თბილისური მეტყველება (ისტორია და თანამედროვეობა)
სპეციალისტები სალიტერატურო ენას სამწერლობო ენასაც უწოდებენ, რამდენადაც ამ ტერმინით უკეთაა ხაზგასმული სტანდარტიზებული ენის წერილობით ტრადიციასთან სავალდებულო კავშირი. არასპეციალისტები კი (მათ შორის, განათლებული საზოგადოებაც) ხშირად მცდარად უკავშირებენ სალიტერატურო ენის ცნებას გეოგრაფიულ ან ურბანულ მარკერს და აცხადებენ, რომ სალიტერატურო ენა ქალაქის, ძირითადად დედაქალაქის, მეტყველებასთანაა ახლოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენში, თვით სპეციალისტთა შორისაც, ჯერ კარგად არ არის გათავისებული თბილისის მეტყველების ერთ მთლიან თბილისურ დიალექტად ან ქალაქის სოციალურ სტრატებად (სოციალურ დიალექტებად) მოაზრების საკითხი, და ის, თუ სად უნდა მოექცეს დიალექტოლოგიურ რუკაზე თბილისის (ან მისი ცალკეული რაიონის თუ ცალკეული სოციალური ჯგუფის) მეტყველება.
ქართულ სინამდვილეში თბილისი საქართველოს სხვა ქალაქებისაგან განსხვავებულ სოციალურ სქემას ქმნის და ეს ასახულია კიდეც მეტყველებაში. Mამას თავისი ახსნა აქვს: თბილისი ისტორიულად არის საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, რომელიც ოდითგანვე ვითარდებოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული შესაყარზე და მის ყოფაში აირეკლებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული და სამეტყველო თავისებურებანი. თუმცა, თანამედროვე გაგებით, ურბანული თავისებურებები თბილისმა ძირითადად XIX საუკუნიდან შეიძინა, როდესაც იგი უკვე აღარ წარმოადგენდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დედაქალაქს და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი განაპირა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად იყო ქცეული. Aმოგვიანებით თბილისის სტატუსმა ისევ წინ წამოიწია.
თბილისი ერთხანს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქადაც გამოცხადდა, ამან კი ხელსაყრელი პირობები შექმნა მოსახლეობის მოზიდვისათვის არა მარტო საქართველოს და ამიერკავკასიის სხვადასხვა ნაწილიდან, არამედ საბჭოთა კავშირის დანარჩენი მეზობელი რაიონებიდანაც. საბჭოთა პერიოდის თბილისის მოსახლეობის მექანიკურ ზრდაში მიგრაციულ პროცესებთან ერთად გარკვეულ როლს ასრულებდა მეზობლად მდებარე დაბებისა და სოფლების შერწყმა ქალაქთან. ეს თავისთავად არ აძლევდა ქალაქის მეტყველებას საკუთარი დინამიკით განვითარების საშუალებას და მუდმივად აკავშირებდა მას გეოგრაფიული დიალექტების განსაზღვრულ ტიპებთან.
ქალაქის მეტყველებაზე საუბრისას Eერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტერმინთა შერჩევაა. კერძოდ, რა ტერმინებია მოსახერხებელი ქალაქის მეტყველების (ანუ ქალაქური დიალექტის) და მისი სახეების აღსანიშნავად. ქალაქებს საერთო ურბანულ ნიშნებთან ერთად თავისი ინდივიდუალური ხასიათიც გააჩნია, რაც სოციალური წარმოდგენების განსხვავებულობას იწვევს. სოციალური გემოვნება, კულტურული ტრადიცია, ელიტარული წრეების ეკონომიკური პრიორიტეტების განმსაზღვრელი საფუძვლების სპეციფიკა, გავრცელებული დარგები, ეკონომიკური დონე, კულტურული დონე, კრიმინალური დონე და სხვ. Mმნიშვნელოვნად განასხვავებს ერთმანეთისაგან არა მარტო სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებს, არამედ ერთი ქვეყნის ქალაქებსაც. თუნდაც ავიღოთ, ერთი მხრივ, თბილისის ელიტარული, პრივილეგირებული ინტელიგენციის მეტყველებაში აშკარად გამოხატული რუსული გამოთქმის (პრონონსის) მოძალება (დიფთონგების, “სირბილის ნიშნის”, მახვილის, კავკასიური მკვეთრების შერბილებისა თუ “მოევროპულების” ტენდენცია და რუსული ლექსიკა-ფრაზეოლოგიის ხშირი გამოყენება ქართულ მეტყველებაში 90-იან წლებამდე, ან ახალი თაობის ელიტარული ინტელიგენციის ინგლისური აქცენტის ან ლექსიკური ჩანართების გამოყენება საკუთარი პრიორიტეტულობის დასამტკიცებლად 1992 წლიდან დღემდე, ხოლო, მეორე მხრივ, ინგლისელი ან ამერიკელი ელიტარული ინტელიგენციის მისწრაფება, რომ თავისი პრიორიტეტულობა ინგლისურის კარგი ცოდნით დაამტკიცოს, ანუ მაღალი კლასის მაიდენტიფიცირებელ ნიშნად სწორედ სახელმწიფო ენის ზედმიწევნითი ცოდნა მიიჩნიოს. საბჭოთა პერიოდში საყოველთაო სავალდებულო განათლების პირობებში წერა-კითხვის უცოდინრობა ფაქტობრივ არ არსებობდა, ასევე, საერთო საგანმანათლებლო სისტემისა და მასმედიის ორგანიზებული მართვის შედეგად მეტყველების თვალსაზრისით საზოგადოების სოციალური დიფერენციაცია ნაკლებად მკვეთრი იყო, ამიტომ საბჭოთა თბილისისათვის ნიშანდობლივი მეტყველებითი სტრატების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ამჟამადაა, როდესაც მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია და ქალაქის უბნების სოციალური პრინციპით დასახლების ტენდენცია გაძლიერდა.
