ნინო მენგი-ბარძიმაშვილი
ნინო მენგი-ბარძიმაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორი. მას აქვს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკლავრის ხარისხი ლიტერატურულ ურთიერთობებსა და თარგმანში, ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის თარგმანთმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი და ოსლოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა მეოცე საუკუნის ავტოფიქციური პროზა და ავტოფიქციის ადგილი ლიტერატურის თეორიაში.