საწყისი დათვალიერება უცნობი კომპლექსური დასახლებისა მდინარე ჩხერის ხეობაში, სტეფანწმინდაში, დიდ კავკასიონზე, საქართველოში

 2017-2018 წლებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყაზბეგის არქეოლოგიური ინსპექტირების ჯგუფმა[1] სტატიის ავტორის ხელმძღვანელობით ჩაატარა წინასწარი არქეოლოგიური დათვალიერება ადგილისა, რომელიც მდებარეობს სოფელ გერგეთის ჩრდილო-დასავლეთით (2 კმ. მანძილზე), სტეფანწმინდის დასავლეთ პერიფერიებზე და წარმოადგენს ხევის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე დიდ დასახლებას დიდ კავკასიონზე, საქართველოში (სურ. 1). მოცემული ადგილი შემჩნეულ იქნა ავტორის მიერ 2015 წელს ჩხერის ველიდან სოფელ წდოსკენ ფეხით გადაადგილების დროს. დარიალის ხეობასთან[2] ახლო მდებარეობამ და  ტოპოგრაფიამ, რომელიც დიდი ხელოვნური ცვლილებების ნიშანს შეიცავდა, ავტორი არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობაზე დააფიქრა [Makalatia, 1934: 13, 22, 25, 35 – 37, Mindorashvili 2005: 176 - 179, Galichian, 2007: 17, 18; Gagoshidze I. 2008: 9, Rayfield, 2012: 17,24-25,32-33,59,63,90-91,123,137, Sauer… 2016: 18-24]. შემდგომმა მონაწილეობამ დარიალის ხეობის ძეგლების გათხრებში და ცოდნის გაღრმავებამ ცენტრალური კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის სფეროებში, გაამძაფრა  ავტორის ინტერესი. დათვალიერებულ იქნა ზემოთხსენებული ტერიტორიის მცირე ნაწილი (მწვერვალი და მთისწინეთი) ფეხით გადაადგილებითა და  საბაზისო ჩანაწერით, რომელიც მისდევდა ერთჯერადი კონტექსტუალური ჩაწერის მეთოდოლოგიას  (ფოტოგრაფირება, ჩანაწერების გაკეთება და გას-ს ჩანიშვნა) [Anderson… 2014: 13-14]. კვლევამ გამოავლინა აშკარა მტკიცებულებები დასახლების არსებობისა. სამწუხაროდ, აღნიშნულ ეტაპზე შეუძლებელი გახდა დაფიქსირებული ნიშნების ქრონოლოგიის დადგენა. ზედაპირზე მოპოვებული არტეფაქტები არ იძლევა თარიღის დადგენის საშუალებას[3].  ჩვენი ინტერესის ობიექტი მდებარეობს მდინარე ჩხერის ა-დ ორიენტირებული ხეობის  შუაში, მდინარე ტერეკის მარცხენა შესართავთან[4] (სურ. 1). მოცემული ტერიტორია ხასიათდება ვულკანური აქტივობით. მისი  სტრატიგრაფიის უმაღლესი დონეები დაფარულია მთის მდელოთა ნიადაგის ფენებით, რომლებიც შერეულია ჩრდილოეთით მდებარე კლდის ნაპირებიდან ჩამოყრილ ქვის მასალასთან. აღნიშნული კლდიდან  წარმოქმნილი რამდენიმე რიყის ქვა განთავსებულია ტერასისებრ ბრტყელ ზედაპირზე.

 ნახევრად განცალკევებული გორაკი, რომელზეც არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, აღმართულია 35 მეტრის სიმაღლეზე ხეობის ძირიდან. იგი ნაწილობრივ ემიჯნება მდინარე ჩხერის ხეობის ფერდობის ჩრდილოეთ მხარეს. სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და, ნაწილობრივ, ჩრდილოეთით  არქეოლოგიური ძეგლი შემოსაზღვრულია ციცაბო კლდეებით, რომლებიც ვერტიკალურად ეშვება ფერდობის ერთი-მესამედიდან. ძეგლს აქვს ხაზისებრ ასიმეტრიული, ბუნებრივად გამოყვანილი თირკმლის ფორმა (სურ. 2; 3). დასავლეთი მხარის ერთი-მესამედი მიუყვება ხეობის ძირითად ნაწილს, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და გარდაიქმნება ოთხკუთხა ნახევარკუნძულად, რომელიც მიემართება ჩხერის ველის საპირისპირო მხარეს და ქმნის მდინარის კანიონის დავიწროებულ ნაწილს.

  სურ. 1. კოლსტეტის ადგილმდებარეობა Google Earth-ის მიხედვით.

გორაკის წინა მხარის გასწვრივ  განთავსებულია ხეობის ძირიდან აღმართული კლდოვანი მეჩეჩი, რომელიც უხვევს ჩრდილოეთით და მთავრდება მომიჯნავე აღმოსავლეთით მიმართული ფერდობით[5]. ფრიალო კლდის ძირში განთავსებულია გამოქვაბულები, რომლებიც შორიდანაც შეიმჩნევა. მთისწინეთის სამხრეთ-აღმოავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში ორი დიდი თავშესაფარია. ისინი ამჟამადაც გამოიყენება მწყემსების მიერ.