ქალაქის მეტყველების ცნებასთან ასოცირდება ე.წ. ”მდაბიური მეტყველების” ცნებაც, რომელიც, ერთი მხრივ, ემსგავსება გეოგრაფიულ დიალექტს, რამდენადაც არანორმირებულია, და, მეორე მხრივ, მსგავსია ფუნქციური სტილისა, რამდენადაც სოციალურად განპირობებულია.
თავად ტერმინი ”მდაბიური მეტყველება” ქართულში არც მაინცა და მაინცაა გავრცელებული, შესაძლოა იმიტომაც, რომ ტერმინი ”მდაბიური” შინაარსით უფრო სოციალურია, ვიდრე იგივე რუსული просторечие ან ინგლისური slang-ი. რუსული просторечие ლინგვისტურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში განმარტებულია, როგორც ”ეროვნული ენის ერთ-ერთი ფორმა დიალექტურ, ჟარგონულ მეტყველებასა და სალიტერატურო ენასთან ერთად. ხალხურ კილოებსა და ჟარგონთან ერთად შეადგენს საერთოეროვნული სამეტყველო კომუნიკაციის არაკოდირებულ სფეროს _ ხალხურ, სასაუბრო ენას; აქვს ზედიალექტური ხასიათი. Kკილოებისა და ჟარგონისაგან განსხვავებით просторечие ეროვნული ენის მტარებელთათვის ერთიანად გასაგებია” (შდრ. Fფრანგ. La langue populaire, bas-language, ჩეხური ”საყოფაცხოვრებო-სასაუბრო ენა”, იტალ. Dialetto regionale) [Лингвистический...1990]. იყენებენ სხვა ტერმინებსაც, მაგალითად, ”ქუჩის მეტყველება”, ”ქალაქური ჟარგონი” და სხვ. Qქართული ენის განმარტებით ლექსიკონში გამოყენებულია ტერმინი ”ვულგარიზმი”.
Nქალაქის (დიდი ქალაქების) მეტყველებითი მრავალფეროვნება ქვეყანათა გეოგრაფიული დიალექტების სიმრავლეს არ ჩამორჩება. ირვინგ ლევის ალენის ფრიად სოლიდურ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქალაქის მეტყველებაში ძირითადად იმდენივე სამეტყველო ჯგუფი გამოიყოფა, რამდენიც _ სოციალური ჯგუფი [Allen, 1993].
ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით, M ერეკლეს დროს თბილისი ოთხჯერ აღუწერიათ როგორც კომლეულად, ისე სულეულად. Pპირველი აღწერის ცნობები არ გვაქვს. 1769 წელს თბილისი მეორედ აღწერა პაატა ბატონიშვილმა (ამ აღწერით 1769 წელს თბილისის მცხოვრებთა რიცხვი იყო 85 ათასი..., ხოლო კომლეულად _ 21 ათასი კომლი). მესამე აღწერა 1780 წელს ჩატარდა. Aაღწერეს ქართლ-კახეთ-ტფილისი. Aაღწერას ხელმძღვანელობდნენ სოლომონ ლეონიძე (ქართლსა და თბილისში) და გარსევან ჭავჭავაძე (კახეთში). Aაღწერა საჭირო იყო რუს-ქართველთა იმ ტრაქტატისათვის, რომელიც მეფე ერეკლესა და იმპერატრიცა ეკატერინეს შორის დაიდო. თბილისის Qქართველი ებრაელები ამ დროს პირველად იყვნენ აღწერილნი.[1] მეოთხე აღწერა 1790 წელს Mმეფე ერეკლეს დავალებით დავით რექტორმა ჩაატარა. Aამ აღწერის ცნობებით იმ დროს თბილისის მცხოვრებთა რიცხვი ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, 1780 წლის მონაცემებთან შედარებით. ”მეოთხედ აღწერის დროს ტფილისში აღმოჩნდა სულ 72 ათასი სული, ძველზედ 8 ათასით ნაკლები. Aმისთვის დავით რექტორი შენიშნავს, რომAამის მიზეზი ის არისო, რომ ხშირის ომებისა და თავდასხმისაგან მცხოვრებნი ტფილისიდამ სოფლად იხიზნებიანო. 1790 წელს ტფილისში ყოფილა: 44 ათასი ქართველი, 12 ათასი სომეხი, 5 ათასი ურია, 10 ათასი მაჰმადიანი და 2-3 ათასიც სხვა და სხვანი” [ჭიჭინაძე, 1917: 8].
ერეკლესდროინდელი თბილისი რვა ნაწილად იყოფოდა: 1) ქვაშვეთის უბანი, ანუ მთელი მთაწმინდა და ამის მიდამოები; 2) გარეთ უბანი, ამაში ყვება ყაბახიც; 3) განჯის კარი; 4) ავანაანთ უბანი, ამაში ყვება კალა, ანუ სოლოლაკიც; 5) ავლაბარი, ანუ ისანი; 6) ჩუღურეთი-კუკია (საზღვრები აღმოსავლეთით ისანი, დასავლეთით დიდუბის დასაწყისი); 7) ვერა და 8) სეიდაბადი.[2]
1880 წელს მაშინდელი თბილისის შესახებ ოლივერ უორდროპი წერდა: ”თბილისის მოსახლეობა 105.000. აქ ცხოვრობენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსები (სამოქალაქო მოსამსახურეები და ჯარისკაცები), სომხები (ვაჭრები და მევახშეები), სპარსელები, თათრები, ცოტა ევროპელები, სახელდობრ, გერმანელები (კოლონისტები შვაბიიდან), ფრანგები (მკერავები, სასტუმროს მეპატრონეები) და სხვა” [უორდროპი, 2001: 37].
თბილისი, როგორც დედაქალაქი, თითქმის მუდმივად წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობის შიდამოძრაობის ცენტრს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც თბილისი ”ჩაიკეტებოდა” ხოლმე დანარჩენი მოსახლეობისათვის, ასეთ მომენტებში კულტურული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას სხვა ქალაქი (მაგ. ქუთაისი, გეგუთი) შეითავსებდა ხოლმე... მაგრამ თბილისი თავისი პოლიტიკური მნიშვნელობის აღდგენასთან ერთად უმალვე იბრუნებდა სოციალური ლიდერის როლსაც. ურბანული თბილისის მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია გასაბჭოების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის მექანიკური მატების პროცესი აშკარად მართულია გარედან (საბჭოთა ცენტრიდან).
”ძველი თბილისის თითოეულ უბანში ცხოვრობდა უპირატესად ერთი რომელიმე ეროვნების მოსახლეობა. Aასეთი უბნები ჰქონდათ სპარსელებს, ებრაელებს, სომხებს და ნაწილობრივ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებსაც. Eეს ტრადიციული განსახლების სურათი XIX საუკუნეშიც არსებობდა. ზოგი ასეთი უბანი სწორედ მაშინ შეიქმნა. სომეხი ბურჟუაზიის დიდი ნაწილი გასული საუკუნის შუა წლებიდან დამკვიდრდა სოლოლაკის მდიდრულ კვარტალში, ხოლო ამ ეროვნების ღარიბი ფენები უპირატესად ავლაბარში ცხოვრობდნენ...Gგასული საუკუნის 80-იან წლებში ახლად ჩამოსახლებული ქართველების საკმაოდ ვრცელი უბნები წარმოიქმნა რკინიგზის გადაღმა _ნაძალადევში.”[3] [თეთვაძე...1989:132]. იმავე წიგნში აღნიშნულია, რომ 80-იანი წლებისათვის ამგვარი ეროვნულად განკერძოებული უბნების ეთნიკური ”ჩაკეტილობა” შესუსტდა. რადგან მიგრანტთა ”ტალღისებური” ჩამოსახლებები არათანაბარია.
მიუხედავად ამისა, 50-იანი წლებიდან გაძლიერებული მოსახლეობის ჩამოსახლება საქართველოს სოფლებიდან და ქალაქებიდან ძირითადად მაშინდელი ლენინის, გლდანის, ორჯონიკიძისა და საბურთალოს რაიონებში ხდება, სადაც თავს იყრის თბილისის ქართული მოსახლეობის 3\5, ხოლო 26 კომისრისა და საქარხნო რაიონებს, სადაც ტრადიციულად ადრეც სომხები და რუსები სჭარბობდნენ, ამ ეროვნებათა ახალი კონტიგენტებიც ემატებოდა; ქართველობა კი იქ კვლავ ნაკლებად სახლობდა.
ცხადია, დროთა განმავლობაში თბილისის ტერიტორიაცა და მოსახლეობის რაოდენობაც (ეროვნულ და სოციალურ შემადგენლობასთან ერთად) მნიშვნელოვნად შეიცვალა.
