ციური სფერო ნ. გუმილიოვის პოეზიაში

ნ.   გუმილიოვის  პოეზიაში გამოიყოფა ლექსიკურ -სემანტიკური ველი,  თემატური jგუფი  „ციური  სფერო".  რომელი  ლექსიც  არ  უნდა  ავიღოთ    ნ.   გუმილიოვის  შემოქმედებიდან,  თითქმის  ყველა  მათგანში  ერთი  სიტყვა  მაინც  ციური სფეროს  ნომინაციათა  თემატური   სიიდანაა  აღებული.

„ციური"  თემa   გუმილიოვის  პოეზიისათვის  მეტად  მნიშვნელოვანია: 448  ლექსიდან  359-ში  არის  „ციური"  სემანტიკის  სიტყვები; 91-ში კი  ციური  სფერო  არაპირდაპირი  გზითაა გადმოცემული  იმ სიტყვათა   მეშვეობით,  რომლებიც  შეიცავს  ცის,  მზის,  მთვარის  ან  ვარსკვლავების  ამსახველ  სემებს.  მხოლოდ 18  ლექსში  არაფერია  ნათქვამი  ცის  შესახებ [გუმილიოვი, 1990].  

ნ.  გუმილიოვის  პოეტური  ლექსიკონისათვის  განსაკუთრებით  დამახასიათებელია  ციური  სფეროს  აღმნიშვნელი  ისეთი სიტყვების  გამოყენება, როგორებიცაა:  ცამზემთვარევარსკვლავები, ღრუბლებიალიონიგანთიადიმზის  ამოსვლამზის  ჩასვლასხივები   (небо, солнце, луна, месяц, звезды, тучи, облака, заря, рассвет, восход, закат, лучи)  და   სხვ;  ხოლო იქ ,  სადაც  ციური  სხეული არ  არის პირდაპირ   სიტყვით  ნომინირებული,  მეტაფორიT da  პერიფრაზით არის  გადმოცემული: эфир, твердь  (ცა), алая завеса (მზე),  небесные огни (ვარსკვლავები).

ზემოთ  ჩამოთვლილის  გარდა,  გუმილიოვის  პოეზიისათვის დამახასიათებელია  სიტყვები,  რომლებიც  დაკავშირებულია  სიტყვა ცის  მეორე  მნიშვნელობასთან:  ზეცასამოთხეღმერთიქრისტეღვთისმშობელი,  ანგელოზისერაფიმი  და  სხვ.

ციური სფეროს  ამსახველი ნიშნები შესწავლილია კომპონენტური ანალიზის მეშვეობით: როგორც მაინტეგრირებელი,  ასევე მადიფერენცირებელი მნიშვნელობის კომპონენტების  გამოყოფა, ძირითადად,  ხორციელდება განსაზღვრული ოპერაციების დახმარებით, რომლებიც  ეფუძნება განმარტებითი ლექსიკონების  დეფინიციებს, სადაც  „მნიშვნელობა არის განმარტებითი ლექსიკონის ცალკეული რუბრიკა, მნიშვნელობის  კომპონენტი კი - ცალკეული სიტყვა ამ რუბრიკაში" [Караулов, 1976: 183].

მაგალითად, სიტყვაში ვარსკვლავი, რომელსაც აქვს დეფინიციაა  „ცის სხეული, რომელიც საკუთარი შუქით ანათებს; შორი მანძილის გამო ცის კამარაზე  ჩანს, როგორც ყოველმხრივ  სწორხაზოვნად სხივების გამომცემი მნათობი წერტილი. (ჩვეულებრივ სიტყათხმარებაში ვარსკვლავს ეძახიან აგრეთვე პლანეტასაც)  [ქართული... 1950-1964], გამოიყოფა  კომპონენტები: „ცის  სხეული", „შორი მანძილი", „სხივების გამომცემი მნათობი წერტილი".

განმარტებითი ლექსიკონების  დეფინიციების გარდა, მნიშვნელობის  კომპონენტების  გამოყოფაში გვეხმარება ჩამოყალიბებული წარმოდგენები  ციური სფეროს  შესახებ.  მაგალითად, ვარსკვლავები ციმციმებენ, ბრწყინავენ, ქრებიან (мерцают, блестят, бледнеют, меркнут, гаснут).  ვარსკვლავი შეიძლება იყოს შორეული, ახალი, დიდი, პატარა, კაშკაშა, საღამოს, დილის... და ა.შ.

ეს წარმოდგენები შედის სიტყვა „ვარსკვლავის" სემანტიკურ სტრუქტურაში, კოდირებულია მასში, ანუ ეს ნომინაცია მრავალმხრივია.

ნ.   გუმილიოვის  პოეტურ ნაწარმოებებში ვარსკვლავის  ნომინაციის მრავალმხრივობა ვლინდება შესიტყვებებში: синяя звезда, алая звезда, золотая звезда, розовая звезда, бродячая звезда, бесстрастно блещущая звезда, гордая звезда, далекие звезды, древние звезды, новые звезды, обетная звезда, ослепительные звезды, путеводная звезда, слепящая звезда, холодные звезды, блещут недоступные, чужие звезды, звезды предрассветные мерцали და ა.შ.

მეტაფორიზებისას  მრავლისმომცველი სიტყვა „ვარსკვლავი"  გარდაიქმნება და   სხვადასხვა საგნის  აღმნიშვნელ სიტყვებთან მიმართებით მრავალსაგნობრივ მნიშვნელობას იძენს (მაგალითად, Как звезды, праздничны глаза ).

თანამედროვე  ნეიტროფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ ნებისმიერი სიტყვის აღქმისას იმავდროულად ხორციელდება მისი გარკვეულ კატეგორიაში მოთავსება. ასევე სიტყვა «ვარსკვლავი» ფიქსირდება როგორც  ციური  სფეროს  კატეგორიის komponenti. enaSi სიტყვის azrobrivi Sinaarsis Semqmeli danarCeni semebi aRmqmis periferiaze rCeba, an sruliad SeumCnevelia.

rogorc pirdapiri, aseve enobrivi gadataniTi mniSvnelobiT aRqmisas Cveni warmodgena sagnis Sesaxeb Seicavs mocemuli leqsikuri mniSvnelobis ara yvela Semadgenels, aramed elementarul mniSvnelobaTa mxolod im minimalur raodenobas, romelic sakmarisia sityvis swori gagebisaTvis.

მაგალითად, გამოთქმაში „ოქროს ვარსკვლავი"(золотая звезда) აღიქმება ფერისა და სიკაშკაშის სემები:

„ Так давно я ищу тебя,

И ко мне ты стремишься тоже,

Золотая звезда, любя,

 Из лучей нам постелет ложе".

(«Песня дриады»)

ფორმისა და სიკაშკაშის სემებია გამოთქმებში „ვარსკვლავის მსგავსი სასახლე" (Дворец, похожий на звезду - „Мик") და „ვარსკვლავის მსგავსი ხოჭოები" (Жуков, похожих на звезду - „Приглашение в путешествие" ), ხოლო გამოთქმაში „ვარსკვლავები, როგორც მსხვილი ბარდა"(Звезды, как крупный горох - „Абиссиния") - ზომისა და ფორმის სემები.

სიტყვის ახალი მნიშვნელობით გამოყენებისას მისი შინაარსი არსებითად იცვლება: ჩნდება ახალი ინფორმაცია, წარმოიქმნება ახალი კონტექსტუალური სემები ანდა  აქტუალური ხდება პოტენციური სემები.

შევადაროთ აქტუალიზებადი სემები: ის, რაც შთაგაგონებს (Звезда моих побед - „Молюсь звезде моих побед"); სამყოფელი ადგილი, ფორმა, ფერი (Звезду долин, лилею голубую... - „Я - конквистадор..."); სიმხურვალე, სიკაშკაშე, ფორმა (Его сожгут мечи ... огромных звезд - „Стансы"); სილამაზე, გულადობა (У нее (Земли) есть две лучших звезды - Это смелые очи твои - „О тебе"); სიკაშკაშე, განდგომილება (Небо черное, где блещут / Недоступные, чужие звезды - „Звездный ужас").

სიტყვის სინტაქსური და სემანტიკური პოზიციიდან გამომდინარე რეალიზებას პოვებს კონტექსტუალური ან პოტენციური სემები. კონტექსტუალური სემები რეალიზდება მაშინ, როდესაც „ვარსკვლავი'" გამოდის დამოუკიდებელი ნომინაციის როლში ნიშანდობლივ სიტყვასთან შეთანხმებაში: синяя звезда, слепящая звезда, чужая звезда.

პოტენციური სემების რეალიზება გენეტიკური კონსტრუქციის შემთხვევაში ხდება, როდესაც „ვარსკვლავი" წარმოდგენილია სემანტიკურად დამოკიდებულ, ხოლო სინტაქსურად მთავარ პოზიციაში: Звезда моих побед, /Звезду долин, лилею голубую.

თავისი მრავალმხრივი არსის დაკარგვისას სიტყვა ახდენს პოტენციური სემის რეალიზებას, ხოლო, თუ სიტყვა თავის მრავალმხრივობას არ კარგავს - იმ კონტექსტუალური სემების რეალიზებას, რომლებიც აქტუალური ხდება უახლოესი სიტყვიერი გარემოცვის, კონტექსტის საშუალებით.    როგორც კონტექსტუალური, ასევე პოტენციური სემები სიტყვის მნიშვნელობის ემოციურ-მოდალურ კომპონენტს წარმოადგენს.

ნ. გუმილიოვის პოეტურ ტექსტებში სიტყვა „ვარსკვლავის" სემანტიკურ სტრუქტურაში ჩნდება დამატებითი ნიშან-თვისებებიც: უნარი ადამიანის გრძნობების განცდისა - შიშის ზარი (Звезды жались в ужасе к луне - „Слово"); სიამაყე (Если звезды, ясны и горды, Отвернутся от нашей земли... - „О тебе"); სურნელების ფრქვევის უნარი (И пахнет звездами и морем Твой плащ широкий, Женевьева... - „Средневековье"); ტემპერატურის ქონა (Холодные звезды тревожного марта - „Крест") და ა.შ.

„ციური" სემანტიკის პოეტური სიტყვები და მათი სიტყვიერი გარემოცვა განსაკუთრებულ საინფორმაციო სივრცეს ქმნის. სიტყვებს აქვს ახალი მნიშვნელობა, რომელიც  არ ემთხვევა მხატვრული კონტექსტისაგან  მოწყვეტილ მოცემული სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს.

პოეტური სიტყვის სემანტიკური მრავალსახეობის ხარისხი, მასში სხვადასხვაგვარი ნიშან-თვისების არჩევანი და კომბინაციები განსხვავებულია ნ. გუმილიოვის პოეტური ტექსტების სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, სიტყვა „ვარსკვლავის" სემანტიკური მრავალსახეობის განმსაზღვრელ დიფერენციალურ ნიშან-თვისებათა შემადგენლობა განპირობებულია სიტყვების კონკრეტული მნიშვნელობით, კონტექსტით.

ასეა ლექსში „Я вырван был из жизни тесной..." სიტყვა „ვარსკვლავის" დიფერენციალურ ნიშან-თვისებათა შემადგენლობა განსხვავდება ლექსის სტროფის კონტექსტში: „И умер я... и видел пламя, невиданное никогда, / Пред ослепленными глазами Светилась синяя звезда."

სიტყვა „ვარსკვლავის" სემანტიკურ სტრუქტურაში რეალიზებას პოვებს „ციური სხეულის", „ნათების უნარის", „ლურჯი სიკაშკაშის" სემები.

შემდეგ სტროფებში გადმოცემულია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლეს ხელმეორედ დაუბრუნდა. ამიტომაც ნახსენებია „мир земной": „И вдруг из глуби осиянной / Возник обратно мир земной, / Ты птицей раненой нежданно/ Затрепетала предо мной",  ხოლო ლექსის ბოლო სტროფში: „Ты повторяла: Я страдаю", / Но что же делать мне, когда / Я наконец так сладко знаю, / Что ты лишь синяя звезда". სიტყვა „ვარსკვლავის" სემანტიკური სტრუქტურა ახორციელებს „სიშორისა" და „მიუწვდომლობის" ემოციურ-მოდალურ სემებს.

დაბოლოს, ამ ლექსის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ სიტყვა „ვარსკვლავის" ყველაზე ღრმა არსზე, რომელშიც ასახულია პოეტის მღელვარე სიყვარული ქალისადმი. ეს გრძნობა ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ციური ვარსკვლავი. ლექსი ეძღვნება Eლენა დიუბუშეს, რომელიც ცოლად გაჰყვა ამერიკელს და მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა: „Вот девушка с газельими глазами / Выходит замуж за американца, / Зачем Колумб Америку открыл?"

ნ. გუმილიოვი არ იყო ერთადერთი პოეტი, რომელმაც თავის ნაწარმოებში ციური სფერო ასახა. ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები პოეზიაში ოდითგანვე დამკვიდრებული სიტყვებია. ისინი გვხვდება თითქმის ყველა პოეტის შემოქმედებაში და ზუსტად ამიტომ  არის საინტერესო დადგინდეს ის მნიშვნელოვანი ძვრები [Щерба, 1960: 167], რომლებიც  პოეტს ტრადიციულ პოეტურ ლექსიკაში შემოაქვს.

