ნიკოლოზ სილაგაძე
ნიკოლოზ სილაგაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია. იგი დაიბადა 1981 წელს. 2002 წელს დაამთავრა თსუ–ს ისტორიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი), 2004 წელს კი - იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ნიკოლოზ სილაგაძე მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე „ძველი გერმანელებისა და კელტების ეთნოგენეზის პრობლემა“. არის ოთხი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.სამეცნიერო ინტერესების სფერო: შუა საუკუნეების ისტორია; ძველი მსოფლიოს ისტორია; ინდოევროპეისტიკა; ევროპის ე. წ. „ბარბაროსი“ ტომების ისტორიის საკითხები.