ანა იმნაძე
დაიბადა 1975 წელს გორში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1997). პედაგოგად მუშაობდა გორის #13 საშუალო სკოლაში (1998), სკოლა „ინტელექტში“ (1999-2000), ), გორის #3 საჯარო სკოლაში (2003-2008). 2007-2010 წლებში მუშაობდა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტში. ამჟამად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელია.2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტია (სადოქტორო პროგრამა „თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია). მუშაობს უახლესი ქართული ლიტერატურის, თანამედროვე ლიტერატურული პროცესებისა და ლიტერატურის თეორიის პრობლემებზე.