განხილული გორაკის მწვერვალის ტოპოგრაფია კომპლექსურია, მოიცავს ბუნებრივ ფორმებსა და ხელოვნური მოდიფიკაციის ნიმუშს (სურ. 2; 3; 5). ყოველივე ზემოხსენებულის მიხედვით, საკვლევი ტერიტორიის საზღვრები კარგად არის გამოკვეთილი და, ძირითადად, შემოფარგლულია მკვეთრი კიდეებით. თუმცა, ხეობის დამრეცი აგარის მომიჯნავე ნაწილში საზღვრები არ არის გამოყოფილი. ამასთანავე, შესაძლოა მომავალი ცვლილება ჩრდ. ნაწილისა, რომელიც განთავსებულია კარგად გამოკვეთილი უმაღლესი არქეოლოგიური ნაშთების თავზე[6].  ყველაზე მკაფიო განსხვავებაა ტერიტორიის დასავლეთ ნაწილსა და ნახევარკუნძულისებრ აღმოსავლეთ ტერმინუსს შორის. სიმაღლე იცვლება დაახლოვებით 1973 მეტრიდან 2020 მეტრამდე.[7] ტერასისებრი პლატო არის 272 მეტრი. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერმინუსი 39.2 მეტრია, სამხრეთ-დასავლეთით სიგანე 23 მეტრს უტოლდება.  ტერიტორიის მწვერვალზე ასვლა შეიძლება სხვადასხვა მხრიდან. თუმცა, აღმოსავლეთის გზა ძირითადი და ყველაზე კომფორტულია, რადგან გამოირჩევა მრავალჯერადი გამოყენების ნიშნებით და კვეთს მტკნარი წყლის წყაროს, რომელსაც შემდგომ მოვიხსენიებთ. უახლოესი წყალსაცავი მდებარეობს საკვლევი ტერიტორიის მწვერვალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 მეტრის მანძილზე. ეს არის პატარა წყარო, რომელიც მიედინება სამხრეთით, ხეობის ფერდობებისკენ და კვეთს მწვერვალისკენ მიმავალ აღმოსავლეთის გზას. შესაძლოა, წარსულში წყარო მიედინებოდა საკვლევ ტერიტორიაზეც. თუმცა, კვლევამ არ დაადასტურა მისი არსებობა. მდინარე ჩხერე მიიკლაკნებოდა 50 მეტრის მანძილზე (სამხრეთით) გორაკის ძირიდან. თუმცა, წყლის მიმართულება და მდინარის კალაპოტი ხშირად იცვლებოდა. გორაკის მწვერვალი დაფარულია ბალახოვანი მდელოებით, რომლებიც საძოვრების ფუნქციას ასრულებს, შემოდგომაზე კი იფარება თივის ზვინებით. პლატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიწა ამაღლებულია, იზრდება მცირე რაოდენობის არყის ხეები. საკვლევი ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ფერდობი ნაწილობრივ დაფარულია არყის ბუჩქნარით. წიწვოვანი ბუჩქები იზრდება ქვების წყებებშიც.

სურ. 2. ჩხერის გორაკი - ხედი აღმოსავლეთიდან.

მოცემულ ტერიტორიასთან დაკავშირებულია რამდენიმე ტოპონიმი.  ადგილობრივი მოსახლეობა საკვლევ გორაკს უწოდებს კობი/კუობი-ს ან კოლსტეტს[8]. პირველ ორ სიტყვას თითქმის იდენტური მნიშვნელობა აქვს და
 შეიძლება ითარგმნოს, როგორც კაულდრონი – ნიშანი, რომელიც გვახსენებს ტერიტორიის შეღუნულ, შეღრმავებულ ფორმას (სურ. 2; 3). უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები ძველ ქართულში აღნიშნავდა გამოქვაბულს[9]  [Mchedlishvili…2008]. კიდევ ერთი გამოთქმა, კოლსტეტი, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ ადგილს, საკმაოდ ცნობილია ადგილობრივ ტრადიციაში. მოცემულ ტერმინს არა აქვს მნიშვნელობა ქართულ ენაში. სავარაუდოდ, ის უკავშირდება ჩრდილო კავკასიურ ენებს. მკვლევრების ჯგუფმა დააფიქსირა საკვლევ ტერიტორიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიტყვა, საგულაბელი, რომელიც, ასახავს მხოლოდ ტერიტორიის სიახლოვეს არსებულ ტოპოგრაფიულ ნიშანს. საგულაბელი  შეიძლება განიმარტოს როგორც ადგილი, სადაც გვიან შემოდგომაზე მოსახლეობა ინახავს გამხმარ თივას  პატარა გროვებად, ლპობისგან დაცვის მიზნით[10] cave [Mchedlishvili…2008]. ამასთანავე, ეს ადგილი უთოვლოა, არ მოიცავს ბუნებრივად წარმოქმნილ ნარიყს და ლოკალიზებულია ფერდობზე, დაახლოვებით 50 მეტრის სიმაღლეზე საკვლევი ტერიტორიის დასავლეთ ნაწილიდან[11].

