ანა კოპალიანი
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2009 წელს - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა თარგმანმცოდნეობის სპეციალობით. არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი (ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა). 2012-2013 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში თარგმანის თეორიის საფუძვლების მასწავლებლად. ამჟამად თსუ მოწვეული მასწავლებელია. თარგმნის ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ნიმუშებს (ლ. მ. ოლკოტი ,,პატარა ქალბატონები“, ,,გრასე“, 2005; ედით უორტონი ,,უმანკოების ხანა“, ,,დიოგენე“ 2012) . მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.