ნიკოლოზ გობეჯიშვილი
დაიბადა 1986 წელს. 2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.2007-2009 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგია-ეთნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა არქეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2010 წლიდან ნიკოლოზ გობეჯიშვილი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია.
მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად.