ნატო სონღულაშვილი
ნატო სონღულაშვილი დაიბადა 1986 წელს. 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი ისტორიის სპეციალობით. 2007-2009 წლებში სწავლობდა თსუ საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი დასრულების შემდეგ მიენიჭა ისტორიის მაგისტრის ხარისხი. 2009 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის `საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია~ დოქტორანტი. არის 20 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის: `ქართული ერთობა და მისი იდენტობა XX საუკუნის პირველ ოცწლეულში პრესის მასალების მიხედვით~ ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია.