ფასეულობებს. იდეოლოგიას ქმნის კულტურა, განათლება, მეცნიერება. სწორედ ამიტომ საქართველოში ძნელბედობის ჟამსაც კი არ წყდებოდა მწიგნობრული საქმიანობა, ამის დასტურია გარეჯის ლიტერატურული სკოლის არსებობა მე-18 ს-ში, რომლის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყო ბესარიონ ორბელიშვილი.

საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, გადამწერი, დამკვეთი, მწყემსმთავარი.

 
 
 
 

მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური განვითარების თავისებურება საყდრისის მაგალითზე

სტატია შეეხება საქართველოში მეტალურგიის განვითარების მოკლე ისტორიას, მტკვარ-არაქსის კულტურაში ლითონწარმოების საფუძველზე საზოგადოების სოციალურ ცვლილებას, სავაჭრო კონტაქტების ზრდას და მელითონეობაში ერთ-ერთი აუცილებელი დეტალის, საქშენი მილის, აღმოჩენას საყდრისის სამთო-მომპოვებელ მაღაროზე. მის პარალელებს სამხრეთ კავკასიას, ანატოლიასა და ალპებში.

საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, მეტალურგია, სამთოწარმოება, საყდრისი, მტკვარ-არაქსის კულტურა

 
 
 
 

ოქროს მძივები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში

წინამდებარე ნაშრომი ეხება წინატეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის ერთი კატეგორიის ნივთების – მძივების შესწავლას, რაც გულისხმობს: მათ მოძიებას, ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას და კულტურული კუთვნილების განსაზღვრას პარალელებისა და ტექნილოგიური მახასიათებლების მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: ოქრომჭედლობა, კოლხეთი, წინაანტიკური, მძივი, სამკაული.

 
 
 
 

საწყისი დათვალიერება უცნობი კომპლექსური დასახლებისა მდინარე ჩხერის ხეობაში, სტეფანწმინდაში, დიდ კავკასიონზე, საქართველოში

ავტორი წარმოგვიდგენს უცნობი ისტორიული ნამოსახლარის თანმიმდევრულ აღწერილობას, რომელიც მდებარეობს დარიალის ხეობის სიახლოვეს და ხასიათდება განსხვავებული ტოპოგრაფიული ნიშნით. ნაშრომში ნაჩვენებია შემდგომი კვლევის მნიშვნელობა და აუცილებლობა არსებული ვითარების ფონზე, რომელსაც მივყავართ ქართველი ერისა და მისი მეზობელი ქვეყნების მდიდარი, თუმცა, მოწყვლადი ისტორიული მემკვიდრეობის შესაძლო განადგურებისკენ.

საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, დასახლება, დიდი კავკასიონი, მიმოხილვა, ხევის რეგიონი.

 
 
 
 

ტურიზმის როლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვაში

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ტურიზმის დადებითი და უარყოფითი გავლენები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. კვლევის მიზანია წინ წამოწიოს საქართველოში ფაქიზი ზედაპირის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ვიზიტორთა მენეჯმენტის საკითხები, რომლებიც გადაუდებელ ყურადღებას ითხოვს.

საკვანძო სიტყვები: კულტურული ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯმენტი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ვიზიტორთა მენეჯმენტი.

 
 
 
 

რამდენიმე რელიგიური სიმბოლო დ.ჰ. ლორენსის რომანში „ბუმბულიანი გველი“

დ. ჰ. ლორენსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრიტანელი მოდერნისტი მწერალია, რომლის შემოქმედება, მსგავსად მისი თანამედროვე მოდერნისტი მწერლებისა, სავსეა ინტერტექსტუალური შრეებითა და მწერლისეული ინდივიდუალური ინტერპრეტაციებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლორენსის 1926 წელს გამოქვეყნებული რომანი „ბუმბულიანი გველი“.

სტატიაში განვიხილავ ამ რომანში მოცემულ რამდენიმე რელიგიურ სიმბოლოს, როგორებიცაა – გველისა და ჩიტის სიმბოლიკა, ხარების ორთაბრძოლის რიტუალური დატვირთვა, ტბისა და მენავის სიმბოლიკა.

