სვანური ბგერწერითი ლექსიკის სემანტიკური კლასიფიკაციისათვის

ფონოსემანტიკურ ლექსიკურ ერთეულთა მნიშვნელობის შესწავლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ენათმეცნიერულ კვლევა-ძიებაში, ვინაიდან მისი შედეგები ფასეულია არა მხოლოდ თავად ლინგვისტიკისათვის, არამედ სხვა სამეცნიერო დისციპლინებისთვისაც. უნდა ითქვას ისიც, რომ სემანტიკის შესწავლის ძირითად ობიექტად ლექსიკური მნიშვნელობები ივარაუდება.

ამჯერად ჩვენი ნაშრომის ძირითადი მიზანი სწორედ სვანური ბგერწერითი ლექსიკის სემანტიკური ანალიზია სვანური ენის დიალექტ-კილოკავთა მონაცემებზე დაყრდნობით.

ნაშრომში გაანალიზებული მასალა ემყარება როგორც სვანური ენის პუბლიკაციებში წარმოდგენილ, ასევე ჩვენ მიერ საველე პირობებში სვანეთის ორივე (ენგურისა და ცხენისწყლის) ხეობაში მოპოვებულ-გადამოწმებულ სათანადო საილუსტრაციო მასალას. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი სვანური დიალექტების (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურისა და ლენტეხურის) მასალის ანალიზით არ შემოფარგლულა, არამედ შეძლებისდაგვარად არის გამოყენებული ჩოლურული მეტყველებისა და, ამასთანავე, ლახამულური კილოკავის მონაცემებიც.

ცხადია, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ ვ. თოფურიას, ლ. სანიკიძის, მ. საღლიანის, ლ. გიგლემიანის, ალ. დავითიანის, რ. ჭკადუას... ცალკეულ ენათმეცნიერულ ნაშრომებში გამოყენებულ სათანადო საილუსტრაციო მასალასაც.

 

სვანურში (ხმოვნითი და თანხმოვნითი) ბგერწერითი ლექსიკა, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, პირობითად ოთხ ძირითად სემანტიკურ ჯგუფად იყოფა:  

1. საკუთრივ ხმაბაძვითი ლექსიკა (ანუ სხვადასხვა სახის ხმიანობის გამოხატვა), რომელიც თავის მხრივ შეიძლება  რამდენიმე ქვეჯგუფად დაიყოს:

 

) ხმები, რომლებიც მოქმედების თანმხლებ ხმას გამოხატავენ: რბ (ბზ., ჩოლ.) „ჭახანი/ბათქუნი..."; თხურპ (ბზ., ლშხ., ჩოლ.), თხურპუნ (ბქ., ლნტ.) „სრუტუნი"; ტურშ (ბზ.), ტურშუნ (ბქ.) „ლაწალუწი"; ტყურსგ (ბზ.), ტყურსგ (ბქ.) „ტკაცანი"; რბ (ლხმ.) „რაიმეს გასრესის ხმა"; რწკ (ბზ., ლშხ.), რწკ (ბქ., ლნტ.) „ღრჭიალი"; რჯ (ბქ.) „რაიმეს {და}ფშვნის ხმა"; რფ (ზს., ჩოლ.), ყურფუნ (ბქ.) „ტკაცანი (ძვლისა)"; შყურბუნ (ბქ.) „ბრაგუნი"; რგ (ჩოლ.) „შლიგინით სიარული"; ჩხურმ (ბზ.), ჩხურმუნ (ბქ.) „ლაწალუწი; ჩხარუნი"; ცხურკუნ (ბქ.) „ცხუკუნი"; რცხ (ბქ.) „ფუცხუნი"; რწკ (ბქ.) „ღრიჭინი"; რწკ (ბქ.) „წკრიალი (საათისა)"; რპ (ბზ.) „ხრამუნი"; ლდ (ბქ.) „ზანზარი/ქანაობა" და მისთ.

 

) მეტყველებასთან მიახლოებული ხმის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები: რდღუ (ზს.) „ბურღუნი"; რბ (ბქ., ჩოლ.) „ენაბრგვილი მამაკაცის ლაპარაკი"; რტ (ზს., ქს.) „ჭიხვინი/ფრუტუნი"; რყ (ლშხ.), რყ (ბქ., ჩოლ.) „კისკისი"; რტ (ბზ., ლშხ.), რტ (ბქ., ლნტ.) „რატრატი"; რფ (ბქ.) „უაზრო რატრატი"; რყ (ბზ., ლშხ.), რყ (ბქ., ლნტ.) „ყიყინი"; ცურც (ბზ., ლშხ.), ცურცუნ (ბქ., ლნტ.) „ჩურჩული"; რპ (ზს.) „წრიპინი"; (ბქ.), რწ (ლშხ., ჩოლ.) „წრიპინი ბარტყებისა"; ჭკ რპ (ბქ.) „კრაჭუნი"; ხურხ (ბზ., ლშხ.), ხურხუნ (ბქ.) „კრუტუნი (კატისა)"; რტ (ბქ., ჩოლ.) „ხროტინი"; ჯურჯღუნ (ბქ.) „ჯუჯღუნი/ბუზღუნი" და სხვ.

