ფრიკატივ ფონემათა დისტრიბუცია აფხაზურში (აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მიხედვით)

ენის ფონემატური სტრუქტურის კვლევისას მეტად მნიშვნელოვანია მისი ფონემების დისტრიბუციული კანონზომიერებების შესწავლა.

აფხაზურ სალიტერატურო ენას 62 ფონემა აქვს, აქედან 56 თანხმოვანია და  6 ხმოვანი. ქ. ლომთათიძე ნაშრომში „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“ ფონემათა დახასიათებისას აღნიშნავს, რომელი ხმოვანი რომელ პოზიციაში დასტურდება. ამგვარად განიხილავს ზოგ თანხმოვანსაც [ლომთათიძე 1976:24-61, 139-190], მაგრამ სტატისტიკური თვალსაზრისით არ აქვს ეს საკითხი შესწავლილი.

ჩვენ სტატიაში „CVC სტრუქტურის ზმნური ძირები აფხაზურ-აბაზურ ენებში“ შევეხეთ ფონემათა დისტრიბუციის საკითხს, მათ შორის, ფრიკატივებისას და მივიღეთ ასეთი შედეგი: CVC სტრუქტურის ანლაუტში თითო ძირში გამოვლინდა ზ, ს, ¾ და ჶ, ორ-ორში −  , , , , სამში − ღ და ხუთში −; აუსლაუტში 6 ძირში დადასტურდა ხ, ორ-ორში − ზ, ღ, შ, ჟ, შ¾, ,, თითოში − ს,,,და  [ფონიავა, 2014:154-155]. ჩვენი კვლევა ეყრდნობოდა ლექსიკონების მასალას, საანალიზოდ აღებული გვქონდა მხოლოდ ზმნური ძირები, ანუ მასალა შეზღუდული იყო. ამიტომ ამჯერად მიზნად დავისახეთ მოგვეცვა ენის მთლიანი სისტემა და კორპუსული კვლევა ჩაგვეტარებინა.

თანამედროვე ენათმეცნიერება აქტიურად იყენებს კორპუსულ კვლევებს სხვადასხვა საკითხის შესასწავლად. ამგვარი კვლევა აფხაზური ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხებზე დღემდე არ ჩატარებულა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ფონემათა განაწილება შეგვესწავლა აფხაზური ეროვნული კორპუსის საფუძველზე. მისი შექმნა დაიწყო 2015 წელს პროექტ „Palag“-ის ფარგლებში. იგი მოიცავს 10 მილიონზე მეტ ერთეულს, რომელთაგან 7 596 355 სიტყვაფორმაა.

ვინაიდან ერთ სტატიაში ვერ მოხერხდებოდა სრულყოფილად აღგვეწერა ყველა ფონემის დისტრიბუცია პოზიციების მიხედვით, გადავწყვიტეთ, აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე[1] დაყრდნობით ამჯერად შეგვესწავლა ანლაუტის, ინლაუტისა და აუსლაუტის პოზიციებში ფრიკატივ ფონემათა განაწილება.

აფხაზურ სალიტერატურო ენაში გვაქვს შემდეგი ფრიკატივები (სპირანტები):

კბილბაგისმიერი: v                                       

წინაენისმიერი სისინა: ზ                                  

წინაენისმიერი შიშინა: ჟ                                   

წინაენისმიერი მაგარი შიშინა: ¾   ¾[2]                   

წინაენისმიერი ლაბიალიზებული შიშინა:                                            

უკანაენისმიერი: ღ                                

უკანაენისმიერი პალატალიზებული:                                        

უკანაენისმიერი ლაბიალიზებული:                                                     

ლარინგალური: ჰ, ,[3]   

აფხაზურში გამოყოფენ აბჟუურ და ბზიფურ დიალექტებს, რომლებშიც დაცულია შემდეგი ფრიკატივებიც: ,,,,,,, მაგრამ აფხაზური ენის ეროვნული კორპუსი აფხაზურ სალიტერატურო ენას ეყრდნობა, ამიტომ დიალექტთა მონაცემები არაა გათვალისწინებული, შესაბამისად, ჩვენს კვლევაში აბჟუური და ბზიფური სპეციფიკური ფრიკატივების განაწილება ვერ აისახება, მხოლოდ სალიტერატურო ენისთვის დამახასიათებელ ფრიკატივთა დისტრიბუციის საკითხს განვიხილავთ. რადგან კორპუსულ კვლევას ვატარებთ, სათანადო მაგალითები მოგვყავს არა სალექსიკონო ფორმით, არამედ იმ სახით, როგორც კორპუსშია. თითოეული ფონემისთვის წარმოვადგენთ ორ ან სამ მაგალითს. ნასესხები მასალის შემთხვევაში, ნაჩვენებია სიტყვის სესხების გზაც.

აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მიხედვით, ანლაუტში ფრიკატივებიდან ყველაზე ხშირი გავრცელებისაა შემდეგი ხუთეული: (სარა „მე“, სტოლ „მაგიდა“ < რუს. стол „id“), (წარმოდგენილია შემდეგ სიტყვებში: ზნჷ „ერთხელ“, ზე „ყველა“; გვხვდება აფიქსის ფუნქციითაც: ზბეჲტ „ვნახე“ და ზოგ ნასესხებ სიტყვაშიც: ზაან „კანონი“ < რუს. закон „id“), (ჰარა „ჩვენ“, ჰალალ „კეთილი“ < თურქ. helal „id“), (არა „თქმა“, ჷნთქარ „სახელმწიფოები“) და ¾ (¾სა „წელი“, ¾ „თეთრი“).

ანლაუტში გავრცელების მხრივ მეორე ხუთეულშია: (არა „თქვენ“, ნაპჷ „თქვენი ხელი“), (ხადა „მეთაური, ხელმძღვანელი“, ხჷ „თავი“), (ბა „ორი (ნ. კ.)“, ნჷ „სახლი“), (შაპჷ „ფეხი“, შთა „კვალი“) და (ბა „ხუთი (ნ. კ.)“, ჷჭჷ „ბავშვი“).

თავკიდურ პოზიციაში ფრიკატივთა მესამე ხუთეული ასე წარმოგვიდგება: (აბა „ათი (ნ. კ.)“, ლარ „ხალხი“), (ჷძ „სახელი“, აა „ტკივილი“), ( „ძლიერი“), (დასტურდება საკუთრივ აფხაზურ ლექსიკურ ერთეულებშიც (ბა „ექვსი“), მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ნასესხობებში: ორუმ „ფორუმი“ < რუს. форум „id“) და (აფხაზურ კორპუსში ვ-ს ხმარების სიხშირე გამოიწვია ნასესხებმა ლექსიკამ (ვიზიტ „ვიზიტი“ < რუს. визит „id“ და უმეტესწილად იმან, რომ კორპუსში შესულია აფხაზური მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟთა რუსულენოვან დიალოგებში გამოყენებული სიტყვები: всех „ყველას“. საკუთრივ აფხაზური ლექსიკიდან კორპუსში წარმოდგენილია: ვბა „ბრალი“, ვაწჷს „ნეკნი“ და სხვა).

ანლაუტში ყველაზე იშვიათად დადასტურებული ოთხეულია: (ღბა „გემი“, ღრა „ნაკლი“), ¾ (¾ „მოზარდი“, მეტწილად ნასესხებ სიტყვებშია: ¾ურნალ „ჟურნალი“), (ჟა „კურდღელი“, ჟჷ „ხორცი“) და (ჷჩ „ქურდი“).

ერთი და იგივე სიტყვა კორპუსში სხვადასხვა ფორმით გვხვდება, რადგან ა- პრეფიქსი, რომელიც ხან ზოგადობას გამოხატავს, ხანაც − განსაზღვრულობას, სიტყვაში ზოგჯერ წარმოდგენილია, ზოგჯერ − არა: სალექსიკონო ფორმა ა-შხა „მთა“ კორპუსში შხა ფორმითაცაა დადასტურებული და აშხა ფორმითაც. პირველ შემთხვევაში ფრიკატივი ანლაუტის პოზიციას ეკუთვნის, მეორეში − ინლაუტისას.

ინლაუტში ყველაზე ხშირია ფონემა: დჷნხონ „ცხოვრობდა“, აშხა „მთა“.

ფონემამ ინლაუტში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ის უმეტესად საკუთარი ლექსიკური ფონდის სიტყვებშია: ამზა „მთვარე“; იშვიათად გვხვდება ნასესხებ ლექსიკურ ერთეულებშიც: აზინ „უფლება“ < თურქ. izin „id“.

