წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში

სტატიაში მოცემულია   წოვა-თუშების  ცხოვრების მოკლე ლინგვო-კულტუროლოგიური ანალიზი. წარმოჩენილია მათი ენის, ფოლკლორის,  ყოფის,  საქმიანობის  თავისებურებები, ისტორიული   წარსულისა  თუ დღევანდელობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

საკვანძო სიტყვები: წოვა-თუშები, ლინგვო-კულტუროლოგია, მეცხვარეობა, თვითშეგნება, საქართველო

 
 
 
 

საქართველოს ''კავკასიური როლი'' და რუსეთი: 1918-21 წლები და დღევანდელობა

სტატიაში  განხილულია  საქართველოს  „კავკასიური როლისა" და კავკასიის მეზობელ  ერებთან   ურთიერთობების საკითხები; ნაჩვენებია  რუსეთის მიმართება შიდაკავკასიურ ურთიერთობათა  პრობლემისადმი; წარმოჩენილია კავკასიელ ერთა დასავლური მისწრაფებები; მოცემულია პარალელები 1918-1921 წლების პოლიტიკასა და დღევანდელ ვითარებას შორის.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, კავკასია, რუსეთი, 1918-21 წლები, საერთაშორისო ურთიერთობები

 
 
 
 

ძველი ქართული ენის ლექსიკიდან: მანდა

ძველ ქართულში მანდას ჰქონდა რო­გორც "მანდ", ასევე, შედარებით იშვი­ათად - "აქ" ზმნიზედის მნი­შვნელობა. ერთ სიტყვაში ჩადებული ორი ერთმა­ნეთის საპირისპირო შინაარსის გასამიჯნავად მანდა ძველი შინა­არსით შემო­რჩა ენას, ხოლო პირველი პირთან სიახლოვის მაჩვენებლად გამოიყენეს ენაში ოდითგანვე დამკვიდრებული სათანადო შინაარსის მქონე ზმნიზედა აქა.

საკვანძო სიტყვები: ძველი ქართული ლექსიკა, მანდ, აქ

 
 
 
 

თრიალეთის კულტურის ცულების ქრონოლოგიის, განვითარების ეტაპებისა და ტიპოლოგიის საკითხები

ნაშრომში განხილულია თრიალეთის კულტურაში დადასტურებული ბრინჯაოს ცულები. ასევე, განხილულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი ეგზემპლარი, რომლებიც მჭიდრო კავშირს ავლენს სამხრეთ კავკასიურ ნიმუშებთან. წინამდებარე სტატია წარმოადგენს მათი ქრონოლოგიის დაზუსტების, განვითარების ეტაპების გამოყოფისა და ტიპოლოგიის შემუშავების ცდას.

საკვანძო სიტყვები: თრიალეთის კულტურა, ცული, ქრონოლოგია, ტიპოლოგია

 
 
 
 

ხელოვანის შეოქმედებითი თავისუფლების პრობლემა ტოტალიტარულ სახელმწიფოში (გრიგოლ რობაქიძის ''ჩაკლული სულის'' მიხედვით)

სტატიაში გაანალიზებულია ტოტალიტარული სახელმწიფოსა და ხელოვანის ურთიერთობის მარად აქტუალური პრობლემა, ტოტალიტარული რეჟიმის დამღუპველი გავლენა ხელოვანის შემოქმედებით თავისუფლებაზე გრიგოლ რობაქიძის რომანის, ''ჩაკლული სულის,'' მაგალითზე. 

საკვანძო სიტყვები: ტოტალიტარული რეჟიმი, ხელოვანი, გრიგოლ რობაქიძე

 
 
 
 

მიქელ თარხნიშვილის ქართველოლოგიური მოღვაწეობის რამდენიმე ასპექტის შესახებ

მიქელ თარხნიშვილი ქართული მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია უცხოეთში. მან ქართველოლოგიას შესძინა საყურადღებო შრომები და ხელი შეუწყო ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში.  წინამდებარე სტატიაში  მიმოხილულია მისი კვლევის ძირითადი საკითხები და  დამსახურება ამ სფეროში.

 

საკვანძო სიტყვები: ქართველოლოგია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, სასულიერო მწერლობა

 
 
 
 

რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი

აწყურის ეტიმოლოგია უკავშირდება წყალს. მასში გამოიყოფა ა- პრეფიქსი და წყურ- ძირი, რომელიც მეცნიერთა მიერ დაკავშირებულია  ქართველურ სიტყვებთან: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ- და სხვა. ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეცნიერმა გააყალბა აწყურის ეტიმოლოგა და ისტორია, რასაც ეხება ნაშრომი.

საკვანძო სიტყვები: ეტიმოლოგია, ქართველური სიტყვები, აწყურის საეპისკოპოსო

 
 
 
 

გალაკტიონის სიმბოლისტური და ნოვალისის რომანტიკული პოეზიის ტიპოლოგიისათვის

სტატიაში ტიპოლოგიური თვალსაზრისით განხილულია გალაკტიონისა და გერმანული რომანტიზმის უმთავრესი წარმომადგენლის, ნოვალისის, პოეზიის ძირითადი სახისმეტყველებითი კონცეპტები და წარმოჩენილია მათი როგორც კონცეპტუალური სიახლოვე, ისე თავისებურებანი  და განსხვავება.

საკვანძო სიტყვები: გალაკტიონი, ნოვალისი, ტიპოლოგია, სიმბოლო, სახისმეტყველება

 
 
 
 

შემოქმედებითი მიდგომა ფერთა ნომინაციის პროცესში და ფერის აღმნიშვნელი სიტყვების მნიშვნელობის ზღვარი

სტატიაში აღწერილი და შესწავლილია ფერის აღმნიშვნელი ერთეულების პროცესის ფსიქოლოგიურ-ვერბალური და კულტურულ-სოციალური ფაქტები. აგრეთვე,  გამოკითხვის საფუძველზე შესწავლილია, ნომინაციის პროცესის შედეგად  სადამდე ვრცელდება სიტყვების მნიშვნელობის ზღვარი.

საკვანძო სიტყვები: ფერთა ნომინაცია, სიტყვის მნიშვნელობა, პოლისემია

 
 
 
 

ორთოგრაფიული ვარიაცია ფრანგულ მოკლე ტექსტურ დისკურსში

სტატია ეხება ფრანგულ მოკლე ტექსტურ დისკურსში გამოყენებულ არასტანდარტულ ორთოგრაფიულ ფორმებს. ფორმალური და სუბიექტური კრიტერიუმების მიხედვით მათი განხილვის შედეგად  ვასკვნით, რომ შემოკლებები არა მხოლოდ ტექნიკური შეზღუდვების „დასამარცხებლად" გამოიყენება, არამედ ენობრივი იდენტიფიკატორის როლშიც გვევლინება.

საკვანძო სიტყვები: მოკლე ტექსტური დისკურსი, ორთოგრაფია, აბრევიაცია, ენობრივი იდენტიფიკაცია