ხათუნა გაფრინდაშვილი
ხათუნა გაფრინდაშვილმა 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის სპეციალობით. 2006 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „საქართველო და ქართველები ძველი სომეხი ავტორების თვალით (V-XVII სს.)“ და მიენიჭა არმენოლოგის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად იგი სწავლობს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში. ამასთანავე, ხათუნა გაფრინდაშვილი 2008 წლიდან დღემდე მუშაობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად, არის 11 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.