ავტორებისათვის

ავტორებმა რედაქციაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალები:

 სტატიის  გაფორმების   წესი  და   ტექსტის ფორმატი:

  • სტატიის ენა - ქართული და/ან ინგლისური;
  • სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და მისი ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე ( 2 გვერდი). (სასურველია, სარედაქციო საბჭოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ ავტორმა წარმოადგინოს სტატიის ინგლისური თარგმანიც. ასეთ შემთხვევაში ვრცელი, ორგვერდიანი ინგლისური რეზიუმეს წარმოდგენა საჭირო არ არის).
  • უცხოელმა ავტორებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ სტატიის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე;
  • სტატია მოგვაწოდეთ DOC(MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით.
  • რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის;
  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
  • შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Times New Roman
  • შრიფტის ზომა -12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1;
  • გვერდების რაოდენობა - 7-10;
  • ფურცელი არ ინომრება.

 

სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • მონაცემები ავტორის (თითოეული თანაავტორის) შესახებ:
  • ავტორის  (ავტორების) სახელი, გვარი (ცენტრირებული,  შრიფტის ზომა  12);
  • მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (არაუმეტეს 100 სიტყივსა).
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა) სტატიის ენაზე (დახრილი, Italic), შრიფტის ზომა 12); ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
  • საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა- სტატიის ენაზე (დახრილი, Italic, შრიფტის ზომა 12 );
  • სტატიის ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);
  • თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია:
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული  იყოს  შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები (ფორმატი - 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით;
  • თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია,  იგი არ ინომრება;
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს  და/ან  დაერთოს   მცირე განმარტება იქვე,  მასალის სათაურის ქვემოთ;
  • ნახაზი უხარვეზოდ უნდა აისახებოდეს ეკრანზე (გარჩევისუნარიანობა 96-150 dpi).
  • წარმოდგენილი უნდა იქნას სტატიის როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი და ავტორის მიერ ხელმოწერილი, ასევე ელექტრონული ვერსია (მისამართი: 0179 თბილისი, ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, ოთახი #204 , ელექტრონული მისამართი: spekali@tsu.ge)

  •                                                                            ავტორის სახელი, გვარი(სრულად)

    ავტორის მოკლე აკადემიური ბიოგრაფია

                                             სტატიის სახელწოდება

     

         მოკლე ანოტაცია  ( არაუმეტეს 4-5 სტრიქონისა ორიგინალის ენაზე )

         საკვანძო სიტყვები    ( არაუმეტეს ხუთისა )

                                                                სტატია

        ლიტერატურა

     

 

Ø  ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი. (დანართი 2)

Ø  ჟურნალში  შემოსული  სტატიები  სარეცენზიოდ  გადაეცემა  დამოუკიდებელ ქართველ  და  უცხოელ   ექსპერტებს.

Ø  საერთაშორისო ეთიკის ნორმების გათვალისწინებით ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.

Ø  სტატია გამოქვეყნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითად შეაფასებს ორივე ექსპერტი.

Ø  მხოლოდ რედკოლეგიას აქვს უფლება, რეცენზიასთან დაკავშირებით დამატებითი ახსნა-განმარტებისათვის მიმართოს ექსპერტს. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

Ø  რედკოლეგია უფლებამოსილია, თუ საჭიროდ ჩათვლის, უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს ექსპერტებს და/ან დაუბრუნოს ავტორს სტატია შემდგომი გადამუშავების მიზნით.

Ø  ავტორი ვალდებულია, გადაამუშაოს სტატია რედკოლეგიის ან რეცენზენტის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია არ დაიბეჭდება და/ან არ გადაეგზავნება ექსპერტებს.

Ø  ავტორისათვის სტატიის  დაბრუნება შემდგომი დამუშავებისათვის არ ნიშნავს, რომ იგი მიღებულია გამოსაქვეყნებლად.

Ø  გადამუშავებული ტექსტის მიღების შემდეგ სტატიას  ხელახლა განიხილავს სარედაქციო  საბჭო.

Ø  ავტორი ვალდებულია,  მიუთითოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც იგი სისტემატურად ამოწმებს და რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება. თუ ავტორთან დაკავშირება დაბრკოლდება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, რედაქცია უფლებამოსილია, შეაჩეროს ან საერთოდ უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე.

Ø  რედაქციას არ აქვს ფინანსური საშუალება, უზრუნველყოს სატელეფონო საუბრები ავტორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება და რედაქციას დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Ø  ავტორი უფლებამოსილია მოითხოვოს რეცენზიის გაცნობა.

Ø  ავტორს არ აქვს უფლება უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.

Ø  ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე.

Ø  პუბლიკაციების სამეცნიერო ხარისხზე მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორებსა და რეცენზენტებს .

Ø  სტატიის ავტორის პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო საბჭოს პოზიციას.

Ø  ჟურნალის რედაქცია  არ აგებს პასუხს  ავტორების და/ან მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინაშე, თუ ისინი ამ პუბლიკაციით რაიმე ფორმით დაზარალდებიან.

Ø  სარედაქციო საბჭო  უფლებამოსილია,  ჟურნალიდან ამოიღოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ გამომჟღავნდება, რომ  ამ მასალის გამოქვეყნებით  დაირღვა  საავტორო უფლებები და/ან სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული  სხვა ნორმები.  ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.

Ø  ავტორს უფლება აქვს, „სპეკალში" გამოქვეყნების შემდეგ, სტატია დაბეჭდოს სხვა ჟურნალში (მხოლოდ არაელექტრონულში).  ასეთ შემთხვევაში (თუ სტატია ცვლილებების გარეშე ქვეყნდება)  სავალდებულოა, მიეთითოს „სპეკალზე", როგორც პირველწყაროზე.

Ø  დოქტორანტების მხარდაჭერის მიზნით, მათი სურვილის შემთხვევაში, ჟურნალის ვებგვერდზე შესაძლებელია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაცული სადოქტორო დისერტაციების ავტორეფერატების გამოქვეყნება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.

ჟურნალ „სპეკალის" სარედაქციო  საბჭო მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.