სოფიო მუჯირი
სოფიო მუჯირმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ხოლო 1980 წელს – თსუ ასპირანტურა. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (’’ტექსტის კომუნიკაციური დინამიზმის პროსოდიული სტრუქტურა’’) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი¬ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სოფიო მუჯირი არის 2 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორად.სამეცნიერო ინტერესების სფერო: გერმანული ენის ფონეტიკა და ფონოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; ფრაზეოლოგია; ლიტერატურული კომპარატივისტიკა; გერმანულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდიკა და დიდაქტიკა.