კონსტანტინე ბრეგაძე
დაიბადა 1974 წელს. 2004 დაიცვა დისერტაცია თემაზე „ნოვალისის ენის ფილოსოფია“ (მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი).2004 წელს აირჩიეს გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის ფილიალის წევრად, 2007 წელს - ნოვალისის საერთაშორისო საზოგადოების პირველ ქართველ წევრად.
მონაწილეობდა მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში საქართველოსა და გერმანიაში. გერმანულიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო და 2007 წელს გამოაქვეყნა ნოვალისის პოეტური ციკლი “ღამის ჰიმნები” (Hymnen an die Nacht).
ავტორია სამეცნიერო სტატიების კრებულებისა: „ლიტერატურული და ენისფილოსოფიური ნარკვევები. ნოვალისი, გოეთე, ვ. ფონ ჰუმბოლდტი..“ (თბილისი, 2009); „გერმანული რომანტიზმი. ჰერმენევტიკული ცდანი“ (თბილისი, 2012)
მუშაობს თსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად (გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი).
კვლევის ინტერესთა სფერო: გერმანული რომანტიზმი, ქართული და გერმანულენოვანი მოდერნიზმი, ჰერმენევტიკა, ენის ფილოსოფია.