  შეფასებამ დაადასტურა, რომ არცერთი არსებული წერილობითი წყარო არ მოიხსენიებს  შესწავლილ ტერიტორიას ზემოხსენებული სახელებით. თუმცა, ადგილობრივ ტრადიციაში შემონახულია ისტორია  შუასაუკუნეების შემდგომი დასახლებისა. ოჯახების გვარებიც არის დაფიქსირებული. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ი. კაზალიკაშვილის, მტკიცებით, შესწავლილი გორაკის მწვერვალზე განლაგებული სოფელი არსებობდა გვიანი მეთექვსმეტე – ადრეული მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან – გვიან მეცხრამეტე საუკუნემდე.

სურ. 3. კოლსტეტის გორაკის მწვერვალი. ხედი დასავლეთიდან. ზედა მარჯვენა კუთხეში არის გერგეთის სამების ეკლესია. მარცხნივ არის სტეფანწმინდა.


  2016 წლის პირველმა მოკლე ვიზიტმა დაადასტურა ერთი წლით ადრე შორიდან შემჩნეული ნიადაგის მოდიფიკაცია ტერასების, გორაკებისა და ზედაპირული სიბრტყელის სახით. ტერიტორიის მოხვეულმა, ნახევრად თანაბარმა მოხაზულობამ და მნიშვნელოვანმა სხვაობამ შემაღლებული ადგილებისა შეზღუდა გორაკის მწვერვალის გამოყენება. თუმცა, მთელი ტერიტორიის სივრცითი რეგულაცია არის ეფექტური. კარგად არის მისადაგებული ბუნებრივი ტოპოგრაფიაც. გამოიყოფა სხვადასხვა ზომის შვიდი ტერასა. კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე, შესასწავლი სეგმენტები დაინომრა პირველიდან შვიდის ჩათვლით. ნომერი ერთი მიენიჭა  დასავლეთით განთავსებულ უმაღლეს ტერასას. პირველ და მეორე სეგმენტებს აქვს იდენტური მართკუთხა ფორმა (ზომა- 31მ. x 22მ.). ცენტრალური ტერასების ზომები უფრო მცირეა (N 3-N 6), რაც ადგილობრივი ტოპოგრაფიით არის განპირობებული  – გორაკის მწვერვალი იხრება, გარდაიქმნება ნახევარკუნძულად, იქმნება ფერდობის დამატებითი დაქანება. უდიდესი ზომისაა ყველაზე დაბალი ტერასა N7, მიმართული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ, გადაჭიმული მთელი ნახევარკუნძულის გასწვრივ, მაქსიმალური სიგანით 39.2 მ. და სიგრძით 73 მ. (სურ. 2; 3). საკვლევი ტერიტორიის მომიჯნავე ჩრდილოეთ მხარეს არა აქვს აშკარა ზედაპირული მოდელირება. გამონაკლისია სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის ფუძე უერთდება არსებული ქვის კომპლექსის ნარჩენებს. შეიმჩნევა უფრო ფართო მასშტაბის მქონე ქვის კომპლექსების არსებობის დამადასტურებელი ნიშნებიც. სავარაუდოდ, ხელოვნურად არის შექმნილი პირველი ტერასის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში არსებული  ბორცვი, რომელიც უკავშირდება ქვის კონსტრუქციას (სურ. 4; 6). ამ სწორი, მკვეთრად გამოხატული L–ის ფორმის ხელოვნური გორაკის (ზომით 15მ.x15მ.x5მ.) უმაღლესი წერტილი ბრტყელი ტერასიდან 3 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. აღწერილი ბორცვი მოიცავს ორ სეგმენტად წარმოდგენილ არქიტექტურულ ნარჩენებს. მთავარი, უმაღლესი სეგმენტი, ორიენტირებულია ჩრდილო-სამხრეთით, ხოლო მომიჯნავე, ყველაზე დაბალი – აღმოსავლეთ-დასავლეთით. მეორე ტერასის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს  დეფორმირებული 2 მეტრის სიმაღლის მიწაყრილი, რომელსაც აქვს ხაზოვანი, მართკუთხა, დასავლეთისკენ მიმართული, კლებადი ფორმა. მისი ყველაზე გრძელი ჩრდილო-სამხრეთი კიდე გადაჭიმულია 14 მეტრზე, ხოლო უმოკლესი აღმოსავლეთ-დასავლეთი კიდის სიგანე 5 მეტრია. მის თავზე ფიქსირდება ქვის სტრუქტურის მოხაზულობა. მესამე სეგმენტის სამხრეთ ნაწილში აღმართულია მეორე  მიწაყრილი, რომელიც უდავოდ უკავშირდება ყველაზე დაბალ ნაწილში შემორჩენილი შენობის კონსტრუქციას (სურ. 5). უცნობია მეშვიდე ტერასის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული უმნიშვნელოვანესი ყორღანების წარმომავლობა. კვლევის ამ ეტაპზე ავტორი ვერ ადასტურებს არსებული ობიექტების არქეოლოგიურ ხასიათს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან დააფიქსირა  მომიჯნავე რაიონში არსებული რამდენიმე უფრო მცირე ბორცვი კენწეროში მოთავსებული დაუმუშავებელი ქვებით. აღწერილი მიწაყრილის შემაღლებული სამხრეთ ნაწილის გასწვრივ შემჩნეულ იქნა კონცენტრაციები ნახევრად მიწაში ჩაფლული, გამოჩორკნილი ქვებისა.  კვლევის ამ ეტაპზე საეჭვოა  პირველი ტერასის კიდეების გასწვრივ ხაზობრივი ზვინულის არსებობა.

