ნათია იაშვილი
ნათია იაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურ ენათა და ანგლოსაქსურ კულტურათა ფაკულტეტი. 2004-2006 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინქრონული თარგმანის ფაკულტეტზე. 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანმცოდნეობის სადოქტორო პორგრამის დოქტორანტი. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროში მთარგმნელ-თარჯიმნად. გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი.