დაძაბულობის ინდიკატორები ზეპირ და წერილობით ტექსტებში

ტრა­დი­ცი­უ­ლად მეც­ნი­ე­რე­ბი და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლის შექ­მნას უკავ­ში­რებ­დნენ წი­ნა­და­დე­ბის ელე­მენ­ტე­ბის (თე­მი­სა და რე­მის) მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბის იე­რარ­ქი­ულ დო­ნე­ებს და მათ სუ­პერ­სეგ­მენ­ტულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს [Amman, 1828:3; Gabelentz, 1891: 357-358; Boost, 1964], მაგ­რამ ლინ­გვის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ეტაპ­ზე საკ­მა­რი­სი აღარ არის და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლის წი­ნა­და­დე­ბის ფარ­გლებ­ში შეს­წავ­ლა. ეს ფე­ნო­მე­ნი უკ­ვე მო­ითხ­ოვს მი­სი კვლე­ვის არე­ა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­ფარ­თო­ე­ბას, ანუ მის ტექ­სტობ­რივ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ას. წე­რი­ლო­ბით და ზე­პირ ტექ­სტებ­ში ვერ­ბა­ლუ­რი და პრო­სო­დი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა მჭიდ­რო კავ­შირ­შია ავ­ტო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ინ­ტენ­ცი­ის და, შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­სტის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის გა­მო­ხატ­ვას­თან.

წე­რი­ლო­ბი­თი ტექ­სტი ხა­სი­ათ­დე­ბა სამ­ფე­ნო­ვა­ნი (არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კუ­ლი, ვერ­ბა­ლუ­რი, გრა­ფე­მულ­-გრა­ფი­კუ­ლი) ბა­თიზ­მა­ტუ­რი ვე­ლით. ბა­თიზ­მა­ტუ­რი ვე­ლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის დო­მი­ნი­რე­ბის მი­ხედ­ვით ინ­ტერ­პრე­ტა­ტორს შე­უძ­ლი­ა, გა­მო­ყოს ტექ­სტის ანა­ლი­ზის ას­პექ­ტე­ბი: ლექ­სი­კუ­რი, სე­მან­ტი­კუ­რი, გრა­მა­ტი­კუ­ლი, სიტყ­ვა­წარ­მო­ე­ბი­თი და გრა­ფე­მულ­-გრა­ფი­კუ­ლი. ორ­დი­ნა­ლურ ტექ­სტებ­ში ენის ყვე­ლა ფე­ნა ნე­იტ­რა­ლუ­რი­ა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ნორ­მის ფარ­გლებ­ში ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა ე. წ. პუ­ან­ტი­რე­ბულ ტექ­სტებს, მათ­ში ბა­თიზ­მა­ტუ­რი ვე­ლის ფე­ნე­ბის თან­ხმო­ბა დარ­ღვე­უ­ლი­ა, ერ­თი რო­მე­ლი­მე ან რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი დო­მი­ნი­რებს მე­ო­რე­ზე [ფურცელაძე, 1998:57-136]. ჩვენ მი­ერ გან­ხი­ლულ წე­რი­ლო­ბით ტექ­სტებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლი უმ­თავ­რე­სად ლექ­სი­კურ­-სე­მან­ტი­კუ­რი და გრა­ფე­მულ­-გრა­ფი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაა პუ­ან­ტი­რე­ბუ­ლი, ზე­პირ ტექ­სტებ­ში გრა­ფე­მულ­-გრა­ფი­კუ­რი ას­პექ­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს პრო­სო­დია [Lyons,1992:24; Brinker, 1988:47], რო­მე­ლიც ტექ­სტის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტე­ბის ხაზ­გას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და ამ სეგ­მენ­ტე­ბის საზღ­ვრე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი­ა. პრო­სო­დი­ულ სიგ­ნა­ლებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ ზე­პი­რი ტექ­სტის ადეკ­ვა­ტუ­რი აღ­ქმა-­გა­გე­ბის, ში­ნა­არ­სის სწო­რი დე­კო­დი­რე­ბი­სა და რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის დროს.

