ტოპონიმი ჰაიზან/ხაიზანი და მასთან დაკავშირებული იბნ რუსთას ერთი ცნობა ჰერეთის ისტორიისთვის
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-4
შუა საუკუნეების არაბულ გეოგრაფიულ თუ ისტორიულ ლიტერატურაში, კავკასიის რეგიონის შესახებ, ხშირად გვხვდება ცნობები, რომლებიც სხვადასხვა შინაარსობრივი ხასიათისაა. მათში მოცემული ინფორმაცია მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, არ შემოისაზღვრება მხოლოდ პოლიტიკური ისტორიითა თუ გეოგრაფიული გარემოს აღწერილობით. ამ მხრივ, გამორჩეულია არაბული გეოგრაფიული ლიტერატურა, რომლის ავტორებიც გეოგრაფიული ხასიათის თხზულებებს არა მხოლოდ წერდნენ, არამედ ხანდახან თავადაც მოგზაურობდნენ და მათი ცნობების პირველწყარო მათივე თვალითაა დანახული. ყველაფრის მიუხედავად, ცნობები კავკასიის რეგიონის გარშემო, საკუთრივ, არაბულ-ისლამური სამყაროს აღწერილობასთან შედარებით, არც თუ ვრცელია და გვხვდება კომპილაციები ან/და გადაწერისას დაშვებული შეცდომებიც კი [1]. ზოგჯერ ცნობები შეიძლება ერთი წინადადებით ან რამდენიმე სიტყვითაც კი შემოიფარგლებოდეს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ავტორის ცნობების შეჯერებით და სხვადასხვა წყაროს გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისტორიული ფაქტების/მოვლენების აღდგენა და სათანადო ვარაუდებისა თუ დასკვნების გამოტანა.
ტოპონიმი ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ, ამ ფორმით ეს დასახელება გვხვდება მხოლოდ არაბულ წყაროებში მეცხრე საუკუნიდან და არაბულ ტოპონიმად მიიჩნევა [Гейбуллаев, 1986:9]. არაბული დამწერლობის ორთოგრაფიის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირველესად გვსურს, რომ განვიხილოთ აღნიშნული ტოპონიმის ის ვარიანტები, რომლებიც გვხვდება შუა საუკუნეების სხვადასხვა ავტორთან და შესაძლოა, იგულისხმებოდეს ®აyზ›ნი. დიაკრიტიკული ნიშნებისა და გახმოვანების გარეშე ®აyზ›ნი ასე გამოიყურება: حىران ამავე დროს, იგი შეიძლება წაკითხულ იქნეს, როგორც ხაyზ›ნი (خيزان) ან ხაyრ›ნ (خيران) ან ®აyრ›ნ (حيران). სახელ ხაზართან ამ სიტყვის მსგავსებიდან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ სახელი ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ დავუკავშიროთ ხაზარს და ხაზარებს. ამასთან, ამ მოსაზრებას ამყარებს კიდევ ერთი ფორმა დასახელებისა, რომელიც ჰგავს ®აyზ›ნს და ესაა – ხაზარ›ნი (خزران), რომელიც ასევე შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ჯურზ›ნი (جرزان) [2] და სწორედ ამგვარ წაკითხვას ემხრობა ო. ცქიტიშვილიც, ზაქარია ალ-ყაზვინის ცნობების ერთი კონკრეტული მონაკვეთის კომენტირებისას [ზაქარია, 1975:107-108]. ზაქარია ალ-ყაზვინის ცნობაში ნახსენებ ხაზარ›ნში ო. ცქიტიშვილი ჯურზ›ნს მოიაზრებს, რამდენადაც, ცნობის მიხედვით, მდინარე მტკვარი ხაზარ›ნიდან გამოდის [ზაქარია, 1975:34]. აქ ო. ცქიტიშვილი სიტყვის გრაფიკულ დაწერილობას იყენებს, რა შემთხვევაშიც დიაკრიტიკული ნიშნების ცვლილებით შეიძლება მივიღოთ როგორც ხაზარ›ნი, ისე – ჯურზ›ნი. იმავე მნიშვნელობის მატარებლად მიგვაჩნია აბუ ლ-ფიდასთან ნახსენები ხაზარ›ნიც: „მეორე ნაწილი [არმინიისა] მოიცავს ხაზარ›ნს, თიფლÒსს და ბ›ბ ალ-ლ›ნს...“, იქვე მეორედაა ნახსენები ხაზარ›ნი: „თიფლÒსი და ისაა ხაზარ›ნი“, ხოლო ამ ცნობის წყაროდ იაკუთ ალ-ჰამავის ასახელებს [Abu al-fida, 1840:387][3]. აქედან აშკარაა, რომ ამ შემთხვევებში ხაზარ›ნში ჯურზ›ნი იგულისხმება და ისევ და ისევ დიაკრიტიკული ნიშნების არევასთან გვაქვს საქმე.
ამას გარდა, აბუ ლ-ფიდას სხვაგანაც აქვს დასახელებული ხაზარ›ნი: „თქვა ალ-ბ›ბში ბალანჯარია, ქალაქი დარბანდ ხაზარ›ნი და ისაა შიგნით კართა კარში, მას მიაწერენ ბალანჯარ ბ. იაფისს, ნათქვამია ქით›ბ ალ-ატô›ლში, რომ ბალანჯარი ისაა ალ-ხაზართა ქალაქი ითილი და ვფიქრობ, რომ სწორია, რადგან ის მდინარე ითილზეა“ [Abu al-fida, 1840:219]. დარბანდ ხაზარ›ნ ფორმას სხვა ადგილასაც ვხვდებით, რომელშიც საუბარია ალ-ლაქზზე, რომელიც ქალაქია დარბანდ ხაზარ›ნში [Abu al-fida, 1840:391]. ამ შემთხვევაში, დარბანდ ხაზარ›ნის ერთად მოხსენიება უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ საუბარია ხაზართა კარზე, კასპიის კარზე, დარუბანდზე, და ამ შემთხვევაში ხაზარ›ნი უშუალოდ ხაზარის მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, ხოლო დარბანდ ხაზარ›ნში კი დარუბანდი და მისი მიდამოები ვიგულისხმოთ, როგორც რეგიონის სახელი. ამასთან, შეგვიძლია დავაკავშიროთ, მეთერთმეტე საუკუნის ავტორის, მაჰმუდ ალ-ქაშაღარის, ,,დივან ალ-ლუღათ ათ-თურქიაში’’ მოცემული რუკა (იხ. რუკა), რომელიც ასახავს იმ ტერიტორიებს, რომლებზეც სახლობდნენ თურქულენოვანი ხალხები. სწორედ ამ რუკაზეა დატანილი დარბანდ ხაზარ›ნი, კასპიის ზღვის სამხრეთ დასავლეთით. აღსანიშნავია, რომ რუკაზე ცალკე ხაზარები არსად იხსენიება. ამ შემთხვევაშიც ხაზარ›ნში ხაზარები უნდა მოვიაზროთ. იმავე, მოსაზრების განსამტკიცებლად შეგვიძლია დავიმოწმოთ სადიკ ისფაჰანის ცნობაც: „ხაზარ, არის სახელი ნოეს (მშვიდობა მასზე) ვაჟისა, ეს სახელი ეწოდა დეშთ-ი-ხაზარს, რეგიონს მეექვსე კლიმატში, ხაზართა ზღვის ჩრდილოეთით, რომელიცაა გილანის ზღვა; ამ რეგიონს ასევე უწოდებენ ხაზარანს ან დეშთ-ი-კიბჩაკს [4], იგი მოიცავს სერაის, ბალენჯერს, ბურტას და სხვა ქალაქებს“ [Isfahani, 1832:23]. თუ ამ ორ წყაროს შევაჯერებთ, აშკარაა, რომ ხაზარ›ნში ხაზარები იგულისხმებიან. მართალია, ტერიტორიისა და ლოკალიზაციის თვალსაზრისით განსხვავებულ ადგილებს გულისხმობენ (დარუბანდი და კასპიის ზღვის ჩრდილოეთი), თუმცა ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ხაზარებთან. აქვე დავამატებდით კიდევ ერთ ცნობას ჰოდუდ ალ-ალემიდან, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „ხაზართა დარუბანდი ქალაქია ზღვის პირას“ [ისთახრი... 1937:16]. ამ წყაროში პირდაპირაა ნათქვამი ხაზართა დარუბანდი, რაც შეესაბამება უკვე განხილულ არაბულ წყაროებს.
®აyზ›ნის მდებარეობისა თუ იდენტიფიცირების შესახებ რამდენიმე ვარაუდი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გამოითქვა. ®აyზ›ნის შესახებ სამი ვერსია შემოგვთავაზა ვ. მინორსკიმ. პირველი: ის აიგივებს ®აyზ›ნს, ხაyდ ნსა და ხაyდაკს ერთმანეთთან და, ამდენად, ხაyდაკს ათავსებს ჩრ. კავკასიაში, დარუბანდთან ახლოს [Minorsky, 1953:525]. სამხრეთ კავკასიაში კი ®აyზ ნში იგი მოიაზრებს ხიზს [Minorsky, 1953:525], რაც იბნ ხორდადბეჰის ცნობას ეყრდნობა: „...ხოლო არმინიyაშია [5] ასევე ხუôაy, ას-სანარიyა, ალბაკი, ქისალი, აბხაზი, ალ-ჯარდმ›ნის ციხე, ხაyზ›ნი, შაქქი, და ქალაქი ალ-ბ›ბი“ [Ibn Khordadbeh, 1889:123]. იქვე: „ხოლო მუსას ამბავში, მშვიდობა მას: ,,დაინახე, როდესაც თავი შევაფარეთ კლდეს, დამავიწყდა ვეშაპი, რომელიც ცოცხალია. კლდე კი ესაა – კლდე შარô›ნისა, ხოლო ზღვა ზღვაა ჯილ›ნისა, ხოლო სოფელი – სოფელია ბაჯარô›ნი. რომ შევხვდი ღულამს, მოვკალი იგი სოფელ ხაyზ›ნში“ [Ibn Khordadbeh, 1889:124]. ამ შემთხვევაში მთავარ იდენტიფიკატორად წყაროში დასახელებული ,,მოსეს კლდეა’’ აღებული, რომელიც თანამედროვე ხიზთან მდებარეობს [6]. ვ. მინორსკი ®აyზ›ნს ასევე აკავშირებდა ჰანდანთან, რომელსაც ხაჩენის სამხრეთით, მდინარე არაქსთან, მოიაზრებდა [Minorsky, 1953:525].[7] ამ უკანასკნელის წყაროს იგი არ უთითებს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული მოსაზრება ალ-ისტახრის ცნობას უნდა ეყრდნობოდეს, სადაც ნახსენებია ®აჯირ›ნი – მდინარე არაქსთან ახლოს: „არ-რ›ნის საზღვრებია ბ›ბუ-ლ-აბô›ბიდან თიფლÒსამდე და ახლოს მდინარე არაქსამდე, იმ ადგილამდე, რომელიც ცნობილია როგორც ®აჯირ›ნ [8], [Al-Istakhri, 1927:190]. შეიძლება ითქვას, იმავეს ეხმაურება იბნ ჰაუკალთან მოცემული ცნობაც, რადგანაც გეოგრაფიული აღწერილობა, რომელიც გულისხმობს მდინარე არაქსთან მის სიახლოვეს, აქაც მეორდება: „ôარსანიდან, ბარდადან, ბ›ბუ-ლ-აბô›ბიდან და კუნძულიდან, რომელიც ხაზართა ზღვაშია, გააქვთ ენდრო, ხაზართა ზღვით ჯურჯ›ნში [9] იქიდან კი ინდოეთში ხმელეთით. ეს ენდრო არის მთელ არ-რ›ნში, ვიდრე ბ›ბუ-ლ-აბô›ბის საზღვრებამდე, თაფილÒსამდე და ახლოს მდინარე არაქსამდე და ნაჰია ხაზარ›ნამდე [10], რომელიც არის სამეფო აზარბაიჯანის მფლობელის ხელ ქვეშ, რომელიც არის მთაში“ [Ibn Hawqal, 1992:298]. თუმცა იგივე ცნობა გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, რამდენადაც უფრო ადრინდელ დე გუეს რედაქტორობით გამოცემულ წიგნში გვაქვს არა ხაზარ ნი, არამედ – ჯურზ›ნი [Ibn Hawqal, 1873:249]. თითქმის იგივე მოსაზრებები აქვს ჩამოთვლილი ®აyზ›ნთან დაკავშირებით გეიბულაევს წიგნში ,,აზერბაიჯანის ტოპონიმები’’ (Топонимия Азербайджана)[Гейбуллаев, 1986:135].
ალ-ბალაზური ერთ-ერთი პირველი ავტორია, რომელთანაც ®აyზ›ნი/ხაyზ›ნია ნახსენები და ისიც – ოთხჯერ. პირველად, როდესაც სალმან ბ. რაბი’ა უბოძებს სულჰს ხაyზ›ნის ხალხს გაბალასა და შაქთან ერთად, ამის შემდგომ კი სალმანი შეებრძოლება ხაკანს ალ-ბალანჯარის მდინარის გაღმა. კომენტარში კი რედაქტორი აღნიშნავს, რომ ,,ალიფ’’ ხელნაწერში არის ®აyრ›ნ ფორმა (حيران) [Al-Baladhuri, 1987:286]. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია ისეთ ადგილთან, რომელიც ახლოს იყო გაბალასა და შაქთან, ე.ი. აღნიშნული ადგილი მდებარეობდა სამხრეთ კავკასიაში. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ იბნ ხორდადბეჰის ზემოთ მოტანილი ცნობა, რომელშიც ®აyზ›ნი დასახელებულია იბნ ქანდიმ›ნის ციხესა და შაქთან ერთად. მეორედ, საუბარია ჰუზაიფა ბ. ალ-იემენ ალ-აბბასის მიერ გაგზავნილ ხელქვეითებზე, რომლებიც მან გაგზავნა იმ ადგილებში, რომლებიც არის კალიკალასა (არზარუმი) და ხაyზ›ნს შორის [Al-Baladhuri, 1987:287]. ამ ცნობის მიხედვით, გამოდის, რომ არაბთა მიერ იმ დროისთვის კონტროლირებადი ორი უკიდურესი წერტილია დასახელებული, სამხრეთ დასავლეთით არზარუმი და ჩრდილო აღმოსავლეთით ®აyზ›ნი. მესამედ, საუბარია რუსთაკ ხაyზ›ნზე, სადაც ჯარრაჰ ბ. აბდ ალლაჰ ალ-ჰაქიმმა ორი სოფელი გამოუყო დამარცხებულ ჰამზინის მცხოვრებთ [Al-Baladhuri, 1987:289]. აქ საუბარია არაბთა ცნობილი სარდლის, ჯარაჰის, შესახებ, და მის ლაშქრობებზე, რომლებიც მერვე საუკუნის ოციან წლებში იყო. და ბოლოს: „დაუზავდა მასლამა ხაyზ›ნის ხალხს, მისი ბრძანებით მისი (ხაიზანის) ციხე დაშალეს, ხოლო ის თავისად გამოაცხადა. დღეს ის ცნობილია, როგორც ჰავზ ხაyზ›ნი“ [Al-Baladhuri, 1987:291]. ალ-ბალაზურის ცნობების მიხედვით, ®აyზ›ნი ერთდროულად იყო ქალაქის, პროვინციისა (რუსთაკ) და სიმაგრის სახელი. პირველ ორ შემთხვევაში ეს არის კავკასიაში არაბთა დაპყრობების ადრეული ეტაპი, რომელიც არ სცილდება ორმოცდაათიან წლებს (ჰუზაიფა 656 წელს გარდაიცვალა). ასევე ვფიქრობთ, რომ ალ-ბალაზურისთან ნახსენები მასლამა უნდა იყოს მასლამა ბ. აბდ ალ-მალიქი, ხალიფა ჰიშამ ბ. აბდ ალ-მალიქის ძმა, რომელმაც კავკასიის რეგიონში ჯარაჰი ჩაანაცვლა [საქართველოს... ტ.2, 1973:289].
