ახალგაზრდების დისკურსის მოდალობა

სტატიაში გაანალიზებულია მოზარდი გოგონებისა და ბიჭების  საუბრების მოდალობა ქართული ენობრივი მასალის მიხედვით. ნაშრომის კორპუსს შეადგენს 2008-2011 წლებში ჩვენ მიერ გაკეთებული ქალაქ ქუთაისის საღორიის უბანში მცხოვრები ახალგაზრდების (12-18 წლის) დისკურსის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ტრანსკრიპციები. ჩანაწერთა ტრანსკრიპცია შესრულებულია GAT-ის მიხედვით (Gesprächsanalytische transkription)[1]. სტატიაში განხილულია 5 დიალოგი.

კომუნიკაციის ეთნოგრაფიისათვის მნიშვნელოვანია, რა მოდალობით მიმდინარეობს საუბარი. ინტერაქციული მოდალობა მეთოდია, რომლის საშუალებითაც ენობრივ გამოხატულებებს, ენობრივ ქცევებს, გარკვეულ სიტუაციებს სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. ინტერაქციული მოდალობა შესაძლებელია იყოს სერიოზული, პათეტიკური, აგრესიული, ჰქონდეს თამაშის ან ხუმრობის ხასიათი და ა.შ. ინტერაქციული მოდალობა განპირობებულია არა ცალკეული მოსაუბრით, არამედ ინტერაქტანტებით. ინტერაქციულ მოდალობას დიდი ზეგავლენა აქვს საუბრის აქტზე. იგი მოსაუბრის პერსპექტივას გამოხატავს. საუბრისას მოდალობის ცვლა დამოკიდებულია მოსაუბრესა და მის პარტნიორზე, პარტნიორი ან უბამს მხარს ცვლილებას ან არა. შესაბამისად, ხდება მოდალობის ან განვითარება, ან შეწყვეტა. ინტერაქციული მოდალობის შეუფერხებელი განვითარებისთვის აუცილებელია მოსაუბრე პარტნიორის საკომუნიკაციო კომპეტენციის ცოდნა. ინტერაქციული მოდალობა შეიძლება მოიცავდეს მთელ საუბარს, მის ნაწილებს ან ცალკეულ ენობრივ გამოხატულებებს. მაგალითად, სერიოზული საუბარი შესაძლებელია შეწყდეს მოკლე სახუმარო ჩართვებით.

 

ახალგაზრდების მიდრეკილებაა, გაერთონ,  იხუმრონ. მათი საუბრის 90% შეიცავს ხუმრობას, ირონიას, ქილიკს  [Bierbach, 1996: 262]. ახალგაზრდების საუბრებში ძნელია, საზღვარი გავავლოთ სინამდვილესა და ფიქციას შორის, გამოგონილ ისტორიებსა თუ ფიქტიური მასალით გამდიდრებულ ნამდვილ ისტორიებს შორის. ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო აბსურდულ ისტორიას შეთხზავს. ის, რაც ზრდასრული ადამინებისათვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელია, ახალგაზრდებისთვის შესაძლებელია ინტიმურობისა და კეთილგანწყობის ნიშანი იყოს.

ახალგაზრდების დისკურსის ყველაზე გავრცელებული მოდალობაა ხუმრობანარევი იუმორი, არასერიოზული საუბრები. იუმორი ჯგუფის ფენომენია. ყველა ჯგუფს იუმორის მოყოლის სპეციფიკური მანერა აქვს. არასერიოზულ, ხუმრობა-გართობის მოდალობას ახალგაზრდების ჯგუფში სოლიდარობის, ურთიერთგაგებისა და გართობის ფუნქცია აქვს. იუმორის დახმარებით ისინი გამოხატავენ, აგრეთვე, თავიანთ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას ვინმეს ან რაიმეს მიმართ.  ბიჭების ხუმრობა უფრო  ვულგარულია,  თუმცა, ამავე მოდალობის მქონე ხუმრობები არც გოგონებისთვისაა უცხო.

ახალგაზრდების დისკურსის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მხიარული ამბები, ანეკდოტების  მოყოლა. გოგონები ხშირად ყვებიან სახუმარო ისტორიებს, ბიჭები -  ანეკდოტებს.

მაგალითი 1. საუბრობენ გოგონები:

1 B: აუ შენ ის იცი? 25   მე ვუთხარი ((იცინის))
2  ჭუმბურიძე რო ავაგდე? 26 რო ჩამოგგლიჯავ მაგ თმებს და
3 C: [არა 27   [გათრევ მე ვუთხარი ((იცინის))
4  A: [აუუ ეგ მაგარი იყო 28  C: [ვაიმეეე ცუდად ვარ ((იცინის))
5 B: კაროჩე (-) 29  შენ სეირს განახებ
6  ჩემი მეგობრის საიტიდან შევედი 30 A:  [ხო აზრზე ხარ რა დღეში იყო ((იცინის))
7  უკაცრავად 31 B:  [შენ ვის ართმევ შეყვარებულსთქო
8  E  ეს წითელი ჩექმები სად შეიძინეთთქო 32 C: დედააააა ((იცინის))
9 A: წითელი ჩექმები რო აცვია გლავნიზე 33 B: ვაიმეო არავის არ ვართმევო(-)((პატარა გოგოს ხმით))
10 C: ვაიმე ხო წითელი ((იცინის)) 34 M  მე არ მჩვევია ეგეთებიო ((პატარა გოგოს ხმით))
11 A: თან პახოდუ მე მწერს 35 ((ყველა იცინის))
12 G  გოგო ვიღაც მწერს სად იყიდე ჩექმებიო 36 B: შე ქუჩის ქალო
13 და რავარი სათქმელია ახლა რო 37 M[მე ვუთხარი
14 ძღინკებისაა 38 A: [და პახოდუ მე მწერს გოგო ვინაა ეგი ((იცინის))
15 მე ვუთხარი 39 შოკში ჩავარდა გოგო
16 შენც უთხარი რო საღაცა მაგარ მაღაზიაში 40 M  მე ვაწყნარებ რაღაც გაუგებრობაა და გაირკვევა ((იცინის))
17 B: ახლა მე თან ამას ვწერ რეაქციებს დაუკვირდითქო 41 C: დედააააა
18  მე ჯერ პასუხს არ მცემსთქო 42 ამაყენეეეეეეეთ ((იცინის))
19 C:  ((იცინის)) 43 B:  აუ ვიხოხეთ ძირს რა
20 B:  არ მცემს პასუხს და ვეკითხები 44 A: მაგარი იყო
21 თქვენ საღორიელი ხო ხართთქო? 45 C: აუ ჭუმბურიძე რო ვიცი ახლა
22 K  კიო(.) 46 M  ნე ვინავატა იააა(-)  ონ სამ პრიშოლ ((ფიქტიური ციტირება))
23 A  ამაზე მომწერა კიო 47 ((ყველა იცინის))
24 შენ ((იცინის)) (-)    




  B  და A   C-ს სასაცილო ამბავს უყვებიან. საუბარს იწყებს B. ის ჯერ არკვევს, იცის თუ არა C-მ, როგორ "ააგდეს" ჭუმბურიძე (სტ. 1-2). უარყოფითი პასუხის შემდეგ იწყებს ძირითადი შინაარსის მოყოლას, თხრობის დროს იყენებს ლექსიკურ განმეორებას: "მე ვუთხარი ... მე ვუთხარი" (სტ: 15/25/27/37). აღმოჩნდა, რომ B მეგობარ გოგონას უცხო ადამიანის ინტერნეტ-გვერდიდან გაესაუბრა. ეკითხება: სად შეიძინა ჩექმა, რომელიც "გლავნიზე"  დადებულ სურათში აცვია (სტ. 9) (იგულისხმება ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ფოტო). გოგონას ჩექმა "ძღინკია" (მეორადი მოხმარების ფეხსაცმელია) B და A ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან. B სთხოვს  A-ს, დაუკვირდეს მსხვერპლის რეაქციებს. ჭუმბურიძე გაება მეგობრების დაგებულ მახეში: A-ს სწერს, რომ ინტერნეტში შემოსულ მოსაუბრეს ვერ ეუბნება, რომ ჩექმა მეორადი მოხმარებისაა და პასუხს არ სცემს. B ეკითხება, საღორიაზე თუ ცხოვრობო (სტ. 21). მთხრობელის სიცილი საუბარს აფერხებს (სტ. 22-23), ეს სიგნალია, რომ ყველაზე სასაცილო სწორედ ახლა იწყება: B-მ მეგობარ ჭუმბურიძეს დაუწყო ლანძღვა, მუქარა; დააბრალა, რომ იგი შეყვარებულის წართმევას უპირებს, რამაც მსხვერპლი შოკში ჩააგდო (სტ. 29). ისტორიის თხრობის პროცესში C თითქმის შეუჩერებლად იცინის, იცინის ყველა, რაც იმის დასტურია, რომ ისტორია დადებითად შეფასდა. საუბრის არასერიოზული მოდალობა პარტნიურული,  კოოპერაციული დინამიკით მიმდინარეობს. B და A გოგონები ერთმანეთს ხელს უწყობენ ამბის მოყოლაში. C კარგი მსმენელის როლშია, იცინის და ემოციებს გამოხატავს: დედააა (სტ. 32), ვაიმე ცუდად ვარ (სტ. 28), ამაყენეთ (სტ. 41), ამით B-ს და A-ს სტიმულს აძლევს ხალისით გააგრძელონ თხრობა. გოგონებმა ასევე გამოიყენეს მარკირებული ხმით  ციტირება (სტ. 33-34), ფიქტიური საუბრის ციტირება (სტ. 45). კვლევები ადასტურებს, რომ ბიჭების ხუმრობის დიდი ნაწილი სექსუალურ თემებს ეხება. ხშირად იყენებენ  ვულგარულ, ეროტიკულ გამოთქმებს [Bierbach, 1996; Fine, 1987]. მათი მიზანია გართობა და  დომინანტური პოზიციის მოპოვება. ის, ვინც კარგად ხუმრობს, ჯგუფშიც წარმატებულია [Branner 2003: 133]. შემდეგ  დიალოგში ქართველი ბიჭი ყვება ანეკდოტს.