მოცემული სიმბოლოების შინაარსობრივი დატვირთვა დამატებით მინიშნებებს იძლევა რომანში მთავარი მოქმედი გმირის, ევროპელი ქეითის, მოგზაურობაზე მექსიკაში, ხოლო თავად მოგზაურობა კი მიმდინარეობს ამ პერსონაჟის სულიერი განახლების პროცესის კვალდაკვალ.

საკვანძო სიტყვები: რელიგიური სიმბოლოები, ბუმბულიანი გველი, ტბა, მენავე, დაბადება

 
 
 
 

ხელოვნებისა და ხელოვანის არსი აირის მერდოკის რომანში „შავი პრინცი“

სტატიის ძირითადი მიზანია, დაგვანახოს ხელოვნების ძირითადი არსი საზოგადოებაში მერდოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის „შავი პრინცის“ მაგალითზე. ეს რომანი იძლევა საშუალებას მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას ხელოვნებაზე, მის არსსა და დანიშნულებაზე; ეს თემა მერდოკის თითქმის ყველა რომანს, კრიტიკულ ესესა თუ სტატიას თან სდევს. ჩვენს ნაშრომში სხვადასხვა კუთხით წარმოდგენილია ხელოვნების ფუნქცია და მისი მიზანი საზოგადოებაში. დასკვნაში კი შეჯამებულია საბოლოო შეხედულება ხელოვნებაზე აირის მერდოკის მსოფლმხედველობისა და მისი რომანის „შავი პრინცის“ მაგალითზე.

საკვანძო სიტყვები: ხელოვნება, სიყვარული, გაუცხოება.

 
 
 
 

ვაჟა-ფშაველას ზღაპრის – ,,წისქვილი“, სიმბოლურ-ალეგორიული ინტერპრეტაცია

ვაჟა-ფშაველას პროზის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. ერთ-ერთი მათგანია ზღაპარი „წისქვილი“, რომელსაც საინტერესო მიმართებები აქვს ქრისტიანობასთან და მწერლის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტთან. სტატიაში წარმოდგენილია ამ თხზულების ინტერპრეტაციის მცდელობა.

საკვანძო სიტყვები: ვაჟა-ფშაველა, ზღაპარი „წისქვილი“, სიმბოლო, ალეგორია, „გველის-მჭამელი“.

 
 
 
 

განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების განსახოვნების საფუძვლები: ემოცია და კოგნიცია (აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავლის მიხედვით)

წინამდებარე სტატიაში ნაჩვენებია, რომ ვერბალური ფიქრის არარსებობის გამო ემოციებზე დაკვირვება „ჩემს თავგადასავალში“ განმცდელი ავტობიოგრაფის ცნობიერების შესწავლის ერთადერთი საშუალებაა. მეთოდოლოგიურ საფუძვლად აღებულია ალან პალმერის მიერ სერლის ტაქსონომიაზე დაყრდნობით შემუშავებული მენტალობის მთლიანობის კონცეპტი.

საკვანძო სიტყვები: ავტობიოგრაფია, ემოცია, კოგნიცია, ნარატოლოგია, აკაკი წერეთელი

 
 
 
 

მხატვრობა და ლია სტურუას რემინისცენციები

წარმოდგენილი სტატია ეხება ლია სტურუას პოეტურ რემინისცენციებს, ლირიკულ ნიმუშებზე დაყრდნობით ნაჩვენებია მათი კავშირი მხატვრობასთან და განხილულია ამ ლექსებში გამოკვეთილი საკითხები, როგორებიცაა: ფასეულობების რღვევა, მხატვართა შემოქმედებითი თავისებურება, კულტურის მნიშვნელობა და ხელოვნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში.

საკვანძო სიტყვები: მხატვრობა, პოეზია,იმპრესიონისტები, ფიროსმანი.

 
 
 
 

ქალური სექსუალობის განსაზღვრის საკითხი თურქი ქალი ავტორების შემოქმედებაში (ფინარ ქური და დუიგუ ასენა)

სტატიაში „ქალური სექსუალობის განსაზღვრის საკითხი თურქი ქალი ავტორების შემოქმედებაში (ფინარ ქური და დუიგუ ასენა)“ განხილულია ფემინისტური კრიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალის სხეულსა და სექსუალობას ეხება. აღნიშნული საკითხი შევისწავლეთ თანამედროვე თურქი ქალი ავტორების, ფინარ ქურისა და დუიგუ ასენას, შემოქმედების მაგალითზე. საკითხის გაანალიზებისას ყურადღება გავამახვილეთ იმ სტრატეგებზე, რომლებიც ქალურ სექსუალობას განსაზღვრას.

