ელენე მეძმარიაშვილი

ელენე მეძმარიაშვილი დაიბადა 1948 წელს. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ახალი და უახლესი ისტორიის განხრით, ხოლო 1974 წელს - ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "თანამედროვე ნიგერიის სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები" და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის უახლესი ისტორიის 3 სახელმძღვანელოს, ერთი სალექციო კურსის, ერთი მონოგრაფიისა და 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;  2005-2006 წლებში ფულბრაიტის სამეცნიერო სტიპენდიით მუშაობდა რატგერსის უნივერსიტეტში (აშშ) მიწვეულ მკვლევრად; ამჟამად მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად.


სამეცნიერო ინტერესების სფერო: საქართველოსა და აშშ-ის უახლესი ისტორია, თანამედროვე ქართული იმიგრაციისა და ქალთა საკითხები, ისტორიის  დიდაქტიკა.

ელ-ფოსტა: lika2medz@yahoo.com