ზ-ს შემდეგ ინლაუტში ყველაზე ხშირია ფრიკატივი: აფსნჷ „აფხაზეთი“, აფსჷძ „თევზი“, წარმოდგენილია საკუთარ სახელებშიც: ნესტორ „ნესტორი“.

ინლაუტში გავრცელების მხრივ მეოთხე ადგილზეა ¾: ლა¾ „ნათელი“, აფ¾ძარა „სილამაზე“, გვხვდება ამ ფონემის შემცველი ნასესხები სიტყვებიც: ¾კოლ „სკოლა“ < რუს. школа „id“.

ინლაუტის პოზიციაში მეხუთე ადგილს იკავებს და საკუთრივ აფხაზურ ლექსიკაშია წარმოდგენილი: ანჷ „დღესასწაული“, აფჷს „ქალი, ცოლი“.

ინლაუტში ყველაზე გავრცელებულ მეორე ხუთეულს ქმნიან: (ჲა „დღეს“, თა „სიცივე“, სა „სახე“ < ქართ. სახე „id“), (საკუთარი ლექსიკური ფონდის სიტყვებშია: ამ „გზა“, „ადამიანი“), (საშა „ჩემი ძმა“, იშვიათად ნასესხებ სიტყვებშიცაა: ადაშმა „იატაკი“ < თურქ. dšeme „id“), (აფმა „მასპინძელი“, ფსჷალა „აფხაზურად“) და (ეჲჰა „მეტი“, აცჰა „თაფლი“, ხშირია ნასესხობებში: აბაჰჩა „ბაღი“ < თურქ. bahče „id“, აჰათჷრ „ხათრი“ < თურქ. hatәr „id“).

ინლაუტში გავრცელების თვალსაზრისით მესამე ხუთეული ასე გამოიყურება: (ჷჭ „მისი შვილები“, არც ისე ხშირია ნასესხებ სიტყვებში: ამა „ეკლესია“ < მეგრ. ოხვამე „id“), (საკუთრივ აფხაზურ ლექსიკაშია: „ოცი“, სა „ჩემი სიტყვა“), (მეტწილად აფხაზურ ლექსიკაშია (შჷბჟონ „ნაშუადღევს“), ნასესხებია მისი შემცველი საკუთარი სახელები: ბეჟან „ბეჟანი“), (უმეტესწილად ნასესხებ სიტყვებშია: ასოვეტ „საბჭო“ < რუს. совет „id“, საკუთარი ჩანს ათძჷვარა „გარეთა კედელი“) და (რჶეჲტ „ჭამეს“, ძირითადად ნასესხებ ლექსიკურ ერთეულებშია: აშ¾ოფერ „მძღოლი“ < რუს. шофер „id“).

ინლაუტში ყველაზე იშვიათი გავრცელებისაა ფრიკატივთა შემდეგი ოთხეული: (წარმოდგენილია საკუთარ (აბღა „ზურგი“, ჷღრა „იმედი“) და სხვა ენათაგან შეთვისებულ ლექსიკურ ერთეულებში: აძღაბ „გოგო“ < მეგრ. ძღაბი „id“), ¾ (აბ¾ „ნახევარი“, აჟ¾ანრ „ჟანრი“ < რუს. жанр „id“, ასჲუჟ¾ეტ „სიუჟეტი“ < რუს. сиужет „id“), (არ „მარჯვენა“, „ფოთოლი“) და ( „ძლიერი“, რა „ხის იატაკი“).

აუსლაუტში გავრცელების მხრივ პირველ ადგილზეა ფონემა: აბზ „ენა“, კავკაზ „კავკასია“ < რუს. Кавказ „id“.

აუსლაუტში ზ-ს მერე ყველაზე გავრცელებულია . ის მეტწილად საკუთრივ აფხაზურ ლექსიკაშია (ნას „შემდეგ“, ასას „სტუმარი“), მაგრამ გვაქვს ნასესხობებშიც: ვერს „ვერსი“ < რუს. верс „id“.

ბოლოკიდურ პოზიციაში გავრცელების მხრივ პირველ ხუთეულში ასევე შედის (აშთა „შემდეგ“, აუსურა „სამსახურისკენ, სამსახურში“, ყველაზე ხშირია სწორედ -„-კენ, -ში“ თანდებულიანი ფორმები), ¾ (ამშ¾ „დღე, ამინდი“, აჯ¾ჷშ¾ „ნიორი“, აკარტოშ¾ „კარტოფილი“ < რუს. картошка „id“) და (ადა „ძნელი“, მეტწილად პროფესიის, მოქმედის აღმნიშვნელი აფიქსის ფუნქციით გვხვდება: აჲთაგა „მთარგმნელი“).

