ლადო მინაშვილი
დაიბადა 1939 წელს. 1958 წელს ჩაირიცხა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1990-2006 წლებში იყო თსუ-ში ილია ჭავჭავაძის სასწავლო_სამეცნიერო კაბინეტის მეცნიერ_ხელმძღვანელი. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არჩეულია ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის აკადემიკოს_მდივნად. არის 140_ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის: „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და შემოქმედებითი ასპექტების დახასიათება)“,თბილისი, 1995; „ილია ჭავჭავაძის ლირიკა“, თბილისი, 1977; „ქართველი რომანტიკოსები ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, თბილისი, 1980. „ლიტერატული ნარკვევები და წერილები“,თბილისი, 2003; „ლიტერატული ნარკვევები“, თბილისი, 2009; „ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ. II, თბილისი, 2010 (რედაქტორი და თანაავტორი); “ქართული ლიტერატურა“ - XIX საუკუნე, (ი. ევგენიძესთან თანაავტორობით) თბილისი, 2013 და ა.შ.