  სურ.. 4. გორაკზე არსებული ქვის სტრუქტურა. პირველი ტერასის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.

  ხსენებულ არქეოლოგიურ ნიშნებთან ერთად, საკვლევი ტერიტორიის ზედაპირის ხელახალი მოდელირება მიმდინარეობს გამოკვეთილი რელიეფით, რომელიც დაკავშირებულია უფრო მასშტაბურ მიწის სამუშაოებთან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანია ძირითადი მიწაყრილი გზა, რომელიც აერთებს საკვლევი ტერიტორიის ზედა სეგმენტებს ყველაზე დაბალ ტერასებთან ან ხეობის ძირთან. საჰაერო ფოტომასალის არ არსებობის გამო, ავტორმა შეისწავლა მხოლოდ ხელმისაწვდომი სურათები და ივარაუდა, რომ უნდა არსებობდეს ხაზისებრი ჭრილი აკროპოლისის ჩრდილოეთ მხარის გასწვრივ. ტერიტორიის შემდგომი შესწავლისას ნაწილობრივ დადასტურდა ეს თეორია, რადგან აღმოჩენილ იქნა შესაბამისი ჭრილები ტერასების საფეხურებიან ჩარჩო-კიდეებში[12]. კვლევამ აგრეთვე გამოავლინა ზედაპირის ხელახალი მოდელირების შესაბამისი ნიშნები (ნარჩენები ქვის სარდაფებისა, მიწის ჭრილები, რომლებიც შეესაბამება უცნობი რელიეფის კონტურებს), რომლებიც მოგვიანებით იქნება განხილული.

 სურ. 5.  კოლსტეტის ცენტრალური ნაწილი და გორაკები 1, 2, 3 (მარჯვნიდან მარცხნივ). ტერასის ზედაპირს  აქვს ინტენსიური მოდელირების ნიშნები.

  კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის არქიტექტურული ნაშთის მოძიება თითქმის მთელ საკვლევ ტერიტორიაზე. რელიქტები შემონახულ იქნა მხოლოდ უმდაბლეს ნაწილში ქვით ნაშენი შენობის კედლების კონტურის სახით. აღმოჩენილ იქნა ნაირსახეობა არქიტექტურული ფორმებისა. თუმცა, ყველაზე მეტი კვადრატული ან მართკუთხა შენობებია. ყველაზე საინტერესო და კარგად შემონახულია (1.80 მ. სიმაღლის კედლები) სტრუქტურა, რომელიც განთავსებულია პირველი ტერასის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე გორაკზე. ამ კონსტრუქციას აქვს მართკუთხა (4.50 მ.x4.50 მ.) ოთახი, ჩრდილოეთით ნახევრად დახრილი. 0.85 მეტრი სისქის კედლები აგებულია ფართო, მკვეთრად თლილ ქვებზე, რომლებიც განთავსებულია არა ქვენაფენ ქანზე, არამედ ბუნებრივად წარმოქმნილ რიყის ქვებზე (სურ. 6). მოცემული სტრუქტურის ქვემოთ, გორაკის ენ ფერდობზე, აღმოჩენილ იქნა ორი ქვით  შემოსაზღვრული ნიშა[13]. ეს სტრუქტურა მომიჯნავე ეს ოთახისგან (9 მ.x8 მ.)  გამოიყოფა უფრო სქელი  (0.60 მ.) კედლით, რომელიც აგებულია უფრო მცირე ზომის, ძირითადად, ბრტყელი ქვებისგან (შესაძლოა, კედელი აიგო უფრო გვიან, ვიდრე – კომპლექსის დანარჩენი ნაწილი)[14]. 8 მეტრი სიგრძის ჩრდ.-სამხ. კედელს, რომელიც მიუყვება აღმოსავლეთ მხარეს, აქვს კომპლექსური, 1 მეტრი სისქის სტრუქტურა ცარიელი კვადრატული არხებით. ისინი დაფიქსირებულია ტერმინუსზე, რომელზეც არის 1 მეტრი სიგანის შესასვლელიც.  -ს მომიჯნავე ოთახს აქვს კვადრატული ფორმა (5 მ.x5 მ.) და შევსებულია ქვის ნარჩენებით. ეს არის სტრუქტურის ქვედა მხარე, რომელიც აგებულია მართკუთხა მიწის პლატფორმაზე. ხსენებული შენობის ნარჩენების ქვეშ არის ციცაბო ქედი, რომელსაც აქვს ხელოვნური რეკონსტრუქციის სახე. მის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილ იქნა მიწაში ჩაფლული ქვის გროვა.