საკვანძო სიტყვები: ფემინისტური კრიტიკა, ქალური სექსუალობა, ქალი ავტორები, თურქული ლიტერატურა

 
 
 
 

ფრიდრიხ ნიცშეს ტრაგიკული ხელოვნების კონცეფცია – გალაკტიონისეული რეცეფციის კრიტიკა

სტატიაში განხილულია ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის რეცეფცია ქართველი პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის – ჩანაწერებსა თუ დღიურებში. დასაბუთებულია გალაკტიონისეული რეცეფციის შესაბამისობა ან შეუსაბამობა ნიცშეს ფილოსოფიასთან, ფილოსოფოსის ნაშრომიდან მოხმობილი რელევანტური ციტატების და ასევე უფრო ზოგადი ანალიზის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: ტანჯვა, დასტურყოფა, მეტაფიზიკა, დიონისური, ტრაგიკული

 
 
 
 

სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ

სტატიაში განხილულია სანდრო ცირეკიძის შეხედულება მინიატურული ჟანრის შესახებ. სანდრო ცირეკიძემ ნათლად ჩამოაყალიბა საკუთარი თვალსაზრისი მინიატურული ჟანრის წარმოშობასა და მის დანიშნულებაზე. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მინიატურის მხატვრულ-ესთეტიკურ პრინციპებს და შეეცადა მინიატურა გაემიჯნა სხვა მცირე პროზაული ჟანრებისგან.

საკვანძო სიტყვები: მინიატურა, რიტმი, პროზა, სანდრო ცირეკიძე

 
 
 
 

პოსტმოდერნისტული ელემენტები ჰაროლდ პინტერის პიესაში “The Homecoming“ („შინდაბრუნება“)

ჰაროლდ პინტერის პიესაში „შინდაბრუნება“ პოსტმოდერნისტული ელემენტები გვხვდება. პინტერი იყენებს უმარტივეს და ყოველდღიურ ლექსიკას დიალოგებისთვის. ამ დიალოგებიდან კი მკითხველს საშუალება ეძლევა გაიაზროს, რამდენად ყალბია ჩვენს ყოფაში ოჯახური ურთიერთობა და რამდენად დაცლილია იგი ჭეშმარიტი ფასეულობებისაგან. ვფიქრობთ, რთულ და მოუწესრიგებელ სამყაროში ჰაროლდ პინტერის პიესების შესწავლა კვლავაც აქტუალური და მნიშვნელოვანია.

საკვანძო სიტყვები: პოსტმოდერნიზმი, რეალობა, ირეალობა, აბსურდი, ჰაროლდ პინტერი.

 
 
 
 

ტენესი უილიამსის „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვიას“ ვ.ნედელინის გ.ჯაბაშვილისა და ლ.ინასარიძის თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზის პრინციპები

ნაშრომში მოცემულია ტენესი უილიამსის დრამის – „ტრამვაი, რომელსაც „სურვილი“ ჰქვია“ – ვ. ნედელინის, გ. ჯაბაშვილისა და ლ. ინასარიძის თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი, რომლის დროსაც დადგინდა შემდეგი: სამივე მათგანს ახასიათებს ვერბოცენტრული ვერსიისთვის დამახასიათებელი ერთიანი სტრატეგიული მიდგომა; სახეზეა განსხვავებებიც, რომლებიც საფუძვლად უდევს შესაბამისი რეციპიენტი კულტურებისა (რუსულისა და ქართულის) და მთარგმნელთა შემოქმედებითი მანერების არაერთგვაროვნებას.

საკვანძო სიტყვები: თარგმანი, შეპირისპირებითი ანალიზი, ლინგვოპერსონა, ტოპონიმი, სიმბოლო.

 
 
 
 

„მომხმარებლის გზამკვლევების“ გაგებისათვის საბანკო სფეროში

ნაშრომის მიზანია საბანკო სფეროში არსებული გერმანულ- და ქართულენოვანი გზამკვლევების კონტრასტული ანალიზი, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ტექსტის გაგების მოდელზე, რადგან საბანკო სფეროში არსებული ინსტრუქციული ტექსტების კვლევისას საქმე გვაქვს ტექსტის იმ ენობრივ მახასიათებლებთან, რომლებიც მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, რათა მან სამართლებრივად გამართული საბანკო ოპერაციები აწარმოოს.