   მაგალითი 2. საუბრობენ  ბიჭები:

1 A: კაროჩე(-) 21 A:მართლა
2 კაროჩე 22 B: [მომიხიჭინეთ
3 ქუთაისელი 23 G: [უნდა გაგვეცინოს ბოლოს?
4 ორი ქუთაისელი შეხვდნენ ერთმანეთს კაროჩე 24 A: ანეკდოტი იყო ეს თუ=
5  და ერთი ეუბნება აუ კაროჩეო 25 B: დრამა დრამა ((იცინის))
6 ერთი ქალი გავიცანიო 26 D: რაო?
7 წავიყვანე რესტორანშიო 27 B: ბიჭო სამი საათი ზის და ყვება და ვერ გაიგე?
8 ვაქეიფეო(.)  28 D: თავიდან დაიწყე თავიდან
9 მერე ტანსაცმელი ვუყიდეო(.) 29 A: ორი ქუთაისელი შეხვდა ერთმანეთს=
10 მერე ოქროულობაო(.) 30 B: ვაი მე
11 მერე ბეწვეულობაო(.) 31 [არ გინდა რაააა
12 B: [ბიჭო დაამთავრე 32 G:[არ გვინდა არ გვინდა
13 A:D[და მერე კიდე ბოლოსო 33 B: გაჩუმდი ((ყველა იცინის))
14 B ბოლოსო წავიყვანე და კაი პრიჩოსკა გავუკეთეო 34 A: აუ იგი თუ იცით თქვენ(--)
15 მერე მერეო? 35 იგი(-)     იგი(-)
16 მერე გოუშვი სახლშიო 36 G: (H)გადმოაგდე ენა წავიკითხავთ
17  მერე შე კაცო თუ სახლში უშვებდი და სახმარად არ გინდოდა 37 B: ვიცით ვიცით
18 ჩემი ცოლი წაგეყვანაო 38 უკვე ვიცით
19 B:ჰაჰაჰა ((ირონიულად)) 39 ((ყველა იცინის))
20 G: მართლა? ((ირონიულად)) 40 B: მე მოვყვები მაგარს

A ყვება ანეკდოტს: მამაკაცმა გაიცნო ქალი, უყიდა ყველაფერი, რაც სურდა და ბოლოს სახლში გაუშვა. მეგობარმა უთხრა, თუ „სახმარად" არ გინდოდა, ჩემი ცოლი წაგეყვანაო (ქვეტექსტი: მოგებული დავრჩებოდიო).  მსმენელებმა ანეკდოტი უარყოფითად შეაფასეს, არ გაეცინათ. ფრაზებით: მართლა? მომიხიჭინეთ, უნდა გაგვეცინოს ბოლოს? ეს ანეგდოტი იყო თუ დრამა? (სტ. 20-25), ყველა გამოხატავს ირონიულ დამოკიდებულებას მონათხრობის და მთხრობელის მიმართ. ახალგაზრდების უარყოფითი რეაქცია, სავარაუდოდ, გამოიწვია არა ანეკდოტის შინაარსმა, არამედ თხრობის მანერამ. იგი გრძელი და მოსაწყენი იყო. ბიჭები ერთვებიან თხრობაში: "ბიჭო დაამთავრე" (სტ. 12), "სამი საათი ზის და ყვება " (სტ. 21). მთხრობელი ცდილობს, სხვა რამეს მოყვეს, მაგრამ ვერ ახერხებს: "აუ იგი თუ იცით თქვენ, იგი, იგი" (სტ. 34-35). ბიჭები მეტს ვეღარ ითმენენ,  მოყოლის საშუალებას აღარ აძლევენ და აჩერებენ ფრაზებით: "გადმოაგდე ენა წავიკითხავთ", "ვიცით, ვიცით, უკვე ვიცით" (სტ. 36-38). ახლა B განაგრძობს ანეკდოტების მოყოლას. მოცემული მაგალითი ბიჭების ჩვეული დისკურსია. ბიჭების საუბარი ვულგარულია. ამას ადასტურებს ანეკდოტის შინაარსიც.  ანეკდოტების მოყოლა ერთგვარი ვერბალური დუელია, რომლის დროსაც გამარჯვებულია ის, ვინც უკეთესად ყვება, ვინც უფრო სასაცილო ისტორიები იცის. დამარცხებულია ის, ვინც მონათხრობზე არავის გაეცინება. A-მ ვერ მოახერხა რაიმე საინტერესოსა და სასაცილოს მოყოლა, ამიტომ მას სიტყვა ჩამოართვეს.