ქვის ბლოკებისგან აშენებული სტრუქტურა არსებობდა საკვლევი ტერიტორიის სამხრეთ კიდის გასწვრივ, მეორე ტერასის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ყრილის თავზე.  შესწავლამ აჩვენა ორი დამუშავებული ყორის წყება, რომლებიც წარმოდგენილია კიბისებრი, პლატფორმის-მსგავსი სტრუქტურის სახით. აღმოსავლეთით მიმართულ ნაწილში, კიბეებს შორის, არის ქვით გამოკვეთილი სარდაფი. თუმცა, მისი ხშირი წიწვოვანი ბუჩქნარ-საფარველი  კვლევას შეუძლებელს ხდის. მესამე პლატფორმაზე გამოყოფილი რელიეფის ქვეშ ქვის შენობის ნანგრევები ფიქსირდება. დიდი ოთახი (5.50 NS x 6.70 EW) წარმოადგენს მეორე კარგად შემონახულ ქვის სტრუქტურას ინტერიერში დიდი რაოდენობის ლოდების გარეშე. კედლები 0.40 მ. - 1. 20 მ.ა. აშენებულია ქვებით. თუმცა, მათში ჩასმულია ბლოკები, რომელთა ზომა აღემატება  პარამეტრებს: სიგრძე - 0.70 მ.; სიგანე - 0.50 მ. კედლების სისქე ასევე შთამბეჭდავია.  არის 1.20 მ., ხოლო ეს  1.60 მეტრია. აღნიშნული სტრუქტურის აგებისას, აღმოსავლეთის კედლის გამაგრების მიზნით,  აღმართულ იქნა  მიწის ზვინული. ამასთანავე, დასავლეთით მდებარე კედლის აგების მიზნით, გაკეთდა ჭრილი ტერასის მხარეს. მესამე ტერასის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს მეორე ქვის სარდაფი. მისი მონაცემების დაფიქსირება გართულდა მაღალი ხშირი ბუჩქნარისა და ქვის გროვების გამო[15]. იმავე მდგომარეობაშია ქვის სარდაფები. მეხუთე პლატფორმის სამხრეთ კიდეზე შეიმჩნევა დიდი სარდაფის კონტური, რომელიც ქვების გროვას წააგავს მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთით მდებარე კედელი და  ჩრდილო-დასავლეთით არსებული კუთხის ქვები სავსებით აღქმადია.

   ყველა შესწავლილ ქვის სტრუქტურას აქვს მსგავსი მოდელი. ისინი აღმართულ იქნა ანალოგიური ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „მშრალი

  სურ. 6.  დასავლეთით მდებარე, კარგად შემონახული კედელი შენობისა, რომელიც მდებარეობს პირველ ტერასაზე, ს./დ.-ით. სურათის მასშტაბი - 2 მ. 

 

კედელი“, რაც ნიშნავს, რომ მაკავშირებელი მასალა არ იქნა გამოყენებული[16]. ქვები ოსტატურად იქნა შერჩეული და დაწყობილი (სურ. 6).

   ერთ შემთხვევაში, პროგრესული არქიტექტურული გადაწყვეტილება იქნა მიღებული – პარალელური ნაპრალები გაკეთდა პირველი ტერასის მაღალი კედლის შიგნით. სამშენებლო მასალა ადგილობრივი წარმომავლობის ქვაა. იქმნება შთაბეჭდილება მხოლოდ თლილი ბლოკების გამოყენებისა. არცერთი განზრახ გამოყვანილი ქვა არ დაფიქსირდა. არქიტექტურული სტრუქტურების დარჩენილი ნაწილები არ იძლევა დათარიღების საშუალებას. კვლევამ გამოავლინა ერთნაირი მართკუთხა ფორმის  9 არქიტექტურული რელიქტი. მიწაში ჩაშენებული თავისუფლად აღმართული სტრუქტურები, ძირითადად, განლაგებულია ტერასებზე, გორაკის მწვერვალის ცენტრალურ დახრილ ნაწილში. რთულია პირველი პლატფორმის უკიდურეს ჩრდილოეთ კიდეზე და მეორე პლატფორმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სტრუქტურების წარმომავლობის განსაზღვრა. თუმცა, ადგილობრივი წყაროების მიხედვით, პირველი პლატფორმის სამხრეთ-დასავლეთით არსებული სტრუქტურა იყო  კოლსტეტის მაცხოვრებლების სამლოცველო, ანუ მას ჰქონდა საკრალური ფუნქცია[17].