საკვანძო სიტყვები: დარგობრივი ენა, გზამკვლევი, ინსტრუქციული ტექსტი

 
 
 
 

პოლისემიური სიტყვების სწავლება მაღალ კლასებში

ნაშრომში წარმოდგენილია პოლისემიური სიტყვების სწავლების მეთოდი მაღალ კლასებში უცხო ენების სწავლებისას, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, ადვილად აღიქვას და დაიმახსოვროს პოლისემიური სიტყვებისა და იდიომების მნიშვნელობები. კვლევები კოგნიტიურ ლინგვისტიკაში აჩვენებს, რომ პოლისემიური სიტყვები სხვადასხვა აზრობრივი კავშირით ურთიერთდაკავშირებული მნიშვნელობების სტრუქტურას წარმოქმნის, რომელიც შეიძლება აღიწეროს სისტემურად. ეს მიდგომა შეიძლება გადმოვიტანოთ და გამოვიყენოთ უცხო ენის სწავლებისას.

ნაშრომში ასევე მოცემულია გაკვეთილის გეგმა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს ინგლისური ენის პედაგოგებისათვის პოლისემიური სიტყვების სწავლებისას.

საკვანძო სიტყვები: უნივერსალური მოდელები, პოლისემიური არსებითი სახელები, დეფინიციათა ანალიზის მეთოდი, სემანტიკური კომპონენტები, კონტექსტუალური ანალიზი.

 
 
 
 

რთული უარყოფითი სახელური ლექსემები ქართულ ენაში: სტრუქტურა და ფუნქციური განაწილების პრინციპები

სტატიაში განხილულია რთული უარყოფითი სახელური ლექსემების სტრუქტურა, ქრო¬ნოლოგია და ფუნქციური განაწილების პრინციპები. პირობითად გამოყოფილი ოთ¬ხი ჯგუფიდან ყველაზე პროდუქტიულია არა-/არ- უარყოფითნაწილაკიანი სახელები. ისი¬ნი დას¬ტურ¬დება ძველ ქართულში და თანდათან იფართოებენ გავრცელების არეს თა¬ნამედროვე ქართულში. არა-/არ- ნაწილაკები ქართულ სალიტერატურო ენა¬ში ქმნიან ან¬ტონიმურ წყვილებს, ტერმინოლოგიურ სისტემას, ხოლო ქართულ ცოცხალ მეტყვე¬ლე¬¬ბაში ‒ თა¬ვი¬სებურ სახელურ ფორმებს. ამ ფორ¬მა-თა ანალიზი წარმოაჩენს არა-/არ- ნაწი¬ლაკების ძირითად და ფა¬კულ¬ტატურ ფუნ-ქციებს: ესაა უარყოფის კატეგორიული გამო¬ხატვა და მისი აქტუალიზაცია (ხაზგასმა). არა-/არ- ნაწილაკებს ამ ორი მნიშვნელობის შეთავსება-გადმოცემა ერ¬თ¬დროულად შეუძლიათ, რაც კარგად ჩანს უქონლობის უ- პრე¬ფიქსიან სახელებთან შედა¬რე¬ბითაც.

საკვანძო სიტყვები: უარყოფა, ქართული ენა, სტრუქტურა, ქრონოლოგია, ფუნქცია.

 
 
 
 

პოლიტიკური ნეოლოგიზმები მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში და მათი ინგლისურიდან ქართულში ტრანსპოზიციის საკითხი

წინამდებარე სტატია ეხება თანამედროვე თარგმანთმცოდნეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ - ნეოლოგიზმების თარგმანის - საკითხს. კერძოდ, სტატიაში განიხილება თანამედროვე ინგლისური პოლიტიკური ნეოლოგიზმების ქართულ თარგმანში გადმოტანის სპეციფიკა, თარგმნითი სტრატეგიები, ამასთანავე, გამოყოფილია ძირითადი ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური ნეოლოგიზმები, თარგმნითი სტრატეგიები, ტრანსლიტერაცია