თბილისის მუდმივი მოსახლეობის განაწილება ენების მიხედვით 1989 წლის აღწერის მონაცემებით [საქართველოს...1991]:
ეროვნება |
მუდმივი მოსახლეობა სულ |
მათ შორის თვლის მშობლიურ ენად |
|||
თავისი ეროვნების ენას |
სხვა ეროვნების ენას |
||||
ქართულს |
რუსულს |
სხვა ენას |
|||
მოსახლეობა სულ |
1 243 150 |
1 134 435 |
39 371 |
66 695 |
2 649 |
ქართველი |
820 753 |
816 718 |
_ |
3 614 |
421 |
აფხაზი |
405 |
288 |
47 |
70 |
_ |
ოსი |
33 138 |
18 860 |
11 829 |
2 339 |
110 |
რუსი |
124 825 |
122 683 |
1 986 |
_ |
156 |
უკრაინელი |
16 086 |
6 842 |
491 |
8 697 |
36 |
ბელორუსი |
2 148 |
878 |
60 |
1 197 |
13 |
აზერბაიჯანელი |
17 968 |
15 128 |
913 |
1 855 |
72 |
სომეხი |
150 127 |
106 485 |
15 248 |
28 247 |
147 |
თათარი |
1 328 |
691 |
66 |
557 |
14 |
ებრაელი |
6 896 |
894 |
1 957 |
3 991 |
54 |
ქართველი ებრაელი |
6 643 |
6 118 |
_ |
496 |
29 |
ასირიელი |
2 752 |
1 283 |
586 |
841 |
42 |
ბერძენი |
21 715 |
10 280 |
2 169 |
8 392 |
874 |
ქურთი |
30 299 |
22 759 |
3 308 |
3 819 |
413 |
საყურადღებოა, რომ 1989 წლისათვის თბილისში მცხოვრებ არაქართველთაგან ქართულს, როგორც მეორე ენას, 124 825 რუსიდან თავისუფლად ფლობდა 43 035, 17 968 აზერბაიჯანელიდან მხოლოდ _ 7 330, 150 127 სომხიდან _ 63 615, 6 896 ებრაელიდან _ 2 408.
2009 წლის მონაცემებით თბილისის მოსახლეობა 1 106.700 კაცს შეადგენდა.
აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენებისა და არაქართველი მოსახლეობის მიგრაციის გავლენით, იძულებით გადაადგილებულ პირთა თავმოყრის გამო თბილისის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. Aამჟამად, თბილისში მცხოვრებთა 75%-ზე მეტი ქართველია. თბილისი კარგად გამოხატული ყოველდღიური ”ქანქარისებური” მიგრაციით ხასიათდება. აქ ყოველდღიურად 10-30 ათასი კაცი ჩამოდის სავაჭროდ, სამუშაოდ და სასწავლად. თბილისში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ცენტრი და საცხოვრებელი მასივები (25 ათასი კაცი/კმ. Kკვადრატზე).
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1997 წლის მონაცემებით იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა – განსახლების სქემა ასე გამოიყურება: გლდანი _ 14 600; საბურთალო _ 14400; ისანი _ 11800; ნაძალადევი _ 11200; დიდუბე _ 9300; სამგორი _ 8200; ვაკე _ 7700; ჩუღურეთი _ 6400; მთაწმინდა _ 6300; კრწანისი _ 4200 [გუგუშვილი, 1998: 65]. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის არაერთგვაროვნება და ბოლო დროის პოლიტიკური ძნელბედობით დედაქალაქისაკენ დაძრული დევნილი მოსახლეობის ნაკადები ქალაქის ენობრივ სიტუაციას სტაბილიზების საშუალებას არ აძლევს და ე.წ. თბილისური მეტყველების ”გაფორმებას” შეუძლებელს ხდის. უნდა ითქვას, რომ არცთუ შორეულ წარსულში თბილისური მეტყველების თავისებურებები გაცილებით მკაფიოდ იყო გამოხატული.
თბილისი თანამედროვეUურბანული ნიშნების შეძენის შემდეგაც რჩებოდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარება-გავრცელების კერად და საქართველოს სხვადასხვა რეგიონისათვის სალიტერატურო ენის კულტურული ავტორიტეტის, პრესტიჟის განსახიერებად. თუმცა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში შეიმჩნეოდა ტენდენცია თბილისელობის გარკვეულ პრესტიჟულ სოციალურ კატეგორიად განხილვისა, რასაც კომუნისტური სნობიზმის ელფერი დაჰკრავდა და თბილისის მიღმა დარჩენილი ქართველებისათვის თბილისის ”ელიტისათვის” მიკუთვნებულობის გადაულახავ ბარიერებს აღმართავდა. Aამგვარ თვითიზოლაციას აუცილებლად ესაჭიროებოდა საგანგებო ჩარჩო და ამ ჩარჩოს ერთ-ერთ არშიათაგანს მეტყველებაც წარმოადგენდა. Aანუ თბილისის ნომენკლატურული ელიტა, რომელიც თავის საქმიან ცხოვრებაში რუსულსა და სალიტერატურო ქართულს იყენებდა, ყოფა-ცხოვრებაში ”საგანგებო მეტყველებას” მიმართავდა, რომლითაც არამარტო თავის ზოგადურბანულ, არამედ შიდარეგიონულ თვითკუთვნილებასაც უსვამდა ხაზს და ამით სხვა მოსახლეობას ემიჯნებოდა. რა თავისებურებების შემჩნევა შეიძლება ამ თვალსაზრისით?
