მაია შუხოშვილი

მაია შუხოშვილი დაიბადა 1982 წელს. 1999 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2005 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2008 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა" დოქტორანტი. გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი.


სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ბერძნული ლიტერატურა, ძველი ბერძნული ფილოსოფია.

ელ-ფოსტა: makoshukho@yahoo.com