ნანა ლოლაძე
ნანა ლოლაძე დაიბადა 1959 წელს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება. 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („სტატიკური ზმნების ფორმობრივი და სემანიკური კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენებში“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის „ქართული ლექსიკონისა“ და „ქართული ენის სახელური ფუძეების ლექსიკონის“ შემდგენელი (თანაავტორებთან ერთად), 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; არის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი.სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველურ ენათა შედარებითი ანალიზი, ფუნქციური გრამატიკა, კოგნიტიური ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსის ლინგვისტიკა.