არასერიოზული, სახუმარო მოდალობის შემდეგ ახალგაზრდებში სჭარბობს ერთმანეთის გაღიზიანების, გახელების, გამოჯავრების მოდალობა. გახელება უმეტესად საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის ხდება, ე.წ. ჰეტეროსექსუალური გახელება.   მაგ: „გიორგის უყვარს ანა". ადრეული ასაკის მოზარდებში გახელება  ინტერაქციის მეოთხედს შეადგენს, შუა ასაკის მოზარდებში კი იგი 50%-ია. [Krappmann, 1995: 195]  ქილიკი, დაცინვა, მასხრად აგდება ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბიჭებში უფრო ხშირია ასეთი მოდალობა, რადგან ბიჭებისათვის ქილიკი და სხვების დაცინვა მამაკაცურობისა და სიმწიფის მაჩვენებელია. ქილიკისა და გახელების განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ გახელებას უფრო თამაშისა და ხუმრობის მოდალობა აქვს, ვიდრე ქილიკს. ქილიკი (გაქილიკება) არის  ემოციური ქმედება, რომელიც დგას პროვოკაციასა და ხუმრობას, გაღიზიანებასა და თამაშს შორის [Günther, 1996: 102]. ქილიკის დროს პირები ერთმანეთს ხუმრობით აკრიტიკებენ და დასცინიან.  ინტერაქცია ძირითადად მიმდინარეობს სიცილით. როგორ განვითარდება ინტერაქციის დროს ქილიკის მოდალობა, ბევრადაა დამოკიდებული მსხვერპლზე, იმ პირზე, ვისაც აქილიკებენ. იგი ან მხარს უბამს ქილიკს, ან წყვეტს ამგვარ საუბარს, ან აქვს აგრესიული რეაქცია და ქილიკი გადაიზრდება სერიოზულ ჩხუბში.

ადრეული ასაკის მოზარდებში ხშირია ირონიული მინიშნებები, დაცინვა მსხვერპლის გარეგნობის გამო, სიტყვათა თამაში მისი გვარისა და სახელის გამოყენებით,  მიბაძვა. ნაკლებად გვხვდება სარკასტული შენიშვნები, მხიარული შეკითხვები, რაც იმატებს შუა ასაკის მოზარდებში. მსხვერპლს დასცინიან, მაგალითად, ცუდი გარეგნობის გამო (39%), ჭარბი წონის გამო (13%), შეზღუდული ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გამო (15%), ოჯახური მდგომარეობის, არაჰიგიენურობის,  ეროვნული წარმოშობის გამო (10%). ქილიკი გარეგნობის გამო უფრო ხშირია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში (გოგონები 48%, ბიჭები 29%) [Branner 2003: 248]. ბიჭები სხვას დასცინიან უმეტესად არასპორტულობის გამო, გოგონებთან მეგობრობის გამო, რაიმეს მიმართ შიშის გამო. ისინი დასცინიან უმეტესად სხვა  ჯგუფის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს მოდალობა ჯგუფის შიგნითაცაა მიღებული.  

მაგალითი 3. საუბრობენ ბიჭები:

1 A: ტოტი მომიტყდა და გადავიხიე ფეხი 14 Q (h) ქე გაქ თავი ქვასანაყში ნახათქუნებივით
2 B: შენ მოგიკვდი მე ((ქალის ხმით)) 15 B: გემოვნებაზე არ დაობენ (.)
3 G: დედა რატო ვარ ცოცხალი ((ქალის ხმით)) 16 G: რო დაობენ მიტო ვდაობთ
4 D: [რა მეწყინააა 17 A: გრძელი თმა უფრო გიხდებოდა
5 B: [ერთი კინკილა გული მქონდა და ისიც დამეწვა 18 (h) ტანი არ გაკლია, სიმაღლე და
6 D: აუ რა მეწყინა 19 თმები რო დაგეყენებია თავის ადგილას
7 ვაი გული((ქალის ხმით)) 20 კი მოგისობდი ხელებს ((ყველა იცინის))
8 B: დღეს ღამე არ დამეძინება ისე რაცხა 21 B: ხო იბლატავე ხალხში კაი
9 A: აუ დაგაძრობთ ახლა ჩლიქებს 22 M  მერე მარტო რო დავრჩებით ...(--)
10 B: ჩლიქებსაც დაგაძრობ და ჰაჰა 23 A: აღარ მომწონხარ <<შეცვლილი ინტონაციით>> ((ყველა იცინის))
11 ვაიიიიი ჩემიიიი °°bla°°   24 (h)  კარე უნდა შეგეჭრა
12 G: ჩლიქები გაწიე ბიჭოოოო 25 G: კარე არა
13  A: ზაპოჟნიკთან იყავი? 26 პოდიუმი ((იცინის))