პრო­სო­დია ზე­პირ ტექ­სტში ვერ­ბა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად ემ­სა­ხუ­რე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან ელე­მენ­ტებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას: მის აკუ­მუ­ლი­რე­ბას და ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ას. პრო­სო­დია ზე­პი­რი ტექ­სტის რო­გორც ინ­ტეგ­რა­ცი­ის, ასე­ვე დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­სი სე­მან­ტი­კის, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და კომ­პო­ზი­ცი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რია. [მუჯირი, 2006:72-79, 115-188]

ტექ­სტი, ერ­თი მხრივ, პო­ლის­ტუ­რი, მე­ო­რე მხრივ კი, დის­კრე­ტა­ცი­უ­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტი­ა, რამ­დე­ნა­დაც ის, ერ­თი მხრივ, მთე­ლი და ღი­ა­ა, მე­ო­რე მხრივ კი, შედ­გე­ბა ერთ მთე­ლად კომ­პო­ნი­რე­ბუ­ლი დის­კრე­ტუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა­გან. [ფურ­ცე­ლა­ძე, 1998:17] იმი­სათ­ვის, რომ გა­მოგ­ვეკ­ვლია რო­გორც მთელ ტექ­სტში, ასე­ვე მის სეგ­მენ­ტებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით გა­ნა­წი­ლე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი, ჩა­ვა­ტა­რეთ ე.წ. ''აუდიტორული ანალიზი'', რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან პერ­ცი­ფი­ენ­ტთა მი­ერ ტექ­სტის მოს­მე­ნას, პა­უ­ზე­ბი­სა და პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის (მახ­ვი­ლის, პა­უ­ზი­სა და მე­ლო­დი­ის) ხა­რის­ხე­ბის აღ­ნიშ­ვნას[1] და ამის ბა­ზა­ზე ტექ­სტის სეგ­მენ­ტა­ცი­ას.

აუ­დი­ტო­რულ­მა ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ ზე­პი­რი ტექ­სტი შედ­გე­ბა დის­კრე­ტუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა­გან - პა­უ­ზუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ ორ (მოკ­ლე ან გრძელ) პა­უ­ზას შო­რის მოქ­ცე­ულ, ზე­პი­რი ტექ­სტის ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ყო­ფილ, არ­ტი­კუ­ლა­ცი­ით დე­ტერ­მი­ნი­რე­ბულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ­დპრო­სო­დი­ულ სეგ­მენ­ტებს. პა­უ­ზურ ჯგუფ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის ტექ­სტის სე­მან­ტი­კურ და ინ­ტო­ნა­ცი­ურ კონ­ტექსტს.

აუ­დი­ო-­ვი­ზუ­ა­ლურ ტექ­სტებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის რე­ცეფ­ცია უმ­თავ­რე­სად ეფუძ­ნე­ბა ფო­ნე­ტი­კურ­-ფო­ნო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბის, პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის სწორ აღ­ქმა­სა და დე­კო­დი­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით დო­მი­ნან­ტუ­რია პრო­სო­დი­ის, რო­გორც და­ძა­ბუ­ლო­ბის ინ­დი­კა­ტო­რის, რო­ლი ისეთ აუ­დი­ოდ­ვი­ზუ­ა­ლურ ტექ­სტებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავს სიტყ­ვებს და რო­მელ­თა აღ­ქმა ძი­რი­თა­დად აკუს­ტი­კურ ეფექ­ტებს ეფუძ­ნე­ბა. ზე­მოთ­ქმუ­ლის შესანიშნავი ნიმუშია „კონკრეტული პოეზიის" თვალსაჩინო წარმომადგენლის, ე. იანდლის, აუდიო-ვიზუალური ლექსი „schtzngrmm", რო­მე­ლიც მხო­ლოდ მი­ნუს­კუ­ლე­ბი­სა­გან (პა­ტა­რა გრა­ფე­მე­ბი­სა­გან) შედ­გე­ბა. ამ აკუს­ტი­კურ ლექ­სში ავ­ტო­რი სიტყ­ვებ­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას თან­ხმო­ვან­თა ჟღე­რა­დო­ბას ანი­ჭებს. რო­გორც ჩანს, იგი იზი­ა­რებს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ე­ზი­ის წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და იტა­ლი­უ­რი ფუ­ტუ­რიზ­მის მა­მამ­თავ­რის, ფ. ტ. მა­რი­ნე­ტის, აზრს იმის შე­სა­ხებ, რომ სიტყ­ვა უნ­და და­ი­შა­ლოს მჟღერ აკორ­დე­ბად, ხმა­უ­რად და გარ­და­იქ­მნას ემო­ცი­ი­სა და აზ­რის აბ­სტრაქ­ტულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად, რად­გან აკუს­ტი­კუ­რი ას­პექ­ტი სე­მან­ტი­კუ­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ა. [Döhl Reinhard. Konkrete Literatur. http://www.stuttgarter-schule.de/konkret1.htm] ამ ლექ­სის 32 ტა­ეპ­ში ორას თან­ხმო­ვან­ზე მე­ტია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და არც ერ­თი ხმო­ვა­ნი არ გვხვდე­ბა, რაც, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა სრულ უაზ­რო­ბად მო­გეჩ­ვე­ნოთ. მაგ­რამ, ლექ­სის ავ­ტორს, ე. იანდლს, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეპ­-ო­პე­რის შემ­ქმნელს, ფრან­გუ­ლი სიმ­ბო­ლიზ­მი­სა და გერ­მა­ნუ­ლი და­და­იზ­მის მიმ­დე­ვარს, მი­აჩ­ნი­ა, რომ ენა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს არა მხო­ლოდ აზ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი, არა­მედ მჟღე­რი მა­სა­ლაც. ე. იან­დლის აზ­რით, ენის ბგე­რი­თი სის­ტე­მის ერ­თე­უ­ლებს - თან­ხმოვ­ნებს, მნიშ­ვნე­ლო­ბაც გა­აჩ­ნი­ათ და ეს­თე­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. მან იცის, რომ მსმე­ნელ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მჟღე­რი ლექ­სი, ამი­ტომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ლექსი „schtzngrmm" მან ფირ­ფი­ტის სა­ხი­თაც გა­მო­უ­შა­ვა. ამ პო­ე­ტუ­რი ტექ­სტის პირ­ვე­ლი ორი ტა­ე­პის მოს­მე­ნის­თა­ნა­ვე, თან­ხმო­ვან­თა ნა­კა­დი­დან ამო­ვიც­ნობთ არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო გერმანულ სიტყვას "Schützengraben" ("sangari"). ე.ი­ან­დლმა ამ სიტყ­ვას ყვე­ლა ხმო­ვა­ნი ამო­ა­ცა­ლა და იგი თან­ხმო­ვან­თა ჩონ­ჩხად აქ­ცი­ა. რო­გორც ჩანს, მას სურს, რომ სიტყ­ვა­ში:

„schtzngrmm" ხმო­ვან­თა და­ნა­კარ­გე­ბი სან­გარ­ში ადა­მი­ან­თა და­ნა­კარ­გზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, ხო­ლო ყო­ველ­დღი­უ­რი გერ­მა­ნუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბგე­რა­თა რე­დუ­ცი­რე­ბა და ასი­მი­ლა­ცია სიტყ­ვის ბო­ლოს - იმ გა­უ­მარ­თავ მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც ასეთივე „გაუმართავ" ად­გი­ლას - სან­გარ­ში - ვის­მენთ. ლექ­სის და­საწყ­ის­ში სიტყ­ვა "Schützengraben"-ით შე­მო­ტა­ნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ერ­დე­ბა ლექ­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს მოს­დე­ვენ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, ად­გილ­შეც­ვლი­ლი ხშულ­-მსკდო­მი, ნაპ­რა­ლო­ვა­ნი, ში­ში­ნა თან­ხმოვ­ნე­ბი. მა­თი გაჟ­ღე­რე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რის დე­კო­დი­რე­ბა: სიტყ­ვა Schützengraben-ის თან­ხმოვ­ნე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან ომის ხმა­ურ­ზე, არ­ტი­ლე­რი­ის დე­ტო­ნა­ტო­რე­ბი­სა და ყუმ­ბა­რე­ბის ში­შინ­ზე. თან­ხმო­ვან­თა გა­მე­ო­რე­ბე­ბი, გაგ­რძე­ლე­ბე­ბი და ლექ­სის მე­სა­მე ტა­ე­პის გა­ოთხ­მა­გე­ბუ­ლი „ტ" თან­ხმო­ვა­ნი სრო­ლის ექოს გა­მოს­ცემს. ლექ­სის და­სას­რულს და­ძა­ბუ­ლო­ბა კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს, რად­გან გაბ­მუ­ლი სრო­ლის ხმას - ტ-ტ-ტ-ტ... - ას­რუ­ლებს ლექ­სის ბო­ლო აკორ­დი, რო­მელ­შიც ამო­ვიც­ნობთ გერ­მა­ნულ სიტყვას „Tod" (სიკ­ვდი­ლი). ამ სიტყ­ვის გაჟ­ღე­რე­ბით სრულ­დე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბაც. ლექ­სის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს სიტყ­ვა Schützengraben-ის სე­მან­ტი­კი­სა და ენის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მა­სა­ლის - გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი თან­ხმოვ­ნე­ბის - მრა­ვალ­მნიშ­ვნე­ლო­ბა­ში. ეს ქმნის და­ძა­ბუ­ლო­ბას, რაც პრო­სო­დი­ი­თაა რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლი. ლექ­სში და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლის წარ­მოქ­მნა სუს­ტმახ­ვი­ლი­ა­ნი გრა­ფე­მე­ბი­თაა მარ­კი­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც თე­მა­ტურ ელე­მენ­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან. ხო­ლო ლექ­სის საზ­რი­სის გა­მომ­ხატ­ვე­ლი რე­მა­ტუ­ლი სეგ­მენ­ტი (სიკ­ვდი­ლი, რო­გორც ომის თან­მხლე­ბი) რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლია ძლი­ე­რი პრო­სო­დი­უ­ლი გა­ფორ­მე­ბით: ზეძ­ლი­ე­რი მახ­ვი­ლე­ბის სიხ­ში­რით, ზეგ­რძე­ლი პა­უ­ზე­ბი­თა და მე­ლო­დი­ის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით.[2]

