მზექალა აჭაიძე
დაიბადა 1971 წელს. 1994 წელს დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის გერმანისტიკის სპეციალობით. 1999 წელს დაასრულა პასაუს (გერმანიის) უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2001-2004 წლებში სწავლობდა პასაუს და მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტების დოქტორანტურაში. მრავალჯერ მიღებული აქვს სტიპენდია გერმანიის გაცვლითი აკადემიური სამსახურის, პასაუს უნივერსიტეტის, ბავარიის კულტურის სამინისტროს, ზაარლანდის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტის.2012 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. მუშაობს თსუ ენების ცენტრში გერმანული ენის მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: უცხო ენის სწავლების დიდაქტიკა და მეთოდიკა, ფსიქოლინგვისტიკა.