ოთარ გოგოლიშვილი

ოთარ  გოგოლიშვილი  დაიბადა  1957  წელს. 1979  წელს დაამთავრა     ბათუმის  შოთა  რუსთაველის   სახელობის  სახელმწიფო  პედაგოგიური  ინსტიტუტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორია-უცხო ენის (გერმანული) სპეციალობით.  1993  წელს  დაცვა  საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე ,,საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება აჭარაში 1900-1910 წ.წ." და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო   2002  წელს  - სადოქტორო  დისერტაცია  თემაზე ,,სოციალური და ეროვნული მოძრაობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XX საუკუნის პირველ მესამედში" და  მიენიჭა  ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორის  სამეცნიერო  ხარისხი. იგი  არის  5 მონოგრაფიისა და 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;  მუშაობს ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ისტორიის,  არქეოლოგიისა   და ეთნოლოგიის  დეპარტამენტის  ასოცირებულ  პროფე­სო­რ­ად.


სამეცნიერო  ინტერესების  სფერო:  საქართველოს, ევროპის, რუსეთისა  და კავკასიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია.

ელ-ფოსტა: otari01@mail.ru