და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლის გაზ­რდას პო­ე­ტურ ტექ­სტში იწ­ვევს რო­გორც აქ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის, რე­მის (ფო­კუ­სის) ამოც­ნო­ბის სურ­ვი­ლი, ასე­ვე, ორაზ­რო­ვა­ნი, მკითხ­ვე­ლის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ი­სათ­ვის „ღიად დატოვებული" სეგ­მენ­ტე­ბი, ყრუ ხშულ­-მსკდომ, ნაპ­რა­ლო­ვან და მთრთოლ თან­ხმო­ვან­თა პა­რა­ლე­ლუ­რი რე­კუ­რენ­ცია და კონ­ტრას­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის პლან­ში რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლია პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის მაქ­სი­მუ­მე­ბით.

ერნსტ იან­დლის აუ­დი­ო-­ვი­ზუ­ა­ლურ ლექსს lichtung" ირო­ნი­ულ­-მხი­ა­რუ­ლი კო­ნო­ტა­ცია და დი­ა­ლო­გუ­რი ელ­ფე­რი აქვს. ე. იან­დლი, თით­ქოს, ად­რე­სატს ესა­უბ­რე­ბა, თა­ვის სათ­ქმელს სე­მან­ტი­კუ­რი, ფო­ნო­ლო­გი­უ­რი და აკუს­ტი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბით გა­მო­ხა­ტავს და მკითხ­ველ­ს/მსმე­ნელს ამ პო­ე­ტუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

ე. იან­დლის პა­ტა­რა პო­ე­ტურ ტექ­სტში, რო­მე­ლიც ასე­ვე მი­ნუს­კუ­ლე­ბი­სა­გან შემ­დე­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნის წყა­როა ლექ­სის პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი აღ­ქმა. ლექ­სი გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მი­ნიშ­ნე­ბა­თა ფარ­თო სპექტრს მო­ი­ცავს. მი­სი სა­თა­უ­რი: „lichtung" ნიშ­ნავს მინ­დორს მო­შიშ­ვლე­ბულ ად­გი­ლას, ტყე­ში, სიტყ­ვის ფუ­ძე   "licht" კი - „სინათლეს".  თუ სა­თა­უ­რის საწყ­ის ასო „l"-ს შევ­ცვლით „r" ბგე­რით, მი­ვი­ღებთ სიტყ­ვას ,,richtung," რო­მე­ლიც „მიმართულებას" ნიშ­ნავს. ლექ­სის მოს­მე­ნის დროს ხდე­ბა ავ­ტო­რის მი­ერ გან­ზრახ შეც­დო­მით ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­თა­უ­რის სა­მი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბა.  ლექ­სში კო­მი­კურ ეფექტს ქმნის არა მხო­ლოდ ბგე­რა­თა დის­ტინ­ქტუ­რო­ბის ლინ­გვის­ტუ­რი პოს­ტუ­ლა­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, არამედ „l" და „r" მი­ნუს­კულ თან­ხმო­ვან­თა მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ გა­და­ად­გი­ლე­ბა, რაც მკითხ­ვე­ლი­სა­გან მო­ითხ­ოვს ლექ­სის საზ­რი­სის ამოც­ნო­ბას.  ერ­თი შე­ხედ­ვით, ავ­ტო­რი, თით­ქოს, გვთა­ვა­ზობს ბა­ნა­ლურ ში­ნა­არსს: „როგორი შეც­დო­მა­ა, თუ ზოგს ჰგო­ნი­ა, რომ მარ­ჯვე­ნი­სა და მარ­ცხე­ნის არე­ვა შეუძლებელიაო". თუ მა­შინ­დე­ლი გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას მი­ვი­ღებთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, მა­შინ ამ ლექ­სი­სა და მი­სი სა­თა­უ­რის ინ­ტერ­პრე­ტა­ცია სხვაგ­ვა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა. მაგ.: 1. ლექ­სი 1966 წელს და­ი­ბეჭ­და, რო­დე­საც მე­მარ­ჯვე­ნე და მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­ახ­ლოვ­დნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლეს. 2. ყო­ვე­ლი ექ­სტრე­მიზ­მი სა­ვა­ლა­ლოა თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის იდე­ო­ლო­გი­ას იზი­ა­რე­ბენ ექ­სტრე­მის­ტე­ბი - მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის თუ მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის და ა.შ. ლექ­სის ლექ­სი­კურ­-ფო­ნე­ტი­კუ­რად წარ­მო­ჩე­ნი­ლი სა­თა­უ­რი (lichtung), „ღიაა" მკითხ­ვე­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ი­სათ­ვის (მაგ.: ტყის მინ­დვრი­დან (lichtung) სი­ნათ­ლე­ში (licht) გზის მი­მარ­თუ­ლე­ბა (richtung) უკე­თე­სად ჩანს. მთა­ვა­რი ისა­ა, თუ რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევ). ლექ­სში და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­მო­აქვს კონ­ტრას­ტუ­ლი კო­ნო­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­თა­ურს (lichtung-richtung), სუს­ტმახ­ვი­ლი­ან თე­მა­ტურ ელე­მენტს „manche" და რიტ­მი­სა და მეტ­რი­კის ფორ­მა­ლურ ელე­მენ­ტებს. ლექ­სის საზ­რი­სის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სეგ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც დარ­ღვე­უ­ლია ფო­ნე­მა­ტუ­რი პრინ­ცი­პი, პრო­სო­დი­უ­ლად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ზეძ­ლი­ე­რი მახ­ვი­ლე­ბით, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მე­ლო­დი­ი­თა და ზეგ­რძე­ლი პა­უ­ზე­ბით.

