ილია პაჭკორია
ილია პაჭკორია დაიბადა 1984 წელს. 2002 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და 2006 წელს დაამთავრა ბაკალავრიატის სრული კურსი სპეციალობით ანგლისტიკა. 2007 წელს ჩაირიცხა მაგისტრატურაში ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2009 წელს დაამთავრა სრული კურსი სპეციალობით ინგლისური ფილოლოგია. 2011 წლიდან არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.სამეცნიერო ინტერესთა სფერო: ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება.