ეთერ ჭურაძე
ეთერ ჭურაძეს 2007 წელს, ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლის უნივერსიტეტის (გერმანია) დამთავრების შემდეგ, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ამერიკისმცოდნეობაში. 2012 წელს მან ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში, ამჟამად არის თარგმანმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი.2014-2015 წლებში ეთერ ჭურაძე იყო ლოძის უნივერსიტეტის ამერიკული ლიტერატურის კათედრის მკლევარი დოქტორანტი, ხოლო 2017-2018 წლებში ლიდსის უნივერსიტეტის თარგმანმცოდნეობის ცენტრის მკვლევარი დოქტორანტი.
ეთერ ჭურაძეს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები. მათ შორის:
1. ჰემინგუეის მხატვრული სტილის ეკვივალენტობის პრობლემა ერთი მოთხრობის ქართული თარგმანის მაგალითზე, „ლიტერატურული კვლევები“, N2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2018, გვ. 264-279.
2. ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის ქართული თარგმანის შინაარსისა და სტილის რამდენიმე საკითხი, „საენათმეცნიერო ძიებანი“, არ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, 2017, გვ. 133-143.
3. პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ბუდაპეშტი, უნგრეთი) - Getting Translated (2016). მოხსენების სათაური: “Problems in Translating Hemingway’s Short Fiction into Georgian: A Comparative Study”.