შეფასების სისტემა
ჟურნალის შეფასების სისტემისა და პოლიტიკის თანახმად, რეცენზენტები არ არიან აფილირებულნი კონკრეტული ავტორის ინსტიტუციასთან.
სტატია შეფასდება 100-ქულიანი სისტემით.
ჟურნალში სტატია დაიბეჭდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ექსპერტი ნაშრომს შეაფასებს დადებითად (დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა).
შეფასების დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
- ნაშრომის შინაარსი (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
მოწმდება: დასმული პრობლემის აქტუალობა და კვლევის მიზანი. - ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
მოწმდება: ავტორის მიერ ყველა იდეის სრულად განვითარება. საკითხის სიღრმისეულად და ამომწურავად შესწავლა. არგუმენტაციის სიზუსტე, კონკრეტულობა და კომპლექსურობა; სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა საკვლევ თემასთან. - მონაცემთა სანდოობა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
მოწმდება: მონაცემების სისწორე. ეყრდნობა თუ არა ავტორი პირველწყაროს მონაცემებს. დამოწმებულია თუ არა ყველა ციტირებული წყარო აღნიშნული ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში. - ნაშრომის სტრუქტურა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
მოწმდება: არის თუ არა სტატია კარგად ორგანიზებული, თითოეული პარაგრაფი სრულად განვრცობილი. - შედეგები (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
მოწმდება: არის თუ არა კვლევის შედეგები ახალი და მნიშვნელოვანი; ლოგიკურია თუ არა დასკვნები.
შენიშვნა: ინფორმაცია რეცენზენტენის შესახებ კონფიდენციალურია. 51 ქულაზე ნაკლები შეფასების მიღების შემთხვევაში ნაშრომი არ დაიბეჭდება.