მაკა ადვაძე
2000 წელს დაამთავრა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი. 2006 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ენათმეცნიერების მიმართულებით. 2005-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე მოწვეულ პედაგოგად.