აღმოჩენილ ნაგებობებს შორის არის ნაკლებად  გამოკვეთილი კონტურები სტრუქტურული ნარჩენებისა. იგულისხმება  მიწის მოდიფიკაციების გასწვრივ განლაგებული ქვები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკავშირდება სხვადასხვა პერიოდის დასახლებას. ასეთი მრავალფეროვანი ნარჩენები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. ერთ-ერთი, მიწაში შემონახული კატეგორია, არის ფუნდამენტური. მისი დანახვა შორი მანძილიდანაც შეიძლება. ამ კატეგორიაში შედის რამდენიმე ნაგებობა, განთავსებული საკვლევი გორაკის მწვერვალის გადასწვრივ. თუმცა, პირველი ტერასის ტერიტორია, რომელიც განთავსებულია სამლოცველოს ნანგრევების ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეცვლილი. მეორე ჯგუფი წარმოდგენილია მიწისზედა გამოკვეთილი კონტურებით, რომლებისთვისაც ნიშანდობლივია ქვების გროვები. პირველი ტერასა არის ერთ-ერთი ტერიტორია, რომელზეც შეიძლება ასეთი ობიექტის დაფიქსირება.  სავარაუდოდ, მეორე ტერასის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნაგებობაც მსგავსი ნიშნების მატარებელია. განხილული სტრუქტურის არსებობა დასტურდება ველის  კიდეებში განლაგებული 4 დაუმუშავებელი რიყის ქვით. ერთი ქვა განთავსებულია დასავლეთისკენ ორიენტირებულ კიდეზე, აღმოსავლეთით მიმართული ტერასის საფეხურის გვერდით. სამი კი შემორჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთით ორიენტირებულ ხაზზე, მეორე ტერასის შემაღლებული ნაწილის დახრილი კიდის გასწვრივ[18]. ქვებით შეუზღუდავი სამხრეთი მხარე მიუყვება საკვლევი ტერიტორიის დახრილ საზღვარს. ამასთანავე, ნახევრად მიწაში ჩაფლული მომრგვალებული ბრტყელი ქვა განთავსებულია იმ ქვების საპირისპირო მხარეს, რომლებიც ქმნის ჩრდილო-სამხრეთის ხაზოვან ნაგებობას. ამ კატეგორიაში ყველაზე საინტერესოა მესამე ტერასის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ნაგებობა. აღნიშნული ობიექტის ფორმა შეინიშნება მწყობრად განლაგებული რამდენიმე ლოდის  დაკვირვებული შესწავლით. მართკუთხა ფორმის ნაგებობა გადაჭიმულია 20 მეტრზე აღმ.-დას.  და 7 მეტრზე სამხ.-ჩრდ. მისი ფართო გამრუდებული დასავლეთ ნაწილი ვიწროვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. ქვები განზრახ იყო დაწყობილი იმ ბრტყელი მიწის პლატფორმის კიდის გასწვრივ, რომლის აღმოსავლეთი კიდე ქმნის შესასვლელს. ამ უკანასკნელის გვერდები გამოყოფილია ქვებით, რომლებიც მიუყვება 3.20 მ. სიგანისა და 6 მ. სიგრძის  შესასვლელი პლატფორმის კიდეებს. აღნიშნული ნაგებობა აგებულია ადგილობრივი კლდეების სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარსენის ლოდებით. ყველაზე დიდი ლოდები ქმნის დასავლეთ ნაწილს და დაშორებულია არათანაბარი მანძილით. 

 აღნიშნული ნაგებობების  მსგავსება საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ მათ ანალოგიაზე. კერძოდ, მეორე და მეშვიდე ტერასების სტრუქტურებს აქვს ანალოგიური მდებარეობა (ტერასის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე), კორექცია და  განლაგება. მათ სიახლოვეს არსებული გამოკვეთილი ქვები გვაფიქრებინებს საერთო ხასიათის ფიზიკურ ნიმუშზე[19].

კოლსტეტის გორაკის მწვერვალის შესწავლამ გამოავლინა ხუთი გამოკვეთილი ქვა. ისინი არ უკავშირდება არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებს. აღნიშნული ობიექტები შემჩნეულ იქნა პირველ, მეორე და მეშვიდე ტერასებზე და არ გამოირჩევა მოღუნვის ნიშნებით. შესწავლილი ქვების დათვალიერება საშულებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ არსებობდა სულ მცირე ორი  ხერხი ქვის ფორმირებისა. პირველ შემთხვევაში, ეს იყო სახეცვლილი 3 ქვის ერთობლიობა, რომლის კიდეები ქმნიდა საფეხურს ან ნახევრად სწორ კუთხეს.  აღნიშნული ხერხი გამორიცხავდა სამი ქვის ფილისებრ განთავსებას, რადგან ორი ქვა ვერტიკალურად იყო მიწაში მოთავსებული (სურ. 7).

სურ.  7. ორი ქვა განთავსებული მეორე პლატფორმის  ჩრ.-აღმ. ნაწილში.

