ნესტან სულავა
დაიბადა 1948 წელს. 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1972-1975 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნირებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1978 წლის დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რუსთაველი და ძველი ქართული სასულიერო პოეზია“, 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მე-12-13 საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკა“. 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია, რუსთაველის ფონდის დაფინანსებით თანაავტორებთან ერთად - 1 წიგნი, არის 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.