- თბილისი ინტერნაციონალური ქალაქი იყო რუსეთის ბატონობის ხანაში, რასაც ხელი შეუწყო იმანაც, რომ მოსკოვისაგან მას ამიერკავკასიის პოლიტიკური ცენტრის როლიც დაეკისრა. 1922 წელს თბილისში ქართველების რაოდენობა 35,2 პროცენტი იყო. სხვა ერების წარმომადგენლებიდან განსაკუთრებით სჭარბობდა სომეხი მოსახლეობა _ ის 34,9 პროცენტს შეადგენდა [დაუშვილი,1997: 17]. არაქართველი მოსახლეობა ძირითადად კარგად იყო მორგებული რუსულ დიქტატს და უფრთხოდა ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, ამიტომაც თბილისის არაქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ლოიალურად შეხვდა კომუნისტურ გადატრიალებას. სწორედ მათი რიგებიდან კომპლექტდებოდნენ მეტწილად პარტიული და საბჭოთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კადრები საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში.
ამდენად, თბილისის პარტიული ნომენკლატურის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითშეგნებისა და მეტყველების მიხედვით ქართული ორიენტაციისა არ ყოფილა. ეს ნიშანი გასათვალისწინებელია თბილისურ მეტყველებაზე მსჯელობის დროს. თბილისში ქართული მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო 30-იან წლებში, როცა ფართოდ გაიშალა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა. 1939 წელს თბილისში ქართველების რაოდენობა უკვე 44 პროცენტამდე გაიზარდა [დაუშვილი,1997: 17]. არაქართული ორიენტაციისა და ქართულის ცუდად მცოდნე მოსახლეობა, ცხადია, ქმნის მეტყველების ისეთ ვარიანტს, რომელიც არ ემგვანება ქართულის ტრადიციულ დიალექტებს, და რამდენადაც დიალექტური მეტყველება ვიწრო ჯგუფური თვითიდენტიფიკაციის გზაც გახლავთ, თბილისელთა ამ გარკვეული კატეგორიის მეტყველების წარმომადგენელნიც ენობრივად ”ცნობენ” ერთმანეთს.
- რა სოციალურ ჯგუფებს ქმნიდნენ თბილისის მკვიდრნი 20-ანი წლებიდან 30-იანი წლების ბოლომდე?
1) თბილისის სამრეწველო საწარმოთა უმრავლესობა ეკუთვნოდა სომეხ კაპიტალისტებს: ადელხანოვს, იარალოვს, ბოზარჯიანცს, ენფიანჯიანცს და სხვ. ისინი საკუთარ საწარმოებში ხალისით იღებდნენ თანამემამულეებს, ამიტომაც თბილისის საწარმოებში (განსაკუთრებით ტყავ-ფეხსაცმლის წარმოებაში) სჭარბობდნენ სომეხი მუშები. Aამ საწარმოებში სომხური ეროვნული და ენობრივი სიტუაცია იყო განმსაზღვრელი [დაუშვილი, 1997: 131]. 1939 წელს თბილისის მოსახლეობაში მუშათა კლასის წარმომადგენლობა უკვე უდრიდა 43,7 პროცენტს ( 226 755 კაცს).
2) 30-იანი წლების შუა ხანებშიც საქართველოში, კერძოდ თბილისში, რიგ სამრეწველო შრომით კოლექტივში მუშების საკმაოდ დიდმა ჯგუფებმა არ იცოდა წერა-კითხვა.
3) მრავალეროვან კოლექტივებში აუცილებლად წარმოიშობოდა ენობრივი პრობლემა: სასაუბრო ენის საკითხი. რევოლუციამდე ეს პრობლემა უფრო მარტივად წყდებოდა: საწარმოში სასაუბრო იყო უმრავლესობის ენა, ხოლო ოფიციალური ურთიერთობის ენა იყო იმპერიის ენა _ რუსული. 1923 წელს დამტკიცდა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი და მისი გამოყენება ყველა სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებაში სავალდებულო გახდა. მიღებული დადგენილება მოითხოვდა, რომ ოფიციალური საქმის წარმოება ყველგან ყოფილიყო ქართულ ენაზე. Eეს დროული და საჭირო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მისი რეალიზება გარკვეულად გაძნელდა. ენობრივი საკითხის მოუწესრიგებლობა შეიძლება გამხდარიყო ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მიზეზი ან საბაბი. ეს ასეც მოხდა [დაუშვილი, 1997: 134].
