ადგილკუთვნილების აღმნიშვნელი ლექსიკის სოციალური მგრძნობიარობის საკითხი ქართულში
ადამიანის ადგილკუთვნილებითი დამოკიდებულება გარკვეულწილად იცვლება საერთო სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის ცვლასთან ერთად.
გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა, რომ ამ თვალსაზრისით მეტად სწრაფად იზრდება ზღვარი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ქართულ ენაში მკაფიოდ არის ასახული ადგილკუთვნილებისა და ამ ნიშნით კოლექტიური საზოგადოების ერთიანობის დასუსტების პროცესი.
საკვანძო სიტყვები: ადგილკუთვნილება, პარტიტიულობა, იდეოგრაფიული ლექსიკონი, საცხოვრისის ლექსიკა, ადგილსამყოფლის ლექსიკის სემანტიკა
იაკობის ჟამისწირვისა და “წმინდა ჰაბოს წამების” ტექსტთა ურთიერთმიმართების საკითხისათვის
ქრისტეს წმინდა მოციქულების - ანდრიას, სვიმეონ კანანელისა და მატათას - მიერ ქრისტიანობის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში იმთავითვე განუსაზღვრავს ქრისტიანული საღვთისმსახურო პრაქტიკის ხასიათი. ჩვენში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ პერიოდშივე უთარგმნიათ ქართულ ენაზე იაკობ მოციქულის ჟამისწირვის ტექსტი. იოვანე საბანის ძე "აბოს წამების" ერთ-ერთ ლიტერატურულ წყაროდ სწორედ მას იყენებს.
საკვანძო სიტყვები: ჟამისწირვა, იოვანე საბანის ძე, „აბო წამება”, წყარო
რეგიონალური იდენტობა: საქართველოს ცენტრი და პერიფერია (1900-1917)
სტატიაში განხილულია რეგიონალური იდენტობის, ცენტრისა და პერიფერიის ჩართულობა და როლი 1900-1917 წლების ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ქართველი ერი, იდენტობა, ცენტრი, პერიფერია, 1900-1917 წლები
რეალობა და ლიტერატურული ფიქცია (ოთარ ჩხეიძის „არტისტული გადატრიალება“)
ჩვენი კვლევის მიზანია, ოთარ ჩხეიძის თხზულების, „არტისტული გადატრიალების," მაგალითზე წარმოვადგინოთ, როგორ აისახა პოსტსაბჭოთა საქართველოს სამოქალაქო და ეთნოკონფლიქტები ლიტერატურულ ტექსტებში, როგორია ავტორის დამოკიდებულება სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისადმი და ლიტერატურული ფიქციისა და რეალობის ურთიერთმიმართების პრობლემა.
საკვანძო სიტყვები: „არტისტული გადატრიალება,“ პოსტსაბჭოთა საქართველო, ლიტერატურული ფიქცია, რეალობა, ზვიად გამსახურდია
არისტოტელე ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ და „ილიადის“ IX სიმღერა: გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები
სტატიაში არისტოტელეს „პოეტიკა" ჰომეროსისეული ნოვატორობის ერთ მნიშვნელოვან ასპექტთან მიმართებითაა განხილული. აღნიშნული წყაროსა და თანამედროვე ჰომეროლოგიური კონცეფციების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულია „ილიადის" ფორმირების ხანგრძლივ პროცესში სავარაუდოდ არსებული ზეპირი და წერილობითი ეტაპების გასამიჯნი კრიტერიუმები, რის საილუსტრაციოდაც გაანალიზებულია პოემის IX სიმღერა.
საკვანძო სიტყვები: არისტოტელეს „პოეტიკა“, ჰომეროსი, მარტინ მუელერი, „ილიადის“ გაფართოების ზეპირი და წერილობითი ეტაპები, „ილიადის“ IX სიმღერის გაფართოება დიალოგური პარტიების საშუალებით
ვერაგობა, როგორც სტრატეგია, ხორხე ლუის ბორხესის „მზაკვრობის მსოფლიო ისტორიაში“
სტატიაში განხილულია არგენტინელი მწერლისა და მოაზროვნის, ხორხე ლუის ბორხესის, შემოქმედების ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოები „მზაკვრობის მსოფლიო ისტორია", მთავარი გმირების ხასიათი და მათი პიროვნების წარმოჩენის ავტორისეული მეთოდები.
საკვანძო სიტყვები: ბორხესი, მზაკვრობა, ლათინური ამერიკის ლიტერატურა
„არ“, „ც“, „კი“ ნაწილაკები ქართულში და მათი შესაბამისობები ინგლისურში
სტატიაში განხილულია ქართულში „ც" და „კი" ნაწილაკების „არ" ნაწილაკთან კომბინაციით გამოხატული უარყოფა. ნაჩვენებია, რომ ქართულში არსებობს სახელური უარყოფა; „ც" ნაწილაკს შემოაქვს შკალარული პრედიკაცია, „კი" ნაწილაკს კი - პრესუპოზიცია. განხილულია ლექსიკური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ხდება იმავე ფუნქციების გადმოცემა ინგლისურში.
საკვანძო სიტყვები: ზმნური უარყოფა, სახელური უარყოფა, მარკირება, სკალარული პრედიკაცია, პრესუპოზიცია
სტაბილურობა და ვარირება ესპანური ენის ბინარულ თანხმოვანთჯგუფებში
სტატია ეხება ბინარული კონსონანტური კომპლექსების კვლევას სიტყვის შუაში როგორც ეტიმონის, ასევე დერივატის დონეზე. სტატიაში აღწერილია თანხმოვანთჯგუფების მიერ განვლილი ევოლუციის პროცესი და ახსნილია მათი ვარირების გამომწვევი მიზეზები.
საკვანძო სიტყვები: ბინარული კონსონანტური კომპლექსები, სტაბილურობა, ვარირება
ადამიანის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები ქართულ და ინგლისურ ენებში
ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ქართულ და ინგლისურ ენებში არსებული ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას გადმოსცემს. ფრაზეოლოგიზმები განხილულია ლექსიკურ-თემატური თვალსაზრისით და ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტებით. გამოვლენილია ენებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი.
საკვანძო სიტყვები: ქართული/ინგლისური ფრაზეოლოგიზმები; ლინგვოკულტუროლოგია; სემანტიკა
მულტფილმის თარგმნის თავისებურებები („მადაგასკარის“ ქართული თარგმანის მაგალითზე)
სტატიაში ე. დარნელისა და თ. მაკგრასის მულტფილმის, „მადაგასკარის", მაგალითზე შესწავლილია აუდიო-ვიზუალური თარგმანის თავისებურებები, წარმოჩენილია, როგორ იქმნება პერსონაჟის სახე თარგმანში, აუდიო-ვიზუალური თარგმანის რომელ სახეობას ენიჭება უპირატესობა, რა საშუალებებს იყენებს მთარგმნელი ორიგინალის მსგავსი კომუნიკაციური ეფექტის მისაღწევად და სხვა.