ბოლოკიდურ პოზიციაში ყველაზე გავრცელებული მეორე ხუთეული ასეთი სახითაა წარმოდგენილი: (აწხ „ღამე“, ათახ „ოთახი“ < ქართ. ოთახი „id“. ამ შემთხვევაშიც არის ზოგი რუსული სიტყვა, რომელიც აფხაზურ მხატვრულ ნაწარმოებთა დიალოგებშია გამოყენებული: многих „ბევრს“), (აძჷრლა „ანკარა (ქვეწარმავალი)“, ახჷ „სარკმელი“), (ყაფშ „წითელი“, აჯჷმშ „ხახვი“, აქალმჷშ „ფელამუში“ < ქართ. ფელამუში „id“), (აძბა „ამბავი, ცნობა“, არა „საქონელი“, არჷც „რიცხვი“ < ქართ. რიცხვი „id“) და (აბჟ „ამბავი, მოთხრობა“, აშჷჟ „დილა“).

აუსლაუტში გავრცელების მხრივ მესამე ხუთეულს შეადგენს: (მეტწილად საკუთრივ აფხაზურ სიტყვებშია (ალჷგა „მოხუცი“), მაგრამ ნასესხებ ლექსიკაშიც ვლინდება: აკარპჷ „საზამთრო“ < თურქ. karpuz „id“), (საკუთრივ აფხაზურ ერთადერთ ხმაბაძვით სიტყვაშია (აჭ¾ჷვ-სჷვ „ტყვიის ზუზუნის ხმა“), სხვები ნასესხებია: არხივ „არქივი“ < რუს. архив „id“), (ყველაზე ხშირია შორისდებულებსა (ოჰ „ოჰ“) და სხვა ენათაგან შეთვისებულ ლექსიკაში: აკალმაჰ „კალმახა“ < ქართ. კალმახა „id“, ალლაჰ „ალაჰი“ < თურქ. Allah „id“), (უმეტესწილად აფხაზურ სიტყვებშია: „მტრედი“, ახა „ქვა“) და (დასტურდება აფხაზურ სიტყვებშიც (აჶ „თექვსმეტი“), მაგრამ უმეტესად ნასესხებ ლექსიკაშია წარმოდგენილი: მიჶ „მითი“ < რუს. миф „id“, ატარიჶ „ტარიფი“ < რუს. тариф „id“).

ბოლოკიდურ პოზიციაში ყველაზე იშვიათად დასტურდება ფრიკატივთა შემდეგი ოთხეული: (აღ „სიბრაზე, სიძულვილი“,ჷბზჷღ „მოსიყვარულე, ალერსიანი“), (არბა „მამალი“, ტა „კვერცხი“), ¾ (აფხაზურ სიტყვაშიცაა (¾ჷჟ¾-ჭ¾ჷჟ¾ „ჭრიალი“), მაგრამ მეტწილად ნასესხებ ლექსიკაში დასტურდება: ატირაჟ¾ „ტირაჟი“ < რუს. тираж „id“) და ბოლოკიდურ პოზიციაში ძირითადად ნასესხებ ლექსიკურ ერთეულებშია: აუ „უღელი“ < მეგრ. უღუ „id“, ისანძ „მისი საზღვარი“ < მეგრ. სანძღუ „id“, თუმცა აფხაზურ სიტყვაშიცაა წარმოდგენილი: ჷრდა „ხის საწოლი“).

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში დეტალურად ჩანს რომელი ფონემა რომელ პოზიციაში რა რაოდენობით გვხვდება და ეს რაოდენობა კორპუსში არსებული სიტყვაფორმათა სრული მარაგის რამდენ პროცენტს შეადგენს:

 

 

ანლაუტი

 

ინლაუტი

 

აუსლაუტი

#

ფონემა

რაოდენობა

%

ფონემა

რაოდენობა

%

ფონემა

რაოდენობა

%

1

276 959

3.64

826 274

10.87

431 220

5.67

2

 

187 477

2.46

816 837

10.75

189 894

2.49

3

 

149 444

 

1.96

652 042

8.58

75 853

0.99

4

91 017

1.19

¾

403 178

5.30

¾

64 495

0.84

5

¾

63 211

0.83

319 536

4.20

24 523

0.32

6

 

55 925

0.73

297 478

3.91

22 334

0.29

7

 

54 365

0.71

293 579

3.86

19 633

0.25

8

 

24 804

0.32

289 172

3.80

15 738

0.20

9

 

23 853

0.31

239 729

3.15

15 684

0.20

10

 

21 939

0.28

238 164

3.13

12 788

 

0.16

11

16 392

0.21

169 973

2.23

10 285

0.13

12

 

9 998

0.13

158 390

2.08

9 248

 

0.12

13

5 265

0.06

98 603

1.29

9 101

0.11

14

3 822

0.05

64 289

0.84

5 207

0.06

15

4 099

0.05

47 506

0.62

4 055

0.05

16

1 230

0.01

46 673

0.61

2 333

0.03

17

¾

1 080

0.01

¾

36 055

0.47

1 953

0.02

18

 

970

0.01

34 492

0.45

¾

1 001

0.01

19

730

0.01

19 534

0.25

372

0.01

ჯამში

 

992 580

13.06

 

5051504

66.49

 

915717

12.05


ამდენად, აფხაზური ენის ეროვნულ კორპუსზე დაყრდნობით ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ფრიკატივი ფონემები ხშირი გავრცელებისაა. ყველაზე  მეტი დისტრიბუციით ისინი ხასიათდებიან ინლაუტში, კერძოდ, 66.49%, 13.06 %-ით არიან წარმოდგენილი ანლაუტში, ყველაზე იშვიათად კი გვხვდებიან აუსლაუტში, 12.05%-ით.

კვლევამ გამოავლინა, რომ არცერთი ფრიკატივი ერთნაირი სიხშირით არაა წარმოდგენილი სხვადასხვა პოზიციაში. მაგ.: ანლაუტში მეშვიდე ადგილასაა, ინლაუტში ყველაზე გავრცელებულია, აუსლაუტში კი მეექვსე ადგილს იკავებს; ანლაუტსა და ინლაუტში მეორე ადგილზეა, აუსლაუტში კი − პირველზე. დასახელებულ ფონემათა განაწილების სტატისტიკური მონაცემები ყველა პოზიციაში განსხვავებულია.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კორპუსულმა კვლევამ ისიც წარმოაჩინა, რომ ვ, ჶ, ჰ და ¾ ყველა პოზიციაში მეტწილად ნასესხებ ლექსიკაშია წარმოდგენილი; , ინლაუტის მსგავსად, აუსლაუტშიც ყველაზე იშვიათია, თან ბოლოკიდურ პოზიციაში უმეტესად სხვა ენათაგან შეთვისებულ სიტყვებში ვლინდება. სხვა ფრიკატივები ძირითადად საკუთრივ აფხაზურ მასალაში გვხვდება, უფრო იშვიათად − ნასესხებ ლექსიკურ ერთეულებში.

აფხაზურის არა მხოლოდ ფრიკატივების, არამედ ყველა ფონემის განაწილების კანონზომიერებების გამოვლენა მნიშვნელოვანია აფხაზურ-ადიღურ და სხვა ჯგუფის იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი შესწავლის თვალსაზრისითაც, რაც შემდგომ ამოცანად გვესახება.



[1] აფხაზური ენის ეროვნული კორპუსის მონაცემების წინამდებარე კვლევისთვის გამოსაყენებლად გაწეული დახმარებისთვის გულითად მადლობას ვუხდით პაულ მოირერს.

[2] ფონოიური სიზუსისათის, აფხაზურის მაგარ თანხმოვნებს აღვნიშნავთ ამ სიმბოლოთი, ქართულ ტრანსკრიფციაში მიღებული ტრადიციისგან განსხვავებით ( ).

[3] ფონოიური სიზუსისათის, ამ გრაფემით გამოხატავს აფაზურ ფონემას, რომელიც აფაზური ანანის ქართულ რანსკრიფციაში აღინიშნებ Â−თი.

ლიტერატურა

გვანცელაძე თ.
2003
აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. ტომი I. თბილისი.
ლომთათიძე ქ.
1976
აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. წიგნი I. თბილისი.
ფონიავა ნ.
2014
CVC სტრუქტურის ზმნური ძირები აფხაზურ-აბაზურ ენებში. ჰუმანიტარული კვლევების წელიწდეული. ტომი III. თბილისი.
The Abkhaz National Corpus
http://clarino.uib.no/abnc/page