ქეთევან მირზიკაშვილი
დაიბადა 1981 წელს, 1998 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველური ენების განყოფილებაზე. ბაკალავრიატის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში ზოგადი ენათმეცნიერების პროგრამაზე. 2008 წელს ჩაირიცხა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე. ამჟამად თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის ასისტენტია. მუშაობს სემანტიკის, ლექსიკოლოგიისა და ტიპოლოგიის საკითხებზე. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.