მირანდა გობიანი
მირანდა გობიანი დაიბადა 1975 წელს. 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ხოლო 2006 წელს - დაასრულა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ასპირანტურა (მიმართულება სოციოლინგვისტიკა). მუშაობს ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის ასისტენტ-პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი. 2008 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.სამეცნიერო ინტერესების სფერო: სოციოლინგვისტიკა, დისკურსის ანალიზი, უცხო ენის სწავლების დიდაქტიკა და მეთოდიკა.