ალექსანდრე ბოშიშვილი
ალექსანდრე ბოშიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, დაიბადა 1983 წელს. 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი). 2007 წელს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურა, იმავე წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი „ქვემო ქართლის მცირე სათავადოები (სოლაღაშვილები, მელიქიშვილები, დოლენჯიშვილები)“. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის („თბილისის გარეუბნების ისტორია - კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი“ ) ავტორი.სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქვემო ქართლის ისტორიის საკითხები; ფეოდალური საგვარეულოების ისტორია; თბილისის გარეუბნების ისტორია.