რო­გორც ზე­მო­მოყ­ვა­ნილ, ასე­ვე ჩვენ მი­ერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბულ სხვა ტექ­სტებ­შიც და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლი მჭიდ­რო კავ­შირ­შია ფუქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვის ელე­მენ­ტებ­თან: თე­მა → (ტრან­სმი­სია ანუ „გადასასვლელი") → რე­მა/­ფო­კუ­სი და სამ დო­ნე­ზეა პრო­სო­დი­უ­ლად რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლი: 1. პა­უ­ზუ­რი ჯგუ­ფის საზღ­ვრებ­ში; 2. წი­ნა­და­დე­ბის ფარ­გლებ­ში; 3. ტექ­სტის დო­ნე­ზე. ტექ­სტის საწყ­ი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მის თე­მა­ტურ პა­უ­ზურ ჯგუფ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლია და­ბა­ლი პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბით: ნუ­ლო­ვა­ნი ან სუს­ტი მახ­ვი­ლით, თა­ნა­ბა­რი ან ოდ­ნავ აღ­მა­ვა­ლი მე­ლო­დი­ით. მე­ლო­დი­ის კა­ტა­ფო­რუ­ლი ტო­ნი მსმე­ნელ­ში იწ­ვევს მომ­დევ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ძა­ბულ მო­ლო­დინს. ტრან­სმი­სი­ულ პა­უ­ზურ ჯგუფ­ში ძლი­ერ­დე­ბა მახ­ვი­ლის ხა­რის­ხი, მე­ლო­დი­ის დო­ნე და მი­მარ­თუ­ლე­ბა სულ უფ­რო ზე­ვით იწევს. და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა ფო­კუ­სურ პა­უ­ზურ ჯგუ­ფამ­დე, რომ­ლის წინ თით­ქმის ყო­ველ­თვის ჩნდე­ბა მოკ­ლე ან გრძე­ლი პა­უ­ზა. რო­გორც ჩანს, მე­ლო­დი­ის დე­იქ­ტუ­რი ტო­ნე­ბი და პა­უ­ზა, რო­მელ­საც ჩვენ ფო­კუ­სუ­რი პა­უ­ზა ვუ­წო­დეთ, კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფო­კუ­სის წინ იმი­ტომ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ წი­ნას­წარ შე­ამ­ზა­დოს მსმე­ნე­ლი, შე­უქ­მნას მას დრო­ის მა­რა­გი ტექ­სტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი (ფო­კუ­სუ­რი) ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი აღ­ქმი­სათ­ვის. ფო­კუს­ში აქ­ცენ­ტე­ბი­სა და მე­ლო­დი­უ­რი პი­კის მაქ­სი­მუ­მე­ბი ზე­ნიტს აღ­წე­ვენ. მე­ლო­დი­ის ტო­ნე­ბის თავ­მოყ­რა და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა, ასე­ვე, ფო­კუ­სის შემ­დეგ გან­ლა­გე­ბუ­ლი ზეგ­რძე­ლი პა­უ­ზა გვამ­ცნობს და­ძა­ბუ­ლო­ბის ვე­ლის დას­რუ­ლე­ბას.

