თამარ გელაშვილი
თამარ გელაშვილი არის ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ანგლისტიკის პროგრამის დოქტორანტი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში ვენაში, ლისაბონში, რომში და თბილისში. თამარს გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჯეიმზ ჯოისზე, სემუელ ბეკეტზე და ედუარდ ოლბიზე, და თარგმნილი აქვს მოთხრობები და პიესები ინგლისურიდან და გერმანულიდან.თამარის სადოქტორო დისერტაცია შეეხება ჯეიმზ ჯოისის რომანს ,,ღამისთევა ფინეგანისათვის“. თამარი არის 2013-2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რომლმაც მას საშუალება მისცა ემუშავა თავის დისერტაციაზე დუბლინის, ციურიხისა და რომის ჯეიმზ ჯოისის კვლევით ფონდებში.