მაია დარასელია
მაია დარასელია დაიბადა ქ. სოხუმში 1971 წლის 17 ოქტომბერს. 1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეც. ,,ინგლისური ენა და ლიტერატურა’’, ხოლო 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (ინგლისური ფილოლოგიის კათედრა). 2003 წლის 11 ნოემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე ,,მეტაფორის შემეცნებითი ღირებულებისათვის პუბლიცისტიკის ენაში’’. იგი დაინტერესებულია თანამედროვე ლინგვისტიკის აქტუალური პრობლემებით; არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და ოცდაათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.