 

) წყლის ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა: დგურბუნ (ბქ., ჩოლ.) „დგაფუნი, ჩუხჩუხი (წყლისა)"; თქურფუნ (ბქ., ჩოლ.) „თქრიალი, დგაფუნი (წყლისა, სისხ-ლისა...)"; კურკუნ (ჩოლ.) „წანწკარი (წყლისა)"; ჟურთქუნ (ბქ.) „კლდეებიდან მომავალი წყლების ხმაური"; ღურღუნ (ჩოლ.) „ჩუხჩუხი (წყლისა)"; წურქ (ბზ.) „წანწკარი"; ჴურჴუნ (ბქ.,ჩოლ.) „დუღილისნაირი ჩუხჩუხი (წყლისა)"; ჴ იფ-ჴ იფ (ჩოლ.) „ჩუხჩუხი (წყლისა)"; ლი-შხრ -ე (ბქ.) „წყლის ძლიერი დენა" და ა. შ.

 

            შიდა საკლასიფიკაციო სემანტიკურ ნიშნად, საენათმეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, შერჩეულია ოპოზიცია სულიერი (ადამიანის, ცხოველისა და ფრინველის ბგერადობა) და უსულო (არაცოცხალი საგნის ბგერადობა).

                სულიერ არსებათა ხმიანობა:

: რტ (ბზ., ლშხ., ჩოლ.), რტ (ბქ., ლნტ.) „ქალის მჭექარე ხმა"; რგ (ჩოლ.) „შლიგინით სიარული"; ბურდღუნ (ზს.) „ბურდღუნი"; რყ (ლშხ.), რყ (ბქ., ჩოლ.) „კისკისი"; ფურსდ (ბზ., ლშხ.), ფურსდუნ (ბქ., ლნტ.) „ჩურჩული"; რფ (ბქ.) „უაზრო რატრატი"; რყ (ბზ., ლშხ.), რყ (ბქ., ლნტ.) „ყიყინი"; რტ (ბქ., ჩოლ.) „ხროტინი"; რხ (ბქ.) „ხიხინი"; რჩ (ბქ.) „ბავშვის ტიტინი; ბურდღუნი"...1

            : რგ (ჩოლ.) „შლიგინით სიარული"; რტ (ზს., ქს.) „ჭიხვინი, ფრუტუნი"; რყ (ბზ., ლშხ.), რყ (ბქ., ლნტ.) „ყიყინი"; რქ (ბზ., ლშხ.), რქ (ბქ., ლნტ., ჩოლ.) „ჭიხვინი"; ხურხ (ბზ., ლშხ.), ხურხუნ (ბქ.) „კრუტუნი“ (კატისა)"; ლიზ ლი (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ლიზული (ბქ., ლნტ.) „ზმუილი (ძროხისა)"; ლიპყ ლი (ლშხ., ჩოლ.) „კაკანი, ბღავილი (თხისა)"; ლიყ თი/ (ჩოლ.) „კრიახი (ქათმისა)"; ლიგ ლი (ბზ., ლშხ.), ლიგული (ბქ., ლნტ.) „ყმუილი (მგლისა)", რწ (ბზ., ლშხ., ჩოლ.), რწ (ბქ., ლნტ.) „წივილი თაგვისა"...

            : / რზ (ბქ.), ზურზუნ (ლხმ.) „ბზუილი"; იწი (ბზ.) „წიწინი, წრიპინი (ჩიტისა)"; რპ (ზს.) „წიწინი, წრიპინი (ჩიტისა)"; რწ (ბქ.), რწ (ლშხ., ჩოლ.) „წრიპინი (ბარტყებისა)"; ჭყურტუნ (ბქ., ჩოლ.), ჭყურტ (ჩოლ.) „ჭყუტუნი, ჭუკჭუკი (მწყრისა)"; ლიყ ლალ (ბქ.) „ყივილი (მამლისა)"; ლიყოხე (ბქ.) კრიახი (კრუხისა)"; ლიჩხ ეშტი (ბქ.) „ჩხართვის ხმიანობა"; ლიკარკ ცე (ლშხ., ჩოლ.) „კაკანი (ფრინველთა)", ლი-წირ -ელ-ი/ლი- -ელ-ი (ზს.) „გა­ლო­ბა; წრი­პი­ნი (ჩი­ტი­სა)"; ლიჭრი ხე 2 (ლშხ.) „კრიახი (ფრინველისა)"...

            : ლიწ ლი (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ლიწული (ბქ., ლნტ.) „წუილი"; ლიბზ ლი (ბზ.) „ბზუილი"; ბჟ ლმაბჟ (ბზ.), ბჟ ლმაბჟ (ბქ., ლნტ.) „ბზუილი, ზუზუნი..."; ლიბ/ რზ ნი (ბქ.) „ბზუილი, წუილი"; ზურზუნ (ლხმ.) „ბზუილი"...

: ლის ლი (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ლის ლი (ბქ., ლნტ.), (ბზ., ლშხ., ჩოლ.), (ბქ., ლნტ.) „სისინი გველისა"...

სულიერ არსებათა კლასიფიცირება, როგორც მასალის ანალიზმა აჩვენა, შესაძლებელია ბიოლოგიური სახეობების, _ ადამიანის, ცხოველის, ფრინველის, მწერისა და ქვეწარმავლის, _ ხმიანობის მიხედვით.

 

                : ლიყურჭლა (ლშხ., ჩოლ.) „ბუყბუყი (მუცლისა)"; ლიჩხრუნე (ბქ., ჩოლ.) „ჩხრიალი..."; ტკ რც (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ტკ რც (ბქ.) „ტკაცანი/ტკაცატკუცი"; რფ (ზს., ჩოლ.), ყურფუნ (ბქ.) „ტკაცანი (ძვლისა)"; რშხ (ბზ., ლშხ.), რშხ (ბქ., ლნტ.) „შიშხინი (ხორცისა, ცხიმისა...)"; რცხ (ბქ.) „დუღილი/ფუცხუნი"; რწკ (ბქ.) „ღრიჭინი/ღრჭიალი"; რგ (ბზ., ლშხ.), რგ (ბქ.), ხურგ (ლნტ.) „ხრიგინი (ავეჯისა)"...

 

            წარმოდგენილი ლექსიკა შეიძლება დახასიათდეს ისეთი საკლასიფიკაციო სემანტიკური ნიშნების მიხედვითაც, როგორებიცაა: ხმის სიმაღლე, ინტენსივობა, განმეორებადობა, განგრძობით­ობა, დიურატიულობა და ა. შ.

 

2) სინათლისა და ცეცხლის ნათება-მოძრაობის აღმნიშვნელი ლექსიკა: ლი-დღ-ე (ბქ.) „ბრდღვიალი, ბრჭყვიალი"; ლი- -ე (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ლი- -ე (ბქ., ლნტ.) „კრიალი/ბრჭყვიალი/კაშკაში"; ლი-რს -ე (ბქ.) „ბრჭყვიალი/ბრწყინვა"; ლი- ლტ -ე (ბქ.) „კრიალი/ბრჭყვიალი"; ლი-ფარფ -ი (ჩოლ.) „ბრიალი/აალება (ცეცხლისა)"; ლი- -ე (ბქ.) „ხასხასი (ჯეჯილისა/ბალახისა...)"; ჭკ /უნ (ბქ.) „ციმციმი (ვარსკვლავთა)"; ლი-ჯღ-ე (ბზ.) „კრიალი/ბრჭყვიალი" და მისთ.

 

3) დინამიკურობის მოძრაობისა და მოქმედების ამსახველი ლექსიკა: ლი- რც -ლ (ბზ., ჩოლ.), ლი- რცან-ალ (ბქ.) „ბანცალი"; რგ (ბქ., ჩოლ.)|ლი- რგან-ალ (ბქ.) „ბანცალი"; ლი- რძგ -ე (ლშხ.), ლი- რძგ -ე (ჩოლ.) „კანკალი, ცახცახი"; ლი- -ე (ლშხ., ჩოლ.) „კანკალი, ცახცახი"; ლი-ტრ ნტ-ე (ლშხ., ჩოლ.) „ტორტმანი"; ლი-ჰამბუნ-ალ (ბქ.) „ადგილზე ქანაობა"; ჯინდრიკ (ჩოლ.) „ძუნძული"; ჯულჯუნ (ბქ.) „ძუნძული"; ლგ (ბქ.) „ჯაგჯაგი" და სხვ.

 

                        მოძრაობა-გადაადგილების ველში შემოდის მოძრაობის ყველა სახე, რომლებიც სივრცეში გადაადგილებას აღნიშნავენ (სვლა, სიარული, ფრენა, ცურვა და მათ შორის სუბიექტის ერთ ადგილზე მოძრაობის ამსახველი ლექსიკაც).

1. სვლისა და სიარულის  აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები: 3

ლიზელ (ბზ.), ლიზელ (ბქ., ლნტ.), ლიზელ (ლშხ., ჩოლ.) „სიარული"; ლიბიჭყანალ (ბქ.) „უშნო, გაფარჩხული სიარული (ქალისა, ბავშვისა)"; ლი რბ თე (ბზ.) „წინდაუკან სიარული"; ლიდ მან (ბზ.), ლიდ რიმანალ (ბქ.) „სიარული (ზორბა კაცისა)"; ლი რე (ჩოლ.) „თავგზააბნეული სიარული"; ლიჰიმბორ­ალ (ბქ.), ლიჰიმბორ (ლხმ.) „ლასლასით სიარული"; რდღ (ლხმ.) „ახმახი და ტლანქი ადამიანის მოძრაობა, სიარული"; ლიქურქ ანალ 4 (ბქ.) „დაბალი და მსუქანი ქალის მოძრაობა"; ლიზიპზიპი (ლშხ.) „მსუქანი ადამიანის დონდლო სიარული"; ლიტ რკანალ (ბქ.) „სირბილი ხმის გამოცემით, გამეტებით" და მრავალი სხვ. აღნიშნული ზმნები გამოხატავენ ძირითადად ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაადგილებას – სიარულს (ლიქ ლიზ , ლიცინგლა ალ, ლიდრ მან ...), სირბილს (ლიქინალ, ძღ რკ , ლიტ რკანალ...), ხტომა/ხტუნაობა (ლიკ ჩხე/, ლისკნალ, ლიკ ფხალ...), სხვადასხვა სემანტიკური კომპონენტით:

გადაადგილების ტემპი (ჩქარი: ლიქ ლიზ /ლიქურზ , კურზუნ, რკ , ძღ რკ ...; ნელი: ლიჰიმბორ , ლიბანდუნალ, ლიზიპზიპი...);

ენერგიულობის ხარისხი (ლიდრ მან , ლიბანდუნალ, ლიჰიმბორ , ლიქურზანალ/ლიქირმოზალ...);

უმიზნო მოძრაობა (ლისირგლა ალ, ლიდ ნდ , ლისრ გან …), რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში ემოციური ელფერის მიხედვით დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად [ჭკადუა, 2015:34-235]: 1. მოძრავი საგნის (სუბიექტის) გარეგნული ნიშნების მიხედვით დახასიათება; 2. სუბიექტის ჩაცმულობაზე მითითება; 3. სუბიექტისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გადმომცემი ლექსემები; 4. სუბიექტისად-მი სიბრალულის, თანაგრძნობის გამოხატვა.

