აბრევიატურისა და მოკლე შეტყობინებების ენის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამო თანამედროვე ინგლისურში

დღესდღეობით აბრევიატურა და მოკლე ტექსტური შეტყობინების ენა ძალიან განვითარდა და მრავალენოვანი მსოფლიოს ნაწილი გახდა.  SMS ენის მიზანია, დაამყაროს კომუნიკაცია მარტივი სტრუქტურების გამოყენებით. SMS ენა შეიძლება მიემსგავსოს რებუსს: ცალკეული ასოების, რიცხვების ან სურათების გამოყენებით იქმნება მთლიანი სიტყვა. მაგალითად ასო u ანაცვლებს სიტყვა you-ს. " i < 3 u" ქმნის გულის პიქტოგრამას სიყვარულის გამოსახატავად. იმ სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებისას, რომელთაც არ გააჩნიათ  აბრევიატურა, ჩვეულებრივ, აკლებენ ხმოვნებს და ადამიანი, რომელიც კითხულობს მას, თავად აწყობს სიტყვას გამოტოვებული ხმოვნების დამატებით      ( მაგ: keyboard becomes kybrd and dictionary becomes dctnry). მკითხველმა უნდა შეძლოს   ტერმინოლოგიის ვრცელი და მოკლე ფორმების  ინტერპრეტაცია იმ კონტექსტისა და სიტუაციის მიხედვით, რომელშიც სიტყვა გამოიყენება, რადგან ბევრ შემთხვევაში სხვადასხვა ფრაზასა და სიტყვას ერთი და იგივე აბრევიატურა აქვს. მაგ: lol შეიძლება ნიშნავდეს lots of love-ს ან laugh out loud-ს. Aასევე cryn  ნიშნავს როგორც cryin-ს, ასევე  crayon-ს. თუ ვინმე დაწერს, ttyl, lol-ს - ეს ნიშნავს: talk to you later lot of love-ს და არა:  talk to you later laugh out loud-ს. Aასევე, omg, lol ნიშნავს oh my god, laugh out loud-ს და არა: oh my god, lots of love-ს. Onw  ნიშნავს  oh no way-ს.

დორინგის  მიხედვით,  "ინგლისურში sms ენაში ხშირად ხდება  სიტყვის ჩანაცვლება ასოთი"[ Doring, 2002: 34].  მაგალითად,  Oh გახდება o, sea-ს ან see-ს ჩაენაცვლება ასო c, be-ს _ b. R გამოიყენება are-ის ნაცვლად, Why გახდება y, you - u, ok - kk ან k.  ზოგ  შემთხვევაში  ციფრები ჩაენაცვლებიან  სიტყვებს.  მაგ: won-ს  ან one-ს  შეცვლის რიცხვი 1, too-ს ან to-ს   -      2, ხოლო  ate შეიძლება  შეცვალოს რიცხვმა 8-მ.  არის შემთხვევები, როდესაც ციფრი იცვლება   ფონემით ან მარცვლით:  Tomorrow გახდება 2moro,  ასევე,  2mro, today  - 2day; Fore  ან  for გახდება 4.  მაგალითად:  before ჩანაცვლდება be4-ით,  ხოლო forget - 4get-ით. Ate  გახდება ციფრი 8; great  ჩანაცვლდება gr8-ით, mate  შემოკლდება, როგორც m8, late - l8, wait- w8, hate- h8, date-d8, later- l8r ან l8a, crate - cr8, ხოლო  skate  ჩანაცვლდება sk8-ით, skater-sk8-ით. Dდა კავშირის სიმბოლოა &, ხოლო thank you  შეიძლება იყოს როგორც 10q, ასევე thnq. გარდა ამისა, you're იწერება, როგორც ur, someone-sum1, wonderful-1derfl, noone-no1 და ა.შ.