- თბილისის რეგიონული დაყოფის მიღმა სოციალური საფუძვლები გამოიკვეთა: კომუნისტებს არ შეეძლოთ, აშკარად გამოეხატათ თავიანთი მატერიალური და სოციალური პრიორიტეტები, რომელთაც კორუფციით დაეუფლნენ. ამდენად, თავიანთი დიდი ფინანსური შესაძლებლობების დაკმაყოფილების გზაზე ისინი ერთ-ერთ მიზნად თბილისის ცენტრალურ და, შესაბამისად, ისტორიულ უბნებში დასახლებას მიიჩნევდნენ. Aამ უბნებში, როგორც წარმოდგენილი სტატისტიკიდანაც ჩანს, მათ თანაცხოვრება უხდებოდათ არაქართულ მოსახლეობასთან, რომელიც არაქართულენოვანიც იყო და ინტერფერირებულად მეტყველებდა. ANნომენკლატურულ კლასს თავისი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად ესაჭიროებოდა რუსული სკოლების დამთავრება, რაც, აგრეთვე, ქართული მეტყველების ბუნებრივ განვითარებაში ჩარევას გულისხმობდა;
- Qქალაქში რაიონებიდან შემოსული ნომენკლატურული ნამატის წინაშე იდგა ამოცანა, როგორმე მორგებოდა თბილისურ სოციუმს და, ასე ვთქვათ, ”მის ენაზე ამეტყველებულიყო”; ამ გზაზე მას ეღობებოდა ჯანსაღი ქართული დიალექტური გარემოდან გადმოყოლილი მეტყველების კვალი და უცხო ეთნოსთან ენობრივი თანაცხოვრების ”გამოცდილების” უქონლობა. Aამ კატეგორიის მეტყველების ”გაელიტარულების” გზაზე აშკარად შეიმჩნევა თბილისის მეტყველების გარეგანი, Uუფრო ადვილად ასათვისებელი, ნიშნების დაჩემება და რეგიონიდან გადმოყოლილი თავისებურებების ”ქალაქურად” მოქცევა;
- Aამ გზაზე ქალაქის მოსახლეობის შიგნით მოხდა სოციალური დაყოფა: ისინი, ვინც ქართული დიალექტებიდან მოდიან და პირდაპირ უკავშირდებიან სალიტერატურო ქართულს, და ისინი, ვინც დიალექტებიდან მოდიან ან თბილისში დაიბადნენ, მერე ”თბილისურ” ჟარგონს დაუკავშირდნენ და ამის შემდეგ ”გავიდნენ” სალიტერატურო ქართულზე. Aამდენად, თბილისში რამდენიმე სოციალური მეტყველება ფიქსირდება:
Uუნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თბილისს მკაფიოდ დაეტყო ქართული მოსახლეობის მატება და ქალაქის მეტყველებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულად მოლაპარაკეთა რიცხვი. თბილისი ქართული სალიტერატურო ენის განმტკიცების კერად იქცა თავისი პოლიტიკურ-იდეოლოგიური კურსითაც და ქართული მოსახლეობის მატების მიზეზითაც.
იოსებGგრიშაშვილის ”ქალაქურ ლექსიკონში” მოცემული ლექსიკის ერთი ნაწილი არ წარმოადგენს ოდენ ქალაქურ ლექსიკას, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი (20-25%) სალიტერატურო ქართულის ან გეოგრაფიული დიალექტების კუთვნილებაა ( მაგ., აბჯარი, აზიზი (ილია), ბერიკა, ბოზბაში, ბოლთა, გიაური, გულნამცეცა და სხვ.); დაახლოებით 5% დღესაც აქტიურად გამოიყენება ჟარგონულ მეტყველებაში (ტო, ხოში, ჩალიჩი, ჩაუთაქა, ჩაიჯიბა, ჩაგაზილე, შუშტრი(=შუსტრი), შააყოლე, ყურბანი, ყომარბაზი, ყომარი, ქლესა, ფეთიანი, სიფთა, სიფათი, სიაბანდი (=იშკილბაზების (ოინბაზების) დამხმარე), პოსლიკა, იშტა, როშვა, ჟუჟვა, ჟამი(=უშნო), პუპუზ (=საქმე გაურიგო, მერე აიღოს და პუპუზ... პირში ჩალა გამოგავლოს) და სხვ.); ალბათ, 10%-მდე დროთა განმავლობაში სალიტერატურო ქართულში გადავიდა (მაგ., ქაჩალი, ქილიკი, ფსონი, ფეთხუმი, სიქა (=1. ღონე, ფულის ღონე; 2. ბეჭედი), ნოქარი, რანგი (=ფერი, საღებავი; 2.ზნე, ჩვეულება; 3. ღირსება) [გრიშაშვილი,1997].
Lლევან ბრეგაძის ”ქართული ჟარგონის ლექსიკონში” 600-ზე მეტი სიტყვაა, რომელთაც ”ნამდვილ თბილისელთა” მეტყველებაში მართლაც ყოველდღე ვისმენთ: აზრზეა, ათესა, ავარდა, აუდო (გრიშაშვილთანაცაა), ”ამბავში პატივს გცემ”, აფუილებს, აფსიხება, დათირა, დაიბრიდა, დაიადა, იაზვობა, იბაირამა, თომარი გაუშვა, სვოი ბიჭი, სვიდო, სვეტობს, ტუფტა, ფუფლო, ფრაერი, ფირმა, ქეში, ქაჯი, ქსივი, შატალო (шататься) შანტრაბა (шантрапа -არამზადების ჯგრო) ჩერესჩურ, ჩერეზ ძმა, ჭკუა ეკეტება და სხვ. [ბრეგაძე, 1999].Aამ ორი ლექსიკონით ენობრივ ტენდენციათა შეფასება გვიჩვენებს, რომ ლექსიკონთა გამოცემის შუალედში მნიშვნელოვნად გაზრდილა სკაბრეზულობა და ქურდული ჟარგონის გავლენა.
Yყველაზე უკეთ ქალაქური (ჩვენ შემთხვევაში, თბილისის) მეტყველების დახასიათება ხერხდება ანეკდოტებში, რომლებშიც ყველაზე ტიპურად მიჩნეული ლექსიკა და გამოთქმაა აქცენტირებული და იგრძნობა, რომ მეტწილად ”ნამდვილი თბილისელის” მეტყველებაზე ხაზგასმა სწორედ ავლაბრული ქართულის გარე ნიშნების წინ წამოწევით ხდება (ავლაბრულ მეტყველების ეთნო-ენობრივი ორიენტაციისა და წიგნური ტრადიციების შესახებ უკვე ვისაუბრეთ).
”მდაბიური მეტყველების” ძირითადი ტენდენციების შესახებ მსჯელობისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ მდაბიური მეტყველების ორთოეპიაზე. Mმართალია, მდაბიური მეტყველება თავისი ბგერითი თავისებურებებით უახლოვდება სალიტერატურო Eენას, მაგრამ რიგი თავისებურების შემცველიცაა, რაც მას გამოჰყოფს განსაკუთრებულ ორთოეპიულ სისტემად. ესაა ზეპირი, სასაუბრო, ენა. Mმასში მეტია ფიზიოლოგიური ინერცია და ლიტერატურული ასოციაციებისაგან თავისუფლება. Aამ ორთოეპიულ თავისებურებათაგან ზოგი ახასიათებს ბევრ დიალექტსაც. მაგრამ ისინი იმდენად საერთოა და არ ეწინააღმდეგება სალიტერატურო Eენის ტენდენციებს, რომ შეიცნობა არა დიალექტებთან კავშირში. საუბრის ფორმები, სისწრაფე და წყვეტადობა აძლიერებს გამოთქმის ფიზიოლოგიურ ინერციას. Aამას განეკუთვნება:
- თანხმოვანთა ჯგუფის გამარტივება. Mმაგ.,.მაგრამ, მაგ/ამ; ვინაც/უინაც; კარგად/ კარქა...
- თანხმოვნის მოშორება: ძაან, კარგა და სხვ.;
- მარცვალთა შემოკლება: გამაკეთებინა - გამაკეთინა, გაუუთოვა - გაუთოა; ზმნისწინებში: ჩაყვინთა - დაყვინთა, დაუბერა - გაუბერა...
- დიალექტური აქცენტირება ლიტერატურული სიტყვებისა. (ე! ევიშალოთ ახლა!)
- ბგერის გადასმა (ბიზნესმენი\ბიზმესმენი, რეანიმაცია-რეამინაცია);
- განსაკუთრებით ხშირია ლექსიკის მნიშვნელობის ცვლა ქალაქურ ჟარგონში: ბნელები (ჩამორჩენილები)...
- ხშირად იცვლება სიტყვის სტანდარტი და შესაბამისად ჩნდება ახალი მნიშვნელობაც ან მნიშვნელობითი ელფერი:
დაჯე (და არა: დაჯექი), ჩამოეთერი (და არა: ჩამოეთრიე), რო (და არა: რომ),
არავიზე (და არა: არავისზე ), ჯობია (და არა: სჯობს ან უმჯობესია)...
- ქალაქურობადაა მიჩნეული უცხო სიტყვების სპეციფიკური პრონონსით წარმოთქმა;
- დღევანდელი ”თბილისელობა” სკაბრეზულობის მორგებასაც გულისხმობს;
თანამედროვე ავტორთა კრებულებში იგრძნობა ქალაქელობის დაჩემების სურვილი, რაც ამ ავტორებს ტრადიციული ქართული სინამდვილიდან მოწყვეტილობის ხაზგასმად წარმოუდგენიათ. ისინი ეტანებიან ხელოვნურ ფორმებს, ცდილობენ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ დიალექტური ან ქართული კლასიკური ლიტერატურის ენისათვის დამახასიათებელი ხატოვანება. ამას შეიძლება სამი მიზეზი ჰქონდეს: 1) ქალაქელობად მათ მიაჩნიათ საერთო სახელმწიფო სივრცის არაურბანული ნაწილისაგან სრული იზოლირებულობის დაჩემება; 2) იმისათვის, რომ თავი ქალაქური ნიშნის მატარებლად შეიგრძნონ, მათ ესაჭიროებათ უცხოური ურბანომოდელების იმიტირება, ანუ საკუთარი თავის წარმოდგენა მათი გაგებით კოსმოპოლიტური ურბანული სივრცის ნაწილად; 3) ლიტერატურული სკოლების თვალსაზრისით, ისინი ეკუთვნიან თანამედროვე ავანგარდულსა და სხვ. მიმდინარეობებს, რომელთაც თავისთავად ახასიათებთ ემოციურობიდან დაცლილობა, რაც, ცხადია, ენობრივადაც აისახება.