პა­უ­ზი­სა და მახ­ვი­ლის პა­რა­მეტ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი და მე­ლო­დი­ის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბი რო­გორც თი­თო­ე­ულ გა­მო­ნათ­ქვამ­ში, ასე­ვე მთელ ტექ­სტში ქმნის და­ძა­ბუ­ლო­ბის ლი­ნე­ა­ლურ, ტალ­ღი­სე­ბუ­რად გან­ფე­ნილ სუ­რათს, სა­დაც ყო­ველ პრო­სო­დი­ულ აღ­მას­ვლას რე­მა­ტულ­/ფო­კუ­სურ პა­უ­ზურ ჯგუფ­ში წინ უძღ­ვის პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი თე­მა­ტურ ან ტრან­სმი­სი­ულ სეგ­მენ­ტებ­ში, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ყვე­ბა ფო­კუ­სით სიგ­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის პრო­სო­დი­უ­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა.

ტექ­სტის პრო­სო­დი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა (პა­უ­ზის, მახ­ვი­ლი­სა და მე­ლო­დი­ის) არა­ნორ­მა­ტუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა აღიქ­მე­ბა რო­გორც ტექ­სტის საზ­რი­სის ხაზ­გას­მა, ტექ­სტის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტის მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა, რაც დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლია ტექ­სტის ავ­ტო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი ინ­ტენ­ცი­ით.

ქვე­მო­მოყ­ვა­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ტექ­სტე­ბის ანა­ლი­ზი­სას ყუ­რადღ­ე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ ვერ­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მო­ხა­ტულ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე. და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­ხი­ლუ­ლი ტექ­სტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ტექ­სტის და­საწყ­ის­ში­ვეა შექ­მნი­ლი. მაგ. ევე­ლინ შლა­გის მოთხ­რო­ბის: „რილკეს საყვარელი ლექსი" და­საწყ­ი­სი მკითხ­ველ­ში იწ­ვევს მომ­დევ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ძა­ბულ მო­ლო­დინს, რად­გან მის­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, თუ რა აქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ავ­ტორს, კა­ცის მი­ერ ქა­ლის მი­ტო­ვე­ბა, თუ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­ტა­ფო­რა?

Millimeter für Millimeter verließ er sie. Sie konnte nicht glauben, dass er sich so von ihr lossagte. Seinem Drang vorwärts so in den Rücken fiel, ihn zurücklockte mit irgendwelchen für sie nicht hörbaren Versprechungen. Langsam, vorsichtig, wie um ihren Argwohn nicht zu wecken, zog er sich zurück, gab er ihr Terrain frei. Er stahl sich hinaus. Sie hatte ihm die ganze Zeit in die Augen gesehen, aber er untersrellte ihr eine schläfrige Wehrlosigkeit, tat so als habe er ihre Zustimmung, als wünsche auch sie, dass sie wieder nur aus sich allein bestehe. Es schien, als seien ihm die Argumente ausgegangen - er hatte in ihr gehämmert und gepocht, er hatte sie überschwemmt mit wortlosen Schwüren, und nun zog er sich zurück, um sich wieder zu sammeln... [Schlag, E. Unsichtbare Frauen. 1995:7, Salzburg, Residenz Verlag].

ტექ­სტში და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­ა: მე­ტა­ფო­რას გა­მო­ყე­ნე­ბა (Seinem Drang vorwärts in den Rücken fallen), ორაზ­რო­ვა­ნი ფრა­ზე­ბი (Argumente ausgegangen, gehämmert und gepocht, überschwemmt...), ჩა­ნარ­თე­ბი, კა­ტა­ფო­რუ­ლი ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით არი­ან რეპ­რე­ზენ­ტი­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბებ­ში, წი­ნა­და­დე­ბა­თა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიგ­რძე, ელიფ­სი­სი და სხვ., რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით და­ძა­ბუ­ლო­ბა აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია რო­გორც ცალ­კე­ულ სიტყ­ვა­ში, ასე­ვე წი­ნა­და­დე­ბა­სა და ტექ­სტში.