Sms ენის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. მისი გათვალისწინების გარეშე ტექსტის გაგება საკმაოდ რთულია (თუმცა, ინგლისურს, როგორც ყველა სხვა ენას, აქვს უმრავი სიტყვა, რომელთაც სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობა  აქვს). კორმოსის მიხედვით, „ტექსტი  ყოველთვის არ მიჰყვება და არ ემორჩილება ჩვეულებრივ გრამატიკას, მეტიც, ხშირად გამოყენებული სიტყვები არ არის აღნიშნული სტანდარტული ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონებში ან არ არის ცნობილი აკადემიური ინგლისური ენისათვის"[ Kormos, 2006: 16]

აბრევიატურას უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, ვიდრე მოკლე ტექსტური შეტყობინების ენას. Aმისი გამოყენება და გავრცელება დაიწყო მე_19 საუკუნიდან. მისი დანიშნულებაა დაზოგოს დრო წერითი და ზეპირი მეტყველების დროს, განსაკუთრებით, როცა საუბარი ეხება უამრავ ახალ ორგანიზაციას, საწარმოსა და ტექნოლოგიურ პროდუქტს. ეს ვითარება მეტად ნიშანდობლივია ინდუსტრიული საზოგადოებისათვის. აბრევიატურა  შესაძლებელია, ადვილად გადაიქცეს სიტყვად, ასევე ინიციალებად, სადაც ასოები ინდივიდუალურად წარმოითქმის (მაგ: TV ან FBI) ან აკრონიმად, სადაც ასოები მარცვლების კომბინირებით გამოითქმის (მაგ: scuba, laser ან NAFTA). აბრევიატურათა ერთი ნაწილი არ იცვლება სხვადასხვა ენაში. მაგ: FAQ (frequently asked questions - ხშირად დასმული კითხვები - ინგლისურში, ფრანგულსა და გერმანულში ერთნაირად გამოიყენება);  სიტყვა Madame-ს აბრევიატურას (m'me)   ერთნაირად  იყენებენ ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელები.

ინგლისელ ავტორთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აბრევიატურა და მოკლე ტექსტური შეტყობინება საფრთხეს უქმნის  ინგლისური ენის სიწმინდეს. კრიტიკას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ შემოკლებათა ერთი ნაწილი  შესაძლებელია, სხვადასხვანაირად გაიგოს მკითხველმა, რაც ართულებს კომუნიკაციას. მაგ: lol-ს აქვს სამი მკაფიოდ გამოხატული მნიშვნელობა:  lots of love (დიდი სიყვარულით),  laughing out loud (ხმამაღლა ვიცინე),  little old lady (პატარა მოხუცი ქალბატონი). მნიშვნელობის დაკონკრეტება შესაძლებელია მხოლოდ  კონტექსტის მიხედვით. აბრევიატურისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მოწინააღმდეგეები, აგრეთვე, აცხადებენ, რომ sms  არა მარტო აბინძურებს  ენას, არამედ  მოსწავლეებს სიზარმაცისაკენაც უბიძგებს, რადგან მისი ხშირი გამოყენება აქვეითებს წერითი მეტყველების კულტურის დონეს,  პუნქტუაციისა და მართლწერის წესების  გამოყენების უნარს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიჩნევენ, რომ ინგლისური ენის არსებობას მომავალში საფრთხე ემუქრება. ენაში დაწყებული ცვლილებები, გამოწვეული მოკლე ტექსტური  შეტყობინებების  გამოყენებით, განსხვავებულია და დამოკიდებულია სიტუციასა და ასაკობრივ ჯგუფებზე.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა ზრდამ (Facebook, Twitter, Linkdin) ხელი შეუწყო sms ენის პოპულარიზაციას, მეცნიერები ინტერნეტში ხშირად გამოყენებულ სიტყვებს „ინტერნეტ სლენგსაც" უწოდებენ. მაგალითად,  AFAIK - as far as I know;  BON - believe it or not;  AAMOF - as a matter of fact;  FOC -  free of charge.          

Sms ენა არ ემორჩლება გრამატიკულ ნორმებსა და სტანდარტებს. არ არსებობს არავითარი წესი sms შემოკლებების  შექმნისა. მსგავსი შემოკლებები არ აისახება ლექსიკონებში და არ არის აღიარებული ლინგვისტების  მიერ.