- თანამედროვეებთან ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ლექსიკური ცენზურის მოხსნაა, რასაც სკაბრეზულობისაკენ განსაკუთრებული სწრაფვა მოსდევს; დადებითი გმირის მეტყველება არ არის ხოლმე პოზიტიური კონოტაციისა.
Qქართულ სინამდვილეში სოციალური ჯგუფების გამოყოფა და ენობრივი დახასიათება ჯერჯერობით ფრაგმენტულად წარმოებს.
[1] იქვე აღნიშნულია, რომ “ტფილისის მაშინდელი ურიები მდიდრები იყვნენ, თურმე, როგორც ვთქვით, მათ ტფილისში ორი სალოცავი ჰქონიათ 1794 წლამდე, ორი ქარვასლა სჭერიათ... ტფილისში ურიებს ოთხი ქუჩა ეჭირათ, ფეთხაინის უბნიდან მოყოლებული მტკვრის პირამდე. ყველა ესენი აკლებულ იქმნენ 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის მიერ. მიზეზი ამ აკლებისა ის იყო, რომ ქართველი ურიები რუსეთშიაც მგზავრობდნენ სავაჭროდ. ეს გარემოება მაჰმად-ხანმა მტრობად მიიღო. ურიებს კი იმედი ჰქონდათ, იგი ხელს არ გვახლებს, რაკი ურიები ვართო და არც გაიხიზნენ. ამ უდიერების შემდეგ ტფილისში ურიათა რიცხვი სულ შემცირდა, იმ დროს, როცა საქართველოს სამეფო რუსეთს შეუერთდა, ტფილისში ურიები სულ 20 კომლიღა აღმოჩნდა, ისიც ღარიბ-ღატაკი” [ზაქარია ჭიჭინაძე, ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა, გაზეთი ”საქართველო” (#153-154), 1917 წელი, სტატია განმეორებით დაიბეჭდა გაზ.-ში _ ”ქართული წიგნი”, #10, ოქტომბერი, 2001, გვ.8]
[2] ამ უბნებში განლაგებული სახელოსნოებისა და სავაჭროების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ხელოსანთა სოციალური ფენის სამეტყველო სტრატთა განლაგებაზე (1. სირაჯ-ხანა _ ავლაბრის, ანუ ისნის შეყოლება აღმართზე); 2) ჭონ-ხანა (ტყავის ხელოსნები; მექუდენი); 3) ხარაზ-ხანა _ სიონის პირდაპირ; 4) ყასაბ-ხანა _ მოედნის ახლოს; 5) ზარაფხანის უბანი).
[3] დასახელებულ წიგნში შესაბამის სქოლიოში მითითებულია, რომ თვით სახელწოდება “ნაძალადევი” ამ უბნებმა მიიღო იმის გამო, რომ ჩამოსახლებანი აქ დაიწყო ქალაქის ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
ლიტერატურა
ბრეგაძე ლ. 1999 |
ქართული ჟარგონის ლექსიკონი. თბილისი. |
გრიშაშვილი ი. 1997 |
ქალაქური ლექსიკონი. თბილისი. |
გუგუშვილი თ. 1998 |
საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები. თბილისი. |
დაუშვილი ა. 1997 |
თბილისი - 1937. Tbილისი. |
თეთვაძე შ., თეთვაძე ო. 1989 |
სომხები საქართველოში, თბილისი, ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა. თბილისი. |
საქართველოს...... 1991 |
საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. სტატისტიკური კრებული. თბილისი. |
ოლივერ უორდროპი 2001 |
საქართველოს სამეფო, თბილისი, 2001 (თარგმნილია 1977წ. გამოცემიდან ) |
15 საუკეთესო ....... 2002 |
15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2001-2002. თბილისი. |
ჭიჭინაძე ზ. 1917 |
ძველი ტფილისის აღწერანი და მცხოვრებთა რაოდენობა. გაზ. ”საქართველო”. №153-154. |
კარბელაშვილი პ. 1917 |
თბილისი ერეკლე მეფის დროს. გაზ. ”საქართველო”, №153-154. |
Ожегов С. 2000 |
О просторечии (к вопросу о языке города). Вопросы языкознания, №5, 2000. Москва. |
Аргутинский П. 1916 |
Население Тифлиса.. Муниципаль. Календар на 1917 г. Тифлис. |
Лингвистический..... 1990 |
Лингвистический энциклопедический словарь. Москва. |
Allen Irving Lewis 1993 |
The City in Slang, New York life and Popular Speech. New York, Oxford. |