ირაკლი ანჩაბაძე
2000-2004 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით პოლიტოლოგიის და მიენიჭა პოლიტოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 2007-2009 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიენიჭა არქეოლოგიის მაგისტრის ხარისხი.2012 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.