A-მ ფეხი იტკინა და დაიწუწუნა, რასაც სხვა ბიჭები ქილიკით პასუხობენ, იყენებენ მარკირებულ ხმას (ქალის ხმა) და გამოთქმებს, რომელიც სპეციფიკურია ქალისთვის: შენ მოგიკვდი მე; დედა რატო ვარ ცოცხალი; რა მეწყინააა; ერთი კინკილა გული მქონდა და ისიც დამეწვა; ვაი გული (სტ. 1-8), ანუ ადარებენ A-ს ქალს. ქალთან შედარება ქართველი ბიჭისთვის დიდი შეუაცხყოფაა, მაგრამ არა არასერიოზული მოდალობის დროს. A ცდილობს, საუბრის ეს მოდალობა არ დაარღვიოს, თუმცა, გაბრაზება უკვე ეტყობა და მიმართავს ბიჭებს ჯგუფისთვის ტიპური არასერიოზული მოდალობის მატარებელი მუქარით: აუ დაგაძრობთ ახლა ჩლიქებს. ეს გამოთქმა ნიშნავს, რომ იგი მათ ცემით ემუქრება (სტ. 9). A არ სჯერდება ამას და ცდილობს, საპასუხო დარტყმა მიაყენოს თავდამსხმელს, რათა ამ ვერბალურ დუელში არ დამარცხდეს. იწყებს საუბარს B-ს ვარცხნილობაზე, ადარებს მის ფიზიკურ აღნაგობას გოგონას აღნაგობას; B-ს თმა რომ არ შეეჭრა,  ადვილად აერეოდა იგი A-ს გოგონებში  (სტ. 18-20). B-ს არ ესიამოვნა  A-ს სიტყვები და ემუქრება, რომ ცალკე დაელაპარაკება (სტ. 21-22). A ისევ აგრძელებს მასხრობას და წინადადებით: აღარ მომწონხარ, კარე უნდა შეგეჭრა (სტ. 23-24), B-ს  გაცინებასაც ახერხებს.

მოცემული მაგალითი ადასტურებს, რომ ქილიკსა და დაცინვას სხვადასხვა სოციოლინგვისტიკური ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, იგი საშუალებაა საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისა, უარყოფითი დამოკიდებულების ჩვენებისა, მეორე მხრივ, შესაძლებელია, მან  ახალგაზრდების ჯგუფში შეამსუბუქოს დაძაბულობა, გააღრმავოს მეგობრობა. თუ მოსაუბრეს სურს, რომ მისი არასერიოზული საუბარი სერიოზულად არ მიიღონ, სწრაფად უნდა მიაწოდოს მსმენელს ან მსხვერპლს ინფორმაცია ინტონაციის შეცვლით,  გამომწვევი ტონალობით, საუბრის სწრაფი ტემპით, სიცილით, ღიმილით, შესაბამისი ნაწილაკებით, როგორც ეს მოახერხა A-მ 23-ე და 24-ე სტროფებში. პიროვნების საპასუხო რეაქცია ბევრადაა დამოკიდებული სიტუაციაზე, აგრეთვე, პარტნიორის ხასიათსა და ენობრივ ქცევებზე, მოსაუბრისა და პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულებაზე, დისკურსის კონტექსტზე, მაყურებლების რეაქციაზე. თუ მსხვერპლი რეაგირებს ხუმრობით, ე.ი. მან ქილიკი, ვერბალური თავდასხმა ხუმრობად მიიღო. B-ს სიცილი საუბრის ბოლოს იმის დასტურია, რომ საუბრის არასერიოზული მოდალობა ბოლომდე შენარჩუნდა.

