ნანა გაფრინდაშვილი
ნანა გაფრინდაშვილი დაიბადა 1958 წელს. სწავლობდა ბელორუსიის სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1993 წელს – სადოქტორო დისერტაცია („უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი – ისტორიულ-შედარებითი კვლევა“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ნანა გაფრინდაშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. იგი არის 6 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოსა და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.