   მოცემული ნაშრომი წარმოგვიდგენს კოლსტეტის/კობის გორაკის მწვერვალის ძეგლების დეტალურ დათვალიერებასა და აღწერას. საკვლევი ტერიტორიის დათვალიერება მიზნად ისახავს მის მომავალ კვლევას. პერიოდიზაციასა და ფუნქციებთან დაკავშირებული წინააღმდეგობრივი ჰიპოთეზების არსებობას მივყავართ გათხრების დაწყებამდე. მოკლე შემაჯამებელმა ანალიზმა გამოყო ამ მარგინალური დასახლების უდიდესი პოტენციალი. ადგილმდებარეობისა და ტოპოგრაფიული ღირებულებების გამო, კოლსტეტი გახდა სოფელ გერგეთისა და სტეფანწმინდის მცხოვრებლების პასტორალური ლანდშაფტის ნაწილი[20].  მიუხედავად ამისა, შეუძლებელია უარვყოთ ამ ტერიტორიაზე  მოსახლეობის არსებობა ადრეულ ხანაში. ერთ-ერთი ფაქტორი საკვლევი ადგილის უდიდესი მნიშვნელობისა არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიუყვება მდინარე ტერეკს. იგივე შეიძლება ითქვას ხეობაზე, რომელზეც განთავსებულია სოფელი გერგეთი და ყაზბეგი – უახლოესი დასახლებული პუნქტები. ადრეული შუასაუკუნეების  ბეთლემის გამოქვაბული (სავარაუდო წინამორბედი – წინაქრისტიანული სალოცავი), როგორც სამონასტრო დასახლება,  განთავსდა მყინვარწვერის აღმოსავლეთ ქედზე. მოგვიანებით აღიმართა გერგეთის სამების მონასტერი და სწრაფად განვითარდა სოფელი გერგეთი (წინამორბედი - ბრინჯაოს ხანის დასახლება ტერეკის ველზე). შემდგომ კი ტრანსკონტინენტური გზის სადარაჯოზე დადგა დარიალის უღელტეხილის მრავალკულტურული ცენტრი. ალანის/კასპიის კარიბჭის ციხესიმაგრე მდებარეობდა კლაუსტროფობ დარიალში და ჰქონდა სტრატეგიული ღირებულება პერსეპოლის, რომის, კონსტანტინოპოლის, ქტესიფონის,  ბაღდადის და  ევრაზიული სტეპის კაპიტოლიუმებისათვის.

  კავკასიური მონუმენტური ლანდშაფტის „წაკითხვა“ ყოველთვის იტაცებს მკითხველს. თუმცა, იგი ხშირად გაუგებარი და  ბუნდოვანია, რაც განპირობებულია დროის ფაქტორით ან გაუჩინარებული უცნობი კულტურული ტრადიციებით, რომლებსაც წერტილი დაუსვა ადგილობრივი და ეროვნული მასშტაბის მქონე ბრძოლებმა. კოლსტეტის წარსული იკვეთება ტერასული დასახლების რელიქტების ფორმაში და ამ ტერიტორიას ექსტრაორდინალურს ხდის. ამავდროულად, ახალი გზის მშენებლობა, რომლიც ჩხერის ხეობას მიუყვება და გერგეთის სამებამდე ადის, საფრთხის ქვეშ აყენებს ძეგლს, რომელიც უყურადღებობის გამო შეიძლება დაზიანდეს[21]. წარმოდგენილი პროექტის მთავარი მიზანია იმ უცნობი ნაგებობების მონაცემთა ბაზის გაკეთება, რომლებიც განადგურების საფრთხის ქვეშ დგას რეგიონის სწრაფი განვითარების გამო. ძალიან მდიდარი მემკვიდრეობა შეიძლება მალე განადგურდეს გამჭირვალე პოლიტიკის შექმნისა და ისტორიული მასალის მენეჯმენტის არცოდნის გამო.

 


[1] დამოუკიდებელი კვლევითი პროექტი,  რომელიც აგროვებს უცნობი ტერიტორიების მონაცემებს. ავტორი მადლობას უხდის დოქტორ ნ. ჯანაშვილს  მონაწილეობისა და დახმარებისთვის.

[2] პროექტ „სპარსეთი და მისი მეზობლების“ ფარგლებში, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ებერარდ საუერის, ხელმძღვანელობით.

[3] გზის ზედა ნაწილის გასწვრივ აღმოჩენილ იქნა რამდენიმე თიხის ნამსხვრევი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის, ერეკლე ქორიძის, მიხედვით ისინი, სავარაუდოდ, ადრეულ და გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.

[4] მდინარე ჩხერე სათავეს იღებს აბანოსა და ორწვერის მყინვარებიდან, U-ს ფორმის ღრმა ხეობიდან, მყინვარწვერის/ყაზბეგის (5047 მ. სიმ.) აღმოსავლეთ ფერდობებიდან, საკვლევი ტერიტორიის დასავლეთით, დაახლოებით 3 კმ. მანძილზე. 