ჯგუფში ლანძღვა-გინებას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს სერიოზული მოდალობა. იგი გამოიყენება გართობის, თამაშის მიზნით. არასერიოზულ ლანძღვა-გინებას სამეცნიერო ლიტერატურაში "რიტუალურ ლანძღვას" უწოდებენ [Schmidt, 2004: 200). ისიც ვერბალური დუელის ერთ-ერთი სახეობაა. შესაძლებელია, რიტუალურმა ლანძღვამ სერიოზული სახეც მიიღოს. თამაშის ფუნქციით შექმნილი კონფლიქტები ბიჭებს სჭირდებათ საკუთარი ენობრივი შესაძლებლობების საჩვენებლად, ვერბალურ დუელში გამარჯვების მოსაპოვებლად. რიტუალური ლანძღვის დროს ბიჭები იყენებენ სკაბრეზს, გინებას. სალანძღავი სიტყვებით თამაში გვხვდება გოგონებშიც. გოგონებიც იგინებიან, მაგრამ ძირითადად მაშინ, როცა ბიჭების საუბრის იმიტირებას ახდენენ.  რიტუალური ლანძღვისას გოგონებს უფრო წყევლა-მუქარა ახასიათებთ.

საქართველოში ვერბალური დუელის ტრადიციული  ფორმაა კაფიაობა. აქ ვერბალური ბრძოლა ხდება ვულგარული რითმიანი ლექსებით. თითქმის ყველა ქართველმა ბიჭმა იცის, თუნდაც მცირე რაოდენობით, გარითმული, უხამსი ლექსი და, შესაბამისად, შეუძლია კაფიაობის რიტუალის ჩატარება.  

მაგალითი 4. საუბრობენ ბიჭები:

1 B: ეჰ 7 ღვინო დუდუკი ქალები ჰე ჰე  ჰე
2 მამულო საყვარელო შენ როსღა  აყვავდები 8 B:  რაც გამყოფებს აქტიურად დედას გტირობს   ფაქტიურად
3 A:  შენ როსღა აყვავდები შენ? 9

A: ატყდა რეკვა
გლეწე რეზკად და შეიქმნა სესერეკა

4 B:  შენ საერთოდ ვინმე თუ გიყვარს? 10

B:  აქეთ ფიცარი იქით ფიცარი
ისე გაგლახე ვეღარ გიცანი

5 მე ჩემს მარცვალს ვთესავ ხნულში მოსავალი მინდა წმინდა
ქუთაისის  სიყვარულში შემეჯიბროს ვისაც უნდა  
11

A:   გარბიან ტაქსები
წერენ სოჩიკები
რა კაია პონჩიკები

6  A: ჩემი ცხოვრება ვალები 12 B:  მკიდია პონჩიკი მამიდა(-)თუ ქალი მამინდა

 

B ამბობს ფრაზას ლექსიდან, რასაც მოჰყვება A-ს ირონიული შენიშვნა: შენ როსღა აყვავდები? B-ს არ ესიამოვნა ეს ირონიული გადახვევა, რადგან ის პატრიოტული პათოსით ყვებოდა ლექსს. B აგრესიულად ეკითხება A-ს: "შენ საერთოდ ვინმე თუ გიყვარს"  და ისევ ამბობს ლექსს ქუთაისის სიყვარულზე. დაგვიანებით, მაგრამ შაირით სცემს A პასუხს დასმულ შეკითხვას, თუ უყვარს ვინმე.  B-ც არ აყოვნებს პასუხს.  ბიჭებს ჰყავთ მაყურებლები. ისინი არ ერევიან საუბარში, იცინიან და ამით მხარს უჭერენ მათ ვერბალურ პაექრობას. შეგნებულად ავარიდეთ თავი საუბრის მთლიანი ვერსიის ჩვენებას,  ბიჭების ვერბალური დუელი მალე გადაიზარდა სკაბრეზულ  და არანორმატიული ლექსიკით გაჯერებულ კაფიაობაში. მსგავსი პაექრობის დროს  არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა თუ წინადადება საწყენად არ მიიღება, მეტიც, ასატანია ოჯახის წევრების შეურაცხყოფაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან  ქართველი ბიჭი დედის ან დის სერიოზულ შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ მოზარდები არ საუბრობენ სერიოზულად. ისინი ზრდასრული ადამიანების მსგავსად საუბრობენ პრობლემებზე, სერიოზულ თემებზე, აკეთებენ ანალიზს, დასკვნებს.  სერიოზული მოდალობის საუბრებს შესაძლებელია ახლდეს აგრესიული ან კოოპერაციულობის მოდალობა. ბიჭებისთვის უფრო ტიპურია აგრესიული საუბრის სტილი, უფრო ხშირია კონფლიქტური სიტუაციები მათ პირ-ჯგუფში, ვიდრე გოგონებთან. აგრესიის გამოხატვის დროს ბიჭები იყენებენ მრავალ ვულგარულ სიტყვას.

 მაგალითი 5.