ბრიტანული GCSE-ის გამოცდის ერთ-ერთი მოთხოვნაა, სტუდენტებმა არ გამოიყენონ შემოკლებები, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ  სასწავლო დაწესებულებათა ერთი ნაწილი არ ზღუდავს sms ენისა და სხვადასხვა ტიპის შემოკლებების გამოყენებას ნაშრომებში. ბარონს, ცნობილ ბრიტანელ მეცნიერს, მოსწავლის მიერ sms ენის გამოყენების მაგალითად მოჰყავს შემდეგი ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი ინგლისური საჯარო სკოლის მოსწავლემ, 13 წლის გოგონამ, დაწერა :  "My smmr hols wr CWOT. B4, we used 2go2 NY 2C my bro, his GF & thr 3 :- kids FTF. ILNY, it's a gr8 plc." გამართული ინგლისურით ეს ტექსტი შემდეგნაირად დაიწერებოდა: "My summer holidays were a complete waste of time. Before, we used to go to New York to see my brother, his girlfriend and their three screaming kids face to face. I love New York. It's a great place"[ Baron, 2001: 67].

ერთ-ერთმა სტუდენტმა შექსპირის ტექსტიც დაწერა sms ენით.

  • 2b or not 2b thats ?
  • a @(---`---`--- by any otha name wd sml swEt 
  • rm rm w4Ru rm? 
  • 1nc mr un2 T brech dr frnds 1nc mr"[ Baron, 2001: 106].

ჯოზეფ კონრადის ტექსტი "The Nellie, a cruising yawl, swung to her anchor without a flutter of the sails, and was at rest" ერთ-ერთმა სტუდენტმა sms შემოკლებების გამოყენებით შემდეგნაირად დაწერა: "T Neli, a crzng yal, swng 2 hr anchr wout a fluta of T sails and was @ rest""[ Baron, 2001: 107].

ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის, ტექსტი მთლიანად შემოკლებებზეა აგებული, მოქმედი გმირები არა მხოლოდ წერენ ამ ენაზე, არამედ საუბრობენ კიდეც. მწერალი ამბობს: „ჩემი წერის სტილი სარკესავით ასახავს ჩემი გმირების სულს".[ Steinbeck , 2000:  4]

გამოთქმასა და ინტონაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს sms ენის გამოყენებისას.  შემოვიდა ტერმინი „ტექსტიზმი". ეს უკანასკნელი გულისხმობს შემოკლებულ ენას, რომელსაც დამატებული  აქვს ემოციური ნიშანი. ამ შემთხვევაში ადამიანი არ ექვემდებარება არანაირ წესს ერთი მარტივი მიზეზის გამო -- წესები არ არსებობს. უბრალოდ, ადამიანი თავის  ემოციას ამატებს ტექსტს და ასე გამოხატავს საკუთარ აზრს.

შეინიშნება ტენდენცია, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ გამოიყენებენ sms ენას. იგი პოპულარული გახდა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

რაც შეეხება აბრევიატურას, მას ბევრი კომპანია და ორგანიზაცია იყენებს, რათა დროის მცირე მონაკვეთში გადასცეს სათანადო შეტყობინება თავის აუდიტორიას. ეს გზა, ერთი მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს განცხადების ხარჯებს, ხოლო, მეორე მხრივ,  უზრუნველყოფს საიმედოობას. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა შექმნეს სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავრცელდეს კონკრეტული კომპანიის მიერ გადაცემული შეტყობინება აბრევიატურის მეშვეობით ისე, რომ შენარჩუნებულ იქნას მთავარი აზრი და სანდოობა.

აბრევიტურისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების ფართოდ გამოყენებას თავისი მომხრეებიც ჰყავს.  მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ

  1. ზოგიერთი აბრევიატურა ყოველთვის გამოხატავს ზუსტად იმ სიტყვას, რომლის შემოკლებასაც  წარმოადგენს. მაგ: AAIDS - Aquired Immuno-Deficiency Syndrome; FAQ  - Frequently  Asked Questions; ESP - Especially. ამ ტიპის აბრევიატურების დახმარებით განცხადება ხდება უფრო გასაგები, ვიდრე მათი სრული ფორმების გამოყენებისას.
  2. უამრავი აბრევიატურა გამოიყენება სხვადასხვა  ქვეყნის, რეგიონისა და ადგილის  სახელწოდების აღსანიშნად. საზოგადოებისათვის ისინი უფრო ცნობილია, ვიდრე სრული სახელწოდებები. მაგ: U.S.A - United States of  America.
  3. დიდი ორგანიზაციების, კომპანიებისა და ინსტიტუტების აბრევიატურების გამოყენება უფრო ხელსაყრელია მოკლე სარეკლამო განცხადებებში. მაგ: UNICEF - United Nations Children's Fund; BBC - British Brodcasting Co-operation; USAID  - United States Agency for International Development და ბევრი სხვა. 
  4. მოკლე სარეკლამო განცხადებებში დროისა  და ადგილის მოგების მიზნით შესაძლებელია წოდების აღმნიშვნელი სიტყვების აბრევიატურის გამოყენება.მაგ: პროფ. პროფესორის ნაცვლად, დოც. დოცენტის ნაცვლად და ა.შ.
  5. როდესაც მზადდება მოკლე სარეკლამო განცხადება, სწრაფი და ეკონომიურია დღეღამის მონაკვეთის,  თვისა და სხვ.  აბრევიატურების გამოყენება. მაგ: p.m.  afternoon-ს ნაცვლად, a.m. -  beforenoon ნაცვლად;  Jan- January-ს ნაცვლად და   ა.შ.
  6. როდესაც საქმე ეხება ზომა-წონის, სიგრძისა და ა.შ. საზომ ერთეულებს, ტრადიციულად იყენებენ მათ შესაბამის  აბრევიატურებს. მაგ: km (kilometer), m/s  (metre per second) და ა.შ.
  7. როდესაც შესაძლებელია ორი სიტყვის ან მარცვლის შემოკლება ან ერთ სიტყვად გადაქცევა, მიზანშეწონილია სილაბური აბრევიატურის გამოყენება, რათა შევამციროთ მოკლე სარეკლამო განცხადების ზომა. მაგ: Interpol - International Police.
  8. 8. მოკლე სარეკლამო განცხადებების შედგენისას სასურველია მედიისა და ელექტრული ტექნიკის აღმნიშვნელი სიტყვების აბრევიატურის გამოყენება. M მაგ: TV (Television), PC   (Personal Computer) და ა.შ.

გარდა ამისა, კომპანიები/ორგანიზაციები  მოკლე სარეკლამო განცხადებებში  აბრევიატურების გამოყენებისას ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გადასაცემი შეტყობინება ინარჩუნებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა გადაეცეს მიმღებს. ეს ფაქტი ამყარებს თეორიას, რომლის მიხედვითაც შეტყობინება უნდა შეიცავდეს იმ სიტყვებს, რომლებიც საკმაოდ ნაცნობია მიმღებთათვის.