მომ­დევ­ნო ტექ­სტის სა­თა­უ­რი "Abschied von der Grande Dame" მკითხ­ველ­ში ბა­დებს და­ძა­ბულ მო­ლო­დინს და კითხ­ვას, თუ ვის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი ტექ­სტში? ტექ­სტის და­საწყ­ის­ში და­ძა­ბუ­ლო­ბას ზრდის ანა­ფო­რუ­ლი სიტყ­ვის (ნაც­ვალ­სა­ხე­ლის, გან­საზღ­ვრუ­ლი არ­ტიკ­ლის და ა.შ) კა­ტა­ფო­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და ტექ­სტის „მსჯელობის საგნის" საკ­მა­ოდ გვი­ან და­სა­ხე­ლე­ბა, რაც მკითხ­ველ­ში ზრდის ინ­ტე­რეს­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას, მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბით გა­ნაგ­რძოს ტექ­სტის კითხ­ვა.

Der Kaiser von Japan war entzückt von ihr, auch der Sultan von Brunei lobte ihre inneren Werte. Und Mick Jagger, John Travolta, Peter Ustinov und David Bowie waren von dem Charme der alternden, aber immer großartig aussehenden Dame fasziniert. Die Rede ist von „Queen Elizabeth 2". Nein nicht von der englischen Königin, diesmal läuft ihr die „Grande Dame der Ozeane" den aristokratischen Rang ab. [Franziska Trost in Sonntagsbeilage der Kronenzeitung, 12.01.03, S. 44]

ჟურ­ნა­ლის­ტი სხვა­დას­ხვა ლექ­სი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მკითხ­ველს უქ­მნის მცდარ წარ­მოდ­გე­ნას, ვი­თომ ლა­პა­რა­კია მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ ქალ­ზე. მხო­ლოდ ტექ­სტის ფი­ნა­ლის წა­კითხ­ვი­სას ვი­გებთ, რომ ტექ­სტში ლა­პა­რა­კია არა ელი­სა­ბედ II-ზე, არა­მედ გემ­ზე.

შემ­დე­გი ტექ­სტის სა­თა­უ­რი Das große S im kleinen Österreich შე­ი­ცავს კონ­ტრას­ტულ და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც იწ­ვევს და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ჩე­ნას. ტექ­სტი იწყ­ე­ბა ნაც­ვალ­სა­ხე­ლით er, რო­მე­ლიც ასე­ვე კონ­ტრას­ტულ მი­მარ­თე­ბა­შია სიტყ­ვებ­თან: gute Österreicher და Zugereister. ლექ­სე­მა­თა წა­კითხ­ვი­სას (er kam, begleitet er) შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ სა­უ­ბა­რია ადა­მი­ან­ზე, თუმ­ცა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი (Symbol, gefälscht) საგ­ნის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს. მომ­დევ­ნო წი­ნა­და­დე­ბის წა­კითხ­ვი­სას ად­რე­სატს კვლავ უც­რუვ­დე­ბა სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის მო­ლო­დი­ნი, რად­გან უკ­ვე ლა­პა­რა­კია გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე (schöne Leich). ტექ­სტის ფი­ნა­ლურ ნა­წილ­ში „მსჯელობის საგანი" მე­ტა­ფო­რუ­ლა­დაა აღ­წე­რი­ლი. და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს და ნე­იტ­რა­ლიზ­დე­ბა მხო­ლოდ რე­მა­ტულ­დფო­კუ­სუ­რი სიტყ­ვის Schilling და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ:

Er war, wie so viele gute Österreicher, ein Zugereister. Er kam 1924, zur Zeit der Hyperinflation. Seither begleitet er die Geschichte und Geschicke der Republik. Er wurde zum Symbol des wirtschaftswunders, wurde nur selten gefälscht, und nun gibt es eine schöne Leich. Ein Nachruf auf den Schilling. [Die Presse. Spectrum. 7. Dez. 2001:1]

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან ჩანს, რომ სა­თა­უ­რის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ტექ­სტის თე­მა­ა, რომ­ლის შე­სა­ხებ ტექ­სტის და­საწყ­ის­ში­ცაა სა­უ­ბა­რი. ტექ­სტის თე­მა, რო­მე­ლიც მარ­თავს ტექსტს, ენ­თრო­პი­უ­ლია და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა­გან მო­ითხ­ოვს სპე­ცი­ფი­კა­ცი­ას, პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას, რაც ქმნის და­ძა­ბუ­ლო­ბას რე­მა/­ფო­კუ­სის შე­მო­ტა­ნამ­დე.

