მარიამ მირესაშვილი
მარიამ მირესაშვილი დაიბადა 1958 წელს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში, 1978-1981წ.წ., გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („ქართულ-ესტონური ლიტერატურული ურთიერთობანი (ХХ საუკუნის მე-2 ნახევარი“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1999 წელს - სადოქტორო დისერტაცია („XX საუკუნის ისტორიული რომანის ჟანრული თავისებურებანი“) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 2 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოსა და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორად.სამეცნიერო ინტერესების სფერო: ლიტერატურის თეორია, თეორიული და ისტორიული პოეტიკის საკითხები, ლიტერატურული კომპარატივისტიკა.