იაკუთ ალ-ჰამავისთან გვხვდება როგორც ®აyზ›ნი, ისე – ხაyზ›ნ ფორმებიც. ®აyზ›ნის შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ საუბარია იმავე ადგილზე, რომელსაც პირველად ასახელებს ალ-ბალაზური (იხ.ზემოთ): „®აyზ›ნი-ამბობს ნასრი, რომ ®აyზ›ნი ®ა ფათჰით არმინიის ერთ-ერთი ქალაქია შარვანის მახლობლად. გრძედი ®აyზ›ნისა 72 გრადუსია და მეოთხედი. განედი 34 გრადუსი დაპყრობილია სალმან ბ. რაბი’ას მიერ“ [yაკუთი, 1964:46]. ალ-ბალაზურისთან და ალ-იაკუთთან ნახსენები სალმან ბ. რაბი’ა ერთი და იგივე პიროვნებაა. ამდენად, ორივე შემთხვევაში საუბარი ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იყოს.
არაბ-მუსლიმ ავტორთა ცნობათაგან, გამოვარჩევდით იბნ რუსთას ცნობას ®აyზ›ნის შესახებ, რომელსაც აქამდე სათანადო ყურადღება არ დასთმობია. ,,ძვირფასი ყელსაბამების წიგნში’’ მოცემულია ჰერეთის ისტორიისათვის ერთობ საინტერესო ცნობა, რომელიც, სამწუხაროდ, ისტორიკოსებს მხედველობიდან გამორჩათ [11]. კონკრეტულად კი, თავში ას-სარირ ვკითხულობთ: „...ციხიდან მარჯვნივ გზა,რომელიც მისგან გამოდის, მიდის მაღალ მთებსა და ტყეს შორის, ეს გზა მიდის 12 გაჩერება (მანძილი), რომელიც მიდის ქალაქამდე, რომელსაც ჰქვია ®აyზ›ნ [12] და მას ჰყავს მეფე. რომელსაც ჰქვია აზარნარსა [13], რომელიც აღიარებს სამ რელიგიას, თუ კი არის პარასკევი, ლოცულობს მუსლიმებთან ერთად; თუ კი არის შაბათი, ლოცულობს იუდეველებთან; ხოლო კვირა დღეს – ქრისტიანებთან ერთად. ყველა, ვინც მივა მასთან, ამტკიცებს, რომ ,,ისინი ვინც არიან ამ რელიგიის მიმდევრები, სწორედ მათ ხელშია ჭეშმარიტება, და რომ სხვების არის სიცრუე, ხოლო მე ვარ ყველას მიმდევარი, ამდენად, ყველა ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარიც“. ათი ფარსახია მათი ქალაქიდან იმ ქალაქამდე, რომელსაც ჰქვია რანჰასი...“[Ibn Rosteh, 1892:147].
აქ საინტერესოა მოხსენიება ადარნასესი, რომელიც იყო მეფე ქალაქ ®აyზ›ნისა და ლოცულობდა მუსლიმებთან, იუდეველებსა და ქრისტიანებთან ერთად. იბნ მისქავაიჰი თითქმის იდენტურად იმეორებს აღნიშნულ ცნობას, იმ გამონაკლისით, რომ მის ცნობაში ნახსენები არაა მეფე ადარნესე და ლოცვის შესახებ ისტორია მიემართება ®აyზ›ნის ხალხს [Minorsky, 1953:525 ]. ტექსტში ნახსენებ მეფე ადარნასესთან დაკავშირებით კი ვფიქრობთ, საუბარი უნდა იყოს ჰერეთის მმართველ ადარნასე პირველზე, საჰლ იბნ სუმბატის ძეზე. მათ ერთობლივად გაილაშქრეს მიჰრანიდებზე და ამოხოცეს ისინი [Буниятов, 1965:184-85]. აქამდე ცნობილი არ იყო, ვინ მართავდა ჰერეთს საჰლ იბნ სუმბატის შემდეგ, რომელიც 853 წელს ბუღა თურქმა შეიპყრო და სახალიფოში გაგზავნა. არსებობდა მხოლოდ ვარაუდი ადარნასეს, როგორც ახალი მთავრის შესახებ. იბნ რუსთასთან კი ის პირდაპირ მოხსენიებულია არა როგორც მთავარი, არამედ, როგორც მეფე. შესაბამისად, აღნიშნული ცნობა ავსებს ჰერეთის ისტორიის კიდევ ერთ საინტერესო მონაკვეთს, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ ვარაუდი არსებობდა. ამასთან, გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული ადარნასე იყოს ადარნასე მეორე, უკვე ჰერეთის მეფე, რომელიც გრიგოლ ჰამამის შემდგომ მართავდა ჰერეთს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ ყოვლისა, იბნ რუსთას თხზულების შედგენის ძირითად თარიღად მიჩნეული 903 წელი [Крачковский, 1957:159], მაშინ, როცა ადარნასე მეორე დაახლოებით 915 წლიდანაა მეფე. მართალია, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იბნ რუსთა უფრო გვიან გარდაიცვალა და მისი თხზულების შედგენის თარიღად 913 წელიც მიიჩნევა [Крачковский, 1957:159-160]. ამ შემთხვევაში, უნდა აღვნიშნოთ იბნ რუსთას კიდევ ერთი ცნობა, რომელიც მოცემულია იმავე თავში ას-სარირ და რომელშიც ნახსენებია ას-სარირის მეფე ავარი (ან ავაზი): „...და მათი (ას-სარირის) მმართველი არის ავარი...“ [Ibn Rosteh, 1892:147]. სწორედ ამ ცნობას მოსდევს ცნობა ადარნასეს შესახებ. ჩვენთვის კი ცნობილია, რომ ავარი მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში იყო მმართველი ას-სარირისა. ამდენად, ზემოთ მოცემული ცნობა არ სცდება მეცხრე საუკუნეს. ადარნასე პირველის მეფედ მოხსენიებამ კი შესაძლოა გარკვეული კორექტივი შეიტანოს ჰერეთის სამეფოს მმართველთა ტიტულატურაში, რამდენადაც იბნ რუსთასთან ადარნასე ჰერეთის მეფეა. შესაბამისად, ეს ცნობა წინ უსწრებს მოვსეს კალანკატუაცის ცნობას, რომლის მიხედვითაც ჰერეთის მეფის ტიტული 893 წელს მიიღო გრიგოლ ჰამამმა. თუ იბნ რუსთასთან ნახსენებ ადარნასეს ჰერეთის მმართველად მივიღებთ, მაშინ ისმის შეკითხვა, რა იგულისხმება, ან სად მდებარეობდა ხსენებული ®აyზ›ნი/®აyრ›ნი, რომლის მეფედაცაა ნახსენები ადარნასე? ცხადია, ამ შემთხვევაში ვერც ხაზარს და ვერც ხიზს ვერ გავაიგივებთ, რამდენადაც ჰერეთის სამეფოს საზღვრები ამ სივრცეზე არასდროს გავრცელებულა. თ. პაპუაშვილმა, წყაროთა შეჯერების საფუძველზე, დაასკვნა შემდეგი: „ჰერეთი მოიცავდა: გარე კახეთის ნაწილს, ქიზიყს, დიდ ნაწილს შიდა კახეთისას, გაღმა-მხარს, საინგილოს და ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანს (ყოფილი შაქის ოლქი ანუ ნუხის მაზრა)“ [პაპუაშვილი, 1970:101]. ამ შემთხვევაში გვსურს, გამოვთქვათ ფრთხილი ვარაუდები ®აyზ›ნის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა, უნდა დავუბრუნდეთ ისევ და ისევ არაბულ ორთოგრაფიას და სიტყვის ®აyრ›ნად (حيران) შესაძლო ინტერპრეტაციას, მით უფრო, რომ ალ-ბალაზურისთან, ერთ-ერთ ხელნაწერში, მსგავსი შემთხვევა გვაქვს მოცემული [14]. თავის მხრივ კი, ®აyრ›ნი მსგავსებას პოვებს სახელ ჰერეთთან [15]. აქვე უნდა გავიხსენოთ ალ-ბალაზურის ერთ-ერთი ცნობა, რომელშიც ®აyზ›ნი სწორედ რომ რეგიონის სახელია. აღსანიშნავია, აგრეთვე ლეონტი მროველთან მოხსენიებული ხორანთა: „ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკუარისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართვათაგან , ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თვისი ჰერეთ. და მისგან ჰქვიან ჰერეთსა ჰერეთი. და აქ მას ადგილსა ჰქვიან ხორანთა“ [ქართლის... 1955:5]. ლეონტი მროველის მიხედვით, ხორანთა და ჰერეთი ერთი და იგივეა. რაც შეეხება მის არაბულ დაწერილობას, თავისუფლად შეიძლება, ®აyზ ნი ხორანთასთან იქნეს გაიგივებული ხორ›ნ>ხაyრ›ნ>®აyრ›ნ>®აyზ›ნ ( خيران>حيران>حيزان). დ. მუსხელიშვილის მიხედვით, ხორანთა იორ-ალაზნის შესართავთან, მინგეჩაურის წყალსაცავშია მოყოლილი [ქსე ტ. 11, 1987:498].
