ხვთისო მამისიმედიშვილი

ხვთისო მამისიმედიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი, კავკასიოლოგი. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. ასორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მრავალი ფოლკლორული ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში. იკვლევს ფოლკლორის, მითოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებს. ავტორი წიგნებისა „ვაინახები და ქართველი მთიელები“ (1997), „პანკისი, წარსული და თანამედროვეობა“ (2008), „ჯვარ-ხატები საკულტო ტექსტებში“ (2009), „ოსური ფოლკლორი“ (2015), „საკრალური ისტორიები“ (2017), „ჩეჩნური და ინგუშური თქმულებები ნართებზე“ (2020) და სხვ.

ელ-ფოსტა: khvtiso.mamisimedishvili@tsu.ge