 

გლუვ ზედაპირზე გადაადგილება (ლიჩ რხ /ლიჩრახალ, ლისოლ /-ლისიოლალ, ლიქიმფოლალ...).

წონასწორობის დარღვევა (ლიბ რც ლ/ლიბ რცანელ, ლიტირონტალ, ლიგინწალ...).

სიარულის მანერა (ლიკ კან /ლიკიკანალ/ლიკ კან , ლისრ გან , ლიშ ნგუნ , ლიბ ჯღანა/ ...) და მისთ.

 

შენიშვნა: ხშირად ერთი და იგივე ზმნა, სხვა ქართველურ ენათა მსგასად [ლოლაძე, 2015], სხვადასხვა სემანტიკურ ჯგუფში ერთიანდება (მაგ.: იბანდუნალ „ნელა დადის, მოძრაობს“ გულისხმობს როგორც გადაადგილების ტემპს, ისე – ენერგიულობის ხარისხსაც), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი ზმნის მნიშვნელობა რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება.

 

2. ადგილზე მოძრაობის ამსახველი ლექსიკა:

ლიბ რც ნჲ (ბზ.), ლიბ რცანელ (ბქ.) „ბარბაცი"; ლიტ ნტ{ინ} (ბზ.), ლიტრონტალ (ბქ.), ლიტრ ნტე (ლშხ., ჩოლ.) „ტორტმანი"; ლიჰამბუნალ (ბქ.) `ადგილზე ქანაობა"; ლი ჭ/ტყან (ლშხ.) „ბარბაცი"; ლიგინწალ (ბქ.) „მაღალი, მთვრალი კაცის ქანაობა, ბარბაცი"; ლიზანკუნალ (ბქ.) „ქანაობა, რწევა"...

 

            3. ფრენისა და ცურვის აღმნიშვნელი ფონოსემანტიკური ფუძეები: ლიპ რიელ (ბზ.), ლიპრელ (ბქ.), ლიპ რჲელ (ლშხ.), ლიპერიელ (ლნტ.) „ფრენა"; ლიცრო (ბზ.), ლიცრო (ბქ.), ლიც რა/ლიც რა {} (ლშხ.), ლიცურა (ლნტ.) „ცურვა"; ლილც (ბზ.), ლილცუზალ (ლშხ.) „ცურვა"; ლიქნალ (ბქ.) „ცურვა"; ლიპ რტყანალ/ლიტყ რპანალ (ბქ.) „ფრინველის ფრენა ან ცურვა წყალში ფრთების ტყლაშუნით"; ლიტყუპნა/ლიღუტნა  (ჩოლ.) „ფრინველის ცურვა წყალში ფრთების ტყლაშუნით"; ლიპიოლ (ჩოლ.) „ზედაპირზე მჩატედ ცურვა"...

ფრენისა და ცურვის აღმნიშვნელი ფონოსემანტიკური ფუძეები, სვლისა და სიარულის აღმნიშვნელ ზმნებთან შედარებით, სვანურში ნაკლებად დასტურდება.

 

4) ლექსიკა, რომელიც ერთდროულად გამოხატავს მოქმედების სახეს და ამ მოქმედების შედეგად გამოცემულ ჟღერადობას: ბიჩხ-ბაჩხ (ბქ.) „მირტყმა-მორტყმის ხმა"; რთქ (ზს., ქს.) „ბათქუნი"; დგურბუნ (ბქ., ჩოლ.) „დუგდუგი"; ჟიტყ-ჟატყ (ბქ.) „ტალღის ტყლაშუნის ხმა"; რისტ-რასტ (ბქ., ლშხ., ჩოლ.) „მირტყმა-მორტყმის ხმა"; ტყ ისგ-ტყ ასგ (ბქ.) „სროლის ხმა/ჭახანი"; ფხ რკ (ბზ., ლშხ.), ფხ რკ (ბქ., ლნტ.) „ფხაკუნი"; ისგ- ასგ (ზს.) „სროლის ხმა/ჭახანი"; ჩხიკ-ჩხაკ (ზს., ჩოლ.) „ჩხაკაჩხუკი" და ა. შ.

 

            აღნიშნული ჯგუფი, სემანტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მრავალფერ-ოვანია და მოიცავს ზოგადად მოძრაობის ყველა იმ ტიპს, რომლებსაც ახლავს ხმა/ხმაური. ამ კატეგორიაში, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, ერთიანდება:

 

საკვების დამუშავებასთან (ჭამა, ღეჭვა, ხვრა, ღრღნა) დაკავშირებული ლექსიკა

სმა/დალევის აღმნიშვნელი ლექსიკა;

ლაპარაკის აღმნიშვნელი ლექსიკა;

ემოციის (სიცილის, ტირილის) გამომხატველი ლექსიკა;

ცემის/კვრის აღმნიშვნელი ლექსიკა;

ბუნების მოვლენათა და სტიქიათა (ჰაერის, წყლის, ცეცხლის/სინათლის) მოქმედება-ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა.

