აპოლონ თაბუაშვილი
აპოლონ თაბუაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 2004 წელს - ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2009 წლიდან სწავლობდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში. 2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია _ "ერეკლე II-ის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის". 2010 წლიდან არის თსუ-ის ასისტენტ პროფესორი.2008 წელს ა. თაბუაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოცხადებულ სამეცნიერო გრანტების კონკურსში (თემა: "აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ექსპერიმენტი და ერეკლე მეორის პოლიტიკა. XVIII საუკუნის II ნახევრის საისტორიო საბუთების გამოცემა"); გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 14 სამეცნიერო სტატია. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ისტორია.