ირმა მაკარაძე
ირმა მაკარიძე დაიბადა 1985 წელს. 2002 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2006 წელს მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სპეციალობით „ქართული ენა და ლიტერატურა“. 2007 წლიდან - 2009 წლამდე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ქართული ლიტერატურა“. 2009 წლიდან დღემდე სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „იოანე სინელის „სათნოებათა კიბის“ ძველი ქართული თარგმანები“. ირმა მაკარიძე არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.