ამ­გვა­რად, წე­რი­ლო­ბით და ზე­პირ ტექ­სტებ­ში ინ­დი­კა­ტო­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ქმნე­ლი ვერ­ბა­ლუ­რი და პრო­სო­დი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნის ვერ­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­ა: მე­ტა­ფო­რა, სიტყ­ვის ან ფრა­ზის ორაზ­რო­ვა­ნი აღ­ქმა, კა­ტა­ფო­რუ­ლი ნაც­ვალ­სა­ხე­ლე­ბი, ასე­ვე, ჩა­ნარ­თი, წი­ნა­და­დე­ბა­თა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიგ­რძე და სხვა. ტექ­სტის და­საწყ­ის­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ჩე­ნას იწ­ვევს კონ­ტრას­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­ცვე­ლი ტექ­ტის სა­თა­უ­რი, ანა­ფო­რუ­ლი სიტყ­ვის კა­ტა­ფო­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა იმი­სა, თუ ვინ ან რა არის ტექ­სტში „მსჯელობის საგანი". და­ძა­ბუ­ლო­ბა პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი­თაა რეფ­ლექ­ტი­რე­ბუ­ლი ლექ­სის საზ­რის­ში და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სეგ­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ითხ­ო­ვენ ავ­ტო­რის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ას და მკითხ­ვე­ლის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას. და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­სო­დი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის ზრდით ხა­სი­ათ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე, რიტ­მი­სა და მეტ­რი­კის ფორ­მა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი, პა­რა­ლე­ლუ­რი რე­კუ­რენ­ცია და კონ­ტრას­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ქმნე­ლი ვერ­ბა­ლუ­რი და პრო­სო­დი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­სტში ერ­თდრო­უ­ლად ას­რუ­ლებს დე­ლი­მი­ტა­ცი­ურ და ინ­ტეგ­რა­ცი­ულ ფუნ­ქცი­ებს. ისი­ნი გა­ნა­ცალ­კე­ვე­ბენ და ამა­ვე დროს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რე­ბენ ტექ­სტის სეგ­მენ­ტებს, რო­მელ­თაც კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი აქვს და წარ­მო­ად­გე­ნენ ტექ­სტის დის­კრე­ტი­უ­ლო­ბის და კო­ჰე­რენ­ტუ­ლო­ბის გა­რანტს.


[1] აუდიტორული ანალიზის ჩატარების თანმიმდევრობისა და მეთოდიკის შესახებ  იხ.: მუჯირი, 2006: 98-115.

[2]  =  სუსტად და ძლიერად აღმავალი მელოდია;    = დამავალი მელოდია;
 =   თანაბარი მელოდია; x= ზემოკლე პაუზა;  | =  მოკლე პაუზა;   || =  გრძელი პაუზა;
 ||| =   ზეგრძელი პაუზა;  5-4 =  ზეძლიერი მახვილი;   3-2 = ძლიერი მახვილი;  1-1+ =  სუსტი მახვილი.                                                                                                  

ლიტერატურა

ფურცელაძე ვ.
1998
ტექსტი, როგორც ენობრივი მოღვაწეობის წერილობითი განცხადება (ნაწილი პირველი და მეორე). თბილისი.
მუჯირი ს.
2006
ტექსტის ინფორმაციული სტრუქტურის პროსოდიული ასპექტი. თბილისი.
Amman G.
1982
Die menschlihe Rede. Sprachphilosophische Untersuchungen. Bd. II. Der Satz. Schauenburg.
Boost K.
1964
Neue Untersuchungen zum Wesen und zur Struktur des deutschen Satzes. Der Satz als Spannungsfeld. (5. Nachdruck). Berlin: Akademie-Verlag.
Gabelentz G.
1891
Die Sprachwissenschaft. Ihre Aufgaben, Methoden und bisherigen Ergebnisse. Leipzig.
Lötscher A.
1983
Satzakzent und funktionale Satzperspktive im Deutschen. Max Niemeyer Verlag. Tübingen.
Lyons John.
1992
Die Sprache.Verlag C.H.Beck. Auflage 4. München.
Wenzel P.
2001
Spannung in der Literatur: Grundformen, Ebenen, Phrasen. Borgmeier/Wenzel.
Döhl R.
Konkrete Literatur http://www.stuttgarterschule.de/konkret1.htm
Schlag E.
1995
Unsichtbare Frauen. Salzburg, Residenz Verlag.
Fill A.
2007
Das Prinzip Spannung Gunter Narr Verlag, Tübingen