მედეა საღლიანი
ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 190-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის რამდენიმე მონოგრაფიის –„პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სვანურში“, თბილისი, 2011; „სვანური ენის სტრუქტურის საკითხები“, თბილისი, 2016; ავტორი და თანაავტორი წიგნებისა: „კოდორული ქრონიკები“, თბილისი, 2007-2010; „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში“, 2016.მეცნიერული ინტერესის სფერო – ქართველური ენები, კერძოდ, სვანური ენის ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის საკითხები.