[5] ამ ნაგებობის ფორმა და ლოკალიზაცია გვახსენებს ნაწილობრივ შემონახულ ადამიანის მიერ გაკეთებულ გზას, რომელიც, სავარაუდოდ, ფერდობის ნანგრევებმა დააზიანა. თუმცა, აღნიშნული მოსაზრება მომავალ განხილვას საჭიროებს.

[6] ავტორი გულისხმობს ქვის სარდაფების ფორმის არქეოლოგიური ნაშთებს, რომლებიც შემჩნეულ იქნა ჩრდ. მომიჯნავე ფერდობის სამხ. ნაწილში.

[7] სიმაღლის შეფასება არ არის ზუსტი, რადგან გამოყენებულ იქნა ხელის ჯიპიეს ხელსაწყო ორმაგი კალიბრაციის შესაძლებლობით.

[8] დიდი მადლობა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, იაგო კაზალიკაშვილს, საკუთარი ცოდნის გაზიარებისთვის.

[9] ეროვნული საპარლამენტო ლექსიკონი. ჩამოტვირთვის თარიღი - 05.11.2018; ბმული: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=47718

 

[10] იქვე.

[11] ავტორი ასკვნის, რომ აღწერილი ნაგებობა არ არის ბუნებრივი წარმომავლობის. კოლსტეტის ზემოთ არსებული ტერიტორიის დათვალიერებამ გამოავლინა ადამიანის მიერ ბუნებრივი ლანდშაფტის შეცვლის შემთხვევები.

[12] პირველი ტერასის კიდე შუაშია გაჭრილი. მის ქვეშ არის ზვინული. მეორე ტერასის ფრიალო კიბეს აქვს ფართო ჭრილი ჩრდ. ტერმინუსზე. 

[13] ახლა ბუჩქებით არის დაფარული.

[14] ადგილობრივი ისტორიის მიხედვით, XIX საუკუნეში, სისხლიანი რევანშის შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახი სტეფანწმინდიდან კოლსტეტში გადასახლდა და საცხოვრებლად განხილული ნაგებობა აირჩია. 

[15] უდავოა, რომ ეს გროვები მანამდე კედლებს ქმნიდა.

[16] ასეთი ტიპის მიწაყრილის დათარიღება და ქრონოლოგიის დადგენა არ არის ადვილი, რადგან ერთი და იმავე შენების ტექნიკა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. თუმცა, ყველაზე ადრეული რელიქტები ადრე შუასაუკუნეებს მიეკუთვნება, ხოლო ყველაზე ახალი – მაღალ შუასაუკუნეებს. კ. დიღმელაშვილი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან) შესწავლილ ნაგებობებს  ადრე შუასაუკუნეებს მიაკუთვნებს.

[17] იაგო კაზალიკაშვილის მიხედვით.

[18] ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ერთი ქვა (მეორე ამოკვეთილი ქვა). თუმცა, შესაძლოა, ის არ მიეკუთვნებოდეს აღწერილ ნაგებობას.

[19] დიდი მადლობა დოქტორ ანასტასია ჩიზოვას, დოქტორ ანეტა გოლებიოვსკას და დოქტორ დიმიტრი კორობოვს შემდგომი ინტერპრეტაციის შესაძლებლობისთვის.

 

[20] 2013 წელს ჩხერის ხეობა ნაწილობრივ იქნა დაზვერილი თსუ-სა და დურამის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის მიერ  პროექტ „სპარსეთი და მისი მეზობლები“-ს ფარგლებში. დიდი მადლობა ქრისტენ  ჰოფერს (დუ) გულითადი დამოკიდებულებისა და ინფორმაციული კონსულტაციებისათვის. 

[21] 2017 წლის ბოლოს ავტორი და მისი ჯგუფი დაუკავშირდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაერეგისტრირებინა კოლსტეტი, როგორც კანონით დაცული არქეოლოგიური ძეგლი.

ლიტერატურა

Anderson W., Birkett-Rees J., Negus Cleary M., Krsmanovic D., Tskvitinidze D.
2014
Archaeological Survey in the South Caucasus (Samtskhe – Javakheti, Georgia): Approaches. Methods and First Results. Anatolia Antiqua. XXII.
Galichain R.
2007
Countries South of the Caucasus in the Medieval Maps. Armenia, Georgia and Azerbaijan. London.
Gagoshidze I.
2008b.
Kartli in Hellenistic and Roman Times. General Aspects. In Furtwängler, A., Gagoshidze, I., Löhr, H. & Ludwig, N. Iberia and Rome: The Excavations at the Palace at Dedoplis Gora and the Roman Influence in the Caucasian Kingdom of Iberia. Langenweißbach.
Makalatia S.
1934
Khevi. Tbilisi.
Mindorashvili D.
2005
Archaeological Excavations in Khevi. Tbilisi.
Mchedlishvili D.
2008
Kuabi. National Parliamentary dictionary in Georgia. Tbilisi – Kutaisi.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=47718
Sauer E. W., Chologauri L., Naskidashvili D.
2016
The Caspian Gates: Exploring the most famous mountain valley of the ancient world. Current World Archaeology.