ანდრეი ბელი პუშკინის, ტიუტჩევისა და ბარატინსკის მიერ ბუნების მხედველობითი აღქმის შედარებისას აღნიშნავს: „У Пушкина - Луна - царица ночи, у Тютчева в картине мира лишь месяц - он Бог и гений, пушкинская луна эфемерна, она невидимка, туманна и бледна, у Тютчева же месяц - магический, светозарный» [Белый, 1983: 65].

ასე წარმოსახვაში ჩნდება „два индивидуальных светила: успокоенно блистающий гений-месяц; и бегающая по небу луна... У Баратынского в картине мира нет четкого образа этого светила: луна и месяц ходят по небу разве что ясные" [Белый, 1983: 68].

ნ. გუმილიოვის მთვარე: Лунахищная, умирающая, опечаленная, грешная сирена, багровеет, как сметельная рана. Месяц - строгий, черный, как черный ад.

ასე  რომ, სახეზეა სამყაროს სხვადასხვაგვარი აღქმა: ყოველი პოეტი  თავისებურად აღიქვამს გარემოს და სიტყვების საშუალებით გადმოსცემს მკითხველს გარემომცველი სამყაროს საკუთარ ინტერპრეტაციას. სიტყვები, რომლებსაც ამ მიზნისთვის იყენებს პოეტი, მის ასოციაციებს გამოხატავს. შემოქმედის ასოციაციები ყოველთვის მრავალმნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. ისინი ეყრდნობა ემოციურ-ქვეცნობიერ საფუძველს, რომელიც მონაწილეობს მათ ჩამოყალიბებაში.

პოეტურ ტექსტში ხდება სიტყვების სემანტიკური და ეს ესთეტიკური ტრანსფორმაცია, ენობრივი ერთეულების მიზანშეწონილი ცვლილება და ერთიან ესთეტიკურ ნიშანში შერწყმა. ყოველივე ეს სხვადასხვა დამატებითი ნიუანსის შეძენის გზით ხორციელდება.

ზუსტად ეს დამატებითი აზრობრივი ნიუანსები ასხვავებს გუმილიოვის ცასა და მზეს, მთვარეს და ვარსკლავს სხვა პოეტების ცისა და მზის,  მთვარის და ვარსკლავისგან. პოეტური კატეგორია "ციურის" დამახასიათებელ  ნიშნებს პოეზიის სისტემაში შეუძლიათ გადმოსცენ ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც აღნიშნავენ; უპირველეს ყოვლისა, კი - პოეტურ ნაწარმოებში  წარმოჩენილი შთაბეჭდილებები და ემოციები.

ნ. გუმილიოვის პოეტური მანერის თავისებურება ხასიათდება მისი შემოქმედებისათვის მთავარი სიტყვების ციურ სფეროსთან დაკავშირებული სემანტიკური მოცულობის გაფართოებით, რადგან ეს სიტყვები ერთდროულად ორივე კონოტაციური მუხტის მატარებელი ხდება (ისინი დამუხტულია როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად). მაგალითად, მზის ნომინაციაში გამოიყოფა გარკვეული ემოციური ეფექტი: მზის დადებითი დამუხტვა გადმოცემულია ლექსებში: „На далекой звезде Венере" (На далекой звезде Венере / Солнце пламеней и золотистей...); „Девочка" (Ты хотела быть Солнца светлей, / Чтобы люди тебя называли / Счастьем, лучшей надеждой своей); „Вечное" (Я душу обрету иную, / Все, что дразнило, уловя, / Благословлю я золотую / Дорогу к Солнцу от червя); „Основатели" (Ромул и Рем взошли на гору./  Холм перед ними был дик и наг. / Ромул сказал: Здесь будет город". / Город, как Солнце", - ответил Рем); „Пещера сна" (И, взойдя на плиты алтаря, / Мы заглянем в узкое оконце, / Чтобы встретить песнею царя, / Золотисто-огненное Солнце); „Осенняя песня" (И Солнце пышное вдали / Мечтало снами изобилья / И целовало лик Земли / В стоме сладкого бессилья); „Баллада" (И я верил, что Солнце зажглось для меня, / Просияв, как рубин, на кольце золотом)...