®აyზ›ნთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. შუა საუკუნეების არაბულენოვან ისტორიულ წყაროებში, განსაკუთრებით გეოგრაფიული ხასიათის ლიტერატურაში, რეგიონის/პროვინციის დახასიათებასთან ერთად, როგორც წესი, მოცემული გვაქვს მარშრუტები, რომლებშიც დასახელებულია ქალაქები/პუნქტები და მათ შორის მანძილები. შესაძლოა, ეს ინფორმაცია მოცემული იყოს უშუალოდ კონკრეტული პუნქტის აღწერისას ან თავის/თხზულების ბოლოს, ჩამონათვალის სახით. ®აyზ›ნის შემთხვევაში, ის მხოლოდ ფრაგმენტულადაა ნახსენები წყაროებში და, ამასთან, არ გვხვდება რომელიმე ცნობილი-მნიშვნელოვანი ქალაქისკენ მიმავალ გზაზე. ამ ტიპის ინფორმაციას მხოლოდ იბნ რუსთას ზემოთ მოცემული ცნობა გვაძლევს, რაც ასევე არასაკმარისია. ამით შეიძლება ითქვას, გამოირიცხება ®აyზ›ნის რომელიმე ცნობილ დასახელებასთან (მაგ. დარუბანდი) იგივეობის საკითხი. ამის მიზეზი კი შესაძლოა საკუთრივ ჰერეთისა და არაბულ-ისლამური სახალიფოს ურთიერთობა იყოს. ბუღა თურქის ლაშქრობამდე საჰლ იბნ სუმბატს კარგი ურთიერთობა აქვს სახალიფოსთან, რომლის ნებართვითაც იგი იპყრობს ალბანეთის დანარჩენ ნაწილს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს [საქართველოს... ტ.2, 1973:409]. განსხვავებით სხვა ქართული სამეფო-სამთავროებისგან, ჰერეთი თითქმის არ იბრძვის არაბების წინააღმდეგ და შედარებით მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს [საქართველოს... ტ.2, 1973:412]. ჰერეთი მეათე საუკუნეშიც არა თუ იბრძვის არაბთა წინააღმდეგ, არამედ იყენებს კიდეც მათ ლაშქრობებს შემდგომი გაძლიერებისთვის. მაგალითად, აბუ-ლ-კასიმის ლაშქრობის დროს ვიცით, რომ მან დაარბია კახეთი, ქართლი და სამცხე, თუმცა არსადაა საუბარი ჰერეთზე ან ჰერეთის რომელიმე დასახლებულ პუნქტზე. პირიქით, როგორც ვახუშტი წერს, ჰერეთის მმართველებმა აბუ-ლ-კასიმის ლაშქრობა სათავისოდ გამოიყენეს: „ჟამსა მისსა მოვიდნენ სარკინოზნი საჯნი და მოსტყვევნეს კახეთი და წარიღეს საჯთა ჯუარი დაჭრილი. არამედ რა იხილა შეავებად ფადლისა ძემან ადარნასესამან და ქმარმან დინარ დედოფლისა, მან კვალად დაიპყრა კვირიკესა და კონსტანტინე მეფისაგან მიღებულნი ჰერეთისა თვითვე და იწოდა კვალად მეფედ“ [ვახუშტი, 1913:149-150]. ამ ცნობიდანაც აშკარაა, რომ ჰერეთს არ შეხებია აბუ-ლ-კასიმის ლაშქრობა და, პირიქით, გამოიყენა კახეთისა და ქართლის დასუსტება. ადარნასემ დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები და ტიტულიც კი. იგივე შეიძლება ითქვას იოანე სენექერიმზეც, რომელიც მეათე საუკუნის მეორე ნახევარშია ჰერეთის მეფე. იბნ ჰაუკალი წერდა: „და დათანხმდა სანაჰარიბი, ცნობილი, როგორც იბნ სავარათ მფლობელი არ-რბ’ [16], 300 000 დირჰამს და ამასთან საჩუქრებს“. იქვე გრძელდება: „და დაუმტკიცა სანაჰარიბს ხაჯინის [17] მფლობელს 100 000 დირჰემი და ცხენები და საჩუქრები 50 000 დირჰემის...“ [Ibn Hawqal, 1992:303]. ამ შემთხვევაშიც ჰერეთის მეფეს ვასალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ®აyზ ნი, როგორც სამეფო, დასახელებულია იბნ ჰაუკალთან, ადრე მოყვანილ ცნობაში, და ის არის სამეფო, რომელიც აზერბაიჯანის მმართველსაა დაქვემდებარებული [Ibn Hawqal, 1992:298]. მართალია, იბნ ჰაუკალის ცნობა მეათე საუკუნისაა და აზერბაიჯანის მმართველებში სალარიანთა დინასტია იგულისხმება, თუმცა ჩვენთვის აქ მნიშნელოვანია ®აyზ›ნის ხსენება ცალკე სამეფოდ, რომლის არსებობაც არც მეცხრე საუკუნის ბოლოს უნდა გამოვრიცხოთ. ასევე გვაქვს კიდევ ერთი ცნობა ალ-ისტახრისა, რომელშიც ქურჯი (ე.ი. ჯურზანი ანუ ,,საქართველო’’), ხაზარი, ბ›ბ ალ-აბვ›ბი (დარუბანდი) და ხაyზ›ნი ერთად არის ნახსენები, რაც გამორიცხავს მათ იდენტურობას ან ორთოგრაფიასთან დაკავშირებულ საკითხებს: „ის [ბ›ბ ალ-აბვ›ბი] პორტია ნახსენები ზღვისა, იკრიბებიან მასში ალ-ხაზართაგან, ას-სარირთაგან, შანზანიდან, ხაyზ ნიდან, ქურჯიდან, რუკლანიდან, ზირიქრანიდან და ღუმიქიდან...“ [Al-Istakhri, 1927 :186][18].
