ლელა ჟამურაშვილი
ლელა ჟამურაშვილი დაიბადა 1980 წელს. 1998 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ბაკალავრიატის სრული კურსი სპეციალობით ანგლისტიკა. 2004 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგიტრატურის სრული კურსი სპეციალობით ამერიკანისტიკა. 2011 წლიდან არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი.სამეცნიერო ინტერესების სფერო: ინგლისური ლიტერატურა.
2004 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ ენების ცენტრის ინგლისური ენის მასწავლებლად.