ნანა გაფრინდაშვილი, მარი სიმონიშვილი, ნინო აფციაური
ნანა გაფრინდაშვილი დაიბადა 1958 წელს. სწავლობდა ბელორუსიის სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1993 წელს _ სადოქტორო დისერტაცია ("უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი _ ისტორიულ-შედარებითი კვლევა") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ნანა გაფრინდაშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. იგი არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.სამეცნიერო ინტერესების სფერო: თარგმანმცოდნეობა, ლიტერატურული კომპარატივისტიკა, რიტორიკა, ლიტერატურის თეორია, ქართული მართლწერის საკითხები.
მარი სიმონიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტი; არაერთი საუნივერსიტეტო კონფერენციის მონაწილე.
ნინო აფციაური არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული; საუნივერსიტეტო კონფერენციების მონაწილე.