რომ შევაჯამოთ – ®აyზ›ნ/ხაyზ›ნთან დაკავშირებული ცნობები, არაბულ წყაროებში ნახსენებია სხვადასხვა მნიშვნელობით და ასევე შესაძლებელია, რომ ერთსა და იმავე ავტორთანაც კი ჰქონდეთ განსხვავებული მნიშვნელობა [19]. ამასთან, ვიზიარებთ ვ. მინორსკის მოსაზრებებს ®აyზ›ნ/ხაyზ›ნის ხიზთან იგივეობის შესახებ, ისევე, როგორც ®აyზ›ნ/ხაyზ›ნის ჯურზანად შესაძლო გამოყენების შემთხვევებს. დამატებით, გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხსენებული ტოპონიმი შეესაბამება ხაზარს თავისი მნიშვნელობით და დაკავშირებულია დარუბანდთან. ასევე, იბნ რუსთასა და სხვა ავტორებზე დაყრდნობით, ვვარაუდობთ, რომ ტოპონიმ ®აyზ›ნ/ხაyზ›ნში ვიგულისხმოთ ჰერეთი და ჰერეთის სამეფო, შესაძლოა – ხორანთაც. არ გამოვრიცხავთ, შემდგომში დამატებით გამოვლინდეს ახალი ცნობები ან წყაროები ®აyზ›ნ/ხაyზ›ნთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ მოჰფენს ნათელს მის ადგილმდებარეობას.
[1]მაგ. იბნ რუსთას კონკრეტული ცნობა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, გადატანილი აქვს იბნ მისქავაიჰის გარკვეული ცვლილებებით.
[2]აქვე ვახსენებთ იმასაც, რომ შუა საუკუნეების არაბულ გეოგრაფიულ თუ ისტორიოგრაფიულ თხზულებებში არც თუ იშვიათია ხაზარისა და ჯურზანის (ე.ი. საქართველო) აღრევა.
[3]იაკუთ ალ-ჰამავისთან თბილისზე ცნობებში კი გვაქვს ჯურზანი [იაკუთი, 1964:38-41].
[4]ე.ი. ყივჩაღთა ველი.
[5]აქ: იგულისხმება პროვინცია არმინია, რომელიც, ფაქტობრივად, მოიცავდა სომხეთს, არ-რანს და აზარბაიჯანს.
[6]მართალია, ვ. მინორსკი ჰაიზანსა და ხიზს აიგივებდა, თუმცა იმავე ნაშრომის 511-ე გვერდზე, მოცემულ რუკაზე დატანილი აქვს ალ-ჰაირ(ზ)ანი არაბულად და კითხვის ნიშნებით, არცახის რეგიონში, ქალაქ შუშასაგან სამხრეთით, მდ. არაქსის მიდამოებში. ამდენად, ის ერთდროულად ერთზე მეტი ®აyზ›ნის არსებობას ვარაუდობდა.
[7]ზ. ბუნიატოვი კი, ჩანს, ხაჩენსა და ხაyზÀნს აიგივებს, როდესაც ჩამოთვლის იმ ქალაქებს, რომლებიც არცახის მთიან რაიონშია და დაიპყრეს არაბებმა [Буниятов, 1965:82].
[8] نخجوان . ასევე კომენტარში შესაძლო ვარიანტად მითითებულია ნახჭევან ფორმაც: بحجران , სადაც თავში მოცემული (بِ) არის ნაწილაკი, ამ შემთხვევაში მნიშვნელობით ,,როგორც’’. თუმცა, ის ასევე იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რადგანაც აღნიშნული სიტყვა დიაკრიტიკული ნიშნების გარეშე იქნება ىححران , საიდანაც ადვილად იწარმოება ,,ნახჯივან’’ სიტყვა نخجوان .
[9] აქ: გორგანში.
[10] ასეთი ფორმით გვხვდება ის კრამერსის მიერ გამოცემულ რედაქციაში خزران الى نواحي (ხაზარან) ანუ (გვ. 298) შესაძლოა, ისევ და ისევ, იგულისხმებოდეს ,,ჯურზან’’ ფორმა და არა ხაზარან.
[11] თუ არ ჩავთვლით ალ-მისქავეიჰის თითქმის იდენტურ ცნობას, სადაც მეფე ადარნასე არ არის და რომელი ცნობაც ნახსენები აქვს კრამერსს.
[12] حَيْزان.
[13] اذرنرسى.
[14] იხილეთ ზემოთ.
[15] ასევე თ. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მეცხრე-მეათე საუკუნეების ქართულ მწერლობაში, სახელწოდება ჰერეთში, მთელი ალბანეთი მოიაზრება (მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო). როგორც თავად უთითებს, ეს მოსაზრება ი. აბულაძეს და დ. მუსხელიშვილსაც გამოუთქვამთ, თუმცა არ აუხსნიათ ჰერეთის პოლიტიკური ისტორიის ფაქტებით [პაპუაშვილი, 1970:194].
[16] არ-რაბ' (الربع) გვერდზე დე გუე ფრჩხილებში უთითებს კითხვის ნიშანს [Ibn Haukail, 1873: 252, სტრიქონი 14]. ჩანს ეს ადგილი ბოლომდე გარკვეული არ იყო და არც ამ ტერიტორიის/სამფლობელოს იდენტიფიცირება ხერხდება (იგივე ფორმითაა მითითებული კრამერსთანაც).
ამასთან, თუ წავიკითხავთ, როგორც არ-რუბ’ , მაშინ მას რამდენიმე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს: მეოთხედი; ტერიტორია; საბაჟო სახლი [Miorsky, 1953:522].
[17]خاجين
[18] სპარსულ ვერსიაში გვაქვს ასე: ეს ქალაქი (დარუბანდი) ნავსადგურია ხაზართა და სერირთათვის, გურგანის, ტაბარისტანის, ქართველებისა და ყაითაყისათვის [ისთახრი, 1937:3].
[19] ტოპონიმი ®აyზ›ნ/ხაyზ›ნ/®აyრ›ნ ფორმით ნახსენებია სხვა ავტორებთანაც, თუმცაღა მათ არ აქვთ არანაირი კავშირი, კავკასიის რეგიონში იმავე დასახელების მქონე გეოგრაფიულ პუნქტთან. ასე მაგალითად, ალ-მას’უდთან თავში ხსენება მეფე ათაბეგისა დიარ ბაქრის შემდგომ: „და ამ წელს გაემართა ათაბეგ ზანქი დიარ ბაქრში და დაიპყრო იქ რიგი ქალაქებისა და ციხეებისა, ამ ქალაქებს შორისაა ქალაქი ტანზა, ას’არდი, ქალაქი ®აyზ›ნი“ [Macoudi, 1877:329]. იმავე ®აyზ›ნზე უნდა იყოს საუბარი აბუ ლ-ფიდასთანაც, რომლის კოორდინატებსაც იგი გვაძლევს მეშვიდე სამხედრო იკლიმიდან, რომელიცაა ალ-ჯაზირა (ე.ი. ზემო მესოპოტამია) ტიგროსსა და ევფრატს შორის დიარ ბაქრში [Abu al-fida, 1840:282]. მოცემულ სახელებში უნდა ვივარაუდოთ ქალაქი ჰარანი, რომელიც მდებარეობდა მესოპოტამიის (ალ-ჯაზირა) ჩრდილოეთით და ითვლებოდა ან დიარ ბაქრის ან მესოპოტამიის ნაწილად. ალ-იდრისთანაც გვხვდება ტოპონიმი ®აyრ›ნი თუმცა ამ შემთხვევაში ამ სახელით აღნიშნული ადგილი მდებარეობდა იემენში, ქალაქ სანასთან [Al-Idrisi, 2002:55].
ლიტერატურა
ვახუშტი 1913 |
საქართველოს ცხოვრება 1469-1800–მდე, თბილისი. |
ზაქარია 1975 |
ზაქარია ალ-კაზვინის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბილისი. |
yაკუთი 1964 |
yაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბილისი. |
ისთახრი 1937 |
ისთახრი – ჰუდუდ ალ-ალემი – ჰამდალლაჰ ყაზვინი, თბილისი. |
პაპუაშვილი თ. 1970 |
ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბილისი. |
საქართველოს... 1973 |
საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.2 , თბილისი. |
ქართლის... 1955 |
ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბილისი. |
ქსე 1987 |
ქართული საბჭოთა ენციკლიპედია, ტ. 11, თბილისი. |
Abu al-fida 1840 |
Geographie D’Aboulfeda, texte arabe, Paris. |
Al-Mokaddasi 1877 |
Descriptio Imperii Moslemici, Leiden. |
Al-Baladhuri 1916 |
The Origions of the Islamic State, New Yourk. |
Al-Baladhuri 1987 |
Futuh al-Buldan, Beirut. |
Al-Idrisi 2002 |
Kitab Nuzhat Al-Mushtaq fi'khtiraq Al-'afaq, Cairo. |
Al-Istakhri 1927 |
Abu Ishak al-Faris al-Istakhri, Leiden. |
Ibn Hawqal 1992 |
Surat al-‘ard, Beirut. |
Ibn Hawqal 1873 |
Abu’l-Kasim Ibn Haukal, Leiden. |
Ibn Khordadbeh 1889 |
Kitab Al-Masalik Wa’L-Mamalik, Leiden. |
Ibn Rosteh 1892 |
Kitab al-A’lak An-Nafisa, Leiden. |
Isfahani 1832 |
Geographical Works, London. |
Macoudi 1877 |
Les Prairies D'Or, T.9, Paris. |
Minorsky 1953 |
Caucasica IV, Bulletin of the School of Oriental and African Studies, Vol. 15, #3, London. |
Буниятов З. 1965 |
Азербайджан в VII-IX ВВ., Баку. |
Гейбуллаев Г.А 1986 |
Топонимия Азербайджана, Баку. |
Крачковский И.Ю 1957 |
Избранные Сочинения Том IV, Москва-Ленинград. |