 

1. საკვების დამუშავება (ჭამა, ღეჭვა, ხვრა, ღრღნა): ლიგ რზინე (ბქ.) „უშნოდ ღეჭვა მაგარი საჭმლისა"; ლიკანკლა (ლშხ.) „პირის ჩქარი მოძრაობით ჭამა"; ლიკუკ (ბქ.) „წყნარი/კოხტა ჭამა, კიკნა"; ლიმანტყლა (ლშხ.) „უხეში/ხმაურიანი ჭამა"; ლიყანყლ (ბზ.) „უშნოდ ყლაპვა"; ლილურქ ინე (ბქ.) „ღეჭვა/ჭამა"; ლიქანქლა (ჩოლ.) „სწრაფად ყლაპვა"; ლიფთ (ზს.) „ყლაპვა დიდი ლუკმებით"...

2. სმა/დალევის აღმნიშვნელი ლექსიკა: ლიგ ლიბი (ბქ.) „დიდი ყლუპებით დალევა (წყლისა, სასმლისა...)"; ლიყ ლწე/ლიყლ წე/ლიყრიაწინე (ლშხ.) „ყლურწვა";  ლითხ ლიპი (ბზ.) „ხვრეპა"; ლიხრიასინე (ლშხ.) „დიდი ყლუპებით (ხმაურით) დალევა"; ლიხ ლი (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ლიხული (ბქ., ლნტ.) „ხვრეპა"; ლითხ ლიპი (ბზ.) „ხვრეპა"; ლი (ბზ., ლშხ.) „ხვრეპა"...

3. ლაპარაკის აღმნიშვნელი ლექსიკა: რგლა (ბზ.), გარგლა (ლშხ.), გარგალა (ლნტ.) „ლაპარაკი"; რაგ (ბქ.) „ლაპარაკი"; ლიბ რბ ნი (ბქ., ჩოლ.) „ენაბრგვილი მამაკაცის ლაპარაკი"; ლიდარდ ლი (ჩოლ.) „დიდი ტანის ქალის ხმამაღალი ლაპა-რაკი"; ლიშყ რბლ (ბზ.) „დაუფიქრებელი ლაპარაკი"; ლიყარყ ლი (ჩოლ.) „ზარმაცი და მოქეიფე ადამიანის ბევრი ლაპარაკი, ლაყბობა"...

4. ემოციის (სიცილის, ტირილის) გამომხატველი ლექსიკა:

) სიცილის გამომხატველი ლექსიკა: (ბზ.), ლიც ნა/ (ბქ.), (ლშხ., ჩოლ.), ლინც (ლნტ.) „სიცილი"; ლიქ ზან (ბზ.) „სიცილი"; ლი (ლშხ.) „სიცილი"; ცქ რტ (ბქ.) „თავშეკავებული სიცილი ქალებისა, ცქმუტუნი"; რკ (ბზ., ლშხ., ჩოლ.), რკ (ბქ., ლნტ.), რკ (ლნტ., ჩოლ.) „კისკისი"; რხ (ბქ.) „ხმამაღალი სიცილი, როხროხი"...

) ტირილის გამომხატველი ლექსიკა: ლიგ ნი (ზს., ლშხ., ჩოლ.), ლიგ ნი (ლნტ.) „ტირილი"; ჭურჭყუნ (ბქ.) „ჭუჭყუნი"; ლიჟღ ლი (ზს.) „ბავშვის ხმამაღალი ტირილი"; ლილჭ (ბზ.), ლილჭა/ (ბქ.), ლირჭ (ლშხ.), ლირეჭ (ლნტ.) „მოთქმა/დატირება"; ლიჟ ნტე (ბზ.), ლიჟ ნტე (ბქ.) „ბავშვის მომაბეზრებელი/გაბმული ტირილი"; ლიჩულყუნ ლი (ბზ.) „გულაჩუყებული ტირილი"; ლიყთ ნე (ბქ.) „ჭირისუფლის ტირილი"...

 

5. ცემის/კვრის აღმნიშვნელი ლექსიკა: ბიჩხ-ბაჩხ (ბქ.) „მირტყმა-მორტყმის ხმა"; ბიტყ-ბატყ (ჩოლ.) „მირტყმა-მორტყმის ხმა"; ტკიჩ-ტკაჩ (ზს.) „მირტყმა-მორტყმის ხმა"; ტკ რჩ (ბზ., ლშხ., ჩოლ.), ტკ რჩ (ბქ.) „ჭახაჭუხი, მირტყმა-მორტყმის ხმა"; ლიტყ მბე (ბზ.) „ცემა, გალახვა"; ლიტყ ფი (ზს.) `გაშლილი ხელის გარტყმა"; ლიშხპი (ბქ.) „წნელის, მათრახის დარტყმა"...