მოკლე ტექსტური შეტყობინებების ენის მომხრეები ფიქრობენ, რომ  ამგვარი ცვლილებები გარდაუვალია მოდერნიზაციისა და მიმდინარე ტენდენციების პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და თანამედროვე საკომუნიკაციო მეთოდების  (შეტყობინებათა მომსახურება და ტექსტური  მიმოწერა მობილური ტელეფონის მეშვეობით) მხარდაჭერა  გარდაუვლად განაპირობებს ცვლილებებს პუნქტუაციასა და გრამატიკაში. მოკლე ტექსტური შეტყობინებები ხელს უწყობს ინგლისური ენის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  სხვადასხვა  ენაზე მოსაუბრე ადამიანები იყენებენ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ ლოგოგრამებსა  და პიქტოგრამებს. ისინი სიმბოლოთა მეშვეობით მნიშვნელობას ანიჭებენ  სიტყვებს. ეს მეთოდი გამოიყენება   სხვა ენებშიც, მაგალითად:  ფრანგულში, გერმანულში, ჩინურში და  სხვ. Sms  ენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს ენა ზრდის ინგლისური ენის კრეატიულობას, რადგან ადამიანებს საშუალება ეძლევათ,Yშექმნან საკუთარი  ემოციის გამომხატველი სიმბოლოები, აბრევიატურები, სლენგი და აკრონიმები. ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების შეგრძნება აღაფრთოვანებს ადამიანებს, ამიტომ მოკლე ტექსტური შეტობინებების გამოყენება  ხდება  კომუნიკაციის დამყარების  უფრო ეფექტური და პოპულარული  გზა. მაგ. ფრანგულ ენაში გვხვდება იგივე მოკლე ტექსტური შეტყობინების მაგალითები, რომლებიც გვაქვს ინგლისურში.

მკვლევართა ერთი ნაწილი მიუთითებს აბრევიატურისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების ენის მრავალ  უარყოფით მხარეზე და იმ საშიშროებებსა და სირთულეებზე, რომლებსაც მათი გამოყენება იწვევს. Pპირველ რიგში, ესაა  წინააღმდეგობა აბრევიატურებს შორის. მაგ: MBA შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი მნიშვნელობით: როგორც Masters in Business Administration და როგორც Married but Available; TV-ის საყოველთაოდ ცნობილ მნიშვნელობას ( Television) ამ ბოლო დროს დაემატა  Transvestite-ც; BC ნიშნავს  როგორც Before Christ-ს, ასევე Back Cover-ს; A/C ტრადიციულად ნიშნავდა  Alternating Current-ს, ახლა კი Air Conditioning-ის მნიშვნელობითაც გამოიყენება.  მოკლე სარეკლამო განცხადებებში აბრევიატურების ფართოდ გამოყენების მეორე შემზღუდავი ფაქტორი ერთი სიტყვისთვის ორგვარი აბრევიატურის არსებობაა. მაგ:  Right Honorable შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც Rt Hon და როგორც Rt. Hon.  ტერმინი Reverend შესაძლებელია შემოკლებულ იქნას, როგორც Rev და  როგორც Revd. M

ელისი ფიქრობს, რომ "მოკლე ტექსტებმა შეცვალა ადამიანების ინგლისური წერისა და საუბრის მანერა"[ Ellis, 2001: 52]. იული თვლის, რომ „ მოკლე ტექსტები მნიშვნელოვნად აკნინებს წერითი კომუნიკაციის ხარისხს." [Yule,  2005:31]. Sms ენის გამოყენება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ინგლისურ, ასევე მედიის ენაზე გლობალური მასშტაბით. აქედან  გამომდინარე უდავოა, რომ  მომავალში ინგლისური ენის არსებობა თავისი პირვანდელი სახით ეჭვქვეშ დგება.

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც დაკავშირებულია Sms ენისა და აბრევიატურის გამოყენებასთან, ისინი თანამედროვე ინგლისური ენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს  გლობალიზაციის შედეგი და  ცივილიზაციის განვითარების პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ლიტერატურა

Baron, N.
2001
Why Email looks like speech: Proofreading, pedagogy, and public face. Language, the media, and international communication, Oxford : Catherine's College press.
Doring, N.
2002
Abbreviations and acronyms in SMS communication. Retrieved on 13-December -2011 from http://www.nicola-doering.de
Ellis, R.
2001
The Study of Second Language Acquisition. Oxford: Oxford University Press.
Kormos, J.
2006
Speech Production and Second Language Acquisition.New York : Lawrence Erlbaum Associates, Inc. Publishers.
Steinbeck J.
2000
Analyses, Critique, Reviews and General Resources on the Grapes of Wrath, Western Washington University.
Yule, G.
2005
Gender, Participation and Silence in the Language Classroom. Oxford: Oxford University Press.