1 B:მოდი ბიჭო აგერ, მე შენ გეტყვი,  მე შენ გეტყვი    25 Z: დავაგინო დავაგინო  
2 კაროჩე შენ ხარ ბიჭო სირი.      26 მამაშენია სირი მამაშენია  
3 Z: რა­    27 B: აპა რა იყო გოგოები იდგა იქ  
4 B: <((acc))> მე აგიხსნი    28 იდგა და ეს მოვიდა და პანჩური  
5 <((acc))> მე შენ აგიხსნი    29 ხო იყავი შენ იქ მიდი თქვი ((მიმართავს E-ს))  
6 რატო ხარ სირი    30 E:  მე რატო მთხოვ პასუხს  
7 Z:მე არ ვარ სირი და არასოდეს ჩამიდენია სირობა და ვერასოდეს=    31 B: თქვი ბიჭო­
8 B: = მაცალე ერთი წუთით ბიჭო­    32 Z: მიაყენე ბიჭო თავი  
9  გოგონებში ვდგავარ და შენ პანჩურს მირტყამ ბიჭო    33

მიაყენე ბიჭო
((D  იცინის))

10 ეს სირობაა ბიჭო და ასეთი რამ არ უნდა ჩაიდინო და კიდე=    34 B:  ნუ იცინი ბიჭო ((მიდის))  
11 Z: =უარესი სირობა გაქ [ჩადენილი    35 Z:  ნუ მიდიხარ ბიჭო  
12 B: [რა?    36 გვერდზე გავიდეთ  
13  Z: ფუ შენი ((ურტყამს  B-ს))    37 B:  (?   ?)  
14 B: [წადი შენი    38  Z:  შენ რატო მიდიხარ და თან რატო ლაპარაკობ  
15 A: [ გააშველეთ ბიჭო    39 B:  (?   ?)  
16 ..[[..    40 Z: ზურგს უკან ნუ ლაპარაკობ თორე აგეწვება (H) ტრაკუნები (- -)  
17 B: შე ბოზო გამ=    41 B: ((უკან ბრუნდება)) რა გინდა შენ?  
18  Z: =შე სირო შე სირო შე=    42 Z: [წამოდი გვერდზე  
19 B: [გამოუშვი შენი    43 B: [ხო უნდა შეხვიდე სხვის მდგომარეობაში (.)  
20 E:  [ატაკე ბიჭო    44 გოგოები იყვნენ¯  
21

B: გამიშვი შენი
((A და D აშველებენ))

 45 Z: წამო  
22

(1.)
((აღარ ურტყამენ ერთმანეთს))

 46 B: წადი და მოვალ არ მეშინია ბიჭო ((მიდის)) (-)  
23 A B: არასპრავედლივი ხელი მომხვდა    47  °°bla°° რას მიზამ მომკლავ თუ რას მიზამ  
24 K   კრეტინი ხარ ბიჭო გოგოები იდგა      

ბიჭები ჩხუბობენ იმის გამო, რომ Z-მ  B გოგონების თვალწინ შეურაცხყო (სტ. 9). B ცდილობს, აუხსნას  Z-ს, რატომაა მისი საქციელი "სირული". Z არ ითმენს „სირის" წოდებას და საუბარი გადაიზრდება ხელჩართულ ჩხუბში (სტ. 13-21). ჩხუბის პროცესში ბიჭები ერთმანეთს აგინებენ, იყენებენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აწყვეტინებენ ერთმანეთს საუბარს (საუბარი ერთმანეთს გააწყვეტინეს 9-ჯერ), არ უსმენენ ერთმანეთს, ცდილობენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას. იყენებენ  ბრძანებით  წინადადებებს (მაგ: წამო! წადი! მოდი ბიჭო! მაცალე ერთი წუთით ბიჭო!), ახალგაზრდულ ჟარგონს (მაგ: სირი, სირობა), მიმართვის ჟარგონულ ფორმებს (ბიჭო, შე სირო, შე ბოზო), რუსიზმებს (კაროჩე, სპრავედლივი),  კოლოკაციებს (თავის მიყენება; ატაკო ვინმეს). საუბრის დინამიკა კონკურენტულია, მოდალობა  სერიოზული, აგრესიული. პირდაპირი, აგრესიული საუბარი არც მოზარდი გოგონებისთვისაა უცხო, მაგრამ იგი ბიჭებში უფრო ხშირია.

როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, მოზარდების ინტერაქციის მოდალობათა არჩევანი მრავალფეროვანია. საუბრის პროცესში მოდალობები ხშირად იცვლება. მაგალითად, ადვილად გადადის სერიოზული მოდალობა არასერიოზულში ან, პირიქით, არასერიოზული მოდალობა შეიძლება შეწყდეს მოკლევადიანი სერიოზული ჩართვებით და ა.შ.   ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით ახალგაზრდების დისკურსის მოდალობის პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია (იხილეთ სქემა: ბიჭებისა და გოგონების საუბრის მოდალობები): ბიჭებში სჭარბობს შემდეგი მოდალობები: ქილიკის (80%), სერიოზული კონფლიქტის (50%), რიტუალური ლანძღვის (90%), კაფიაობის (40%), გაქირდვის (80%), აგრესიის (70%). გოგონებთან მეტია გახელება-გამოჯავრება (70%), ირონია (50%) და სერიოზული საუბრები (60%). გოგონებსა და ბიჭებში ხუმრობის პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ტოლია (ბიჭები - 70%, გოგონები - 80%). საერთო ჯამში, გოგონებსაც და ბიჭებსაც არასერიოზული მოდალობა უფრო ახასიათებთ, ვიდრე სერიოზული, კერძოდ: ხუმრობა, ქილიკი, გახელება, ირონია, რიტუალური ლანძღვა.

სქემა: ბიჭებისა და გოგონების ინტერაქციული მოდალობა

გოგონები.

 ბიჭები.

  1. ქილიკი (ბიჭები 80%, გოგონები 60%)
  2. გახელება, გამოჯავრება (ბიჭები 40%, გოგონები 70%)
  3. სერიოზული კონფლიქტი (ბიჭები 50%, გოგონები 30%)
  4. რიტუალური ლანძღვა (ბიჭები 90%, გოგონები 70%)
  5. დისენსუსი-შაირობა/კაფიაობა (ბიჭები 40%, გოგონები 10%)
  6. გაქირდვა, მასხრად აგდება (ბიჭები 80%, გოგონები 30%)
  7. ირონია (ბიჭები 30%, გოგონები 50%)
  8. ხუმრობა (ბიჭები 70%, გოგონები 80%)
  9. სერიოზული საუბარი (ბიჭები 40%, გოგონები 60%)
  10. აგრესია (ბიჭები 70%, გოგონები 20%)

[1] (-)  kurze Pause; (- -) längere Pause (weniger als eine halbe Sekunde); (1.0)  Pausen von einer Sekunde und länger;      (?         ?)   unverständliche Stelle; ..[....   der Text in den untereinanderstehenden Klammern überlappt sich;         ..[[...  Mehrfachüberlappung verschiedener  Sprecher/innen; =  ununterbrochenes Sprechen;  (h)  integrierter Lachlaut;              ?  steigende Intonation; .    fallende Intonation;  °°bla°°  sehr  leise; ­ Tonsprung nach oben; ¯  Tonsprung nach unten ((liest))   Kommentar zum Nonverbalen; <((acc))>   accelerando, zunehmend schneller. [Selting, 1998: 91]

ლიტერატურა

Bierbach, Ch.
1996
Chi non gaga un kilo – zählt 20 Mark Strafe! Witze von Kindern zwischen zwei Kulturen . In Kotthoff, Helga (Hg) : das Gelächter der Geschlechter. Humor und Macht in Gesprächen von Männern und Freuen. Konstanz : Universitäts- Verlag Konstanz.
Branner, R.
2003
Scherzkommunikation unter Mädchen. Angevandte Sprachwissenschaft. Herausgegeben von Rudlof Hoberg. Band 13. Peter Lang, europeischer Verlag der Wissenschaft.
Deppermann, A.
2001
Authentizitätsrhetorik: Sprachliche Verfahren und Funktionen der Unterscheidung von „echten“ und „ unechten“ Mitgliedern sozialer Kategorien. In : Essbach, Wolfgang (Hg): wie/ihr/sie. Identität und Alterität in Theorie und Methode. Würzburg: Ergon.
Duden.
2003
Deutsches Universalwörterbuch. Dudenverlag, Mannheim-Leipzig-Wien-Zürich.
Fine, Gary A.
1987
With the Boys. Little League Basaball and Preadolescent Culture. Chicago and London: University of Chicago Press.
Günther, S.
1996
Zwischen Scherz und Schmerz _ Frotzelaktivitäten in Alltagsinteraktionen. Scherkommunikation. Hg. Helga Kotthoff. Opladen: Wesdeutscher Verlag.
Kallmeyer, W.
1988
Konversationsanalytische Beschreibung. Soziolinguistik. Hg. Ulrich Ammon, Norbert Dittmar u. Klaus J. Mattheier. Vol. 2 Berlin, new York.
Krappmann,L. Oswald, H.
1995
Alltag der Schulkinder. Weinheim und München: Juvente.
Neumann-Braun, K. Doppermann, A.
1998
Ethnografie der Kommunikationskulturen Jugendlicher. Zeitschrift für Soziologie. 27.4.
Schmidt, A.
2004
Doing peer-group. Die interaktive Konstitution jugendlichen Gruppenpraxis. Frankfurt: Peter Lang (Europäische Hochschulschriften).
Selting, M.
1998
Gesprächsanalytisches Transkriptionssystem. In: Linguistische Berichte 173.