 

6. ბუნების მოვლენათა და სტიქიათა (ჰაერის, წყლის, ცეცხლის/სინათლის) მოქმედება-ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები:

) ჭექაქუხილის აღმნიშვნელი ლექსიკა: გურჰ (ბზ., ლშხ.), გურხ (ბზ.), გურჰ/ხუნ (ბქ.), გურხუნ (ლნტ.) „გრგვინვა"; ლიგურხუნი (ზს., ლნტ.) „გრგვინვა"; ლირხუნ (ბზ.), ლირხუნალ (ბქ.) „გრგვინვა, ჭექაქუხილი"; რხ (ბზ.), რხ (ბქ.) „ქუხილი"; იჰლ (ბზ.), ლიჰლალ (ბქ.), (ლშხ.) „ელვა"...

) წყლის ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა: დგურბუნ (ბქ., ჩოლ.) „დგაფუნი/ძლიერი ჩუხჩუხი"; ჟურთქუნ (ბქ.) „კლდეებიდან მომავალი წყლების ხმაური"; ჩხ რფ (ზს., ჩოლ.), ლი-ჩხფუნ-ე (ბზ.), ლი-ჩხფ -ე (ბქ.) „ძლიერი ჩუხჩუხი"; წურქ (ბზ.) „წანწკარი"; წყ რგ (ბქ., ჩოლ.) „წანწკარი"; იფ- იფ (ჩოლ.) „ჩუხჩუხი"...

) ცეცხლის/სინათლის მოძრაობის ამსახველი ლექსიკა: ლი-რფ -ე (ზს., ქს.) „ციმციმი (თამაში შუქისა)"; ლი-ფარფ -ი (ჩოლ.) „ბრიალი, აალება (ცეცხლისა)"; ლი-ღა --ი (ჩოლ.) „ნაღვერდლისფრად ციმციმი"; ლი- -ე (ბზ., ლშხ.), ლი-ღუზ-ე (ბქ., ლნტ.) „გუზგუზი/გიზგიზი/ბრიალი (ცეცხლისა)"; ლი- რეკ-ი (ბზ.) „ლაპლაპი"; ლიდაღჩე (ბქ.) „კიაფი/ციაგი შუქისა"; ლიდღმე (ბზ.) „კიაფი/ციაგი შუქისა"; ლი- -ე (ბზ.), ლი- -ე (ბქ.) „ბრწყინვა"...

 

            4. სტატიკურობის ფიზიონომიის, ყურების, გამოხედვის, მენტალური მდგომარეობის აღმნიშვნელი ლექსიკა:

            სვანურშიც, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, დინამიკურობას ანუ მოქ-მედებას, როგორც დროში მიმდინარე პროცესს უპირსპირდება სტატიკურობა ანუ უძრაობა, როგორც ერთ მდგომარეობაში მყოფობა. სტატიკური ზმნები, როგორც სვანური მასალის კვლევამ აჩვენა, წარმოდგენილია სტანდარტული მდებარეობა-მდგომარეობის აღმნიშვნელი _ ლიყ (ბზ.), ლიყ (ბქ., ლნტ.), ლიყ ნალ (ბქ.), ლიყ (ლშხ.) „{და}წოლა", ლიყ რე (ბქ.) „წოლა", ლიგნე|გენა 5 „დგომა", ლისგ რე (ზს., ლშხ.), ლისკ რე (ლნტ., ჩოლ.) „ჯდომა", ლიდი/ლიდ სგი (ბზ.), ლიდისგ (ბქ.) „დება", ლიგემ (ზს., ქს.) „დგმა, დადგმა" და სხვ. ზმნათა ფორმებით. ამ სტანდარტული ზმნების გვერდით არსებობს მრავალრიცხოვან სიტყვათა კლასი, რომლებიც თავიანთი შინაარსით ბგერწერითია და მიუთითებს სუბიექტის რაგვარობაზე (ფიზიონომია-გარეგნობა), ხასიათზე, მენტალურ მდგომარეობაზე.

 

            1. გარეგანი მახასიათებლები:

            ადამიანი: რიმანა (ბქ.) „ფართო, უშნო სახის (უმეტესად ქალი)"; მიჩ (ბქ.) „უშნო პირისახის მამაკაცი"; წკ ირ (ბქ.) „წვრილთვალება"; დბეზილ (ბქ.) „დაბალი და ღიპიანი კაცი"; ნილ (ბქ.) „ძალიან დაბალი/ჩია"; გიქს (ბქ.) „მაღალი და გამხდარი ქალი"; ტყ რბელე (ბქ.) „ჭორფლიანი"; წჲ (ბქ.) „აყლაყუდა"; იბლ (ბქ.) „დიდთავა"; ჩხ ინდ (ბქ.) „უშნო ცხვირიანი ადამიანი"; მარღიაჲ/მარღა (ლშხ., ჩოლ.) „თეთრი პირისახის" და მისთ.

            ადამიანის გარეგანი მახასიათებლები შესაძლოა ორ ჯგუფად დაიყოს:

1. უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვები (მაგ.: თიღ , იბლ , სხ პჲ , ჩხ ინდ , წჲ ...), რომელთა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, და

2. დადებითი კონოტაციის მქონე სიტყვები (მაგ.: დღ , ბრანჯალ , ბოდღორ , მარღიაჲ/მარღა...).

ცხადია, აღნიშნული ლექსიკური ერთეულები დახასიათდება გენდერული თვალსაზრისითაც. 

 

            არაადამიანი: ჩხორკ (ბქ.) „ზედმეტად გამხდარი, გაჩხიკინებული საქონელი"; ლუჰორყე (ბქ.) „შიმშილ­ის­­გან მუცელგაბრტყელ­ებ­ული ცხოველი"; პტყ ნე (ბქ.) „გაძვალტყავებული ქათამი"; ლუხონკე (ბქ.) „სიგამხდრისგან მოკაკული საქონელი"; წიოტია (ბქ.) „გამხდარი ქათამი"; ხგნე (ბზ.), ხგ ნე (ბქ.) „გაძვალტყავებული საქონელი"; რგილა (ბზ.) „გაძვალტყავებული საქონელი"; რგ (ლხმ.) „გაძვალტყავებული (ცხენი)"; გორგ (ლხმ.) „გაძვალტყავებული (ცხენი)"...

            თვისება: /ხერყლჲ (ბქ.) „ღორმუცელა"; უჩფანთ ირ (ბქ.) „ფეთხუმი"; უჩქმირ (ბქ.) „ფეთხუმი"; კასბ /კაპ /ყარსბ (ბქ.) „ენაგრძელი"; რჭყნ (ბქ.) „ჭიჭყინა"; რტნ (ბქ.) „მჭექარე ხმით მოჩხუბარი"; წოლკ (ბქ.) „სუსნია"; რხნ (ბზ.), ხნ (ბქ.) „ენატანია, დამსმენი"; ურხ (ბზ.) „ენატანია"; ურღულ (ჩოლ.) „დამსმენი"; ურაკაკა (ბქ.) „ენატლიკინა, დამსმენი (ქალი)"...

           

            2. მენტალური კონცეპტი:

ყირყონჯ (ბქ.) „რქიანი, რეგვენი"; ფორგ (ბქ.) „დაბდური"; ბალაყანტ ირ (ბქ.) „რეგვენი, უდარდელი"; ლუბჟურე (ბქ.) „დაბნეული"; ყე (ბზ.), ლუსოყე (ბქ.) „გიჟი, სულელი"; ტენტერ, ტენტეშ (უშგ., ლშხ.) „რეგვენი, სულელი"; მითრულ (ლშხ.) „გიჟი, გადარეული"; (ბქ.) „გონებაჩლუნგი, დებილი"; ბჟ (ზს.), ბჟი (ლხმ.) „გამოლენჩებული, მოუქნელი ადამიანი"; ჩამ ირ (ლხმ.) „მოუქნელი ადამიანი"; იტ (ბზ.) `უტვინო"; ჭარჭალიკ (ჩოლ.) „უსმინარი"...

აღნიშნულ კლასში შედის როგორც მიმღეობური, ისე ზედსართაული ფორმები  და ისინი გადმოსცემენ საგნის (ობიექტის თუ სუბიექტის) თვისებას, ხასიათს და ა. შ.

ფონოსემანტიკური ლექსიკური ერთეულები შესაძლოა დაჯგუფდეს სხვა სემანტიკური ნიშნების მიხედვითაც: ზომა-წონის, სიმაღლის, სიგამხდრე-სიმსუქნის, სხეულის კონკრეტულ ორგანოებზე მითითების მიხედვით.

) ზომა-წონა: ითმათ (ბქ.) „დიდი აღნაგობის ადამიანი"; ოდღობ (ბზ.), დოდღობ (ბქ.) „დიდი აღნაგობის, ტანადი ადამიანი"; ათქია (ლშხ.) „დიდი აღნაგობის, ტანადი ადამიანი"; ბრანჯალ (ბქ.) „მხარბეჭიანი"; ხორგიაჲ (ლშხ.) „ზორბა, დიდი"; ხოშა სახ იშ (ბქ.) „უზარმაზარი"; ძგ (ბზ.) „უზარმაზარი"; ყრ (ბზ.) „უზარმაზარი აღნაგობის"...

) სიმაღლე: ფანგალ (ბზ.), ფანგალ (ბქ.) „ბრგე, მაღალი, ტანხმელი ადამიანი"; წჲ (ბქ.) „ზედმეტად მაღალი"; გიქს (ბქ.) „მაღალი, გამხდარი და ზედმეტად გამართული ბეჭებში"; ყრანგალ (ბქ.) „უშნო გარეგნობის მაღალი ადამიანი"; ანჰალ (ბქ.) „მაღალი, მსუქანი"; ცხიპლა (ჩოლ.) „მაღალი, მოქნილი ადამიანი"...

) სიდაბლე: ნილ (ბქ.) „ჩია ტანის"; ტილ (ბქ.), (ლნტ.) „დაბალი ადამიანი"; ჩოჩბირა (ბზ.) „დაბალი, ჩია ტანის"; {} (ბზ.), ჲლ (ბქ.) „დაბალი და მსუქანი"; ნილ „დაბალი, ჩია ტანის"; ჩათარაჲ (ლშხ.) „დაბალი და სქელი კაცი"; ფირხილ|რიხილ (ბქ.) „დაბალი ტანის კაცი"...

) სიგამხდრე: ჩხკ ნე (ზს., ქს.) „გამხდარი, გაძვალტყავებული"; ჩხ რკე (ბზ.) „გაჩხიკინებული"; ლუჰორყე (ბქ.) „გაძვალტყავებული"; ჩხორკ (ბქ.) „გამხდარი/გაძვალტყავებული"; ცმ (ბზ.), დაცმულ (ლშხ., ჩოლ.) „სუსტი, გამხდარი"; წიოტია (ბქ.) „მეტისმეტად გამხდარი"; ხგნე (ბზ.), ხგ ნე (ბქ.) „გაძვალტყავებული საქონელი",...