ხანდახან გუმილიოვის ნაწარმოებში კონოტაციურად დამუხტულ სიტყვაში ხდება „გადართვა"  დადებითიდან უარყოფით რეგისტრში. მაგალითად,  სტროფში  „И Солнце, золотистый плод, / В прозрачном воздухе плывет, / Как ангел с песней воскресенья" მზე  კონოტაციურად დადებითად დამუხტული სიტყვაა. მაგრამ ლექსში ამ სიტყვებს მზის შესახებ ამბობს მკვლელი, რომელიც არ ნანობს თავისი „დედოფლისა და საცოლის"  სიკვდილს. ამ შემთხვევაში მზის სხივები ედარება სისხლს. საბოლოოდ ხორციელდება მზის ორმაგი კონოტაციური დამუხტვა: „С могильной бледностью лица / И с пересохшими губами. / В хитоне белом, дорогом, / Как бы упившийся вином, / Он шел неверными шагами./ И он кричал: Смотрите все,Как блещут искры на росе, / Как дышат томные растенья, / И Солнце, золотистый плод, / В прозрачном воздухе плывет, / Как ангел с песней воскресеньяю / Как звезды, праздничны глаза/ Как травы, вьются волоса, / И нет в душе печалям места / За то, что я убил тебя, / Склоняясь, плача и любя, / Моя царица и невестаю/ И все сильнее падал дождь,И все чернели кущи рощ, / И я промолвил строго-внятно:Убийца, вспомни Божий страх, / Смотри на дорогих шелках / Как кровь, алеющие пятна" („Неслышный, мелкий падал дождь").

ლექსში „Открытие Америки" თავიდან მზე კონოტაციურად  დადებითადაა დამუხტული: Светит Солнце, яркое, как в детстве, / С колоколен раздается звон,Провозвестник радости, не бедствий...შემდეგ კი -  უარყოფითად: Все прошло, как сон! / А в настоящем - Смутное предчувствие беды, / Вместо славы - тяжкие труды / И под вечер - призраком горящим, / Злобно ждущим и жестоко мстящим - Солнце в бездне огненной воды.

გამოთქმა „Солнцем день человеческий выпит" („Египет") დღის დასასრულის პოეტური აღნიშვნაა; სიტყვა „დალეული" (выпит) იზიდავს სისასტიკისა და ულმობელობის სემებს; იგულისხმება მწველი ტროპიკული მზე, რომელიც ყოველივე ცოცხალს აუძლურებს.

რიგ შემთხვევაში ორივე მუხტი - დადებითიცა და უარყოფითიც - შერწყმულია  ერთ სიტყვაში და იგი მრავალსახოვანი ხდება: „Солнце духа благостно и грозноРазлилось по нашим небесам" („Солнце духа").

ყოველი ნიშნადი სიტყვის მნიშვნელოვანი არსი ბოლომდე და მთლიანად ლექსის ტექსტში ხდება გასაგები. მაგალითად, ლექსში „Молитва" გამოიყოფა მზის ნომინაციის უარყოფითი კონოტაციური დამუხტვა: „Солнце свирепое, Солнце грозящее, / Бога, в пространствах идущего, / Лицо сумасшедшее./  Солнце, сожги настоящее / Во имя грядущего, / Но помилуй прошедшее!"  მზის ნომინაციის უარყოფითი დამუხტვა განპირობებულია იმით, რომ მისი სემანტიკური სტრუქტურა,  მისთვის დამახასიათებელი ძირითადი მნიშვნელობის შემადგენელი სემების გარდა („ციური სხეული", „ნათების უნარი", „სითბოს გამოყოფის უნარი"),   შეიცავს „მრისხანების" ნიშან-თვისებასაც. ეს ნიშან-თვისება (სიტყვა „მზის"  სემანტიკური სტრუქტურის მნიშვნელობის ემოციურ-მოდალური კომპონენტი) გამომჟღავდება ნიშანდობლივი სიტყვების (свирепое, грозящее, сожги) მეშვეობით, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიტყვაში „მზე" კოდირებულია გამოთქმები: მზე ანათებს, მზე ათბობს, მზე წვავს.

სემანტიკური ნიშან-თვისება „წვა" იზიდავს „მრისხანების" ემოციურ-მოდალურ კომპონენტს:

греть   - жечь - свирепое  (= плохо)

გათბობა - წვა - მრისხანე (= ცუდი)

ამავე დროს გუმილიოვის პოეტურ ლექსიკონში მოქმედი ნიშან-თვისება „წვა" შეიძლება დადებითადაც იყოს დამუხტული, მაგალითად, ლექსში „Абиссиния" ტროპიკული „მზე" დადებითად ხასიათდება: „Колдовская страна! /Ты на дне котловины, / Задыхаешься, льется огонь с высоты. /  Над тобою разносится крик ястребиный, / Но в сияньи заметишь ли ястреба ты? (...) / Выше только утесы, нагие стремнины, / Где кочуют ветра да ликуют орлы, / Человек не взбирался туда, и вершины / Под тропическим солнцем от снега белы. / И повсюду, вверху и внизу, караваны / Видят солнце и пьют неоглядный простор,Уходя в до сих пор неизвестные страны / За слоновою костью и золотом гор. (...) / Есть музей этнографии в городе этом / Над широкой, как / Нил, многоводной Невой, / В час, когда я устану быть только поэтом, ничего не найду я желанней его.(...) / Я хожу туда трогать дикарские вещи, / Что когда-то я сам издалека привез, / Чуять запах их странный, родной и зловещий, / Запах ладана, шерсти звериной и роз. / И я вижу, как знойное Солнце пылает, / Леопард, изогнувшись, ползет на врага, / И как в хижине дымной меня поджидаетДля веселой охоты мой старый слуга".

„ციური" სემანტიკის მქონე სიტყვების დადებით თუ უარყოფით კონოტაციებს გარკვეული თავისებურებები გააჩნია, რომლებიც ამ სიტყვებით აღნიშნული რეალური ნიშან-თვისებებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, მზის „უარყოფითობა" აისახება მის „სიმწვავეში", მთვარისა - მის უნარში, გააგიჟოს და დატანჯოს ადამიანი, ვარსკვლავისა - მის განდგომილებაში, მიუწვდომლობაში.

ნ. გუმილიოვის პოეზიაში ციური სფეროს სიტყვათა კონოტაციური დამუხტვის ხარისხთა შედარებამ გვიჩვენა, რომ უარყოფითი კონოტაციური დამუხტვის უმაღლესი ხარისხი გააჩნია ძირითადად სიტყვა „მთვარეს", ხოლო დადებითი - სიტყვა „ვარსკვლავს".

ნ. გუმილიოვის პოეზიაში „ციური" სიტყვები არა მხოლოდ ერთმანეთს უპირისპირდება უმარტივეს სემანტიკურ ოპოზიციებზე დაყრდნობით, არამედ ერთობლიობაში ისინი მსოფლშეგრძნების „ციურ" კატეგორიას წარმოშობენ. ხდება გარკვეული პარალელების მოძებნა  სხვადასხვაგვარ მოვლენასთან; კონტრასტები  იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას   კოსმიურ-სივრცით  კონტინუუმში  (ცა - მიწა). ეს კი  „მიწიერთან" ქმნის ისეთ ბინარულ ოპოზიციას, როგორებიცაა სიკეთე _ ბოროტება, სამოთხე _ ჯოჯოხეთი და სხვ.

ღმერთის მიერ მიტოვებული დედამიწა საშინელებისა და შიშის სადგურია, რომელსაც პოეტი ყაჩაღსა და მკვლელს ადარებს: „Земля - как уличенный тать, / Преступно-тайных похорон / На ней зловещая печать".

დედამიწა დასერილია გამოქვაბულებითა და ქვესკნელებით, სადაც ლიუციფერი ბინადრობს („Пещера сна"). ეს ქვესკნელები შიშისა და საშინელების საწყისია.

ნ. გუმილიოვის გმირები - ვარსკვლავის მაძიებელ კონკისტადორი, სამყაროს მბრძანებელი ადამი - სიკეთისა და სიყვარულის სახელით ებრძვიან ბოროტებას.  ამ ბრძოლას მასშტაბური ხასიათი აქვს, იგი მთელ სამყაროს მოიცავს, სადაც კეთილი ებრძვის ბოროტს და, ძირითადად, ყოველივე ეს ციური სფეროს აღმნიშვნელი სიტყვების საშუალებით გადმოიცემა.

ლიტერატურა

ქართული...
1950-1964
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 4. თბილისი.
Белый А.
1983
Поэзия слова: Пушкин, Тютчев и Баратынский в зрительном восприятии природы. В кн.: Семиотика. Москва.
Гумилев Н.
1990
Стихотворения и поэмы. Москва.
Караулов И. Н.
1976
Общая и русская идеография. Москва.
Щерба А.В.
1960
О трояком аспекте языковых явлений и эксперименте в языкознании. / История языкознания вв. в очерках и извлечениях. Ч.2. Москва.