) სიმსუქნე: ტყჲ (ბქ.) „მსუქანი და უშნო გარეგნობის ადამიანი"; ფი (ლშხ., ჩოლ.) „მსუქანი, ფაშფაშა"; ზამპალ (ბქ.) „მსუქანი და უშნო გარეგნობის ადამიანი"; ტკ იცა (ჩოლ.) „მსუქანი (გოგონა, ჩიტი, ქათამი...)"; ჯიჯა (ჩოლ.) „მსუქანი და დაბალი კაცი"; ზანტყალ (ბქ.) „უშნოდ გასუქებული ქალი"...

) სხეულის კონკრეტული ორგანოები: ჩხ ინდ (ბქ.) „დიდცხვირა"; ზონკ (ბქ.) „კუზიანი"; პილოჩ (ბზ.), პილოჩ (ბქ.) „დიდტუჩა"; ჭყირ (ბქ.) „ჭრელ-თვალება"; კოკ (ბზ.) „ელამი"; შხი (ბქ.) „შავთვალწარბა"; იბლ (ბქ.) „დიდთავა"; შგი (ჩოლ.) „ელამი"; იღ (ზს.), იღ რა (ლხმ.) „ელამი"; ბიბრანდ (ბზ.) „ელამი"; აშ ორბლიან (უშგ.) „დიდთავა" ა. შ.

როგორც ფონოსემანტიკურ მასალაზე დაკვირვებამ აჩვენა, სვანურშიც დომინანტურია ოთხი დიდი სემანტიკური ჯგუფი, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეჯგუფებად იყოფიან. აღნიშნული ჯგუფების გამოყოფა კი ეფუძვნება საენათმეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილ ჩარლზ ოსგუდის სემანტიკური დიფერენციაციის მეთოდს. ცხადია, აღნიშნული ჯგუფები, ქართულის მსგავსად, ვერც სვანურში ამოწურავენ ბგერწერითი ლექსიკის მეტად მდიდარ შესაძლებლობებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხის კვლევა (მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით) დღემდე არ ჩატარებულა, ვფიქრობთ,  მნიშვნელოვანი და ფასეული შენაძენია სერიოზული საფრთხის წინაშე მდგომი ერთ-ერთი ქართველური ენის, სვანურისათვის. 

 

1 წარმოდგენილი ლექსიკა შეიძლება დახასიათდეს გენდერული თვალსაზრისითაც (მაგ.: რტ , éრტé გამოიყენება მხოლოდ ქალის მჭექარე ხმის აღსანიშნავად, რბ ენაბრგვილი მამაკაცის ლაპარაკის აღსანიშნავად, რჩ ბავშვის ტიტინის ან უკბილო მოხუცის ჩიფჩიფის გამოსახატავად და ა. შ.).

2 შდრ. ქართ. (იმერ., გურ.) ჭრიახ-ი.

3 აქ შემოდის ხოხვის, ცოცვისა და ხტომის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულებიც.

4 აღნიშნული ლექსემა, ძირითადად, დედალი ქათმის სიარულის აღმნიშვნელია, გადატანით კი ქალის სიარულის მანერულობაზეც მიანიშნებს.

5 ეს ორი ფორმა ერთმანეთს უპირსპირდება როგორც მასდარი და აბსტრაქტული სახელი. ცხადია, ლიგნე უფრო გავრცელებული ფორმაა და ხშირი გამოყენებისაა, გენა კი გარკვეულ კონტექსტში იხმარება და მიემართება მხოლოდ ადამიანს (მაგ. გენა დემე ხარ (ბქ.) „მუდამ საქმეშია, დასვენების საშუალება არა აქვს (ზედმიწ. _ დგომა არა აქვს)".

ლიტერატურა

გერსამია რ., კიკვიძე ზ., ლომია მ., მამისეიშვილი ნ., საღლიანი მ.
2016
ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში, თბილისი.
გიგლემიანი ლ.
2006
ჰიდროლექსიკა ქართულში, საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი.
დავითიანი ა.
2008
გარეგანი სახეობის ლექსიკისათვის სვანურში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XXXVI, თბილისი.
თოფურია ვ.
1979
მცენარეთა სახელწოდების შესწავლისათვის ქართველურ ენებში, შრომები, III, თბილისი.
ლოლაძე ნ.
2015
მოძრაობის ზმნები ქართულში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი `სპეკალი", №9, თბილისი.
მელიქიშვილი ი.
1999
ბგერწერითი ლექსიკისათვის ქართულში. ენათმეცნიერ-ების საკითხები, №3, თბილისი.
სანიკიძე ლ.
1976
რედუპლიკაცია სვანურსა და ზანურში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, IV, თბილისი.
საღლიანი მ.
1995
სიარულის, სმისა და ჭამის აღმნიშვნელი ლექსიკა სვანურში, სადიპლომო ნაშრომი, თბილისი.
ჭკადუა რ.
2013
ზმნურ ფუძეთწარმოების პრინციპთა ურთიერთმიმართებისათვის სვანურში, იკე, XII, თბილისი.
ჭკადუა რ.
2015
მოძრაობის მანერის გამომხატველ ზმნათა ერთი ტიპის მორფოსემანტიკური ანალიზი სვანურში, იკე, XLIII, თბილისი.